ნაკაწრები 7 თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 7 თავი


5-08-2018, 11:50
ავტორი lullaby
ნანახია 1 169

ნაკაწრები 7 თავი

2016 წელი, 27 ივლისი
დილა

***
ასე იცის მწუხარებამ. ხელს გკრავს, შორს მოგისვრის და მანძილის მიუხედავად, მაინც მკვეთრად დაგანახებს ყველაფერს, რასაც თვალს არიდებ. ხედავ, გრძნობ, როგორ იცვლება შენში ყველაფერი ამინდივით. ერთ წუთს თბილა, შემდეგ თვალის დახამხაბასაც ვერ ასწრებ, რომ წვიმს და ქარი ანგრევს ყველაფერს, რასაც სითბოს სურნელი ასდიოდა.
კიბეზე მჯდომი ვუყურებ, როგორ შლის კვლავ მოგროვებულ ხალხს პოლიცია. ოთოს შეყვარებული, სალომე, სასწრაფო დახმარების მანქანაში ზის და ტირილით საუბრობს მობილურზე. ლინდას და თეონას ადგილი არ შეუცვლიათ. გოგო ხანდახან გამომხედავს და თვალებით მეკითხება, რა ხდება. ამ შეკითხვაზე პასუხი კი საკუთარი თავისთვისაც ვერ გამიცია. თენგო ერთ-ერთ პოლიციელს ელაპარაკება, რომელიც დროდადრო წიგნაკში რაღაცას ინიშნავს. მათთან ერთად კიდევ ერთი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი ტრიალებს, რომელიც აშკარად რაღაც პრივილეგიით სარგებლობს. რამდენიმეწამიანი დაკვირვების შემდეგ მახსენდება, რომ ის მე გუშინწინ კაფიდან გამოსვლისას დამეჯახა და ახლა ვხვდები, სად მყავს ნანახი. ნატას მკვლელობის ღამეს სწორედ მან დაგვკითხა და სწორედ ისაა, ვინც ჩემი მეგობრის საქმეს იძიებს. ვერ ვხვდები, აქ რას აკეთებს და არც მინდა ამაზე ფიქრი. თავი მარჯვნივ მჯდომი მათეს მხარზე მიდევს. ჩემი ხელი კი მარცხნივ მჯდომ კალეს აქვს მოქცეული და მაგრად მიჭერს. ველოდებით, რას გვეტყვის პოლიცია.
ვერ ვხვდები, რა ხდება. რა სჭირს ჩვენს სამეგობროს? რატომაა უიმედოდ ბექა? რატომ მოკლეს ნატა? რატომ მოკვდა ოთო? რა დავაშავეთ? „ძველი დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მე სულ მახსოვს. დღევანდელობა იმასთან შედარებით არაფერია. გაშლილი წრის შეკვრას ვცდილობ, ამასობაში კი მგონი ყველაფერს ვურევ.“ თავში შეუწყვეტლივ მიტრიალებს ბარში ნათქვამი ოთოს სიტყვები და ვგრძნობ, რომ სადაცაა გავსკდები. სახეზე ხელებს ვიფარებ და თავს მუხლებზე ვიდებ. ცრემლებისგან უკვე მთელი სახე მეწვის. ის ცდილობდა. ალბათ მხოლოდ ის ცდილობდა, ჩვენ კი არა. მის იმედად ვიყავით და მარტოს არაფერი გამოუვიდა. ახლა ჩემი შინაგანი ხმა მთელი სისასტიკით ყვირის, რომ სამეგობრო აღარ არსებობს და აღარც იარსებებს. ოთო მოკვდა და წრის შეკვრის იდეაც მასთან ერთად.
ბიჭის სხეულს ექსპერტიზაზე წაიღებენ, თუმცა პოლიციელი, რომელმაც დაგვკითხა, დარწმუნებით ამბობს, რომ ოთოს სიკვდილი მისსავე დაუდევრობითაა გამოწვეული. როგორც ჩანს, როცა თენგო და ოთო სახლში დაბრუნდნენ, ბიჭს არ დაუძინია. საკმაოდ ნასვამი, ლუდის საყიდლად სადღეღამისო მაღაზიაში გავიდა. უკან დაბრუნებულმა სანაპიროსკენ გასწია. მთვრალს ალბათ ფეხიც აერია, ქვებს წამოედო და საფეთქელით დაეცა. მისი სხეულის ზედაპირული მდგომარეობა განზრახ მკვლელობაზე ერთი პროცენტითაც არ მეტყველებს. პოლიციელის მონაყოლზე მახსენდება, გვიან ღამით ხმაურმა რომ გამაღვიძა და იმაზე ფიქრი, რომ იქ ოთო იყო, მე კი არ ჩავედი, უარესად მხდის. ძილი რომ არ გამეგრძელებინა, იქნებ ეს საშინელება არც მომხდარიყო... სისუსტეს ვგრძნობ და მათეს მკლავს ვეჭიდები.
- კარგად ხარ? - დაზაფრული მავლებს ხელს მხარში.
- წყალს მოგიტან. - მეუბნება კალე, მაგრამ ვაჩერებ.
- იყავი. ავალ, გამოვიცვლი. - მთელი დილაა ღამის შორტით და მაისურით ვდგავარ.
ვერაფრით ვუყურებ, როგორ დებენ ოთოს უსულო სხეულს საკაცეზე. მათეს და კალეს ვარწმუნებ, რომ კარგად ვარ და სახლისკენ გაბრუებული მივდივარ. კიბეზე ასვლისას სანაპიროსკენ ვიხედები და თვალში ეკალივით მხვდება ის ადგილი, სადაც ოთო იწვა. თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ და ფილტვებში რამდენჯერმე ღრმად ვუშვებ ჰაერს. ცა ნაცრისფერია, ღრუბლები მზეს მონდომებით მალავენ და გრილი ნიავიც იმაზე მეტყველებს, რომ მალე გაავდარდება. ვბრუნდები და ის-ისაა აივნიდან სახლში შევდივარ, რომ საუბრის ხმა მესმის. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ და მოაჯირიდან დაბლა ვიხედები. სახლის კუთხეში ნაცნობი ცივთვალება გამომძიებელი განმარტოებით დგას და მობილურზე საუბრობს. მის მოსმენას აზრადაც არ ვივლებ, რომ არა პირველივე ფრაზა, რაც ჩემამდე აღწევს.
- გული მიგრძნობს, ეს სამეგობრო რაღაც შარშია.
სუნთქვაშეკრული კედელს ვეფარები და ვაყურადებ.
- ვახტანგ, ვერაფრით ვიჯერებ, რომ სასტავში მეორე ადამიანის სიკვდილი შემთხვევითობაა... ხო, მაგრამ მომისმინე ჯერ... - კაცი მობეზრებით ოხრავს. - ხო, ვიცი, რომ შვებულებაში ვარ... ხომ იცი, რომ თავს ვერ დავანებებ?!.. მე არც შვებულება მითხოვია... ვახტანგ, მენდე, ზუსტად ვიცი, რომ მკვლელობაა... არა, გარეგანი დათვალიერების მიხედვით ბრძოლის კვალი არაა... არა, მხოლოდ დამსხვრეული ბოთლი... მოწმე არაა, ბოლოს გამყიდველმა ქალმა ნახა, ლუდი სადაც იყიდა. ჩეკიც ჯიბეში ედო... ხო, ყველა დაკითხეს და ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა... დიახ, მაინც ასე ვფიქრობ... ახლა რომ შეგაგინო, საქმიდან მომხსნი?..
პოლიციელი საუბარს აგრძელებს, მაგრამ მე მეტის მოსმენა აღარ შემიძლია. გაყინული შევდივარ ოთახში, სამზარეულოში ნიჟარას ვეყრდნობი და წყალს ვუშვებ. ხელებს ვისველებ და ჯერ სახეზე ვისვამ, შემდეგ კისერსა და ყელზე.
მკვლელობა? შეიძლებოდა ოთო მოეკლათ, ისე, როგორც ნატა? შარში ვართ? რას ნიშნავს, შარში ვართ? განა ასეთი რა დავაშავეთ, რომ ვიღაცას ჩვენი სიკვდილი უნდა? ვინ გვემტერება ასე? ჩვენი სიკვდილი! ღმერთო!
სახეზე კიდევ ერთხელ ვისხამ წყალს. ვერ ვიჯერებ. არა, არა, ეს პოლიციელი ცდება. საკუთარ დეტექტიურ ფანტაზიასაა აყოლილი. ალბათ სხვა საქმე არ აქვს. ალბათ შვებულებისას ძალიან მოიწყინა. არა, ღმერთო! ნატა და ოთო აღარ არიან. ამას ყველა უჯრედით ვგრძნობ და თავი მაინც სიზმარეში მგონია. ოთო მთვრალი იყო, სანაპიროზე ფეხი აერია და თავი ქვას დაარტყა. ასე იყო. ასეთ მდგომარეობაში ვნახე დილით. კი, ნატა მოკლეს. მას ყელი გამოჭრეს. ვიდეოკამერები გათიშეს და დაცვა დააძინეს, რომ ფირზე დანაშაული არ აღბეჭდილიყო, მაგრამ ოთო? არა, ის არ მოუკლავთ. არა!
წყალს ვისხამ და სულმოუთქმელად ვსვამ. ის-ისაა ბარს ვუვლი ოთახში ასასვლელად, რომ ბარზე, სანელებლების ქილებს შორის სალფეთქის ხვეულა იქცევს ჩემს ყურადღებას. ვუახლოვდები. დაკვირვებაც არ სჭირდება, ისე მკაფიოდ ჩანს მასზე აღბეჭდილი სისხლის ორი ლაქა. უფრო სწორად - ორი თითის სისიხლიანი ანაბეჭდი. ერთხანს გაურკვევლად შევყურებ, შემდეგ კი ისე მკაფიოდ ჩამესმის ცივთვალება გამომძიებელის ხმა, რომ ყურებში რაღაც იწყებს კივილს. „ეს სამეგობრო რაღაც შარშია.“
ყელში რაღაც მეჭიმება და აუტანლად მტკენს. პირზე ხელებს ვიფარებ და ტირილის შეკავებას ვცდილობ, მაგრამ ცრემლებისგან მაინც მისველდება სახე.
ეს რა არის? ეს ვისგან დარჩა? ვის დასჭირდა სალფეთქი სისხლის გასაწმენდად? ღმერთო, რა ჯანდაბა მოხდა შუაღამეს?!
ბარს ვეყრდნობი და ღრმად სუნთქვას ვცდილობ. ვგრძნობ, რომ სტრესი მჯაბნის და აცახცახებული თითები მიბუჟდება. ოთახს ისე ვათვალიერებ, თითქოს ახლა ვინმე გამოჩნდება და ყველაფერს მეტყვის. ამიხსნის, ვინ რა დააშავა. ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ, როგორ უხვევს სასწრაფოს მანქანა კუთხეში. პოლიციაც მას მიჰყვება. დანარჩენები კი ბრუნდებიან და სახლისკენ მოაბიჯებენ. ფიქრის უნარი მეკარგება და საკუთარ ქმედებას ვეღარ ვაკონტროლებ. ხვეულას ვიღებ, სალფეთქს ანაბეჭდებიან ნაწილს ვახევ და სწრაფად ავდივარ გამოსაცვლელად მეორე სართულზე.



***

2016 წელი, 27 ივლისი
საღამო

ცუდად ვარ. ცუდად ვარ, რადგან ოთო მოკვდა; რადგან არავისთვის მითქვამს გამომძიებლის ეჭვები; რადგან წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაჩნდა სალფეთქზე სისხლის კვალი. გულში მიტრიალებს უსაფუძვლო ეჭვები, ათასი სულელური აზრი და არაფერს ვუსმენ, რადგან ყველა მათგანს ის საშინელი ალბათობა ფარავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა „ჩვენი სამეგობრო შარშია.“ ამის შემდეგ უკვე იმაშიც აღარ ვარ დარწმუნებული, რომ შუაღამით პირველ სართულზე ოთოს ხმაურმა გამაღვიძა. მთელი დღეა ჩემს მეგობრებს ვაკვირდები და ის, რომ მათი სხეულების შესამჩნევი ნაწილები დაზიანებულები არაა, კიდევ უფრო მეტ საფიქრალს მიჩენს. თუ სალფეთქი მათ არ გამოუყენებიათ, ესე იგი სახლში უცხო ადამიანი იყო, რადგან ოთოს ერთადერთი ჭრილობა თავზე ჰქონდა, რომელმაც მოკლა. მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ მკვლელი (მით უმეტეს, თუ იგივე ადამიანი იქნებოდა, რომელმაც ნატა მოკლა), ჭრილობის გასასუფთავებლად მსხვერპლის სტუმრებით სავსე სახლში, თანაც შუქანთებულში დაუშვებდა შემოსვლას. ამიტომ, მინდა თუ არ მინდა, მტკივნეულია ეს თუ არა, ისევ მეგობრების თვალიერებას ვაგრძელებ.
მთელი დღეა სახლში სიჩუმეა. სალომეს ქობულეთში მყოფმა ნათესავებმა მოაკითხეს და რამდენიმე საათის წინ წავიდა. დანარჩენები რატომ გავურბივართ საუბარს ვერ ვხვდები. უკვე დიდი ხანია პირველ სართულზე გვაქვს თავი მოყრილი. არც კი მჯერა, რომ ლინდა ჩვენზე ზრუნავს. გამუდმებით ყავას, ჩაის და წყალს გვთავაზობს. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს მიდგომა რაიმეს სამაგიერო იყოს. დივანზე მიწოლილს თავი კალეს კალთაში მიდევს და მოზრდილ ფანჯარაზე წვიმის ლივლივს ვადევნებ თვალს. ავდარი ალბათ გარეთ ყველაფერს შლის. თეონა თენგოს მკერდს მიჰყრდნობია და ნამტირალევი თვალებით თვლემს. მათეს ლუდის ბოთლი უკავია და ჩაფიქრებული დაშტერებია მაგიდას.
- მატარებლის ბილეთები ხვალ საღამოსთვის დავჯავშნო? - ოთახში შემოდის ლინდა და მათეს სავარძლის სახელურზე ჯდება.
- სადაცაა მამუკა და თეა ჩამოვლენ. - ოთოს მშობლებს გულისხმობს თენგო. კატეგორიული ხმა აქვს. ლინდას შეკითხვას არავინ აქცევ ყურადღებას. - დავიცადოთ ჯერ.
- ხო, აქაურები არიან. იქნებ აქ დაკრძალონ. - ამბობს თეონა.
- მეც მაგას ვფიქრობდი. - ოხრავს ბიჭი. ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ისადგურებს. - ამის დედა შევ..., თავები ძლივს მოვათრიეთ სახლამდე. რა ჩემ ფეხებადღა გავარდა, რა უნდოდა?! - ხმა უწყდება თენგოს და სახეზე ნერვიულად ისვამს ხელს. - აქ დარჩა, დაბლა. დავიცლები და ამოვალო. რას ვიფიქრებდი, ამის დედაც!..
- კარგი, დამშვიდდი. - ბუტბუტებს ისევ ატირებული თეონა და ბიჭს მხარზე ეფერება. ტირილის შეკავებას ვცდილობ და კალეს შარვალს ვუჭერ თითებს, მაგრამ ვხედავ მაინც როგორ სველდება ცრემლებისგან მისი ჯინსი. გულს მიღრღნის ყოყმანი. ვერ გადამიწყვეტია ვუთხრა თუ რა მათ, რაც გამომძიებლის საუბრიდან გავიგე. არ ვიცი, ღირს თუ არა მათთან იმის განხილვა, რომ შესაძლოა ოთოს სიკვდილი ბუნებრივს მიმსგავსებული დაგეგმილი მკვლელობა იყოს.
შესაძლოა. ერთის მხრივ ეს „შესაძლოა“ მაკავებს, მეორეს მხრივ კი სისხლიანი სალფეთქი, რომელიც საგულდაგულოდ შევინახე. მოუსვენრობა მკლავს.
- მირა, - ჩემკენ იხრება კალე და თმაზე მისვამს ხელს. - ხომ არ ჯობია ავიდეთ? ცოტას გამოიძინებ.
- არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ახლა მაინც ვერაფერს გააკეთებ.
- ასე ჯობია. - მესმის მათეს ხმა და მისკენ ვიხედები. ლუდის ცარიელ ბოთლს ორი თითით ისე აქანავებს, ასე მგონია, სადაცაა გაუვარდება. - აქ ჯდომა არაფრისმომცემად დაგღლით. ჯობია გამოიძინოთ. - გოგოებს გვავლებს თვალს.
- და თქვენ?
- ოთოსებს დაველოდებით.
- წამოხვალ ცოტა ხნით? - ფრთხილად ვიღებ თავს და კალეს ვუყურებ მუდარის თვალებით. საფეთქლები საშინლად მეწვის. ბიჭი მკრთალად მიღიმის და თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს. ის-ისაა დივანიდან ვდგები, რომ მათე მის ზურგს უკან მდგომ ლინდას ლუდის ბოთლს აწვდის. უკან გადახრისას მაისური ოდნავ ზემოთ ეწევა და სანამ გასწორდებოდეს, მის მუცელზე დაახლოებით ნეკა თითის ზომის ნაკაწრს ვხედავ.
ტანზე ჟრუანტელის უამრავი ტალღა მივლის და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ წამოვიყვირო. მინდა ვკითხო ეს რა არის? როდის დაშავდი? საიდან გაქვს? მაგრამ თვალს სწრაფად ვარიდებ და გულაჩქარებული მივყვები წინ წასულ კალეს. კიბეზე ასვლისას კიდევ ერთხელ ვათვალიერებ მათეს, რომელიც მაისურს ისწორებს და განერვიულებულ სახეს ხელებში რგავს. მესმის, როგორ ეუბნება მას ლინდა, რომ დალაპარაკება უნდა. ბიჭი ნელა დგება და ოთახიდან გადიან.
საწოლში ვწვები. კალე ზურგიდან მიწვება, ხელს მუცელზე მხვევს და ცხვირს ჩემს კისერში რგავს.
- აღარ იფიქრო. თვალები დახუჭე და დაიძინე. მე აქ ვარ. - მეჩურჩულება ის და ყურის ქვეშ რბილად მკოცნის.
თვალებს ვხუჭავ და ყველაფერი ტრიალს იწყებს.


***

2016 წელი, 27 ივლისი
შუაღამე

სანაპიროზე საშინელი ქარი ქრის, მაგრამ რატომღაც მე არ მცივა. ოთო ისევ იქ წევს, ისევ ისე, როგორც ვნახე. მასთან მუხლებზე მდგამი ვათვალიერებ უსულო სხეულს. მგონია, რომ ის ყველაფერს გრძნობს, რაღაც საშინლად სტკივა, მაგრამ ხმას ვერ იღებს. სმენას ვძაბავ, იქნებ ჩურჩული მაინც გავიგო, თუმცა ყურებში მხოლოს ქარის საშინელი კივილი ტრიალებს.
- მირა. - ჩამესმის უცბად ჩემი სახელი. გვერდით ვიხედები და ჩემსავით მუხლებზე მდგარ მათეს ვხედავ, რომელიც ოთოს მხრებიდან იღებს ხელებს და ჩემკენ ბრუნდება. ერთიანად სისხლით მოსვრილი იღიმის. ისე მშვიდად იღიმის, როგორც ჩანს, არ ადარდებს არც საკუთარი და არც ოთოს მდგომარეობა. - ნუ გეშინია, მას აღარ სტკივა. უკვე აღარ. - ამბობს მათე. მხრებში მევლება, გულზე მიკრავს და მეფერება. ვგრძნობ, როგორ მეთხვრება სხეული და სახე სისხლისგან. შინაგანად ვკანკალებ. მინდა ხელი ვკრა, მოვიშორო, მაგრამ არ გამომდის.
- გამიშვი, გთხოვ. - ვბუტბუტებ ძალაწართმეული. ის კი უფრო მაგრად მიკრობს, თითქოს პარანოიდულად ეშინია, რომ ავდგები და გავიქცევი. სინამდვილეში კი მე მაშინებს მისი ეს ქცევა. მაშინებს ის, რომ ოთოს სიკვდილი არ ადარდებს, მაშინებს ის, რომ ერთიანად სისხლითაა გაჟღენთილი და მაშინებს ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს დამშვიდებას ცდილობს. ის-ისაა მისგან დასაღწევად ძალებს ვიკრებ, რომ მეღვიძება. რეალური პრობლემებიც არ აყოვნებენ, მაშინვე თავს მახსენებენ და ბალიშში სახეჩამხობილი ვტირი.
- მირა, მირა... - ზურგიდან მეხვევა კალე და თმას მიწევს. - რა მოხდა, კარგად ხარ?
- არ ვარ. - ბალიში ჩემს ხმას ახშობს. გვერდს ვიცვლი და თავს მის მკერდზე ვდებ. მაისურს ვებღაუჭები და მთელი ძალით ვეკრობი.
- სიზმარი ნახე? - მეკითხება და სახეზე მეფერება. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - ბუნებრივია. ვერ გეტყვი, ნუ დარდობ მეთქი, მაგრამ ეცადე, ცოტა დამშვიდდე, მე აქ ვარ.
- ხო, შენ აქ ხარ. - ცრემლებს ვიწმენდ. თვალწინ მათეს სისხლიანი სახე მიდგება და კანზე უსიამოვნო ეკალი მაყრის.
ვერაფრით გავურბივარ იმაზე ფიქრს, რომ გუშინ რაღაც მოხდა. ვერაფრით ვიგდებ თავიდან გამომძიებლის სიტყვებს, სისხლიან სალფეთქს, მათეს ნაკაწრს, შუაღამით ანთებულ შუქს და ფატქს, რომ მათეს და ოთოს უთანხმოება ჰქონდათ. უკანასკნელი ისე ცუდად მხდის, რომ თავს საშინელ ადამიანად ვგრძნობ. არ ვიცი, რატომ მომდის ის აზრი, რომ შეიძლებოდა ბიჭებს ისევ ეკამათათ. და ნასვამ მათეს მისთვის ხელი ეკრა. მათე ხომ ამას არ გააკეთებდა. მეგობარზე ხელს განზრახ არ აწევდა. და ეს რომც მომხდარიყო, ამას არ დამალავდა. სხვას თუ არა, მე მაინც მეტყოდა. მე მაინც.
მაშინ რატომ მალავს ნაკაწრის ამბავს? გუშინ ნახევარი დღე სანაპიროზე გავატარეთ და ვიცი, რომ არ ჰქონია. მის არსებობას აუცილებლად შევამჩნევდი. მე მაინც რატომ არ მეუბნება საიდან აქვს? ღმერთო! იქნებ მე ვაბუქებ საშინლად. იქნებ მნიშვნელოვანი არაა და ამიტომაც არ ამბობს. იქნებ ამ ამბავთან სულაც არ აქვს კავშირი... ღმერთო, რატომ, როგორ მიმაქვს მათეზე ეჭვი? იქნებ შეყვარებულებმა იკამათეს და სალომე ასე სწრაფად ამიტომ წავიდა სახლიდან, რომ ჩვენგან თავი შორს დაეჭირა?
ვოხრავ. ლამისაა თავი გამისკდეს. ეჭვები შიგნიდან მღრღნიან და მფიტავენ. აღარაფერი ვრჩები იმისთვის, რომ გამოსავალი მოვნახო. ყველაფერი შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. შეიძლება პოლიცია მართალია, შეიძლება გამომძიებელიც, შეიძლება ჩემი ეჭვებიც. ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცი ისაა, რომ კალე ხელს არ მიშვებს და ის მთელი ღამე ჩემს გვერდით იყო. ახლაც აქაა.
- მირა, თუ რამის თქმა გინდა, თქვი. - ამბობს ისე, თითქოს აქამდე მთელ ჩემს ფიქრებს კითხულობდა. მკერდზე ნიკაპით ვეყრდნობი და მის მიმზიდველ სახეს ვათვალიერებ.
- მგონი ფრთებს მალავ. - შუბლზე ჩამოყრილ მის ქერა თმაში თითებს ვაცურებ და გვერდით ვუწევ. კალეს მკრთალად ეღიმება.
- ფრთებს? ფრთები ანგელოზებს აქვთ, მირა. ადამიანებს მხოლოდ ამბიციები და ბანალური კიდურები.
- ვითომ? ლუციფერიც ხომ ანგელოზი იყო ადამიანურად დიდი ამბიციებით.
- ამიტომაც დაეცა. საბედნიეროდ, არც ფრთები მაქვს და არც ზედმეტად დიდი ამბიციები.
- არავინ იცის, რის გამო შეიძლება დაეცე. - თვალწინ ნატას და ოთოს უსულო სხეულები მიდგება და გული უსიამოვნოდ მიჩქარდება, როცა მათთან ერთად საკუთარ თავსაც ვხედავ. კალე თმას ყურს უკან მიწევს და თვალებში დაკვირვებით მიყურებს.
- ასეთს რას ატარებ, მირა?
- სიმახინჯეს. - თავს ისევ მის მკერდზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ. - რომელსაც ერთ დროს შეეძლო, მშვენიერება ყოფილიყიო.
კალე ხარბად ისუნქავს ჰაერს. ვგრძნობ, როგორ უჩქარდება გულისცემა და ჩემსას უტოლდება.



მოგონება

***

2010 წელი, 1 ივლისი
მეხუთე დღე, დილა

უკვე მზად ვარ, დაჩის მესიჯი რომ მომდის, გელოდებიო. გოგოები ჩურჩულით მამხნევებენ. მხოლოდ ნატა მემუქრება: თუ არ გაკოცა, ჩვენთან აღარ მოვუშვებო. ვნერვიულობ. პირველად მაქვს ჩემი საოცნებო პაემანი და იქაც ხელებგაყინული მივდივარ. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და კოტეჯიდან ისე გავდივარ. ჯერ ისევ ღამეა. ამ ყველაფერს ბიჭებისგან საიდუმლოდ ვაკეთებ, ამიტომ სანამ გათენდებოდეს, უკან უნდა დავბრუნდე.
დაჩი ღიმილით მხვდება. ლოყაზი მკოცნის, ხელს მკიდევ და დათქმული ადგილისკენ მივდივართ. გზაში შოთასთან საუბრის დეტალებს მიყვება და ისე მამხიარულებს, ჩემი ნერვიულობა აღარც მახსენდება. ადგილზე მისულები პატარა გორაკზე ვსხდებით, დაჩი ფარანს აქრობს და თავისი ზურგზაკიდან ამოღებულ შოკოლადის ბურთულებს მთავაზობს. რამდენიმე წამით ტკბილეულს ვაგემოვნებ და ჩემ წინ გადაშლილი მუქი ლაჟვარდისფერი პეიზაჟით ვტკბები. ცაზე აქა-იქ ჯერ კიდევ ბრწყინავენ ვარსკვლავები. წყლის სუსტი ნარნარი ცის ფერს ირეკლავს და ისეთ ელფერს იღებს, თითქოს ის და ცა ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
- ვისთან ერთად გინახავს აქამდე მზის ამოსვლა? - მეკითხება დაჩი. - მე ძირითადად მარტოს. - ეღიმება და მხრებს იჩეჩავს.
- მეც. - ვამბობ და ჩემი წარსულის ერთ-ერთი იშვიათი ტკბილი მოგონება ცოტას მასევდიანებს. დაჩი მამჩნევს და სანამ რამეს მკითხავდეს, ვაგრძელებ: - ერთხელ მამამ წამიყვანა სანადიროდ. ძალიან ადრე წავედით და მზის ამოსვლამ გზაში მოგვისწრო. მამამ მანქანა გააჩერა და მაშინ ვნახე ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა ხის კენწეროებს მიღმა. - ბიჭი ჩუმად მისმენს. - მამა ოთხი წლის წინ დაიღუპა. არაუშავს. - ვუღიმი და ბოდიშის მოხდას არ ვაცდი. - როგორ დავიჯერო, რომ გოგოსთან ერთად ასეთ სიტუაციაში არ ყოფილხარ?
- პაემანზე არ ტყუიან. - თვალს მიკრავს ის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. დაახლოებით ხუთი წუთი ჩუმად ვართ.
- ანანურში აქამდეც ყოფილხარ? - ვეკითხება, როცა მახსენდება მისი გუშინდელი პირობა პასუხების გაცემის შესახებ.
- შარშან. შარშან ვიყავი ოჯახთან ერთად. წელს მეგობრების ჩამოყვანა ჩემი იდეა იყო. ერთი ადამიანი გვაკლია, მაგრამ... - მხრებს იჩეჩავს ის.
- ვინ?
- ჩემი ძმა. - ამბობს, ჩემკენ იხედება და ეშმაკურ ღიმილს არ მალავს. - ის, ვისაც ამდენს ვემესიჯები.
ვცდილობ არ შევიმჩნიო, როგორ მეშვება გულზე საფიქრალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ ვახერხებ. ყელს ვიწმენდ და ხელებს მუხლებს შორის ვიქცევ.
- ესე იგი ძმა გყავს.
- ჰო, ტატე, ჩემი ტყუპისცალია.
- მართლა? ახლა გასაგებია ეს ხშირი მიმოწერა. რატომ არ წამოვიდა?
- გაცვლითი პროგრამით ბერლინშია. ერთი კვირაა იქაა და აგვისტოს ბოლომდე შეყოვნდება.
- ალბათ ძალიან მაგარია ძმასთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა. განსაკუთრებით ტყუპისცალთან. სულ მინდოდა და მყოლოდა, მაგრამ...
- მეგობრები?
- არ ვუჩივი, კარგები არიან, მაგრამ დედმამისშვილი მაინც სხვაა.
- შეხედე. - დაჩი ხელს იშვერს. თვალს ვაყოლებ და ვხედავ, რომ მთის წვერი აღარაა ისეთი მუქი. სინათლე ნელ-ნელა ეპარება და მისი ძალა ჩემს გვერდით მჯდომის ლამაზ ნაკვთებსაც უფრო და უფრო შესამჩნევს ხდის. - უყურე. - ამბობს ის და ჩუმდება. ხელისგულებით ბალახს ვეყრდნობი და მთის წვერის გაბრწყინებას ვადევნებ თვალს. ირგვლივ მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის. სხვა ყველაფერი მომხიბვლელად დადუმებულია.
ცოტა ხანში დაჩიც ჩემსავით ჯდება და ვგრძნობ, როგორ ფარავს ბალახში ჩაფლულ თითებს მისი ხელისგული. ქვემოდან წამოსული მიწის სიგრილე და ზემოდან დაღვრილი კანის სიმხურვალე არაბუნებრივად ერწყმიან ერთმანეთს, თუმცა ეს ისეთ სასიამოვნო განცდას მგვრის, რომ ყველაფერი მსუბუქდება და ჩემი გულისცემა ერთადერთია, რაც რეალობასთან მაკავშირებს.
მზე კი თითქოს გვეთამაშება. ჯერ თვალებს ჰყოფს მთის წვერიდან და მუქი ლაჟვარდისფერი სიმწვანისკენ მიჰყავს. შემდეგ უფრო თამამად იმზირება და მწვანეს ყვითელი ერევა. როცა ხვდება, რომ ირგვლივ აღარც მთვარეა და აღარც ვარსკვლავები, მხრებში მედიდურად იმართება და ცას ვარდისფერ-ცისფერ ფერებად ამკობს. წყალიც თვალსაჩინოდ კამკამა ხდება და მთებიც იბრუნებენ ლამაზ, ბუნებრივ სიმწვანეს.
დაჩი ფრთხილად ასრიალებს თითებს და ჩემი კანიც ჟრუანტელით პასუხობს. შემდეგ ბრუნდება, ფეხმორთხიმთ ჯდება და თვალებში შემომყურებს.
- დღე თუ ღამე? - მეკითხება ის.
- გასაყარი. - ვპასუხობ.
დაჩი იღიმის, ხელს იწვდენს და თმას ყურს უკან მიწევს.
- როგორ ფიქრობ, ეს რა არის? - ჩემკენ ოდნავ იხრება.
- ამაზე არ ვფიქრობ, რადგან რაც არის, ძალიან ლამაზია.
- აქვს იმდენი ძალა, რომ ანანურს გასცდეს, თუ აქ დასრულდება?
- აქვს, რა თქმა უნდა.
- ასე ფიქრობ? - თვალს არ მაცილებს ბიჭი.
- პაემანზე არ ტყუიან. - ვამბობ და ამოსუნთქვასაც ვერ ვასწრებ, ისე მოულოდნელად იქცევს დაჩი ჩემს სახეს ხელებში და ტუჩებზე რბილად მეხება. მის კოცნას სიამოვნებით ვყვები და ყვითლად მოელვარე მზესთან ერთად მეღიმება.

***

2016 წელი, 28 ივლისი

პირველი რასაც ვამჩნევ, ლინდას არყოფნაა. როგორც მათესგან ვიგებთ, წავიდა. არავინ აცივდება. ყველა ვხვდებით, რომ მათ შორის უთანხმოებამ გაირბინა და არც ლინდაა ის ადამიანი, რომელიც მისთვის უცხო ადამიანს იგლოვებს.
დაახლოებით თორმეტი საათისთვის მოდიან ოთოს მშობლები და გუშინდელი დღის გადატანაც თავიდან გვიწევს. მათი ტკივილის მხილველს მამა მახსენდება. მისი დაკარგვის წუთები და საათები ჩემს გონებაში ყველაფერ საშინელებასთან ერთად პოულობენ ადგილს. მოგონებები დედასთან დაკავშირებით კი მთლიანად წაშლილია. მის მიმართ დაბლოკილი ყველა გრძნობა ჩვეულად ნორმაშია.
მამუკა და თეა განადგურებულები სხედან დივანზე. ქალი გამუდმებით მოსთქვამს. ასე მგონია, სადაცაა ჰაერის მარაგი ამოეწურება და ცუდად გახდება. ვერ იჯერებს, რომ მისი შვილი სიმთვრალეს და ფეხის გადაბრუნებას შეეწირა. ვერ იჯერებს, რომ სიკვდილის ამ მარტივმა მიზეზმა უშვილოდ დატოვა. თენგოს რამდენჯერმე აყოლებს, სად იყვნენ ღამით, ვისთან ერთად, როგორ დაბრუნდნენ, ხომ არავისთან უჩხუბიათ. ამ უკანასკნელზე მათესკენ გამირბის თვალები, რომელიც ჩუმად ზის, შუბლით ხელისგულს დაჰყრდნობია და ჩაწითლებული თვალებით აცქერდება მგლოვიარე ოჯახს. დროდადრო ფეხებს მოუსვენრად უცვლის ადგილს და დაღლილი ოხრავს. ვგრძნობ, რომ აქაურობას ვერ უძლებს. დარწმუნებული ვარ, ახლა მარტო ყოფნა და ღრიალი უნდა. ვიცი, რადგან მე მას ვიცნობ, საკუთრ თავზე მეტადაც კი.
წამიერად ჩემს მზერას აწყდება და თვალებში კითხვისნიშნები უჩნდება. როგორ მინდა მისი დაძაბული მზერა გაქრეს, მისი შეკრული მუშტი მოეშვას, მისი გახშირებული სუნთქვა დამშვიდდეს... და გაქრეს ნაკაწრი მისი მუცლიდან.
რატომ არ მივალ და უბრალოდ არ ვკითხავ? რატომ ვიტანჯავ ასე თავს? ამდენი წლის მეგობრობის შემდეგ, როგორ შემიძლია ვიფიქრო მასზე ისე, როგორც დამნაშავზე მეგობრის მიმართ?! ჯანდაბა, მირა, რისი გეშინია? პასუხის... პასუხის, რა თქმა უნდა.
თვალს ვაცილებ და თეას დამშვიდებას ვცდილობ. მოგვიანებით ვიცვამთ, სტუმრების ოთახს ვალაგებთ და რამდენიმე საათში ოთოს სხეულიც მოაქვთ.

***

2016 წელი, 2 აგვისტო
დილა

დაღლილს მეღვიძება. ასე მგონია, სადაცაა თავი გამისკდება. ჩამოფარებული ფარდებიდან შემოღწეული დღის შუქი, ზოლად ამჩნევია არეულ საწოლს გამოღვიძებული, მტკივნეულ ფიქრებთან მარტო დარჩენილი ვნანობ, რომ გუშინ კალეს უარი ვუთხარი ჩემთან დარჩენილიყო. რატომღაც ვიფიქრე, რომ ბათუმის შემდეგ ცოტა ხნით მაინც, მარტო ენდომებოდა დარჩენა.
ნატა და ოთო. ოთო და ნატა. ორივე აღარაა. იყვნენ რამდენიმე დღის წინ და ყველაფერი შეძლებისდაგვარად მშვენივრად მიდიოდა. ახლა კი აღარ. ბექა? არც ის აღარაა. მას შემდეგ აღარაა, რაც ხელოვნურად სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. ჩვენს სამეგობროს რაღაც სჭირს. „ჩვენი სამეგობრო რაღაც შარშია.“
გული აპროტესტებს ამდენ უჰაერობას და მახველებს. თავს ძლივს ვიღებ ბალიშიდან, სააბაზანოში შევდივარ და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ წყლის გადავლებას. ის-ისაა იქიდან გამოვდივარ, რომ კარზე ზარია. დღის ორი საათი ხდება. კონდიციონერს ვუწევ და კარს ვაღებ.
- არ მინდოდა მარტო ყოფნა. - გატეხილი ხმით მეუბნება ზღურბლს მიღმა მდგომი თეონა.
- შემოდი. - მკრთალად მეღიმება და გოგოს ვეხუტები.
- ძალიან დავიღალე, მირა. - ცრემლებს ვერ იკავებს გოგო და თან მაცივრიდან წყალს იღებს. - რა გვჭირს? - დახლს ეყრდნობა ხელისგულებით და განერვიულებული მიყურებს.
- არ ვიცი, თეო. - უღონოდ ვეშვები სავარძელში.
- აღარც სამსახურში მინდა წასვლა, არც სახლიდან გასვლა. გეფიცები, მირა, მეშინია, მაგრამ მეც არ ვიცი, რის. - თეონა ჩემთან მოდის, დივანზე წვება და თავს კალთაში მიდებს. ყურებში ნატას კისკისი ჩამესმის და ყელში რაღაც მეჩხირება. - ალბათ ნერვების ბრალია, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ვიღაც მომდევს უკან. - ბრუნდება და ქვემოდან მიყურებს.
შეცბუნებულს სუნთქვა მეკვრის და ჩემდაუნებურად ლავიწზე ვიკრობ თითებს. ნაკაწრი იქ აღარაა, მაგრამ წამიერად მაინც ვგრძნობ ტკივილს. შიში, რომელიც ცოტა ხნით მივივიწყე, ახლდება და გონებაში მბრუნავ ჩრდილებს უერთდება. ის ღამე და კაპიუშონიანის მოდევნებული ნაბიჯები მახსენდება და გამომძიებლის სიტყვებს კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს სძენს. ის-ისაა თეონას გაფრთხილებას ვაპირებ, რომ გოგო დგება და დაბნეული ჩაჰყურებს მობილურს.
- არ მესმის... - თავს აქნევს ის და შუბლშეკრული მიყურებს.
- რა მოხდა? - მისკენ ვიწევი.
- ოთოს ფეისბუქი აღარაა. - ანერვიულებული შუბლზე ისვამს თითებს. - გუშინ იყო, მირა. გუშინ დილით იყო. გეფიცები, იყო.
- მაჩვენე. - მობილურს ვართმევ და ვამოწმებ, მაგრამ ოთო მართლაც არ იძებნება. ვდგები და იგივეს ვაკეთებ ჯერ ჩემს მობილურში, შემდეგ ლეპტოპში, მაგრამ არაა. ოთოს ფეისბუქი აღარაა. - რა ხდება, თეო? - ყელი მიშრება. ვგრძნობ, რომ ეს არაა დამთხვევა.
თეონა დგება და ვიღაცას ურეკავს. რამდენიმე წამში ვხვდები, რომ გოგო ნატას დედას ესაუბრება. ცოტა ხანში ლაპარაკს ასრულებს და დამფრთხალი, ამღვრეული თვალებით მეუბნება:
- ნატას ფეისბუქი მას არ გაუუქმებია.


***

გაბრუებული ვზივარ და თავში ყველაფრის დალაგებას ვცდილობ, მაგრამ უარესად ირევა. არაფერში ვარ დარწმუნებული და ისიც არ ვიცი, ამას როგორ უნდა მივაღწიო. ძლივს დამშვიდებულ, ჩემს ალბომში თავჩახრილ თეონას ვუყურებ და აღარ ვიცი, უნდა ვუთხრა თუ არა, რომ მისი პარანოია, თითქოს უკან ვინმე მისდევდეს, შესაძლოა რეალური იყოს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ რაღაც უნდა ვიღონო.
გოგოს ვეუბნები, რომ ცოტა ხნით მათესთან უნდა ავიდე და სახლიდან გავდივარ. სანამ ერთი სართულით ზემოთ ავიდოდე, გულში ალბათ ათასჯერ ვიმეორებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ახლა ის ისე მჭირდება, როგორც არასდროს.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ზარს ვრეკავ. რამდენიმე წამში მათე კარს აღებს. სპორტული შარვლის ამარა პირსახოცით ხელში დგას და შუბლზე ჩამოყრილ სველ თმას უკან იწევს. ჩამუქებული მწვანე თვალები გამოუძინებლებს ჰგვანან და ძალიან დაღლილად გამოიყურებიან. წამიერად თვალი მისი ნაკაწრისკენ გამირბის, მაგრამ პირსახოცი ისე უკავია, რომ ფარავს.
- შემოდი, რას დგახარ. - გვერდით იწევა მათე და მატარებს. შემდეგ ლოყაზე მკოცნის, ოთახში შედის და ჩემგან ზურგით მდგარი იცვამს მაისურს. ვოხრავ და დაძაბული ნერვებისგან ყელი მეჭიმება. - როგორ ხარ, გამოიძინე? - მეკითხება ის და სამზარეულოში შედის. მეც მივყვები.
- გამოვიძინე, მაგრამ არ მიშველა.
მათე თავს მიქნევს. რა თქმა უნდა, ჩემი ესმის. თვითონ ალბათ საერთოდ არ სძინებია.
- ვიცი, - ამბობს ის და ყავის მომზადებას იწყებს. - ყველაფერი ძალიან ცუდადაა. იმაზე მეტად, ვიდრე ჩანს. ჯერ ბექას ავარია. შემდეგ ნატა და ახლა ოთო.
- ნეტავ შემდეგი ვინაა... - მცდება გაუაზრებლად და საშინლად ვნანობ, მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ ვაბრუნებ. მათე ყავის კოლოფს დახლზე დებს და ჩემკენ ტრიალდება. შუბლშეკრული მიყურებს.
- ეს რას ნიშნავს, მირა? - დაბნეული და შეცბუნებული მეკითხება.
- არ ვიცი, ამის თქმა არ მინდოდა. მათე, მე... - ოფლით დანამულ შუბლს ვიწმენდ. - მათე, ძალიან დაბნეული ვარ. ეს დღეებია თავში საშინელი აზრები მომდის და ვერაფრით ვიშორებ. მეტი აღარ შემიძლია... - ხმა მებზარება, ვჩუმდები და კედელს ვეყრდნობი. მათე ოხრავს, ხელებს მხვევს და გულზე მიკრავს.
- კარგი, დამშვიდდი, მირა. სტრესის ბრალია. ადროვე და გაგივლის. ნელ-ნელა ყველას გაგვივლის. - თავზე მისვამს ხელს ის. ისეთი თბილი ხმა აქვს, წამიერად მეღიმება კიდეც, მაგრამ მისი ნაკაწრის სიახლოვე სუნთქვას ისევ მიმძიმებს.
- მათე. - თავს ვიღებ მისი მკერდიდან და ბიჭს ქვემოდან ვუყურებ. მომლოდინედ დამცქერის. - მე... ვიცი, რომ მუცელზე ნაკაწრი გაქვს. - ვამბობ და ვაკვირდები. მათე ოხრავს, ორი წამით თვალს მავლებს და ყავის მომზადებას უბრუნდება, თუმცა საქმიანობას გაცილებით ხმაურიანად აგრძელებს.
- კარგი. მერე?
- საიდან გაქვს, რატომ არ ვიცი?
- ეს რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყო, გეტყოდი. - ამბობს ისე, რომ არც მიყურებს. ამ პასუხს ველოდი. სიტყვასიტყვით.
- მაგრამ მე მაინც მაინტერესებს.
- რატომ? - წამიერად ისეთი თვალებით იხედება ჩემკენ, ასე მგონია, სადაცაა იფეთქებს.
- ეს რა შეკითხვაა, მათე. მუცელზე ჭრილობა გაქვს და რატომ არ უნდა მაინტერესებდეს საიდან?
- კარგი. - ქურაზე წყალს დგამს და ისევ ბრუნდება. - რატომ იმ დღესვე არ მკითხე, როცა ეს ნაკაწრი დაინახე, მირა? თუ ასე გაინტერესებდა და გადარდებდა, რატომ მეორე დღეს არ მკითხე? მითხარი, მთელი ეს დღეები რაზე ფიქრობდი? - ხმა უხეში და ცივი უხდება. ეკალი მაყრის, ისეთი უსიამოვნოა მისი მზერა.
იცოდა, რომ შევამჩნიე, იცოდა, რომ მისი ჭრილობა გონებაში მიტრიალებდა. ღმერთო, ნეტავ მთელი ეს დრო თვითონ რას ფიქრობდა ჩემზე?
- არა, არ თქვა. გგონია, რაც ოთოს დაემართა ჩემი ბრალია, რადგან ერთადერთი, ვისთანაც უთანხმოება ჰქონდა მე ვიყავი. არა?
- ამან ნუ ამბობ, ასე ნუ ამბობ... - თავს ვაქნევ. საშინელებაა მისგან ამ სიტყვების მოსმენა.
- მაშინ რა გინდა, მითხარი...
- უბრალოდ, მომიყევი საიდან გაქვს ნაკაწრი, მათე, გთხოვ. - ცრემლები თვალებს მიბინდავენ.
- მოგიყვები. - სცრის კბილებში, მიახლოვდება და თითს ლავიწზე მადებს. იქ, სადაც კაპიუშონიანმა ჭრილობა დამიტოვა. - მაგრამ მანამდე შენ გაქვს მირა სათქმელი ამ ნაიარევის შესახებ. მეტყვი საიდან გაქვს?
- ეს რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყო, გეტყოდი. - ვპასუხებ და თვალს ვუსწორებ. ვგრძნობ, როგორ წყდება ჩვენს შორის ძაფი და მუცელში რაღაც საშინლად მტკივდება.
მათე მხრებს უშვებს, თვალებს ატრიალებს და ქურაზე მდგარ ჩაიდანს უბრუნდება. რთავს და წყალს ფინჯანში ასხამს.
- რა ხდება, მირა? - კოვზით ცხელ სითხეს ურევს. - გინდა გაარკვიო შენი საუკეთესო მეგობარი შენი მეგობრის მკვლელია თუ არა?
- ჯანდაბა, მათე, რა გჭირს? უბრალოდ მითხარი, საიდან გაქვს ეგ ნაკაწრი! - ვყვირი გაუაზრებლად და ცრემლებს ვეღარ ვაკავებ.
მათე ფინჯანს იღებს, სკამზე ჯდება და ხელს მუცელზე, მაისურის ზემოდან ჭრილობაზე იდებს.
- იმ ღამით, როცა სახლში დავბრუნდით, მე ისევ გავედი. ზუსტად იმავე მიზეზს გამო, რატომაც ოთო. მარტო დალევა და გამოთრობა მინდოდა. ხოდა გამოვთვერი კიდეც. ბარიდან რომ გამოვედი, ვიღაცას შევასკდი და ჩხუბი მომივიდა. იმ ტიპმა დანით გამკაწრა. სახლში დაბრუნებულმა სამზარეულოში მივხედე თავს და დავიძინე. ოთო თვალით არ მინახავს მას შემდეგ, რაც თენგოსთან ერთად ბუნგალოდან წავიდა. კიდევ რა გაინტერესებს?
მოსმენილი მხრებზე ლოდივით მაწვება. იმიტომ კი არა, რომ არ მჯერა. იმიტომ, რომ მას იმედი გავუცრუე. ეჭვი შევიტანე ისე, რომ ხმა არ ამომიღია. მეშინოდა ისე, რომ არც მიკითხავს რა მოხდა. ახლა მისი მჯერა. სამაგიეროდ, მათესგან მოდის ისეთი გულგრილი დამოკიდებულება, რომ მისთვის თვალის გასწორება მიჭირს.
- ჩუმად რატომ ხარ. არადამაჯერებელი ვიყავი? - იღიმის ცივად და ყავას სვამს.
- მჯერა მათე. - ძლივს ვხსნი პირს ორი სიტყვის სათქმელად.
- აჰ, გმადლობ.
დანაშაულის შეგრძნება გულს მიღლის. ვოხრავ.
- საჭირო არაა ეს ტონი.
- შენთან ახლოსაც ვერ მოვალ.
- კარგი... მგონი ახლა ჯობია წავიდე. - პასუხს აღარ ველოდები და ვბრუნდები.
- მოიცადე! - სკამის გაწევის ხმა მესმის. მათე მხარზე მაბჯენს თითებს და თავისკენ მაბრუნებ. - პასუხი მიიღე და გგონია აქ დამთავრდა ყველაფერი? მიდი, მკითხე, მიდი, მირა! - ბრაზისგან და წყენისგან ანთებულ მწვანე თვალებს შევყურებ და მკერდზე მობჯენილი ტკივილი ერთიანად მაქვავებს. ერთმანეთს შეწებებული ტუჩები მებრიცება. ხმას ვერ ვიღებ. ასე მგონია, პირი რომც გავაღო, იქიდან ჰაერის მეტი არაფერი ამოვა. ჯერ კიდევ მსუსხავს მისი შენახები მხარზე. - ხომ გაინტერესებს, რატომ წავედი ისევ დასალევად? სადაა შენი შემართება და ეჭვები. ასე უცბად გაქრა? - ხელებს შლის და ზურგს მაქცევს. სწრაფად ვიწმენდ ცრემლებს. - ჭრილობა დამინახე და გადაწყვიტე, რომ ოთოს სიკვდილი ჩემი ბრალია...
- მათე, არა... - ხმა მიტყდბა.
- დამაცადე! - ისევ ჩემკენ ბრუნდება. ჩაწითლებული თვალებით მიყურებს და ხელი ისევ ნაკაწრზე უდევს. ალბათ გაუცნობიერებლად. - სრული უფლება მომაპოვებინე ამით, რომ მძულდე, რადგან ასეთი საშინელი ეჭვი შეგეპარა ჩემში, მაგრამ არ შემიძლია. ვიცი, რომ ჩვენს შორის ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენც შევიცვალეთ, მაგრამ ნდობა ასე მალე დაკარგე ჩემს მიმართ?
- არა, მათე, არა. უბრალოდ ვერაფერი დავალაგე. ვერავის ვერაფერი ვუთხარი და მარტო დარჩენილი არაადეკვატური ფიქრებისგან ლამის შევიშალე. მერე სამზარეულოში სისხლიანი სალფეთქი ვნახე, მეორე დღეს კი ნაკაწრი შენს მუცელზე. პასუხები მინდოდა მათე, მეტი არაფერი.
- ახლა გააქვს? ახლა მშვიდად ხარ?
- არ ვარ.
- არც უნდა იყო.
- მათე... - გაკვირვებული ვუსმენ მის ცივ ხმას.
- ნუ ეგოისტობ მირა. მაცადე ცოტა ხნით მეც ვიყო შენზე გაბრაზებული. ისედაც მშვენივრად იცი, რომ მალე გადამივლის.
- შენ ახლა ჩემს დასჯას ცდილობ.
- დასჯას. - აგდებით იმეორებს და მიახლივდება. - ხედავ მირა, სადამდე მივედით? იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს საკუთარ ფიქრებს ვუმხელდეთ და პრობლმის მოგვარებას ვცდილობდეთ, თავში დასჯის და ეჭვების მეტი არაფერი მოგვდის. რაღაც ამაზრზენ არსებებად ვიქეცით.
- იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ერთმანეთის მიყოლებით სამი მეგობარი დავკარგეთ?
- მაგრამ ეს შენს ჩემდამი უნდობლობას არ ამართლებს. გამაგიჟებ მირა! როგორ გაივლე აზრად, რომ ოთო ჩემ გამო შეიძლებოდა მომკვდარიყო? - ყელზე დაჭიმული მისი ძარღვები მაშინებენ. სიბრაზე თითქოს ხელშესახები ხდება, მხრებს მიჭერს და ჩემს გამოფხიზლებას ცდილობს.
- ნუ იმეორებ ამას, ნუ იმეორებ! ისედაც მეზიზღება საკუთარი თავი იმის გამო, რასაც ვფიქრობ და ვერაფერს ვაკეთებ. ვიცი, რომ დავაშავე და კარგი, შემიძულე თუ გინდა, მაგრამ მანამდე ერთი წამით საკუთარი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე, მათე.
- ეგ საჭირო არაა. მხოლოდ შენ არ ხარ ჩაკეტილი საკუთარ დემონებთან. მაგრამ ისე იქცევი, თითქოს მე არ მომკდომია მეგობარი, მე არ ვფიქრობ, რა ხდება ჩვენს თავს. შენთან მოსვლა და ამაზე ლაპარაკი მინდა, მაგრამ მეშინია ხელი არ შეგიშალო მკვლელის ძიებაში. - აგდებით სცრის კბვილებში უკანასკნელ სიტყვებს.
- ვნანობ მათე, ეს საკმარისია?
- შეიძლება.
- კარგი, - ნერწყვს ვყლაპავ, მაგრამ ყელში გაჩხერილი ტკივილი ადგილიდან არ იძვრის. უკან ვიხევ. - ახლა შეიძლება წავიდე?
- მკვლელი აღარ გგონივარ?
გაღიზიანებული და გულნატკენი უპასუხოდ ვტოვებ შეკითხვას.
- მშიშარა ხარ. - მკრთალად ეღიმება და თავს აქნევს. - ვერაფრით ვერ ბედავ, მკითხო, რატომ გავედი იმ ღამით დასალევად.
- ამაზე პასუხი ვიცი.
- მაშინ მითხარი. - ისევ მიახლივდება. ისე დაჟინებით მიყურებს თვალებში, ასე მგონია სიტყვებს გონებიდან მაცლის და უკვე ყველაფერს ხვდება. თავს ვხრი და კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ უკან. მისი სიახლოვე ჩემთვის ასეთი მტკივნეული არასოდეს ყოფილა.
- არ ღირს, არა, მათე... ამ საუბრის შემდეგ აღარ...
- რას ამბობ, მირა, რას. შემომხედე... - ჩემს სახეს ხელებში იქცევს და თავს მაწევინებს. - სწორედ ამ საუბრის შემდეგ დავიმსახურე, რომ ყველაფერი იცოდე და ვიცოდე. დავიმსახურე, რომ შენგან მოვისმინო. გესმის?
- კალესთან ჩემი ურთიერთობის გამო. - ვამბობ და მის მკლავებს ვეჭიდები. ღმერთო, როგორ არ მინდა, რომ ეს სიტყვები რეალობას ერგებოდნენ. საკმარისია ისედაც ყველაფერი.
მათე ხელებს მიშვებს და მხრებჩამოყრილი მავლებს თვალს.
- თამაშით დაღლის გამო, მირა. მგონი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რას ვგრძნობ შენს მიმართ.
- არ გინდა მათე...
- სინამდვილეში რვა წელია მინდა. მთელი ეს დრო შენთან მეგობრობას დავუთმე და ახლა უნდა იცოდე, რომ ჩემთვის ეს საკმარისი არასდროს იქნება. უნდა იცოდე, რომ ყველას მოკვლა მინდა, ვინც შენ გეხება. უნდა იცოდე, რომ მიყვარხარ და სანამ მე და შენ ვარსებობთ, ასე გაგრძელდება.
მათე ჩუმდება და ირგვლივ თითქოს ყველაფერი იყინება. მისი ნათქვამი სიტყვები ყურებთან გუგუნს არ წყვეტენ. ჟრუანტელის ტალღები თავბრუს მახვევენ და ასე მგონია, სადაცაა სისუსტე წამაქცევს. კედელს ვეყრდნობი და ხარბად ვისუნთქავ ჰაერს. აჩქარებული გულისცემა მღლის. ის, რაც რვა წლის წინ დაიწყო, დღემდე გრძელდებოდა და დასასრულიც არ აქვს. აქვს მხოლოდ ძალა, რომელიც ორივეს ტკივილს გვაყენებს. ახლა დანამდვილები ვიცი, რომ ძველებურად არაფერი იქნება. აქედან ნათლად ჩანს არეული და ქაოსური მომავალი. რაღაც აუტანელი ხმა ჩამძახის, რომ ის, რაც მოხდა ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. მინდა თუ არა ამის აღიარება, შინაგანად ყოველთვის ველოდი ამ დღეს. ახლა ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვგრძნობ, როგორ ედება ცეცხლი ტვინს. სადღაც ლაბირინთში ვარ, რომლის გზებიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ვიცი, რომ კარი არსებობს, მაგრამ მისი პოვნა ჩემს ძალებს აღემატება.
დახლს მიყრდნობილი მათესკენ ვაპარებ თვალებს. მიყურებს, მაგრამ ისე აღარ, როგორც რამდენიმე წამის წინ. შუბლზე ამობურცული ძარღვები გამქრალა, თვალებზე ისევ ამჩნევია დაღლა, მაგრამ ბრაზი აღარ. მისი ნაკვთები მშვიდი, მზერა კი გაწონასწორებულია. ის დაიცალა და მისი მშურს.
- ახლა... ახლა რა იქნება... - ხმა მითრთის. თითებს ტუჩებზე ვისვამ მათ დასამშვიდებლად.
- ყველაფერი, სინანულის გარდა. - ამოოხვრას აყოლებს სიტყვებს. ისე ჩანს, თითქოს მხრებიდან ტვირთი მოეხსნას.
- ეს არ უნდა გეთქვა. არა... ახლა როგორ მოვიქცე. ამით ცხოვრებას ვერ შევძლებ, მათე. არ შემიძლია.
- რაღაც აგერია. - მკრთალად ეღიმება და მიახლოვდება. - ალბათ გინდოდა გეთქვა, რომ ჩემთან მეგობრობას ვერ შეძლებ.
- შენ ასე გირჩევნია? - წყენით ვუყურებ თვალებში, რომლებიც ჩემთვის უცნობი ემოციით მიმზერენ.
- მირჩევნია, ჩვენს შორის გაურკვევლობა აღარ იყოს.
- სამაგიეროდ დიდი ორმოა მათე, ამას ვერ ამჩნევ?
- ჯობია ორმო იყოს და მისი ამოვსების იმედი მქონდეს, ვიდრე ვითმინო ის, რისი მოთმენაც აღარ შემიძლია.
- შენი დაკარგვა არ მინდა. - სახეზე ვიფარებ ხელებს. წყობიდან გამოსული ნერვები ცრემლებს მოსდევენ. მკერდში რაღაც ძალა ვარვარებს და ასე მგონია, მალე მთელს სხეულს ფერფლად აქცევს.
ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება მათე. მისი მშვიდი და თბილი აურა ჩემს პირად სივრცეს არღვევს და მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ამ აღიარების შემდეგ ეს მე არ მაწუხებს. თითებით მკლავებზე მეხება და ხელებს სახიდან მაშორებინებს. მიყურებს და მიუხედავად იმისა, რომ შუბლი შეკრული აქვს, მაინც ეღიმება. თანაგრძნობით და ოდნავ სევდიანად. საკუთარი თავი მეზიზღება, რადგან ამ გამომეტყველების დათმობა არ შემიძლია.
- მხოლოდ იმიტომ არ დამკარგავ, რომ რაღაც რიგზე ვერაა.
- ცუდად ვიქცევი, მათე. არ გექცევი სამართლიანად. ამას არ იმსახურებ, შენც ხომ იცი.
- ნება მომეცი, თავად გადავწყვიტო, რას ვიმსახურებ.
- და მე? ამ დროს მე რა გავაკეთო? - ჩემი სასოწარკვეთილი ხმა ყურებში უხეშად ჩამესმის.
- ასეთს შემეჩვიე. - ამბობს მათე, ჩემკენ იხრება და ლოყაზე მაკრობს გახურებულ ტუჩებს.


პ.ს. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ თქვენი ვარაუდებით... გული მებერება სიხარულილთ ამხელა კომენტარებს რომ ვკითხულობ... მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე ჩავითრევდი მკითხველს... გახარებული და მაადლობელი ვარ თქვენით... თქვენი დამსახურებით მიფასდება წელიწადნახევრიანი ტანჯვა :დდ უღრმესი მადლობა ჩემო ვანილებო <3

ჰოდა, რაც შეეხება ისტორიას... საკმაოდ მოზრდილი თავი მოგართვით საუზმეზე. იმედია სიხლეებიც და დაძაბულობაც საკმარისი იქნება ;)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ქეთათო4

ძალიან კარგია❤ მიყვარს ეს მოთხრობა და პერსონაჟები ხომ საერთოდ. ველოდები შემდეგს და ძალიან არ დაგვიგვიანო❤

 



№2  offline წევრი ჟიზელი

ცოტა ნაწყენი კი ვარ, წინა თავზე მარტო ჩემი კომენტარი დააიგნორე მგონი,მაგრამ წყენამ გადამიარა, დიდი ხნით ვერ ვიბუტები ხოლმე :დ
აქვე გაგანდობ,რომ დიდი ხანია ვეჭვობ და თითქოს ამ თავმა დამიდასტურა,რომ დაჩი და კალე ძალიან ახლო ადამიანები არიან, მეტიც ნათესავები,უფრო მეტიც ძმები და კიდევ უფრო მეტიც არაიდენტური ტყუპები. თითქოს გარეგნობაც ემთხვევა და თითქოს ის ზეგავლენაც ,მომნუსხველობასა და მიზიდულობას ვგულისხნობ, რომელიც ორივე მათგანს აქვს მირაზე.
არ ვიცი რა მოხდა წარსულში,რა დაემართა დაჩის,მაგრამ აშკარაა,რომ კარგი არაფერი და კალე ამ ყველაფერს სწორედ ამ სამეგობროს და განსაკუთრებით იმ ქალს აბრალებს,რომელიც დაჩის უყვარდა. ფეისბუქიც უშუალო კავშირში უნდა იყოს დაჩის ამბავთან. განსაკუთრებით ნატას უნდა ეჩათლახა,როგორც ჩანს.
გამწარებული ტყუპისცალის მსგავსი შურისძიება კი ნამდვილად აღარ მეჩვენება ხუმრობად.
ფრეი ფორ ევრიბადი.
პ.ს მათე ძააან მიყვარს,აი უზომოდ და რაც შეეხება მირას,არ ვიცი უნდა მეწყინოს თუ არა,რომ ზოგჯერ ძაან "მირა" ვარ.

 



№3 სტუმარი სტუმარი lalala

ვაიმეე, მეც ეგ ეჭვი გამიჩნდა, რომ ტყუპები არიან დაჩი ფა კალე!!!!!! მირას მძიმე წარსულიც დაჩის უკავშირდება, ალბათ მის გამო რაღაც შეემთხვა და მირა ამას ნანობს. კალეს კი შურისძიება სურს!!! ამ წუთას ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინ იცის იქნებ ავტორმა შემდეგი თავით გადაგვაფიქრებინოს :დდ
მგონია რომ შემდეგი მსხვერპლი თეონა იქნება..

 



№4  offline წევრი Steppenwolf

ოუ დაჩი პირველივე თავიდან ვამბობ, რომ ყველაზე მიმზიდველი და მთავარი პერსონაჟია დაჩი'კო.
დაჩი და კალე, კალე და დაჩი...
ჩემი ეჭვები გამართლა.
პირველი: სამეგობრო დიდ შუაშია ამ ამბებთან
მეორე: მირას მათე უყვარს
მესამე: მკვლელი მთლად მარტო არ არის

ხოდა კიდევ მათეს სიტყვები ძალიან , ძალიან მაეჭვებს:)
"ყველას მოვკლავ ვინც შენ შეგეხება"
იქნებ დაჩი... იქნებ დაჩის, სამაგებროს ბიჭებმა დედა უტირეს ა? :)))
მერე და ნატა?
ნატა რა შუაშია?
ნატას ხო მათე უყვარდა, უბრალოდ ვიღაცით უნდა დაეწყო მკვლელს და ნატათი დაიწყო?
თუ უშუალოდ შუაშია ნატა?!
იქნებ ამჟამად მკვლელი მათე არ არის, მაგრამ წარსულში დააშავა ა?
ოუუუ კარგია, ძალიან კარგია.
ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, მაგრამ არაფერი ხელმოსაჭიდი, თავების გაზრდას ვითხოვთ მარიამ!!!!!!!!

 



№5  offline წევრი ბელუ შეროზია

ღმერთო!ღმერთო!და ღმერთო!
აი ახლაც ვკანკკალებ!
მირასი არ იყოს, მეც მაინტერესებს ვინ იქნება შემდეგი confounded
იმის წარმოდგენაზე, რაც წინ გველოდება ჟრუანტელს მგვრის.

 



№6  offline წევრი ნენეე

ძალიან კარგია
--------------------
ნენე გასვიანი

 



№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

ქეთათო4
ძალიან კარგია❤ მიყვარს ეს მოთხრობა და პერსონაჟები ხომ საერთოდ. ველოდები შემდეგს და ძალიან არ დაგვიგვიანო❤


დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო და ვეცდები მალე მოვიდე ახალი თავით <3 <3

ჟიზელი
ცოტა ნაწყენი კი ვარ, წინა თავზე მარტო ჩემი კომენტარი დააიგნორე მგონი,მაგრამ წყენამ გადამიარა, დიდი ხნით ვერ ვიბუტები ხოლმე :დ
აქვე გაგანდობ,რომ დიდი ხანია ვეჭვობ და თითქოს ამ თავმა დამიდასტურა,რომ დაჩი და კალე ძალიან ახლო ადამიანები არიან, მეტიც ნათესავები,უფრო მეტიც ძმები და კიდევ უფრო მეტიც არაიდენტური ტყუპები. თითქოს გარეგნობაც ემთხვევა და თითქოს ის ზეგავლენაც ,მომნუსხველობასა და მიზიდულობას ვგულისხნობ, რომელიც ორივე მათგანს აქვს მირაზე.
არ ვიცი რა მოხდა წარსულში,რა დაემართა დაჩის,მაგრამ აშკარაა,რომ კარგი არაფერი და კალე ამ ყველაფერს სწორედ ამ სამეგობროს და განსაკუთრებით იმ ქალს აბრალებს,რომელიც დაჩის უყვარდა. ფეისბუქიც უშუალო კავშირში უნდა იყოს დაჩის ამბავთან. განსაკუთრებით ნატას უნდა ეჩათლახა,როგორც ჩანს.
გამწარებული ტყუპისცალის მსგავსი შურისძიება კი ნამდვილად აღარ მეჩვენება ხუმრობად.
ფრეი ფორ ევრიბადი.
პ.ს მათე ძააან მიყვარს,აი უზომოდ და რაც შეეხება მირას,არ ვიცი უნდა მეწყინოს თუ არა,რომ ზოგჯერ ძაან "მირა" ვარ.


პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში შემთხვევით დაიგნორებისთვის... მეექვსე თავზე პასუხი გაქვს, მოგვიანებით, მაგრამ მაინც ;)

რაც შეეხება შენს ვარაუდს, ასეთ ჩაწვრილმანებას არ ველოდი და ვნახოთ რამდენად მართალი აღმოჩნდები ;)

სტუმარი lalala
ვაიმეე, მეც ეგ ეჭვი გამიჩნდა, რომ ტყუპები არიან დაჩი ფა კალე!!!!!! მირას მძიმე წარსულიც დაჩის უკავშირდება, ალბათ მის გამო რაღაც შეემთხვა და მირა ამას ნანობს. კალეს კი შურისძიება სურს!!! ამ წუთას ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინ იცის იქნებ ავტორმა შემდეგი თავით გადაგვაფიქრებინოს :დდ
მგონია რომ შემდეგი მსხვერპლი თეონა იქნება..


ახლა ყველა ჟიზელის კომენტარის მიმდევრები გახდებით და არ გეშნიათ, რომ შეცდებით? smiling_imp ვნახოთ, რას გიმზადებთ ავტორი :დდდ

Steppenwolf
ოუ დაჩი პირველივე თავიდან ვამბობ, რომ ყველაზე მიმზიდველი და მთავარი პერსონაჟია დაჩი'კო.
დაჩი და კალე, კალე და დაჩი...
ჩემი ეჭვები გამართლა.
პირველი: სამეგობრო დიდ შუაშია ამ ამბებთან
მეორე: მირას მათე უყვარს
მესამე: მკვლელი მთლად მარტო არ არის

ხოდა კიდევ მათეს სიტყვები ძალიან , ძალიან მაეჭვებს:)
"ყველას მოვკლავ ვინც შენ შეგეხება"
იქნებ დაჩი... იქნებ დაჩის, სამაგებროს ბიჭებმა დედა უტირეს ა? :)))
მერე და ნატა?
ნატა რა შუაშია?
ნატას ხო მათე უყვარდა, უბრალოდ ვიღაცით უნდა დაეწყო მკვლელს და ნატათი დაიწყო?
თუ უშუალოდ შუაშია ნატა?!
იქნებ ამჟამად მკვლელი მათე არ არის, მაგრამ წარსულში დააშავა ა?
ოუუუ კარგია, ძალიან კარგია.
ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, მაგრამ არაფერი ხელმოსაჭიდი, თავების გაზრდას ვითხოვთ მარიამ!!!!!!!!


სამეგობროს ყველა წევრი იმსახურებს სიკვდილს მკვლელის გადასახედიდან... თუმცა რატომ ამას თავისთავად ვერ მოგახსენებთ ;) დაჩის რა მოუვიდა, ან მოუვიდა თუ არა საერთოდ რამე, ამას მეცხრე თავში ვახავთ ;) ძალიან მიხარია, რომ თავმა გაამართლა და ინფორმაციაც საკმარისი აღმოჩნდა. ჩამონათვალზეც გულწრფელად გიპასუხებ

პირველი +
მეორე +
მესამე -

ბელუ შეროზია
ღმერთო!ღმერთო!და ღმერთო!
აი ახლაც ვკანკკალებ!
მირასი არ იყოს, მეც მაინტერესებს ვინ იქნება შემდეგი confounded
იმის წარმოდგენაზე, რაც წინ გველოდება ჟრუანტელს მგვრის.


ეს ემოციებში ყოფნა სასწაული რამეა და ვერ წარმოიდგენ ისე მიხარია ^_^
წინ დიდი ამბებია და იმედია მოლოდინს გავამართლებ ^_^

ნენეე
ძალიან კარგია

მადლობა დიდი

 



№8 სტუმარი მეგი1

ავტორო ცდილობბ მკითხველით მანიპულირებას და მგონია რომ გინდა დამნაშავე და მკვლელი მათე გვეგონოს მაგრამ სინამდვილეში მათე არიქნება.. ხან მგონია რომ მკვლელი მათეა -_- ვიტანჯებიიი ! შემდეგი თავი როდის ? (

 



№9 სტუმარი ია

პირველივე თავში ამბობს მირა რომ ნატას რაღაც მიქარვის გამო სიცივე გაუჩნდა მის მიმართ...მომწონს ძალიან ეს მოთხრობა და მალე მინდა მერვე თავი დდდდ რაღაც ვარაუდები მაქვს მაგრამ ველოდები თუ დავემთხვევით )))

 



№10 სტუმარი ემი

მარიამ, როგორ მიყვარს შენი წერის ემოციური სტილი. ეს ემოცია რომ არ კლებულობს და ცივდება, პირიქით მუხტი უფროდაუფრო ძლიერდება ყოველ მომდევნო თავში.

როგორ მიხარია, რომ ცოტათი გამოვიცანი. ანუ მათე დროს ელოდებათქო და ამ თავში კარგად გამოჩნდა, აევსო მოთმინება და თქვა რაც აქამდეც უნდა ეთქვა. მგონი დასძლია მორცხვობა. მათეს ძალიან ვგულშემატკივრობ და არ მინდა მკვლელი იყოს. ამ თავით კი უჯვე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ არც არის.

რაც შეეხება კალეს, დაჩის კი მივამსგავსე წინა კომენტარში. მომწონდა მაგრამ ახლა ისევ ავირიე. რაღაცას რომ მალაცს ეტყობა, მაგრამ მკვლელის სახელისთვის მაინც ვერ ვიმეტებ.

მოკლედ, გელოდები :)

 



№11  offline მოდერი abezara98

მხოლოდ ერთს გეტყვი, საოცრება ხარ heart_eyes უბრალოდ ვგიჟდები შენზე და შენს თითოეულ პერსონაჟზე heart_eyes მათე ისეთია, რომ უბრალოდ არ მეთმობა მკვლელის სტაატუსისთვის და იმედია, სულ სხვა აღმოჩნდება sweat_smile ვხვდები, რომ ამ სამეგობრომ რაღაც ისეთი ჩაიდინა (და ეს იმ მოგონებებთანაა დაკავშირებული) რამაც ჩვენი მკვლელი გააბრაზა, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, ამდენი ხნის შემდეგ რატომ დაიწყო მოქმედება sweat_smile ხოო, ახლა ჩემს მკვლელის ვარიანტებში IT-შნიკი უნდა ვეძებო sweat_smile და რაში სჭირდება მათი ფბ-ების გაუქმება? confused უკვე ისე მომწონს მათეს და მირას წყვილი, რომ მინდა მირა მალე მიხვდეს და გაერკვეს თავის გრძნობებში და ერთად იყვნენ heart_eyes heart_eyes რაო, ტატო? ეს მოფერებითი სახელია თუ სრული? confused ხედავ, უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ sweat_smile მოკლედ, წარმატები საოცრებავ heart_eyes kissing_heart

 



№12  offline ადმინი შამანი

ხადახან მგონია,რომ ამ ქვეყნიდან არ ხარ.ისეთ ინტრიგებს ხლართავ,ისე გვაბნევ უკვე სერიოზილად მეფიქრება ამაზე <3 აი ამას ვიტყვი მარტო! <3
--------------------
ა.ა.

 



№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

მეგი1
ავტორო ცდილობბ მკითხველით მანიპულირებას და მგონია რომ გინდა დამნაშავე და მკვლელი მათე გვეგონოს მაგრამ სინამდვილეში მათე არიქნება.. ხან მგონია რომ მკვლელი მათეა -_- ვიტანჯებიიი ! შემდეგი თავი როდის ? (

ავტორი ბევრ რამეს ცდილობს და იმედი აქვს, რომ გამოსდის :დდ ბოროტულად :დდდ
შემდეგი თავი ოთხშაბათს იქნება <3

ია
პირველივე თავში ამბობს მირა რომ ნატას რაღაც მიქარვის გამო სიცივე გაუჩნდა მის მიმართ...მომწონს ძალიან ეს მოთხრობა და მალე მინდა მერვე თავი დდდდ რაღაც ვარაუდები მაქვს მაგრამ ველოდები თუ დავემთხვევით )))

კი, ასე ამბობს და მხოლოდ ნატამ არა, სხვებმაც მიქარეს ;) ვნახოთ დაემთხვევა თუ არა შენი ვარაუდები სიმართლეს ;)

ემი
მარიამ, როგორ მიყვარს შენი წერის ემოციური სტილი. ეს ემოცია რომ არ კლებულობს და ცივდება, პირიქით მუხტი უფროდაუფრო ძლიერდება ყოველ მომდევნო თავში.

როგორ მიხარია, რომ ცოტათი გამოვიცანი. ანუ მათე დროს ელოდებათქო და ამ თავში კარგად გამოჩნდა, აევსო მოთმინება და თქვა რაც აქამდეც უნდა ეთქვა. მგონი დასძლია მორცხვობა. მათეს ძალიან ვგულშემატკივრობ და არ მინდა მკვლელი იყოს. ამ თავით კი უჯვე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ არც არის.

რაც შეეხება კალეს, დაჩის კი მივამსგავსე წინა კომენტარში. მომწონდა მაგრამ ახლა ისევ ავირიე. რაღაცას რომ მალაცს ეტყობა, მაგრამ მკვლელის სახელისთვის მაინც ვერ ვიმეტებ.

მოკლედ, გელოდები :)


ძალიან მიხარია, რომ ემოციური ფონი არ ეცემა ^^
კი, მათე მორცხვი არაფრით არაა, თავშეკავებული და დამთმობია, მაგრამ მასაც აქვს მოთმინების ფიალა... და ვფიქრობ დრო იყო მირას გაეგო, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა ამდენი წლის შემდეგაც...
კალე და დჩი რამდენად გვანან ერთმანეთს ვერ გეტყვი :დ თუმცა მომდევნო კვირას უკვე გაიგებ რა მოხდა წარსულში ;)

abezara98
მხოლოდ ერთს გეტყვი, საოცრება ხარ heart_eyes უბრალოდ ვგიჟდები შენზე და შენს თითოეულ პერსონაჟზე heart_eyes მათე ისეთია, რომ უბრალოდ არ მეთმობა მკვლელის სტაატუსისთვის და იმედია, სულ სხვა აღმოჩნდება sweat_smile ვხვდები, რომ ამ სამეგობრომ რაღაც ისეთი ჩაიდინა (და ეს იმ მოგონებებთანაა დაკავშირებული) რამაც ჩვენი მკვლელი გააბრაზა, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, ამდენი ხნის შემდეგ რატომ დაიწყო მოქმედება sweat_smile ხოო, ახლა ჩემს მკვლელის ვარიანტებში IT-შნიკი უნდა ვეძებო sweat_smile და რაში სჭირდება მათი ფბ-ების გაუქმება? confused უკვე ისე მომწონს მათეს და მირას წყვილი, რომ მინდა მირა მალე მიხვდეს და გაერკვეს თავის გრძნობებში და ერთად იყვნენ heart_eyes heart_eyes რაო, ტატო? ეს მოფერებითი სახელია თუ სრული? confused ხედავ, უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ sweat_smile მოკლედ, წარმატები საოცრებავ heart_eyes kissing_heart


ოო რამდენი შეკითხვა გავს შეენ? :დდდ
კი, სამეგობრომ რაღაც ჩაიდინა და იმ კვირას გაიგებთ, რა. და დიახ, ამან გააბრაზა ჩვენი მკვლელი. ამდენი ხანი რატომ იცდიდა, ეს ასახსნელი ამბავია და მოგვიანებით თავად გაგანდობს ;) იმასაც თავად გეტყვის ფბ-ები რატომ გააუქმა :დდ
იმაშიც ნუ იქნები მთლად დარწმუენბული, რომ მირა და მათე ერთად იქნებიან... მკვლელს დიადი გეგმები აქვს :პ :დდ
უღრმესი მადლობა კომენტარისთვის ჩემო კარგო <3

შამანი
ხადახან მგონია,რომ ამ ქვეყნიდან არ ხარ.ისეთ ინტრიგებს ხლართავ,ისე გვაბნევ უკვე სერიოზილად მეფიქრება ამაზე <3 აი ამას ვიტყვი მარტო! <3


აუ ნინე <3 როგორ მიხარია შენი აქ დანახვა და შენი კომპლიმენტი ^^ ვიფერებ და იმედია თავში არ ამივარდება :დდ

 



№14 სტუმარი სტუმარი ლიკა

უმაგრესია მალე დადე რა გთხოვ ძააან

 



№15 სტუმარი makukuna

ვახ, რა კარგი და მსუყე თავი იყო. მადლობა მარიამ heart_eyes

ესეიგი, ეს მირა მაინც ძალიან ნერვებს მიშლის. ცოტა კი შეჯანჯღარდა, რაღაცაებს დაუწყო დაკვირვება. მესმის კი, ძალიან ძნელია ასეთი სტრესული სიტუაციაა, მაგრამ მგონი ესეთი სიტუაცია უფრო გაფხიზლებდეს უნდა, როცა უკვე ხვდები, რომ რაღაც საფრთხესთან გაქვს საქმე. თუნდაც თეონას სიტყვების მერე. თუნდაც მათეს სიტყვების მერე, რომ თურმე ვიღაც დახვდა ბართან და მასთან შესკდომა არ იქნებოდა შემთხვევითი.

ან კიდევ, მათეს როგორ არ უთხრა მისი თავდასხმის შესახებ, ამდენი ხანი. და მათეს სთხოვს პასუხს, რატო არ უთხრა ნაკაწრის შესახებ. ესეიგი კალეს მეტმა არავინ იცის, და კალეც აშკარად არ ამბობს და მალავს. ეს ისეთი შემთხვევა იყო მირასთვის, რომ მთელ სამეგობროს უნდა სცოდნოდა. მოკლედ რა ნამუსით სთხოვს მათეს პასუხს არ ვიცი. ან მათეზე ეჭვიანობა?! მე რომ მათეს ადგილზე ვიყო, ამდენი უნდობლობის მერე არ ვიცი, ამ ქალის დანახვა აღარ მომინდებოდა, ეუბნება კიდეც, სიძულვილის საფუძველი მომეციო. კიდე, პოლიციელის საუბარი რომ მოისმინა, ვიღაცას ხომ უნდა უთხრას, ხოდა მაინც ჩუმად არის. აუუ, არ ვიცი, კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს გაბრაზების, მაგრად მეშტერება მირა და რა ვქნა. ჩაიკეთა თავისთვის, და არის რაა. ალბათ კიდე ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ ეს გოგო მთლად გამოფხიზლდეს. worried

მათე - ძალიან შემეცოდა, ძალიან. გულს რა ვუთხარი, თორემ მირა რა შესაყვარებელი იყო. ამ თავში, მათეს მიმართ კომპრომატები და ალიბებიც ერთნაირადაა. ხომ შეიძლება, ბარიდან გამოსული, ნასვამი შეხვდა ნასვამ ოთოს, ისევ იკამათეს და ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, თან ეს ჭრილობა. მაგრამ, მე მაინც მისი ნათქვამის მჯერა. bowtie

კალე და დაჩი? ვითომ კალისტრატეს კნინობითი სახელები იქნება კალე და ტატე? და ეს ერთი და იგივე პიროვნებაა? ვახ, არ ვიცი. ალბათ ცოტათი მაინც ემგავნებოდნენ ერთმანეთს. ან თენგოს ხომ მაინც ეცოდინებოდა. თუ თენგომ არ იცოდა და კიდე ხო, და თუ იცოდა, მაშინ სერიოზული ეჭვი ჩნდება თენგოს მიმართ. flushed

ვფიქრობ რომ დაჩის ამბების მერე ბევრად ნათელი გახდება სიტუაცია. და შემდეგ თავს როდის უნდა ველოდოთ?

 



№16 სტუმარი სტუმარი თეონა

როგორც იქნა მოვიცალე, წავიკითხე და ახლა ვაპირებ აზრების ფრქვევას.
1 მათეს მოეხსნა ეჭვები ამ თავის დამსახურებით.
2 დავრწმუნდი რომ მირა წაუშტერებს.
3 არ გამოვრიცხავ რომ მკვლელი დაჩის ძმაა, თუმცა არ ვფიქრომ რომ კალეა.
მახსოვს პირველ თავში მირას ფიქრები “იმ ტრაგედიის დროსაც მათე მედგა მხარში და მამხნევებდაო”. ე.ი. ადრეც მოხვდა მკვლელობა ან უბედური შემთხვევა და მირას სამეგობროა გარეული. ისევ განვმეორდები და ვიტყვი რომ დაჩი მოკვდა ან მოკლეს და ამაში სავარაუდოდ მირას სამეგობროა დამნაშავე. ან მკვლელს გონია ასე.
მათეს ახალი გოგო უნდა დაიკითხოს. თეონა და მირა უნდა გამოფხიზლდეს და კიდევ საიდან ქონდა წვდომა ვიღაცას ნატას და ოთოს ფეისზე თუ ახლობელი არაა?! აი ეს მაბნევს. პატარ-პატარა მარცცლებს გვიყრი. არადა 7 თავია უკვე. მირა გამოაფხიზლე თორე გავგიჟდები. მეტი მიხვედრილობა და გონიერება არ აწყენს.
შენ კი მაგარი გოგო ხარ. ამ საიტზე ვფიქრობ საუკეთესო.

 



№17  offline წევრი An-El

აუუუ როგორ აირია და აიხლართა ყველაფერი, თითქოს მათე მაეჭვებდა ახლა ეგეც აღარ მგონია, რავი იქნებ რომელიმე მართლაც შარში გაეხვა და ვიღაც შურისძიების მიზნით მის მეგობრებს დაერია... მალე დადეე მარიიამ გასკდა თავი :D

 



№18 სტუმარი სტუმარი თუთა

მათეს უყვარდა მირა მოიშორა დაჩი დანარჩენებთან ერთად, დაჩის ძმამ კალემ გაიგო ჩამოვიდა და ნელ-ნელა და საკაიფოდ ხოცავს მათ რა დიდი მიხვედრა უნდა :დდდ

 



№19 სტუმარი სტუმარი თამო

როგორც იქნა მოვახერხე წაკითხვა.მეც ეს ვიფიქრე რო დაჩის თუ ძმა ყავს წარსული რა მოხდწ დაჩისთან დაკავშირებით და თუ ასე ხვდებოდნენ ერთმანეთს დაჩი და მირა რატო დაშორდნენ ანუ რაღაც მოხდა.რატომღაც მეც მკვლელად დაჩის ძმა მგონია მაგრამ ეგ ძმა კალეა თუ არა ეგ არვიცი.მათე ისეთია არ მინდა მკვლელი იყოს ნამდვილად.მირას რაც შეხება ვფიქრობ მათე უყვარს და თითონაც ვერ ხვდება ჯერ.მათე რომ იყოს მკვლელი რატო მოკლავდა ოთოს რომელსაც პირიქით მისი და მირას ერთად ყოფნა უნდოდა.აი კალემ კი მოახერხა მირას ნდობის მოპოვება თან ისე რომ მასზე არც ეჭვობს.თენგოს რაც შეეხება ჩუმად არი მეტნაკლებად რავიცი.სხვების არ იყოს ვფიქრობ რომ წარსულში მომხდარი შეცდომის გამო ისჯება ეს სამეგობრო.თუმცა ისიც ჩანს რო ეს მკვლელი მათან ახლოს არი აქედან გამომდინარე რაც კალე გამოჩნდა მკვლელობების სერიებიც მაშინ დაიწყო.თუმცა ესე ზუსტად ვერც მას ვადებ ხელს.დაჩის ძმა მგონია მკვლელი

 



№20  offline წევრი სნობი

ბევრა არ ვილაპარაკებ. არც ისტორიის გაშიფრვას დავიწყებ მარტო იმას გეტყვი რომ ამ საიტზე სულ სამი ავტორი მომწონს და ერთ-ერთი შენ ხარ❤
თუ არ ვაკომენტარებ იცოდე რომ სულ გკითხულობ და ძალიან მომწონხარ ❤

 



№21  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა ამ თავში?მათეს აღიარება.სუპერ გოგო ხარ შენ

აუ პოლიციელი რომ ყველაფერს სწორად ხვდება ესეც ძალიან მომეწონა.იცი რაზე ვფიქრობ ამ სამეგობროს წარსულიდან დაჩი იცნობს,გამოჩნდა ასევე მოგონებებში დაჩის ტყუპისცალი.მართალია ის არ იცნობს ჯერჯერობით,ნუ არ ჩანს რომ გაიცნო, მაგრამ ამ ორიდან მგონია რომელიმე.ან დაჩის მოუვიდა რამე რასაც მისი ძმა ამათ აბრალებს.ან ნამეტანი ჩამითრიე ფიქრებში და უკვე ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ჯერ ასე მგონია და საბოლოოდ ხომ გავიგებ მაინც smile smile მთავარია ჩემი მათე არ იყოს დამნაშავე
--------------------
ლანა

 



№22 სტუმარი სტუმარი გრაფინია

არ ვიცი რა და როგორ,მაგრამ თვითონ ისტორია ძალიან სიგიჟეა:))))

მათე მინდა რომ ბოლომდე ისეთი კარგი დარჩეს როგორიც არის:)

 



№23  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ლიკა
უმაგრესია მალე დადე რა გთხოვ ძააან

მადლობაა ^^ ოთხშაბათს იქნება შემდეგი თავი ;)

makukuna
ვახ, რა კარგი და მსუყე თავი იყო. მადლობა მარიამ heart_eyes

ესეიგი, ეს მირა მაინც ძალიან ნერვებს მიშლის. ცოტა კი შეჯანჯღარდა, რაღაცაებს დაუწყო დაკვირვება. მესმის კი, ძალიან ძნელია ასეთი სტრესული სიტუაციაა, მაგრამ მგონი ესეთი სიტუაცია უფრო გაფხიზლებდეს უნდა, როცა უკვე ხვდები, რომ რაღაც საფრთხესთან გაქვს საქმე. თუნდაც თეონას სიტყვების მერე. თუნდაც მათეს სიტყვების მერე, რომ თურმე ვიღაც დახვდა ბართან და მასთან შესკდომა არ იქნებოდა შემთხვევითი.

ან კიდევ, მათეს როგორ არ უთხრა მისი თავდასხმის შესახებ, ამდენი ხანი. და მათეს სთხოვს პასუხს, რატო არ უთხრა ნაკაწრის შესახებ. ესეიგი კალეს მეტმა არავინ იცის, და კალეც აშკარად არ ამბობს და მალავს. ეს ისეთი შემთხვევა იყო მირასთვის, რომ მთელ სამეგობროს უნდა სცოდნოდა. მოკლედ რა ნამუსით სთხოვს მათეს პასუხს არ ვიცი. ან მათეზე ეჭვიანობა?! მე რომ მათეს ადგილზე ვიყო, ამდენი უნდობლობის მერე არ ვიცი, ამ ქალის დანახვა აღარ მომინდებოდა, ეუბნება კიდეც, სიძულვილის საფუძველი მომეციო. კიდე, პოლიციელის საუბარი რომ მოისმინა, ვიღაცას ხომ უნდა უთხრას, ხოდა მაინც ჩუმად არის. აუუ, არ ვიცი, კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს გაბრაზების, მაგრად მეშტერება მირა და რა ვქნა. ჩაიკეთა თავისთვის, და არის რაა. ალბათ კიდე ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ ეს გოგო მთლად გამოფხიზლდეს. worried

მათე - ძალიან შემეცოდა, ძალიან. გულს რა ვუთხარი, თორემ მირა რა შესაყვარებელი იყო. ამ თავში, მათეს მიმართ კომპრომატები და ალიბებიც ერთნაირადაა. ხომ შეიძლება, ბარიდან გამოსული, ნასვამი შეხვდა ნასვამ ოთოს, ისევ იკამათეს და ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, თან ეს ჭრილობა. მაგრამ, მე მაინც მისი ნათქვამის მჯერა. bowtie

კალე და დაჩი? ვითომ კალისტრატეს კნინობითი სახელები იქნება კალე და ტატე? და ეს ერთი და იგივე პიროვნებაა? ვახ, არ ვიცი. ალბათ ცოტათი მაინც ემგავნებოდნენ ერთმანეთს. ან თენგოს ხომ მაინც ეცოდინებოდა. თუ თენგომ არ იცოდა და კიდე ხო, და თუ იცოდა, მაშინ სერიოზული ეჭვი ჩნდება თენგოს მიმართ. flushed

ვფიქრობ რომ დაჩის ამბების მერე ბევრად ნათელი გახდება სიტუაცია. და შემდეგ თავს როდის უნდა ველოდოთ?


ხო, მირა ცოტა ზანტია და ალბათ ინდივიდუალურიცაა... კი, თეონას იტყვების შემდეგ ეჭვი უნდა აეღო და მეტი ეფიქრა, მაგრამ დაბნეული და არეული. არ მინდა ვამართლებდე ამ პერსონაჟს, რადგან მე თვითონაც ვამტყუნებ ბევრ რამეში, მაგრამ ასეთი დაიბადა და რა ვუყოთ :დდ ხო რაც შეეხება ბარის შემთხვევას, მანდ საეჭვო არაფერია... ისე იყო, როგორც მათემ თქვა და არავინ დახვედრია განგებ.

კი ცოტა კი არა, მოშტეროა... მე რომ მსგავსი რამ გადამხდენოდა, მაინვე მათესთან მივცუნცულდებოდი... უმალავს იმიტომ, რომ ალბათ მისი შეშინება არ უნდა, ან... არ ვიცი, რა გაუგებ ამ არეულტვინიან გოგოს... ეჭვიანობს ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც არ იცის რას ნიშნავს მისთვის მათე სინამდვილეში, თუმცა ძალიან უსამართლოდ გამოსდის.

მათეს ნათქვამის უნდა დაიჯერო... გულწრფელი ბიჭია :დდდ ^_^

ხოო რაც შეეხება კალეს და ტატეს... უპასუხოდ დავტოვებ რადგან ყველანაირი პასუხი კვალზე გაგიყვანს, ასე, რომ ჯობია ჩუმად ვიყო. :დდ შემდეგი თავი კი ოთხშაბათს იქნება მირა ჰეითერო გოგო :დდდდ

სტუმარი თეონა
როგორც იქნა მოვიცალე, წავიკითხე და ახლა ვაპირებ აზრების ფრქვევას.
1 მათეს მოეხსნა ეჭვები ამ თავის დამსახურებით.
2 დავრწმუნდი რომ მირა წაუშტერებს.
3 არ გამოვრიცხავ რომ მკვლელი დაჩის ძმაა, თუმცა არ ვფიქრომ რომ კალეა.
მახსოვს პირველ თავში მირას ფიქრები “იმ ტრაგედიის დროსაც მათე მედგა მხარში და მამხნევებდაო”. ე.ი. ადრეც მოხვდა მკვლელობა ან უბედური შემთხვევა და მირას სამეგობროა გარეული. ისევ განვმეორდები და ვიტყვი რომ დაჩი მოკვდა ან მოკლეს და ამაში სავარაუდოდ მირას სამეგობროა დამნაშავე. ან მკვლელს გონია ასე.
მათეს ახალი გოგო უნდა დაიკითხოს. თეონა და მირა უნდა გამოფხიზლდეს და კიდევ საიდან ქონდა წვდომა ვიღაცას ნატას და ოთოს ფეისზე თუ ახლობელი არაა?! აი ეს მაბნევს. პატარ-პატარა მარცცლებს გვიყრი. არადა 7 თავია უკვე. მირა გამოაფხიზლე თორე გავგიჟდები. მეტი მიხვედრილობა და გონიერება არ აწყენს.
შენ კი მაგარი გოგო ხარ. ამ საიტზე ვფიქრობ საუკეთესო.


სწორაად მიდიხარ თეო... მკვლელს საკუთარი სიმართლის სჯერა და მიჰყვება თავის გეგმას. დაკითხვას რაც შეეხება, ყველა დაიკითა შემთხვევი ადგილას და დაიკითებოდნენ კიდევ... უბრალოდ ყველაფერს არ ვწერ... ზოგადად პოლიციის მხარეს ნაკლებად ვაჩენ. ვიცი ეს ჩემი მინუსია, თუმცა, რამის არასწორად გაკეთებას ასე ჯობია... თეონა და მირა რომ გამოფხიზლდებიან შეიძლება მაგ დროს გვიანი იყოს. მკვლელს კი ნატას და ოთოს ფბზე წვდომა არ გაუჭირდებოდა.ნებისმიერს შეუძლია სხვისი ფეისბუქი გატეხვა და შემდეგ გაუქმება.

ხოო მარცვლებს რაც სეეხება :დდდ მეშვიდე თავი კია, მაგრამ თავად ისტორია დაახლოებით 13 თავი იქნება, ასე, რომ ალბათ ნორმალურად ვხსნი ყველაფერს... მე იმასაც კი ვფიქრობდი, ცოტა ადრე ხომ არ მომდის მინიშნებების გამხელათქო... ნუ,მ როგორც ჩანს არა :დდ მირაც გამოფხიზლდება და მალე მიხვდება რაღაცებს ;)

კომპლიმენტისთვის დიდი დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია შენი შეფასებები <3

An-El
აუუუ როგორ აირია და აიხლართა ყველაფერი, თითქოს მათე მაეჭვებდა ახლა ეგეც აღარ მგონია, რავი იქნებ რომელიმე მართლაც შარში გაეხვა და ვიღაც შურისძიების მიზნით მის მეგობრებს დაერია... მალე დადეე მარიიამ გასკდა თავი :D


ჰოო ახლა ყველაფერი არეულია და ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი... )) სემდეგი თავი ოთხშაბათს იქნება და იმედია ლოდინით არ დაგღლით <3

სტუმარი თუთა
მათეს უყვარდა მირა მოიშორა დაჩი დანარჩენებთან ერთად, დაჩის ძმამ კალემ გაიგო ჩამოვიდა და ნელ-ნელა და საკაიფოდ ხოცავს მათ რა დიდი მიხვედრა უნდა :დდდ

იიიიიი რა მარტივია ყველაფერი ხოოო? :დდდ გაფაქტე ყველაფერი და დამისპოილერე ხალხი :დდდდ

სტუმარი თამო
როგორც იქნა მოვახერხე წაკითხვა.მეც ეს ვიფიქრე რო დაჩის თუ ძმა ყავს წარსული რა მოხდწ დაჩისთან დაკავშირებით და თუ ასე ხვდებოდნენ ერთმანეთს დაჩი და მირა რატო დაშორდნენ ანუ რაღაც მოხდა.რატომღაც მეც მკვლელად დაჩის ძმა მგონია მაგრამ ეგ ძმა კალეა თუ არა ეგ არვიცი.მათე ისეთია არ მინდა მკვლელი იყოს ნამდვილად.მირას რაც შეხება ვფიქრობ მათე უყვარს და თითონაც ვერ ხვდება ჯერ.მათე რომ იყოს მკვლელი რატო მოკლავდა ოთოს რომელსაც პირიქით მისი და მირას ერთად ყოფნა უნდოდა.აი კალემ კი მოახერხა მირას ნდობის მოპოვება თან ისე რომ მასზე არც ეჭვობს.თენგოს რაც შეეხება ჩუმად არი მეტნაკლებად რავიცი.სხვების არ იყოს ვფიქრობ რომ წარსულში მომხდარი შეცდომის გამო ისჯება ეს სამეგობრო.თუმცა ისიც ჩანს რო ეს მკვლელი მათან ახლოს არი აქედან გამომდინარე რაც კალე გამოჩნდა მკვლელობების სერიებიც მაშინ დაიწყო.თუმცა ესე ზუსტად ვერც მას ვადებ ხელს.დაჩის ძმა მგონია მკვლელი


ეჭვები საფუძვლიანი გაქვს თუმცა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ :დდ ვნახოთ ვნახოთ ;)

სნობი
ბევრა არ ვილაპარაკებ. არც ისტორიის გაშიფრვას დავიწყებ მარტო იმას გეტყვი რომ ამ საიტზე სულ სამი ავტორი მომწონს და ერთ-ერთი შენ ხარ❤
თუ არ ვაკომენტარებ იცოდე რომ სულ გკითხულობ და ძალიან მომწონხარ ❤


ვაიმე უღრმესი მადლობა კომპლიმენტისთვის ჩემო კარგო... ძალიან ძალიან მიხარია და პატივია, რომ ასეთ მცირე რაოდენობაში ერთ-ერთი ადგილი მე მიკავია... ძალიან ძალიან მიხარია <3


La-Na
ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა ამ თავში?მათეს აღიარება.სუპერ გოგო ხარ შენ

აუ პოლიციელი რომ ყველაფერს სწორად ხვდება ესეც ძალიან მომეწონა.იცი რაზე ვფიქრობ ამ სამეგობროს წარსულიდან დაჩი იცნობს,გამოჩნდა ასევე მოგონებებში დაჩის ტყუპისცალი.მართალია ის არ იცნობს ჯერჯერობით,ნუ არ ჩანს რომ გაიცნო, მაგრამ ამ ორიდან მგონია რომელიმე.ან დაჩის მოუვიდა რამე რასაც მისი ძმა ამათ აბრალებს.ან ნამეტანი ჩამითრიე ფიქრებში და უკვე ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ჯერ ასე მგონია და საბოლოოდ ხომ გავიგებ მაინც smile smile მთავარია ჩემი მათე არ იყოს დამნაშავე


მათესაც ამოეწურა მოთმინება, კი :დდ და სწორედაც მოიქცა... მიხარია, რომ მოგეწონა მისი გადაწყვეტილება <3 და ვნახოთ რამდენად გულწრფელი აღმოპჩნდება ბოლოს ;)

სტუმარი გრაფინია
არ ვიცი რა და როგორ,მაგრამ თვითონ ისტორია ძალიან სიგიჟეა:))))

მათე მინდა რომ ბოლომდე ისეთი კარგი დარჩეს როგორიც არის:)

ოოოხ როგორ მახარებს ასეთი მოკლე და გულიანი კომენტარები ^^
უღრმესი მადლობა <3
მათეს ფანებო, შეერთდით :დდ <3

 



№24  offline წევრი ნეფერტარი

მე ახლა ვაპირებ თქვენი ისტორიის წაკითხვას ავტორო.
ჯერ არ დამიწყია, თუმცა ერთი მოკრძალებული რეკომენდაცია უკვე მაქვს.

ისტორიის თემატური ფოტო არ მომწონს, სწორედ ამის გამო ვერ მივეკარე ამ ნაწერს წასაკითხად. სხეულის გასისხლიანებული ნაწილის (ყდაზე) გამოტანა ჩემი სუბიექტური აზრით მიზანშეუწონელია. პირდად ჩემთვის მიმზიდველობას უკარგავს ნაწერს და ტრივიალური დეტექტივის შთაბეჭდილებას ტოვებს. დანარჩენს მერე მოგწერთ როცა წავიკითხავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent