შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ეს რისკია


1-11-2015, 18:49
ავტორი george jonathan rusieshvili
ნანახია 1 764

დაღამდა,ქუჩაზე,რომელზეც განცქლკევებით მდგომი ლამპიონები ვლივსღა ანათებენ ნისლი ჩამოწვა,ირგვლივ ბურუსია.ჩემს ირგვლივ თითქოს სამყარო გარინდულიყო და ყურს უგდებდა დედამიწის სიღრმიდან ამომავალ,ხშირი სუნთქვით დამძიმებულ ოხვრას...ქუჩაში ნელა მივაბიჯებ,ნისლი ნელ-ნელა აწვება დანამულ ასფალტს და თითქოსდა ნისლთან შეთანხმებულაო ჩემი აზრები,ისე მაწვებოდა ნელ-ნელა ფიქრი.მივაბიჯებ და ვფიქრობ,აქვს კი აზრი წინსვლას ?! გაიხედე როგორი ხშირი ნისლია,არაფერი არ ჩანს,მაგრამ ვერც უკან ვერ მივბრუნდები,რადგან ჩემს ზურგს უკანაც ნისლს მოეცვა ყველაფერი,ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანია,არა ბუნდოვანიც არა,ხედვა თითქმის შეუძლებელია,ასფალტის მხოლოდ იმ ნაწილს აღვიქვამ რომელზეც ვაბიჯებ...როგორც ჩანს დაცდა მომიწევს,იქნებ ნისლი გაიფანტოს და ყველაფერი გარკვევით დავინახო.ქუჩის სიღრმეში ვეება კავკასიონივით გავშეშდი.ღმერთო ჩემო როგორ მჭირდება ეხლა მზის,თუნდაც ერთი პატარა სხივი,პატარა,მაგრამ ნათელი და ამავდროულად თბილიც...მაჯის საათზე მოწიკწიკე წითელი წამზომი თავისი გულისშემაწუხებელი წიკწიკით მიმანიშნებს დროის მსვლელობაზე,რომ წამები,წუთები,საათები გადის და ასე ერთ წერტილში გარინდულ დგომას აზრი არ აქვს,ალბათ აჯობებს თუ გზას გავაგრძელებ,ინსტიქტს მივენდობი,ცხოვრება ხომ რისკია ?!გზა გავაგრძელე,თვალები ბოლომდე დავჭყიტე და დაბნეული და თან შეშინებული ვიცქირები ირგვლივ,ვცდილობ შევეგუო ფაქტს,რომ ამ გზის გავლა ბრმად მომიწევს,შევძლებ კი ამას ?!იქნებ წინ ხრამია,ან ჭა,მოვახერხებ რომ დროულად გავჩერდე და ღრმად არ შევტოპო ?!არ ვიცი,მართლა არ ვიცი,ეს ფიქრებიც უფრო და უფრო მაბნევს და ყურადღებასაც მიფანტავს...ხმა ისევ ჩამესმის,დედამიწის გულიდან მომავალი,ხშირი სუნთქვით დამძიმებული ოხვრის ხმა,ეს ცოტათი მრთგუნავს კიდეც,მაგრამ ამავდროულად მეხმარება კიდეც აზრების მოკრებაში,რომლებიც მზის სხივებივით მიმოფანტულიყვნენ,აი იმ მზის სხივებივით,რომლებიც ახლა მე ასე ძალიან მჭირდება...საათზე წამზომმა უამრავი წრე დაარტყა,ნელნელა თითქოს გამოჩნდა ქუჩის კიდეში მდგომი ხეები,ბუჩქები,ყვავილები,მაგრამ ისინი ისეთი სიცოცხლით აღსავსენი ჩანან,მე კი ისეთი დაღლილი და გამოფიტული თითქოს სხეულიდან ენერგიის მთელი ნაკადი გამომეშვა და მათთვის მიმეცა...უეცრად წინ უზარმაზარი ნათელი ბურთი გამოჩნდა,რომელიც თავისი სიკაშკაშით თვალებს მიბრმავებდა და კიდევ ხმა,ხმა რომელიც ამბობდა: ,,ცხოვრება რისკია ! "



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent