შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის მე მიცნობს


3-03-2016, 23:31
ავტორი lullaby
ნანახია 2 268

საით წავიდე არ ვიცი. რა გავაკეთო, რა ვთქვა არ ვიცი. ფიქრით კი... გიყვარდეს.

მომაბეზრებელი და საზიზღარი ცხოვრებისგან მხოლოდ ფიქრები თუ მიტაცებენ. მერე მივყავარ იქ, სადაც მხოლოდ დღეა, მხოლოდ სიმწვანე და სიყვითლეა, სადაც მხოლოდ ვიღიმი... ვუღიმი... და ისიც მიღიმის. ისეთი თბილი, ისეთი მიმზიდველი და სასურველია, შორიდანაც კი ვგრძნობ მის საჭიროებას. ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ ვიცი, რომ სადღაც ახლოსაა, გარშემო მივლის და მათვალიერებს. მეც ვზივარ დიდი ხის ჩრდილიში, სიოს შუბლს ვუშვერ და ნებას ვრთავ თმა ამიფრიალოს.

ისიც აქვეა, ალბათ ამ ყვავილში, მე რომ მიჭირავს, ან ქარში, ან ფოთლებში, ან... შესაძლოა სულაც ჩემს გვერდით ზის, მაგრამ ჩუმადაა... როგორც იყო ყოველთვის.

ადრე ისე ახლოს იყო ჩემთან, ისე სასიამოვნოდ ახლოს, თითქმის დავიჯერე, რომ საბოლოოდ საერთო ენას გამოვნახავდით, მაგრამ შევცდი. მას არც კი უფიქრია ეს. და საერთოდ, დარწმუნებულიც არ ვარ, რომ ოდესმე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.თუმცა აქვე იქნება ისევე, როგორც იყო. ეს ვიცი.

ნეტავ გამაგებინა, რას ფიქრობს ჩემზე. იქნებ რამეს ვაშავებ, იქნებ რამე მაქვს სასწავლი, იქნებ მისთვის რამე უნდა გავაკეთო? ან... იქნებ სულაც არ ვიმსახურებ მისი ხმის გაგონებას? ნეტავ გამარკვევდეს, რომ აღარ მოვდიოდე აქ, მასთან იმის მოლოდინით, რომ მაჩვენებს, რა ფერისაა, გამაგონებს, როგორი ხმა აქვს, მაგრძნობინებს ძალას და დამანახვებს, რისი გაკეთება შეუძლია. ნეტავ გამარკვევდეს...

მან არც კი იცის, რა ძნელია ჩემთვის აქ მოსვლა და შემდეგ უკან გაბრუნება. ძნელია, რადგან ვიცი, რომ სიჩუმის გარდა ვერაფერს მივიღებ, ძნელია, რადგან მიჭირს ამ ფერადი გარსის მიტოვება. მას კი ეს არ ესმის. ან ესმის... და... ალბათ თავისთვის საუკეთესო უნდა. ალბათ ელოდება, რომ ვინმე უკეთესი და ღირსეული შეაღებს იმ კარს, რომლითაც ახლა მე ვსარგებლობ. მაგრამ იმდენს ვერ ფიქრობს, რომ შემდეგ ეს პატარა ყვითელ - მწვანე კუნძული ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა? კი... ალბათ ამასაც ხვდება. მან ხომ ყველაფერი იცის, რასაც ვფიქრობ. და მე მესმის მისი... სხვაგვარად არც შეიძლება.

მერე აქ რაღაც ხდება. ასე, იქ, იმ გარსში წასულს რაღაც უკან მექაჩება და იძულებული ვარ კარი გამოვიხურო...

მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, იქ ისევ დავბრუნდები, რადგან ის ყველაფერი ჩემია. ის ხე, ის სიო, ის ჩრდილი და ის ყვავილები ჩემია. ვიცი, ის კვლავ ჩუმად იქნება, მაგრამ მირჩევნია იქ მტირალს მიყუროს, ვიდრე საერთოდ არ მიცქერდეს.

მერე უკვე აქ ჩემი თავი მძულს იმ სამყაროსთვის, მძულს ამ ფიქრებისთვის და მძულს ამ სისუსტისთვის. მაგრამ ეს ვარ მე და ყოველთვის ეს ვიქნები. ის კი მიცნობს და არაფერს შეცვლის.

---
საზიზღარი განწობა.
ნუ ჩათვლით ჩანახატად. ნაწერად. რამედ.
მომენატრა " სიახლის დამატება "



№1 სტუმარი ემი

ჩვენც მოგვენატრე შენ, თანაც ძალიან....

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მარ,შენი განწყობიანად მიყვარხარ...

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

შემოგევლე თათ. მეც მიყვარხარ...

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart მიხარიხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent