შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აწმყო მომავალში


11-06-2015, 21:42
ავტორი მარრიამი
ნანახია 2 385

აწმყო მომავალში

ეს ქვეყანა თავისი მაცხოვრებლებით ძალიან უცნაური რამაა. აქ ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა რაღაცისკენ მიისწრაფვის, ყველა რაღაცას ელის - მოკლედ ეს ყოველივე ერთი დიდი ქაოსური სივრცეა. ყველაფერი არეულია - ბავშვი დიდობაზე ოცნებობს, მოხუცი ბავშვობაზე. თვითონაც ვერ გაუგიათ რა უნდათ. მომავლისკენ მიისწრაფვიან, მაგრამ არ იციან რატომ. მომავლის იმედი აქვთ, მაგრამ ვერ ხვდებიან რა შეიძლება მოხდეს უკეთესი მომავალში. წინასწარ საუბრობენ მომავალზე და გეგმებს აწყობენ - მიუხედავად იმისა რომ, არ იციან რა მეორე დღეს რა მოელით. აწმყო მომავალში გადააქვთ და ხშირად ფიქრობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა ის. ოცნებობენ და ამ ფიქრში უსარგებლოდ ხარჯავენ დროს. რეალობას ივიწყებენ და მომავალზე ოცნებებით ცხოვრობენ. არასდროს აკმაყოფილებთ ის რაც აქვთ, ჰგონიათ რომ ბევრად უკეთესს იმსახურებენ. ყოველთვის უკმაყოფილონი არიან თავისი ბედით. მაგრამ ეს მთლიანად მათი ბრალიც არაა. ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანთა მოდგმა ვართ უმადურები და გაუმაძღრები, ყოველთვის უკეთესის მოლოდინში. მაგრამ ხშირად ამ მოლოდინის აღსასრულებლად ბევრი ჩვენგანი არაფერს აკეთებს. უბრალოდ ზის და ელოდება. მაგრამ რას თვითონაც არ იცის. თუმცა არა - იცის - ის უკეთეს მომავალს ელის...
პ.ს. ეს არის ჩემი პირველი ჩანახატი...
____________

გამიღეთ კარები, მომდევენ!

მეტი აღარ შეუძლია.მირბის და სადაცაა წაიქცევა.ფეხები აღარ ემორჩილებიან, მაგრამ მაინც ცდილობს გადარჩენას. უნდა რომ გაასწროს, გაექცეს, გადარჩეს. ეშინია, არ სრს ასე უბრძოლველად დანებდეს. აი, უკვე ეწევა. იგრძნო და სიჩქარეს უმატა...მირბის მთელი ძალით, მაგრამ მაინც მალე დაიჭერს... გაურკვევლობაშია, არ იცის საით მიდის, ვისთან, რა დახვდება იქ სადღაც. იქნებ უკეთესიც იყოს: ნათელი, თბილი გარემო. ან იქნებ უარესიც: უაზრო სიცარიელე, უკუნი სიბნელე, შემაძრწუნებელი სიჩუმე. ისევ ეშინია, მაგრამ არ იცის რის. ყველაფრის, ან იქნებ არაფრის, სიკვდილის, ან იქნებ სიცოცხლის... რატომ გაურბის? განა ეს თავისი ცხოვრება არაა? თითოეული საკუთარი ნაბიჯი. რატომ ეშინია მათი? რატომ სურს მათგან გაქცევა? პასუხი მარტივია, შეცდომების, ცოდვების გამო. .. არ უნდა მათი გახსენება, თანაც ასეთ დროს. მაშინ როცა აქ ყოფნისთვის რამდენიმე წუთიღა დარჩა... ისევ გარბის, მიხვდა რასაც გაურბოდა და სიჩქარეს უმატა. თვალი მოჰკრა თეთრ სახლს... ბოლო იმედი დაინახა...თითქოს ძალა მოემატა. სახლთან მივიდა, აბრახუნებდა, ყვიროდა მთელი ხმით: „გამიღეთ კარები! მომდევენ! „ მაგრამ უშედეგოდ. კარები არავინ გააღო... სიკვდილიც დაეწია, დაიჭირა და სამუდამოდ დაატყვევა კიდევ ერთი...
____________

კვირტი ტოტზე

გაზაფხული მოვიდა...მაგრამ თითქოს ზამთარი არ თმობდა პოზიციებს.სუსხი იყო,თუმცა გაზაფხულის სითბო მაინც იგრძნობოდა.გარემო ნელ-ნელა იწყებდა გამოღვიძებას.ხეებზე კვირტები ცდილობდნენ გამოსვლას.ერთიანად ამოფეთქვას და გაშლას ლამობდნენ.არ იცოდნენ როგორი იყო სამყარო, მზის შუქი,მაგრამ მაინც ისწრაფოდნენ,მაინც უნდოდათ შეეგრძნოთ დედამიწის სურნელი,დაენახათ ცის ფერი და ქვეყანა.გაეცნოთ ისინი,ვინც მათ ხან ტკენდნენ,ხან ეფერებოდნენ,ხან უბრალოდ სუნავდნენ და მაინც ასე ძალიან ჰგავდნენ.ბუნების წარმომადგენლის და ადამიანის მსგავსება არც ისე ადვილი წარმოსადგენია არა?მაგრამ ჰგავნან,ძალიან ჰგავნან.როგორც კვირტები იზრდებიან ნელ-ნელა ტოტებში,ასევე იზრდება ადამიანი სხვა ადამიანში.როგორც კვირტი ცდილობს მზის სინათლეზე გამოსვლას,ასევე ცდილობს ადამიანი ამ ქვეყნად მოვლენას.როგორც კვირტი იფურჩქნება და ლამაზდება,ასევე იზრდება და ლამაზდება ადამიანიც.როგორც კვირტი ჭკნება და ფურცლები სცვივა,ასევე ბერდება ადამიანი და კვდება.
მიუხედავად იმისა,რომ ორივემ კარგად იციან რა მოელით აქ,ამ ქვეყანაში,მაინც სურთ დაბადება და ცხოვრება.
და აი,დადგა ნამდვილი გაზაფხული,ზამთრის სუსხის გარეშე.კვირტები უკვე ვეღარ ითმენენ,ეჩქარებათ გაფურჩქვნა და ბუნების გალამაზება.როგორც იქნა,ნანატრი დღეც დადგა.დილით მზე ამოვიდა და პირველები მას შეეგებნენ გაფურჩქნული კვირტები ტოტებზე...

სანამ ისტორიას დავიწყებ, ან სხვა სრულ ისტორიას ავტვირთავ, ჩემს ჩანახატებსაც გაგაცნობთ...



№1  offline მოდერი MyLove

გელი გელი მოგელიიიიიიი love
ჩანახატები კარგი იყოო love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline მოდერი მარრიამი

MyLove
გელი გელი მოგელიიიიიიი love
ჩანახატები კარგი იყოო love

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent