შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მესამე თავი)


4-02-2020, 12:51
ავტორი Keke27
ნანახია 2 210

3 თავი.

შეტყობინება არ გახსნა. ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩადო და გზა განაგრძო. “მაშინვე არ ვუპასუხებ, იფიქრებს, რომ ველოდი მის ესემესს”. გაიფიქრა ელენემ და თავისსავე ნაფიქრზე ფართოდ გაეღიმა. “სასაცილო ქალური ლოგიკა”..
სახლის კარი რომ შეაღო, მისი ოთხფეხა მეგობარი შეეგება და ფეხებზე, მთელი ტანით მიეკრო. ასე, პატრონის მოსვლის სიხარული გამოხატა.
_ ფეფო, როგორ ხარ, ჩემო ლამაზო? - ბუჩუკური კატის წინ ჩაიმუხლა და ზურგზე მიეფერა. კატამ კნავილით გასცა პასუხი. - მოიწყინე, სახლში მარტომ, ჰო?.. - ნაცრისფერმა გორგალმა (ელენე ასე მოიხსენიებდა ხოლმე, მის ჰოლანდიური ჯიშის ფისოს), ისევ დაიკნავლა.
ფეხზე წამოდგა და გეზი სამზარეულოსკენ აიღო. ცელოფნის პარკები მაგიდაზე დააწყო. შემდეგ ლაბადა გაიხადა, ჩანთასთან ერთად საკიდზე დაკიდა, აბაზანაში შევიდა და ხელები დაიბანა. ნაცრისფერი გორგალი თავის ფუმფულა საწოლში გაწოლილიყო და მშვიდად ადევნებდა თვალს პატრონის ყოველ მოძრაობას.
ბუჩუკურის საცხოვრებელი პატარა იყო. ერთი ოთახისგან შედგებოდა. საძინებელი იზოლირებული იყო, ხოლო სამზარეულო და მისაღები გაერთიანებული. ბინაში ბევრი ავეჯი არ ჰქონდა. სივრცე უყვარდა. იმდენად, რომ როდესაც საუბრობდა ოთახები ექოს გამოსცემდნენ. სიცარიელის ხმა ისმოდა მის სახლში.
საძინებელში, რკინის ფეხებზე შეგდებული მატრასი ჰქონდა საწოლად. საწოლის გვერდით კომოდი იდგა.კომოდის თავზე პარფიუმერიას მოეყარა თავი. მოპირდაპირე მხარეს კი, გრძელი უჩარჩო სარკე ეკიდა, სადაც ელენე თავის მშვენიერ ორეულს ხვდებოდა, როდესაც იქ იხედებოდა. ოთახის კუთხეში მაგიდა, რომელზედაც უამრავი ფერის საღებავები და ფუნჯები განელაგებინა. კედელში ჩაშენებული კარადის კარების სახელურებზე რამდენიმე ცარიელი ტანსაცმლის საკიდი ეკიდა. ფანჯრებს ფარდების ნაცვლად, მუქი ფერის ჟანლუზები ამშვენებდნენ. იატაკი მთელ სახლში, ნაცრისფერი ლამინატით იყო მოგებული. ხოლო, კედლები კი, თეთრი ფერის. თუმცა, ამ სითეთრეს, ელენეს მიერ შესრულებული ნახატები, საოცარ სილამაზეს და თავისებურობას სძენდნენ. კედლებზე ხატვა უყვარდა. არ ხატავდა ტილოზე და არ უყვარდა ნახატის ჩარჩოში ჩასმა. თვლიდა, რომ კედელზე ნახატს თავისუფლებას სძენდა. ნახატის ირგვლივ არსებული ცარიელი სივრცე, ნახატს და მხატვარს თავისუფალი სუნთქვის საშუალებას აძლევდა. ჩარჩო კი, ბოჭავდა, ლიმიტს უწესებდა. ამიტომ არ მოსწონდა მას ჩარჩოები. ჩარჩოში ჩასმული არც ნახატი და არც ურთიერთობები. მისი თავისუფალი, მეამბოხე სულისთვის, შეზღუდვები ყოვლად მიუღებელი იყო.

სამზარელო პატარა და კოხტა იყო.
მინის მაგიდა ოთხი სკამი, მაცივარი, გაზქურა, კედელზე დამაგრებული პლაზმური ტელევიზორი, ნაცრისფერი დივანი და სავარძლები, ჟურნალების მაგიდა და ოთახის კუთხეებში, მაღალი ჩალისფერი, სანათებით იყო აღჭურვილი ეს ოთახი.
ტელევიზორის ჩამრთველი პულტი აიღო, რომელიც ჟურნალების მაგიდაზე ლამაზად მოწნულ პატარა ყუთში იდო და ტელევიზორი ჩართო. მუსიკალური არხი მოძებნა, ხმას აუწია და მერე ცელოფნებიდან ნაყიდი პროდუქტის ამოლაგება დაიწყო.
სახეზე ისევ ღიმილი ეფინა. ნიკოლოზზე ფიქრობდა. წამით შეჩერდა და საკუთარ ხელებს დააკვირდა. თვალწინ გიგაურის უცნაურად გრძელი თითები დაუდგა. მისი ხელის მტევანზე ძარღვები ისე იყო დამჩნეული, თითქოს სვიტერის მკლავს ბოლოები მოერღვა და მსხვილი ძაფები ხელებზე ჩამოშლოდა.
ტელეფონი! წამოიძახა უცებ და ჩანთისკენ გაემართა.
შეტყობინება გახსნა. “იმ კაფეს ხშირად სტუმრობ?”, ეწერა შეტყობინებაში.
“კი, საკმაოდ.” გასცა ელენემ პასუხი.
“ამ სამი თვის განმავლობაში, არასოდეს მინახიხარ ამ ქუჩაზე.” გიგაურმა ათი წუთის შემდეგ გამოგზავნა შეტყობინება.
“არც მე მინახიხარ”. ბუჩუკურმა ტელეფონი მაგიდაზე დადო. სავარძელში ჩაჯდა, ჟურნალების მაგიდის ქვედა თაროდან ლეპტოპი აიღო, ჩართო და “ვორდი” გახსნა. ეკრანზე თეთრი საწერი დაფა ელოდა სიტყვებს რომელსაც ელენეს მუზა არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეწერა. ერთახანს ჩაფიქრებულმა უყურა ცარიელ ეკრანს. ფიქრები ერთმანეთში არეოდა. აზრების დალაგება უჭირდა. როდესაც წერას დააპირებდა, ყოველთვის ასე ემართებოდა.
კლავიატურას ნაზად გადაუსვა თითები, მერე უიმედოდ ამოიოხრა და ლეპტოპი დახურა. თავის ადგილს დაუბრუნა.
ტელეფონმა დარეკა. იფიქრა, ნიკოლოზი ხომ არ რეკავსო, მაგრამ შეცდა. მისი მეგობარი რეკავდა.
_ჰო, თეო, გისმენ.
_ რას შვრები, მუშაობ დღეს?
_ არა, დღეს ვისვენებ. ახლა მოვედი სახლში. - უთხრა მეგობარს და ისევ სავარძელს დაუბრუნდა.
_ ბედნიერო! მეც მინდა სახლში ყოფნა.
_ დღეს ხომ მოხვალ?
_ კი და ერთი სული მაქვს, როდის მოვა ექვსი საათი, რომ გამოვაღწიო აქედან.
_ რა იყო, გაგაგიჟა დღესაც?
_ გამაგიჟა რომელია. ჭკუიდან გადამიყვანა. ყოველთვის უკმაყოფილოა. არაფერი მოსწნს ჩემი გაკეთებული და შენიშვნებით მავსებს.
_ ყველა გიჟს შენ როგორ უნდა გადაეყარო, შე საბრალო.- გულწრფელად შეებრალა ელენეს მეგობარი, რომელსაც ხანდაზმულ ადამიანთან უწევდა მუშაობა.
_მე ხომ ბედი არაფერში მაქვს, რაა. შენ რას შვრებოდი დღეს?
_ დღეს მეორე ავენიუზე ვიყავი გასული. ჩემს კაფეს ვესტუმრე.
_ როდესაც იქ მიდიხარ, რაღაცას გაურბიხარ თითქოს. იქ კი თავშესაფარს პოულობ, ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ, დიდი ხანია გიცნობ.
_კი, ასეა… დღესაც ასე იყო. მაგრამ კარგიც მოხდა იქ…
_ რა მოხდა? - ცნობისმოყვარეობით აივსო ელენეს მეგობარი.
_ ნიკოლოზ გიგაური გავიცანი.- გამოაცხადა ამაყად ბუჩუკურმა.
_ ეგ ვინაა? - დაიბნა თეონა.
_ ჯერ არც მე ვიცი, ვინ არის, მაგრამ ძალიან მომეწონა. ტელეფონის ნომრებიც კი გავცვალეთ.
_ ერთი ამას დამიხედეთ, - ყურმილში სიცილი გაისმა. - ასე უცებ რა დაგმართა, რომ ტელეფონის ნომერი მიეცი?
_ მართლა ძალიან მომეწონა. სასიამოვნო ადამიანია, საკმაოდ სიმპათიურიც და ხელები აქვს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემი ოცნების მამაკაცს უნდა ჰქონდეს…
_ დაძარღვული? - მაშინვე მიხვდა თეონა და კისკისს უმატა.
_ ნუ დამცინი. - აყვა სიცილში ელენეც.
_ რა გეშველებათ შენ და შენს იდეალებს.- არ წყვეტდა სიცილის. - მერე, რაო ნიკოლოზმა?
_მერე ის რომ, უნდა ჩვენი ნაცნობობა მომავალშიც გაგრძელდეს. უკვე ვმესიჯობთ კიდეც.
_ღმერთო ჩემო, რა სწრაფები ხართ.
_გეყოს ახლა, ნუ იცინი ამდენს… მისმინე, სახლში რომ დაბრუნდები, ყავაზე გამოდი, კარგი? და მერე გავაგრძელოთ ჭორაობა.- ელენემ ეკრანს დახედა, შეტყობინება ისევ მოვიდა გიგაურისგან. თეონას გაუთიშა და ტექსტის აკრეფას შეუდგა.
“ხვალაც იქნები ამ
კაფეში?” ეკითხებოდა ნიკოლოზი.
“ არა, ხვალ ვერ ვიქნები, რადგან მთელი დღე სამსახურში მიწევს ყოფნა. ბრუკლინში ვმუშაობ.” მიწერა პასუხი.
“ კიდევ როდის გაქვს დასვენების დღე?”, გიგაური აშკარად აქტიურობდა. მეორედ შეხვედრისკენ მიჰყავდა საუბარი.
“ერთი კვირის შემდეგ”. ელენეს პასუხმა ცივი წყალი გადაასხა მას ფაქტობრივად. სახე მოეღუშა.
“მანამდე რომ შევხვდეთ არ შეიძლება?” დაწერა ტექტსი, მაგრამ არ გაგზავნა, მაშინვე წაშალა და მხოლოდ “გასაგებია” მიწერა. “როცა აქ იქნები შემეხმიანე”, დაადევნა “გასაგებია”-ს უმალვე.
“აუცილებლად”. იყოს ელენეს პასუხი.
ნიკოლოზმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. “ანუ ერთ კვირაში ისევ გნახავ”, ფიქრობდა ის და თან საბუთებს ალაგებდა შავი ტყავის ქეისში.
უცებ შედგა. რაღაცამ გაულვა გონებაში და სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან.
“ელენე, აქ მარტო ცხოვრობ თუ ოჯახით ხარ? ანუ დაოჯახებული ხარ თუ არა, ეს მინდოდა მეკითხა.” როგორც კი დაწერა, მაშინვე გაგზავნა, არც კი გადაიკითხა, რომ არ გადაეფიქრებინა გაგზავნა.
ელენე პასუხს აგვიანებდა.
“დიახ, მარტო ვცხოვრობ. არ ვარ დაოჯახებული, თუმცა ვიყავი.” დაუბრუნა პასუხი ბუჩუკურმა რამდენიმე წუთის შემდეგ. კაცმა ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი.
“ვწუხვარ შენ გამო”.. მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა..
“ნუ წუხარ, პირიქით, უნდა მომილოცო”, ბუჩუკური იცონოდა.
“ეგ როგორ?”, დაიბნა ნიკოლოზი.
“გრძელი და ძველი ფილმია, სხვა დროს მოგიყვები”… ისევ იცინოდა ქალი.
ელენეს ესემესებიდან წამოსული განწყობა, კაცსაც გადაედო და პასუხზე გაეღიმა.
“თუ შენთვის მტკივნეული თემა არაა მოსაყოლად, მე სიამოვნებით მოგისმენ”…
“არა, აღარ მტკივა… გამოვიარე უკვე ეგ პერიოდი. დიდი იმედგაცრუება ვიწვნიე პირად ცხოვრებაში… ბევრიც ვისწავლე საკუთარ შეცდომებზე და დავასკვენი, რომ იდეალურმა მამაკაცებმა დინოზავრებს მიბაძეს. ანუ გადაშენდნენ.” ბოლო სიტყვებს სიცილი დააყოლა ქალმა. ნიკოლოზისთვის უკვე გასაგები იყო ყველაფერი.
“ჰმ! დონოზავრებს მიბაძეს არა?” ჩაილაპარაკა თავისითვის და ფართოდ გაეღიმა.
“ელენე, ხვალ საღამოს გცალია? ბრუკლინში ვაპირებ ჩამოსვლას, საღამოს შვიდისთვის, მინდა, რომ შევხვდეთ”.. ეს შეტყობინებაც სასწრაფოდ გაგზავნა, გადაკითხვის გარეშე.
“კი, მცალია. კარგი, მაშინ შემეხმიანე აქ რომ იქნები და შევხვდეთ”. ქალმაც არ დააყოვნა პასუხი და სახეაწითლებული წამოდგა სავარძლიდან. უჩვეულოდ აუჩქარდა გული. სწორედ ისე, სკოლის ასაკში, რომ პირველად შეუყვარდა და მისი დანახვისას გულზე ხელს რომ იდებდა, თან ბუტბუტებდა “გულო ჩადექ საგულესა”-ო.
აბაზანაში შევიდა, ფანჯარა გააღო, ცივი წყლით დაიბანა სახე. სველი ხელი კისერზეც მოისვა. ხელ-პირი არ გაიმშრალა. სიგარეტს გაუკიდა და ერთ წერტილს გაუსწორა მზერა.


**********
სამსახურიდან აღელვებული გამოვიდა. ოღონდ ამ აღელვებას, მხოლოდ თვითონ გრძნობდა. გარეგნულად კი, არაფერი ეტყობოდა. მას კარგად შეეძლო საკუთარი გრძნობების და ემოციების მართვა. ხშირად სიხარულსაც უემოციოდ გამოხატავდა. დარდს ხო, საერთოდ, გულში ჩაითხრობდა და არავისთან საუბრობდა მის წუხილზე. ყველაზე მეტად პირად ცხოვრებაზე არ უყვარდა საუბარი, საუკეთესო მეგობართანაც კი. მის პირადში არავის ახედებდა. არც არავის ეკითხებოდა რჩევას. ელემენტარული, იმასაც არ იტყოდა, რომ აი, მაგალითად, დღეს ქუჩაში ძალიან ლამაზი ქალი დაინახა. ლამაზი მკერდით და ლამაზი საჯდომით (მამაკაცების უმეტესობა, მსგავს თემებზე საუბრებით შემოიფარგლებიან ხოლმე).
ნიკოლოზს საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მიუხედავად მისი უცნაური ხასიათისა. რომ დაინახავდით, ძალიან ნაკლებად იფიქრებდით, რომ ერთი შეხედვით, ამ მოღუშულ პიროვნების მიღმა, ჯანსაღი იუმორი თუ არსებობდა საერთოდ. ოღონდ თავის ხუმრობებზე თვითონ არ იცინოდა. ეს ცალკე სასაცილო იყო. ადამიანი გიყვება სასაცილო ამბავს მთელი სერიოზულობით, უყურებ და ორჯერ მეტად გეცინება, მას როგორ შეუძლია იყოს ასეთი სერიოზული და გიყურებდეს ისეთი სახით, თითქოს რა არის აქ სასაცილოო.

შავი ტყავის ქეისი, მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა. თვითონ კი, საჭეს მიუჯდა.
სახლისკენ არ წავიდა.
გზაში, რა თქმა უნდა, ელენეზე ფიქრობდა. დამატყვევებლად საინტერესო აღმოჩნდა ბუჩუკური მისთვის. აქ არ იყო მხოლოდ ის ფაქტორი, რომ ელენე ლამაზია, ლამაზი და მეტყველი თვალები აქვს, ან ის, რომ იღიმის, ლოყაზე ღრმულები უჩნდება და საოცრად ლამაზი ღიმილი აქვს… არა, ელენეს იდუმალი შინაგანი სამყაროს ამოხსნა აინტერესებდა. რაც შეიძლება მეტის გაგება უნდოდა მასზე. და რაც შეიძლება მალე უნდა გასულიყო დრო, რომ მას შეხვედროდა.
საათს დახედა. გონებაში გადათვალა. ზუსტად ოცდაექვსი საათი იყო დარჩენილი, ელენესთან შეხვედრამდე.
“იმედგაცრუება ვიწვნიეო… გათხოვილიც ყოფილა.. იქნებ შვილიც ჰყავს? არა, მაშინ ახსენებდა საუბრისას… ნეტავ რა მოხდა ისეთი, რომ საქართველოში არ სურს წასვლა…” .. გიგაურს საფიქრალი აშლოდა. საჭეს ცალი ხელით მართავდა, მერე ხელი კი ფანჯარაზე ჩამოედო და საფეთქელს იზელდა.
რამდენიმე წუთში მანქანა სათამაშოების მაღაზიის წინ გააჩერა.




*************
დილით როგორც კი თვალები გაახილა, მაშინვე წამოდგა საწოლიდან. კატას საჭმელი დაუდო. ყავა გაიმზადა, სიგარეტს გაუკიდა და ისევ ჩაფიქრებულმა გააბოლა.
ყავა და სიგარეტი, დილის რიტუალი იყო. როცა ეწეოდა მის გარშემო ყველაფერი ქრებოდა. წყდებოდა გარემოს და ფიქრებიც სადღაც ქრებოდნენ. უბრალოდ არაფერზე ფიქრობდა. არაფერი ესმოდა.
საკუთარ თავთან დუმილით გაჰყავდა დრო.

თამბაქოს მოწევის რიტუალს რომ მორჩა, ჭიქაში დარჩენილი ყავა ერთიანად მოსვა, მერე კი აბაზანაში შევიდა შხაპის მისაღებად.
სამსახურში წუთითაც ვერ დააგვიანებდა. დღეს რაბაი აპირებდა მოსვლას და მისი ნამუშევრების ნახვას.
ელენე, სამხატვრო ატელიეში მუშაობდა, რომელიც ებრაელების იყო და ებრაული წიგნების გასაფორმებლად ილუსტრაციებს ჰქმნიდა.
მთელი დღე ჩაეფლობოდა ნაწერებში, საღებავებში, ფუნჯებში, ნახატებში და დრო ისე გადიოდა ვერც კი ხვდებოდა.

სახლის კარი რომ ჩაკეტა, მაშინღა გაახსენდა, რომ საღამოს გიგაურს უნდა შეხვედროდა. სიხარულის ჟრუანტელმა დაუარა, მთელ ტანში.
ტელეფონი ამოიღო და ტექსტი აკრიფა.
“დილა მშვიდობის, ნიკოლოზ. როგორ ხარ? მინდოდა მეკითხა, საღამოს სად მოვიდე?”.. მაშინვე გაგზავნა.
“დილა მშვიდობისა. მადლობა, არა მიშავს. შენ როგორ ხარ? თუ გინდა, შემიძლია სამსახურთან მოგაკითხო.” არ დააყოვნა კაცმა პასუხი.
“არა, არ მინდა. ჩემით მოვალ”. უარი განუცხადა შემოთავაზებაზე ელენემ. ასე ახლოსაც ვერ მოუშვებდა, სამსახურში რომ მიეკითხა მისთვის.
“კარგი, მაშინ მისამართს მოგწერ დღის მეორე ნახევარში”. იყო ნიკოლოზის პასუხი.


სამსახურში მისულს, უფროსი ადგილზე დაუხვდა. ელოდა კიდეც ელენეს, რადგან ღელავდა. ბუჩუკური ძალიან დადებითან ახსენა ბევრჯერ რაბაისთან და შედეგიც გამოიღო. რაბაი დაინტერესდა ქართველი მხატვრის შემოქმედებით.
_ყველაფერი მზად არის, ჰო? - ჰკითხა დევიდ ჰაროვიცმა.
_რა თქმა უნდა. ყველაფერი მზად არის და მეც მზად ვარ. - პოზიტიური განწყობა მოიმარჯვა ელენემ, რომელმაც შეატყო, რომ მასზე მეტად, მისი უფრო ნერვიულობდა.
ატელიეს წინ, მანქანა გაჩერდა. რაბაი მოიყვანეს.
ყველა მოწიწებით მიგება მას. კრემისფერი გრძელი ანაფორა ეცვა. ანაფორას კაპუშონი ჰქონდა, რომელიც ვერცხლისფერი სირმებით იყო მოქარგული. თავზე ისე გადმოეფარა, რომ მხოლოდ ცხვირი და ჭაღარა გრძელი წვერი უჩანდა. გაშვებულ მკლავებში კი, ხელები დაფარული ჰქონდა.
საოცარ სურნელს აფრქვევდა რაბაი. ეს არ იყო სუნამოს სუნი. ეს სურნელოვანი ეთერ-ზეთების სუნი იყო, რომელსაც სალოცავებში ამზადებდნენ.
დევიდ ჰეროვიცმა თავის კაბინეტში შეიპატიჟა სტუმარი და თან ელენეს ანიშნა, ნამუშევრები მოიტანეო.
ბუჩუკურმა ღრმად ჩაისუნთქა და ნახატების დასტას დაავლო ხელი.


******
სინამდვილეში არანაირი საქმე არ ჰქონდა ბრუკლინში. წინა ღამით სპონტანურად მოაფიქრდა, რომ თითქოს საქმეზე აპირებდა გამოსვლას. არადა, მხოლოდ და მხოლოდ, ელენეს გამო ჩამოვიდა.
საათს რომ დახედა შვიდის ნახევარი იყო.
უკვე ადგილზე მისულიყო და ბუჩუკურს ელოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა უკვე, თბილად, მანქანაში დამჯდარი ვერ გაჩერდა. გადმოვიდა, დროის გასაყვანად და მღელვარების ჩასახშობად, სიგარეტს გაუკიდა.
შუადღის ორ საათზე გაუგზავნა ელენეს მისამართი, თუ სად უნდა შეხვედროდა მას, მაგრამ ბუჩუკურისგან არანაირი პასუხი არ მიუღია. არც კი წაუკითხავს შეტყობინება. ნიკოლოზმა კი, დარეკვით არ დაურეკა. ჩათვალა, რომ ეს ქმედება ზედმეტი იქნებოდა. აგერ უკვე შვიდის ნახევარი იყო და ელენე ისევ არ გამოდიოდა კონტაქტზე, თუმცა გიგაური მაინც ჯიუტად იდგა დანიშნულ ადგილას. ალბათ სხვა კაცი, მეორედ მისწერდა… მესამედ.. მერე დაურეკვდა კიდეც, ერთჯერ, ორჯერ…
გიგაურმა არ გააკეთა ეს. ის ხომ დარწმუნებულია ყველაფერში. დარწმუნებული იყო, რომ ელენე მოვიდოდა. მისი სიხარულის მომცველი მღელვარება კი, იმას მივაწეროთ, რომ მასთან შეხვედრის წუთები ახლოვდებოდა.
ზუსტად, შვიდს უკლდა სამი წუთი, როდესაც მისკენ მორბენალი ელენე დაინახა. კმაყოფილს ცალყბად ჩაეღიმა. ლოდინში მოწეული სიგარეტის მესამე ღერიც გადააგდო და მანქანის კარი გამოაღო. ბუჩუკურისთვის უცნაური საჩუქარი გაემზადებინა. უკანა სავარძელზე გადადო, იქ არ გამოჩნდებოდა.
_მაპატიე, დავაგვიანე მგონი, ჰო?- სირბილისგან სულს ვერ ითქვამდა ელენე.- დღეს ძალიან ბევრი საქმე მქონდა სამსახურში. ტელეფონი არც გამხსენებია. რომ გამოვედი სამსახურიდან მაშინღა გამახსენდა, რომ უნდა შეგხევდროდი. მისამართი, როგორც კი დავინახე, მაშინვე აქეთ გამოვქანდი.-სვენებ სვენებით ამბობდა, თან ხელს მუცელზე გვერდულად იჭერდა, სირბილისგან ატკიებოდა. მერე ერთიანად ამოისუნთქა, - რას შვრები, შენ როგორ ხარ? - ჰკითხა მხიარული და სხვა ხმით გიგაურს. ნიკოლოზი გაკვირვებული უყურებდა.
_ აი, გარდასახვა ამას ჰქვია. - თვალები გაფართოებოდა კაცს.
ქალმა მის ნათვამზე გადაიკისკისა. ლოყებზე ისევ გაჩნდნენ ღრმულები, რომლებიც ასე ამშვენებდნენ ელენეს სახეს.
_ მე არ მიყვარს არსად დაგვიანება, ძალიან პუნქტუალური ვარ და სულაც არ ვამართლებ იმ ქალების კატეგორიას, რომლებსაც დრო აქვთ, მაგრამ მაინც სპეციალურად აგვიანებენ. ამიტომ, ძალიან ბევრი ვირბინე, რომ მალე მოვსულიყავი.
_ძალიან კარგი. მივესალმები შენს პუნქტუალურობას. ლოდინი არც მე მიყვარს. შვიდ საათს რომ წამი გადაცდენოდა, აქ არ დაგხვდებოდი. - უთხრა თავდაჯერებული, მტკიცე ტონით ნიკოლოზმა და მანქანის კარი გააღო. ხელის მოძრაობით ანიშნა, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში.
_ სად მივდივართ? -იკითხა ბუჩუკურმა.
_აქვე, ახლოს, სასიამოვნო გარემოა, ისეთი, რომ საუბარში ხელი არ შეგვეშალოს.
_ისეთი სახით და ტონით მეუბნები ამას, ცოტა არ იყოს შევშინდი, რაზე უნდა ვისაუბროთ?- შეფიქრიანებული ხმით კიდევ დასვა კითხვა ელენემ.
ნიკილოზს გულში ხარხარი აუვარდა, სახეზე კი, ოდნავ გაეღიმა.
_ მაგალითად იმაზე, თუ როგორ გადაშენდნენ დინოზავრები. - გასცა მერე მშვიდად პასუხი.
_ სერიოზულად? - შეცბუნებულმა გახედა გიგაურს.
_ დიახ, რატომაც არა.. და იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ მიბაძეს იდეალურმა მამაკაცებმა დინოზავრებს და ისინიც გადაშენებულან თურმე. - აი, აქ, ბუჩუკურმა თავი ვერ შეიკავა და მთელი ხმით გადაიკისკისა. მისი მიწერილი მესიჯი გაახსენდა. - სხვათა შორის, - განაგრძო ნიკოლოზმა, როდესაც ქალი სიცილს მორჩა. თან მანქანა პარკინგზე გააჩერა. - ჩვენ კიდევ ვარსებობთ დედამიწაზე და არსადაც არ გადავშენებულვართ. - ეს რომ თქვა, უკანა სავარძელიდან სათამაშო ფუმფულა დინოზავრი აიღო და ელენეს გაუწოდა. - დინოზავრიც აქა გყავს და იდეალური მამაკაციც…





№1  offline წევრი ნანა73

რა საინტერესოაა kissing_closed_eyes სულ არ მინდა ვიწუწუნო და თავი მოგაბეზრო, მითუმეტეს მიზეზიც არსებობს მოუცლელობის, მაგრამ ძალიან არ მყოფნის ეს თავები და ყოველღე მოლოდინში ვარ. მომწონს თხრობაც და სიუჟეტი ზრდასრულ ადამანებზე ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი პენელოპე

აუუუუ ,ნიკილოზ ^_________^

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,გელოდები

 


№4  offline წევრი LI_BE

აუ, კაი რა, კეკე worried ნახევარი ლუკმა იყო worried worried

იმდენად გემრიელი იყო, ნახევარ ლუკმადაც არ მეყო. ერთიიიი ბეწო იყო laughing laughing

ოღონდ შენ არ იტირო, რააა blush blush

რა იქნებოდა ახლო რომ მყავდე, მოგეხმარებოდი ტექსტის აკრეფაში. blush

 


№5 აქტიური მკითხველი ablabudaa

ნიკოლოზი უკვე ძალიან მომეონს, მომწონს რომ ასეთი თავდაჯერებულია და საჩუქარ დინოზავრზე მაგრად ვიცინე. ძალიან გამიხარდა ახალი თავი და გელოდები მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

dzalian kargi iyo keke.bolos bevri macine, rom wavikitxe satamashoebis magaziastan gaacherao rom wavikitxe,vigiqre rad unda tqo da sad var.gansxvavebuli wyvili gyavs elenes da nikolozis saxit.veli axal tavs.

საინტერესოა მოუყვება თუ არა ელენე მისი წარსულის შესახება ასე მოკლე დროში.
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი აკო

მაგარი გოგო ხარ კეკე, მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ

 


№8  offline ახალბედა მწერალი Keke27

დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
შემდეგი თავიც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო იქნება. ^___^ <3



აკო
მაგარი გოგო ხარ კეკე, მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ

ისე მითხარი "მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობო", შენი გაცნობა მომინდა. :დდდ
მადლობა <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№9 სტუმარი სტუმარი Anisia

Gamartulad wer momwons, magram tu "minaxixar" s nacvlad "minaxavxar" s gamoikeneb bevrad sasiamovno lqneba piradad chemtvis

 


№10  offline წევრი elni

Zalian kargi iko shemdeg tavs moutmenlad velodebi

 


№11 სტუმარი ია

რა ცოტა იყო,რაარი დდდ ასე აღარ მოგვექცე

 


№12 სტუმარი ლიზაა

რა მოცუცქნული თავებია

 


№13 სტუმარი სტუმარი Maco

Zalian kargi iko,shemdeg tavs moutmenlad veli.da vetaxmebi liras ase mgonia mattan ertad var,tilmivit vxedav.❤❤

 


№14  offline წევრი ენქეი

აუ არ მეყო უფფ
მალე დადე შემდეგი ????
წარმატებები ❤️

 


№15 სტუმარი აკო

აქ ვარ და სიამოვნებით გაგიცნობ საყვარელო გოგო
[quote=აკო]მაგარი გოგო ხარ კეკე, მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ[/quote]
ისე მითხარი "მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობო", შენი გაცნობა მომინდა. :დდდ
მადლობა <3[/quote]

 


№16 სტუმარი აკო

როგორ გაგიცნო მარტო მითხარი????

 


№17  offline ახალბედა მწერალი Keke27

აკო
როგორ გაგიცნო მარტო მითხარი????

შეგიძლიათ საიტის პირად შეტყობინებაში მომწეროთ, ან სოციალურ ქსელში. ^__^
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent