შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არავინ


25-06-2016, 14:27
ავტორი lullaby
ნანახია 1 199

დღეს თუ ხვალ რაღაც შეიცვლება, მაგრამ საათი არ შეწყვეტს ისრებით თამაშს, არც მეხსიერება წაიშლება, როგორც ფურცლიდან ფანქარი.

შეიძლება დღეები გავიდეს, თვეები და წლები, მაგრამ შენ ყოველთვის ის ვერ იქნები, ვინც იყავი. ეს სურვილზეც კი არაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი უმნიშვნელოდ შეიცვლება და უმნიშვნელო მნიშვნელოვნად, მაგრამ შენი ვალია შეეგუო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს.

ვერასოდეს ამბობდი და ვერც ვერასდროს იტყვი. სიტყვები კიდევ ერთხელაც მოგიჭერენ, გამოგაშრობენ და დაგაცარიელებენ ისედაც გაარაფრებულს. შემდეგ მიდი და იტირე რამდენიც გინდა.

დღეს თუ ხვალ რაღაც შეიცვლება, მაგრამ საათი არ შეწყვეტს ისრებით თამაშს, არც მეხსიერება წაიშლება, როგორც ფურცლიდან ფანქარი.

იყავი, ხარ და იქნები, მაგრამ რა ამით. როცა იცი, რომ გვერდით უნდა იდგე, წინ ვერასდროს წახვალ. და რომც მოისურვო, მაინც გადაგასწრებენ. იქნებ ღირებულიც ხარ, მაგრამ მჯობზე მჯობიო და სწორედ ესაა შენი ღამეების საფიქრალი.

როცა მნიშვნელოვნად გთვლიან, ამას დამტკიცება სჭირდება.როცა ფაქტები ამაზე არ მეტყველებენ, დაჯერებაც ძნელია.

ერთხელ შეიძლება გაუძლო, ორჯერაც... ახლა ჩამოთვლას რა მნიშვნელობა აქვს, ალბათ ბევრჯერაც, რადგან უკვე დიდი ხანია შენს შუბლზე მარტოსულობის ნაოჭს ვხედავ. ამას კი ვერანაირი მკვებავი ვერ უშველის გარდა ყურადღებისა, რომელიც იმაზე ბევრად ძვირად ფასობს, ვიდრე ნებისმიერი მკვებავი.

დღეს თუ ხვალ რაღაც შეიცვლება, მაგრამ საათი არ შეწყვეტს ისრებით
თამაშს, არც მეხსიერება წაიშლება, როგორც ფურცლიდან ფანქარი.

მერე მოთმინების სიმები დაიწყებენ დაჭიმვას, შემდეგ გულის ტკენის სიმები, ტირილის სიმები. ბოლოს აღარც თვალების გახელა მოგინდება, მაგრამ რომ დაგიძახებენ სხვა გზა აღარ გექნება.

სიბნელე განა ყოველთვის ცუდია.
დაიჭერ ერთ ბნელ ადგილს და მიისაკუთრებ, იქ არც არავინ ხარ, არც არავინ გყავს და არც არაფერი გაქვს... ასე ალბათ ბევრად ადვილია, რადგან დღეს თუ ხვალ რაღაც აუცილებლად შეიცვლება და შენ ნამდვილად არაფერ შუაში იქნები.скачать dle 11.3



№1  offline მოდერი chica sol

მარ <3
იცი, სიმართლეს გეტყვი, არ მიყვარს ჩანახატების კითხვა, (მაგრამ მაინც ვკითხულობ გამორჩეულთა ჩანახატებს) იცი რატომ? იმიტომ რომ ბევრს იტევს, იმაზე მეტს რისი ატანაც შემიძლია. მეტისმეტია...
მხაპავ, სრულიად გამომაშრე, გამომფხიკე...
და მადლობა ამ კორიანტელისთვის...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რაღაც გჭირს,გაწუხებს და ეს კარგად ჩანს,ნუ უარყოფ, საკმარისად გიცნობ, რომ ვიგრძნო ეს რის გამოა. კარგია, რომ ეს ყველაფერი ასოებად,შემდეგ სიტყვებად,წინადადებებად და ჩანახატად აქციე.ეს არასოდეს წაიშლება, როგორც ''ფურცელზე ფანქარი''.

 


№3  offline წევრი Violeta_ia

იმდენად ახლოა ეს ჩანატი ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპთან. ალბათ ყველა მოაზროვნე ადამიანი დამუხტულა მსგავსი განცდებით. ნე მე ასე მიმაჩნია. ძალიან კარგად გადმოეცი შენში არსებული გრძნობები და კითხვები.მე შემეხო ნამდვილად.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

მაარ.. შეუდარებელიიი ხაარ

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

უღრმესი მადლობა გოგოებო <3

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან მაგარი ხარ ყველანაირი გაგებით...
გულამდე მოვიდა heart_eyes

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

kakulia
ძალიან მაგარი ხარ ყველანაირი გაგებით...
გულამდე მოვიდა heart_eyes


დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent