შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში გარეთ


29-12-2015, 00:07
ავტორი du-da
ნანახია 4 377

მზე ზანტად ამოცურდა ცაზე და წყვდიადი ნათელმა შეცვალა. მერამდენედ გადიოდა ამ ტკივილით და სირცხვილით სავსე გზას სასაფლაოსკენ. ხალხში გამოცჩენას ერიდებოდა და თითქოს აჩრდილად იქცა საკუთარი თავის აჩრდილად.წამოზრდილი მუცლიდან მზერა საფლავის ქვაზე გადავიტანე და თვალები ცრემლებით ამევსო.." რა უცნაურია ცხოვრება რაღაცას ელი და ისე მიდიხარ ამ ქვეყნიდან ერაფერს იღებ, მაპატიე რომ გიღალატე, მაპატიე ბოლომდე პატიება რომ ვერ შევძელი, თუმცა ისიც წავიდა შენსავით. მხოლოდ ბავშვი დამრჩა, რომელიც ძალას მაძლევს ცხოვრება თავიდან დავიწყო. ალბათ გამიგებ და მაპატიებ იმას რომ შენს საფლავთან ბოლოჯერ ვარ. მივდივარ ამ დაწყევლილი ქალაქიდან." კიდევ დიდიხანს ვიჯექი გაუნძრევლად, თავჩაღუნული, შემდეგ გაჭირვებით წამოვდექი და ნაცნობ ბილიკს გავუყევი. უკვე ბინდდებოდა და ცა საწვიმრად ემზადებოდა.ეხლა ცოტა წინ დავბრუნდეთ და დაწვრილებით დავიწყებ ჩემი ისტორიის მოყოლას.... შუაღამე გადასული იყო, როდესაც ტუმბოზე დადგმულმა ტელეფონმა გაბმულად დაიწყო რეკვა, ეტყობოდა გაჩერებას არ აპირებდა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ავზიდე და საატს გავხედე, 5 ხდებოდა. ტელეფონის აპარატს გადავწვდი და შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექი გაუნძრევლად თვალებიდან ცრემლები მცვიოდა ტელეფონში ჯერ კიდევ ისმოდა ხმა, ვიღაც ლაპარაკობდა... ერთი საათის შემდექ საავადმყოფოსკენ გიჯივით მიმყავდა მანქანა და ღმერთს მის გადარჩენას ვტხოვდი. ჯერ კიდევ მესმოა ეკას სიტყვები, " ძალიან ცუდად არის და შენი ნახვა უნდა" მანქანა შესასვლელტან მივატოვე და კიბეები ავირბინე, დერეფანში ყველას მოეყარა თავი. უცებ ვიგრძენი, რომ არ შემეძლო ქვეცნობიერად ყოველთვის ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ ეხლა მზად არ ვიყავი, და ივხვდი ამისტვის ვერც ვერასდროს მოვემზადებოდი....



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent