შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (7)


29-01-2017, 20:46
ავტორი pandukela
ნანახია 3 419

დილას მზის სხივემა გამომაფხიზლეს რომლებიც უდარდელად ანათებდნენ ოთახს რომელის საერთოდ არ მეცნობოდა. თვალები კარგად დავახამხამე და ოთახს მოვავლე თვალი. დიდი იყო, ამაღლებულ ადგილას კუთხეში იდგა საწოლი სადაც ვიწექი. „სცენის“ ბოლოში ცალ მხარეს თეთრი გამჭირვალე ფარდა ეკიდა და თითქოს ყოფდა ოთახს ორ ნაწილად. საწოლიდან წამოვდექი, საბან მოფარებული ფარდასთან დავდექი და ოთახს მოვავლე თვალი. ჩემგან მარცხენა კედელი სულ შუშის იყო, და იქიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა, მის მოპირდაპირე კედელზე დიდი ტელევიზორი, სათამაშო Xbox, ბევრი თამაშის სამართავი (ჯოისტიკი), ტელევიზოის წინ კი რამოდენიმე პუფი ეყარა. ყველაზე დიდი ყურადღება ჩემს მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულმა უზარმაზარმა სურათმა მიიქცია რომელზეც ჯონკუკი იყო. ფოტო შავ თეთრი იყო ჯონკუკს ჩახსნილი საროჩკა ეცვა და მისი დაკუნთუი მკერდი იმზირებოდდა იქიდან, ხოლო სახეზე სერიოზული და გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. სურათს თვალი ძვლისვს მოვწყვიტე და იქვე მყოფი კარებისკენ წავედი ჩავთვალე რომ სააბაზანო იყო და უდარდელად შევაბიჯე მაგრამ გავშეშდი. აბაზანა იყო მაგრამ ცარიელი არა, სარკის წინ ჯონკუკი იდგა სველი თმით და პირსახოცით იმშრალებდა, ხოლო მეორე თეთრი გასამშრალებელი წელზე ჰქონდა მოხვეული. შასვლის თანავე ვიკივლე და ინსტიქტურად მოვტრიალდი
-უკაცრავად არ ვიცოდი თუ გეღვიძა, ჯანდაბა უნდა მივეჩვიო რამ მარტო აღარ ვიცხოვრებ- ჩაილაპარაკა და კედელზე დაკიდებლი ხალათი მოიცვა.
-არაუშავს მე შემოვედი დაკაკუნების გარეშე... არ ვიცოდი აქ თუ იყავი.- სახაზე დამცხა უეჭველად წითელი ვიყავი, თანს საბანს ვუჭერდი ხელს ხოლო მის ქვეშ მხოლოდ ტრუსი და ბიუსტჰალტერი მეცვა, ჯანდაბა მან გამხადა? რა სირცხვილია... ეს აზრები მიტრიალდება გონებასი თან ზურგით ჯონკუკისკენ ვიყავი, ის მომიახლოვდა მე გავშრი, ხელები მკლავაბზე მომხვია უკნიდან და აბაზანაში შემიშვა, თვითონ კი გასვლამდე შემომიტრიალდა და მითხრა
-ქალის არაფერი მაქვს სახლში ამიტომ დუშგელიც კაცისაა, თუ გინდა გამოიყენე, გასამშრალებელს კარადაში ქვედა თაროზე ნახავ, ახალ კბილის ჩოთქს კი მის ზემოთ. მე საუზმეს გავამზადებ, როცა მორჩები ჩამოდი, ხო შენი ტანსახმელი ბინძური იყო ამიტომ ჩემის ჩაცმა მოგიწევს, საწოლზე დევს- მიაყარა და გავიდა, მე გაშტერებული ვუყურებდი. კარების მოკეტვის მერეც ერთი 5 წუთი ალბათ ასე ვიდექი.
შხაპი მალევე მივიღე, მთელს სხეულზე სასიამოვნო სურნელი ამდიოდა, კაცის იყო მაგრამ მაინც, თითქოს რაღაც ნაცნობი და თან უცნობი. პირსახოვი მოვიფარე და სააბაზანოდან ჩუმად „გავიჭყიტე“ მეორე ოთახში, არავინ იყო ამიტომ ფეხისწვერებზე სირბილით დავფარე მანძილი ლოგინადე. ლოგინზე თეთრი მაისური, და ჭრელი შორტები იდო. უცებ გადავიცვი მაისური რომელიც თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა და შოგნით შორტი რომელიც არც კი ჩანდა.
ოთახის დატოვების შემდეგ დერეფანში აღმოვჩნდი სადაც კიდევ ორი კარი იყო. სავარაუდოდ საძინებლები. დერეფნის ბოლოში კი მკვეთრად დახვეული კიბეები. ფრთხილად ჩაუყევი მას და პირველ სართულზე უზარმაზარ ოთახში შევედი. ყველაზე მეტათ თვალში ოთახის სითეთრე მომხვდა. მდივნები, ფარდები და ხალიჩა ყველაფერი ფითქინა თეთრი იყო. ოთახში უზარმაზარი ტელევიზორი იდგა მდივნის წინ. კიბეებზე ჩავედი და ახლაღა დავინახე ჯონკუკი, წელს ზემოთ ისევ შვიშველი იყო და შოკოლადის ფილების მსგავი პრესის დამალვაზე არც კი ფიქრობდა. შემამჩნია თუ არა გაიღიმა.
-დაჯექი ცოტა ხანში მზად იქნება.- უდარდელი ხმით დაარღვია სიჩუმე და გააგრძელე ჩაის მომზადება. მეც ჩამოვლექი მაგრამ ამაზე უხერხულად თავი არასდროს მიგვრძნია, რაც მას ნამდვილად არ ეხება ძალინ კარგ ხასიათხე იყო და არც არაფერი აწუხებდა, შიგადაშიგ წაუღიღინებდა კიდევაც. ნერვები მეშლება საერთოდ არ წუხდება...
ახლა გამახსენდა რომ ჩემებმა არც კი იცოდნენ სად ვიყავი.
-დედაჩემმა იცის აქ რომ ვარ ?- მზერა მივაბყრე ბიჭს რომელიც გამალებით ჭრიდა ტოსტს.
-კი მე დავურეკე და ვუთხარი რომ ჩემთან რჩები
-და არაფერი უთქვამს ?
-არა, კარგად გაერთეთო რა იგულისხმა არ ვიცი- ბავშვივით აიჩეჩა მხრები და გააგრძელე ისევ ჭრა. მე გავშტერდი, დედა შვილს, დაახლოებით მისი ასაკის, გარყვნილი „ბაბნიკის” სახლში, ღამით უშვებს მარტო და იმის მაგივრად, რომ რამე მოიმოქმეოს უბრალედ აყოლებს ფრაზას „კარგდ გაერთეთ“. აი ეს დედაჩემია, ყველაზე საზიზღარი ადამიანი და არ გაგიკვირდეთ როცა ვიტყვი რომ მისთვის იმ სათვალის შებშვნა მინდა სახეზე. ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი, დაიწყო ფეხებიდან და ბოლოს ტვინს მიაღწია, გაბრაზებისგან უკვე არ ვიცოდი რა მექნა. შეიძლება არც უნდა გაბრაზებულიყავი ეს ხომ ჩემი „საქმროა“ მაგრამ ჩემში სიამაყის გრძნობა ვერ დავძლიე, ეხლა რაც ყველაზე ძაან მინდოდა აქიდან წასვლა იყო, ჯონკუკის დანახვა არ შემეძლო თან ასეთ კარგ ხასიათზე მყოფის. ჩემი ერთადერთი გამოსავალი ბონსუა...
-შეგიძლია ტელეფონი მათხოვო- შევეცადე არ შემეტყო რას ვგრძნობდი
-მანდ დევს მაგიდაზე, მოხდა რამე?
-არა უბრალოდ უნდა წავიდე.- ტელოფონს დავავლე ხელი და ავკრიფე ნომერი რომელიც საკუთარ სახელზე კარგად ვიცი
-კარგად ხარ?- არ მომეშვა ბიჭი, მოშორდა სამზარეულის და წინ დამიდგა. მე პასუხი არ გავეცი
-ალო, ბონსუ წამიყვანე აქიდან
-ჰეილი შენ ხარ? ღმერთო როგორ ვნერვიულობდი ქალბატონო- მის ხმა მართლაც დამშვიდებუულად ჟღერდა.-მისის ჩანმა მითხრა რომ რასღაც უყავი მაგრამ სად არა.
-რათქმაუნდა არ გეტყოდა, როგორ მოგცემდა უფლებას წაგეყვნე აქედან.- გაბრაზება უკვე ძალიან მეტყობოდა, ვგრძნობდი სახეზე როგორი წითელი ვიყავი. ჯონკუკი კი გაურკვევლობაში იყო.
-მოკლედ , ჯოენ ჯონკუკის სახლში ვარ მომაკითხე, და მანქანიდან პლედიც წამოიღე რომ მოვიფარო- მოკლედ და კონკრეტულა უთხარი და გაუთიშე.
-რატო გაბრაზდი? რამე დავაშავე? მე ვაპირებდი შენს წაყვანას საუზმის შემდეგ...- ისე გულუბრყვილოდ მკითხა ცოტაც და რაღაცას ვგლიჯავდი სახეში.
-შენ რა ვერაფერს ხვდები? მართლა ეგეთი ერთუჯრედიანი ხარ ? ამით ცდილობენ რომ ჩვენი ქორწილი გარდაუვალი გახადონ და შენც დებილივით ეხმარები. ისიც კი არ არის გამორიცხული რომ ის ჟურნალისტები დედაჩემის მოგზავნილი იყოს.
-აბა რა უნდა მექნა ჰეილი? სახლში რომ წამეყვანე დარწმუნებული ვარ მის წინ უფრო მეტი ჟურნალისტი დაგვხვდებოდა ამიტომ ჩემს ბინაში წამოგიყვანე. თას ისე ტკბილად გეძინა ვერც გაგაღვიძებდი.
-კარგი რა... - ისე რაღაცაში მართალი იყო, ის უფრო ცუდი იქნებოდა რომ გადაეღოთ როგორ მიმიყვანა ჯონკუკმა სახლში.
-არ ინერვიულო ამ ქორწილს აუცილებლად ჩავშლოთ- დაბალ ხმაზე დააყოლა ჯონკუკმა და თან ზარის ხმაც გაისმა. ბონსუ კი არ მოვიდა, მოფრინდა. კარი სახლის პატრონმა გააღო და ოთახში ჩემმა საყვარელმა აყლაყუდამ შემოანათა. მაშინვე კარგ ხასიათზე დავდექი.
-ბონსუ...- ერთი ამოვილაპარაკე და მისკენ გავიქეცი. მანაც ვითომც არაფერი ისე მომიქცია მკლავებში და იმის გამო რომ მაღალი იყო ჰაერში აღმოვჩნდი. ბონსუმ დამსვა და პლედი მომაფარა, თვალებს აცეცებდა და თავიდან ბოლომდე მათვარიელებდა
-ქალბატონო ხომ კარგათ ხარ?- თავიდან ტელეფონი რომ აიღო ჰეილით მომმართა და მესიამოვნა ახლა კი ისევ...
-კი ბონსუ, უბრალოდ წამოყვანე აქედან- ბონსუმ უფრო მარგად დამალა პლედში და ამჯერად ჯონკუკს მიაშტერდა რომელიც თვალებით გვჭამდა. ეს რას ნიშნავს?
-მას წავიყვან - ბოხი მტკიცე ხმით უთხრა ჯონკუკს და ხელი მომხვი ბეჭებზე. მისი ხმა ბრძანებას გავდა
-როგორც პატარა ქალბატონი ინებეს- ჩაილაპარაკა მან, ახ როგორ ვერ ვიტან პატარას რომ მეძახიან
-ვინ არის პატარა?- თავი გამივყავი ბონსუს მკლავებიან და ჯონკუკს მკვლელი მზერა ვესროლე
-შენ ქალბატონო მინსუ- ამ სახლზე დამაჟრჟოლა და მანაც შეამჩნია ეს.
-ტოლები ვართ...- ძვლივს მოვიკრიბე ყურადღება და პასუხი დავუბრუნე
-მე უფრო დიდი ვარ რამოდენიმე თვით ქალბატონო- ისევ ეს სიტყვა იცის რომ ამით უფრო მიშლის ნერვებს.
-კარგდი ერთი
-მე 1 კვირაში ვხდები 20-ის შენ კი 14 დეკემბერს - ამაზე სულ დავიბენი საიდან იცის ამდენი ჩემზე?
-ქალბატონო წავედით- ამჯერად ბონსუმ მომაბრუნა ფიქრებიდან და მეც ისევ მის ხელებში მოვექეცი. გასვლამდე არ მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ სინდისი მქენჯნიდა რომ არ მეთქვა მოვკვდებოდი
-მადლობა გუშინდელისთვის, ჯოენ ჯონკუკ- ჩუმად ვთქვი მაგრამ მის გასაგოად, მერე კარებში გავედი და მისი კმაყოფილი და ღიმილიანი მზერაც გავიყოოლე.
გზაშ არაფერი მითქვამს, არც მას უკითხავს რამე. შიგადაშიგ სარკიდან ვგრძნიბდი მის მზერას, მაგრამ არ მინდოდა მისთვის თვალებში ჩამეხედა, არ შემიძლია...
-ოჰ ჩემო პატარა როგორ ვინერვიულე.- კარებში შემეგება ესმე, მეც მოვეხვიე უკვე ხანში შესულ ქალბატონს
-ჰეილი მოხვედი? - მამაჩემის ომახიანი ხმა გავრცელდა მთელს სახლში
-კი- ვუპასუხე და პლედ შემოხვეული შევედი ოთახში.
-კარგად ხარ?- მამამ თბილი მზერით დამაჯოლდოვა რასაც დედაზე ვერ ვიტყოდი
-კი, ვიღაც-ვიღაცეების წყალობით- მზერა დედაჩემზე გადავიტანე.
-ეს რა გაცვია ქალბატონო ჰეილი?- ახლა შემაჩნია ესმემ ჩემს ტანზე საახალწლს შესაფუთი ქაღალდივით დიდი ზომის თეთრი მაიკა
-ხო ჩემი დასვრილი იყო და მომიწია ეს ჩამეცვა
-ჩქარა გაიქეცი და გამოიცვალე თან გადაივლე ბიჭის სუნი აგდის- ესმეს ხომ არაფერი გამოეპარება.- ვაიმე წამლები...- რა თქმა უნდა არც ეს გამოეპარა- ჭამე უკვე საჭმელი?
-არა არ მიჭამია ესმე, თუ შეიძლება ჩემს ოთახში დავლევ წამალსაც და საუზმესაც იქ მივირთმევ- ისევ მკვლელი მზერა ვესროლე დედაჩემს და ოთახისკენ ავიღე გეზი.
ბანაობის, წამლი მიღების და საუზმის მერე ცოტა დაძინება გადავწყვიტე ჩემს ლოგინში, სხვის ლოგინში ვერასდროს ვიძინებ მოხერებულად, მაგრამ ვინ მაცადა ოთახში სიუ შემოვარდა და შემახტა
-ქალბატონო როგორ შემეშინდა მეგონა აღარ მოხვიდოდით, ქალბატონმა გვითხრა რომ შეგვეწყვიტა ძებნა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებია ისე შემეშინდა- კიდევ ერთხლ მიმიკრო მის დაბალ სხეულზე. მეც ღიმილით მოვეხვიე გოგონას
-ყველაფერი რიგზეა უბრალოდ, ჟურნალისტების გამო ვერ მოვედი სახლში
-კარის წინ ღამის 3 საათამდე იდგნენ ეგ უსაქმურები- უცბად შეეცვალა სახე სიუს- მერე ბონსუ გაბრაზდა და გაყარა ყველა, თან ძალიან გაღიზიანებული იყო ამ ამბის გამო- დაამატა გოგონამ ჩუმად
-ძალიან გაბრაზდა ?- შეპარვით ვკითხე თან ისე თითქოს არ მაინტერესებდა
-კი, ქალბატონს კინაღამ უყვირა როცა მან მოძებნა აგვიკრძალა- მე გულში გამეღიმა, აი რატომაც მიყვარს ბონსუ, მას არ ეშინია დედას და მაგით გამოვარჩევ ყველასგან.
მას შემდეგ რაც სიუმ უნივერსიტეტის ამბები გამაცნო დასაძინებლად დავწექი. უნივერსიტეტში მხოლოდ ორი ზაფხულის თვე დავდივარ ლექციაზე. თითმის „საშემოდგომოს“ ვარიანტია. ვესწრები ლექციებს ივლისსში და აგვისტოში ხოლო შემდეგ სწავლის დაწყებამდე ვაბარებ გამოცდებს და მერე ისევ დაუსწერებელი მაქ. ახლაც გირკვა რომ 10 სექტემბრიდან მეწყება გამოცდები და მიყოლებულად გაგრძელდება ხუთივე.
თვალები ზანტად გავახილე არ მინდოდა ადგომა, კარგია ჩემი ლოგინი, მაგრამ ოდნავ გამოფხიზლდი თუ არა ოთახში ესმე შემოვოვიდა და „ფეთიანივით“ ამაგდო ლოგინიდა.
-რა ხდება ესმე- ქალი დუმდა, ხელი ჩამკიდა და „კარადაში“ შემაგდო.
-ესმე?-უკვე გავბრაზდი
-ქალბატონო ქვმოთ ჯოენების, თქვენი ნახვა უნდათ და თან მგონი რაღაცას გეგმავენ თქვენ ქორწილზე
-მერე მე რა?
-რა და გეძებენ სწრაფად ჩაიცვით, მას მისტერ ჯოენიც ახლავს, თქვენი საქმრო
-მასე ნუ ამბობ- ისე დავიჭყანე თითქოს რაიმე მჟავე შევჭამე
-სწრაფად ჩაიცვით და მარშით დაბლა, მისტერ ჩანიც გელოდებათ
-ხო კარგიი- წუწუნით ჩავიცვი და დაბლა ჩავები. არც ისე მოკლე წელიდან გაშლილი ღია ვარდისფერი კაბა, ლამაზი სადა გულით.
-საღამომშვიდობის- მივესალმე ყველას და თვალში პირდაპირ ჯონკუკი მომხვდა რომელიც მაღალი ჭიქიდან ღვინოს სვამდა ნევიულად, ძალინ დაძაბული გარემო იყო.
-მოდი შვილი დაჯექი- მიმითითა მის გვერდით თავისუფალ ადგილზე მისის ჯოენმა
-რამე ხდება?
-ერთ კვირაში ჯონკუკის დაბადების დღეა, და ვფიქრობთ რომ იქ გამოვაცხადოთ თქვენი ქორწილის ამბავი- ყურებამდე გაცინებულმა გამომიცხადა მისის ჯოენმა, ეს ქალი მაშინებს ძალიან საშიში ღიმილი აქვს.
-ერთი წუთით და ვინ თქვა რომ ცოლად მომყავს?- აენთო ჯონკუკი
-ან ვინ თქვა რომ ცოლად მივყვები?- არც მე ჩამოვრჩი
-ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე მემგონი, გეყოთ ახლა ბავშვობა-დედაჩემი ჩაერთო ჩვეული სიმშვიდით
-და ვინ დაგთანხმდათ რო?- ახლა მზერა დედაჩემზე გადავიტანე
-ბავშვობა? დიახაც რომ ვბავშვობთ, ბავშვები ვართ აბა რა ვართ 19 წლის ვართ ორივე რომლებსაც ძალით აქორწინებენ ისე რომ ამის შესახებ რამოდენიმე დღის წინ შეატყობინეს- ცოტაც და ჯონკუკ ხელში ჩაიფშვნიდა მაღალ წელში გამოყვანილ ჭიქას.
-ჯონკუკ ნერვები მოთოკე თუ შეიძლება, შენ თვითონ იცი რატომაც ხდება ეს- მისტერ ჯოენის გამომეტყველება ყოველთვის მაშინებდა და ახლა ხომ საეთოდ.
-იცით რა... ჯანდაბამდე გზა გქონიათ- მიწაზე დაახეთქა ჭიქა ჯონკუკმა და გარეთ გავარდა. დედამისმა ერთი წამოიკივლა და სახეზე აიფარა ხელები. მამამისი წამოიწია რომ გაჰყოლოდაა და თან მოკლავდა ალბათ ისეთი სახე ჰქონდა ამიტომაც გავაჩერე
-მე დაველაპარაკები- მზერით ვანიშნე მისტერ ჯოენს და იმ მხარეს წავედი საითაც ჯონკუკი გავიდა.
ჯონკუკი ეზოში მარმალიროს კიბებზე იჯდა და სიგარეტს უკიდებდა.
-შენ რა ეწევი კიდევაც?- სიჩუმის დასარღვევად ყველაზე კარგ ფრაზად ეს მივიჩნიე და გვერდით დავუჯექი.
-გაგიკვირდა?- ნაპასი დაარტა ღემად და თავი დაბლა დახარა
-კარგი ნუღა ნერვიულობ მოგვარდება ყველაფერი- შევეცადე დამემშვიდებინა
-რა მოგვარდება ჰეილი? ვერ ხედავ რა ამბავს ტეხენ? მამაჩემს ცხოვრებაში არ მოულოცია დაბადების დღე და ახლა უნდა უზარმაზარ წვეუება მოაწყოს, მხოლოდ პიარისთვის ვჭირდები.
-მე მაგით ვერ გამაკვირვებ, ჯონკუკ, ჩემს ცხოვრებასთან შედარებით სამოთხეში ცხოვრობ- მან გამომხედა და მზერა ისევ ნაცრისფერ ქვაფენილზე გადაიტანა. ისევ ეს სიჩუმე
-რა ვქნათ?- ისევ დავარღვიე სიჩუმე
-ერთი გადაწყვეტილება არსებობს ამ შემთხვევაში...- პატარა პაუზა გააკეთა ჩამწვარი სიგარეტი სანაგვეში ჩააგდო და თქვა - ჩვენ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში, მაგრამ ჩვენი წესებით...



უიმე საზიზღარო რა დროს გაწყვიტე ეს რა იყო ან რამდენი ხანი გვალოდინე და ან ეს რა პატარა თავი იყო .... ასე ვერ შევთანხმდებით სიხარულოოო აქ ჩემი წესებია :D არა რა მართლა ძალიან პატარა იყო და არ მეყო......
მაინც ვერ გავარკვიე ვისთან უნდა დარჩეს ნუ ჩემი მხრიდან ვინ ჯობია ისე არც ბონსუ მომწონს და არც ჯონკუკი ... ვაფშე ორივეს დააშორე და ამ ქვეყნიდანაც წავიდეს საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ მან მიხედოს თორე ნერვებზე " ვითხრები " :დ უკვე .... შემომაკვდები ამ დროს გაწყვეტა როგორ შეიძლება...
ისჯები და ხვალ კიდევ დადებ ახალ თავს <3 ....
გელოდები

 


№2 სტუმარი mari

dzalian magari tavi iyo magram dzalian didi dro dagjirda dasawerad damawyda nervebi:-dzian momwons jonkukis da heilis ragacnairi sayvareli urtiertoba rogor wynarad piqrobenxolme ra vqnat rogor chavshalot qorwilio.me dzalain momewonebida eseni mainc tu daqorwindebian da nelnela ertmaneti sheuyvardebat.mere taviant mshoblebs ertad daagweven tavs da sxva qveyanashi sruliad martoni gaagrdzeleben cxovrebas.shen rogorc ginda ise dawere chemo kargo eg sheni gadasawyvetia ubralod chemi azri vtqvi.dzalian momwons es istoria ogond dzalian gtxov amdens nuga malodineb,male dadexolme axaki tavebi.dges ise gamexarda axali tavi rom vnaxe dadebuli vergadmogcem sityvebit.yochag magari xar.

 


№3 სტუმარი kusa13

ai rogor gvalodineb raa :/ male dade xolme ;-) istoria momwons da kargi iqneba jonkuktan tu darcheba magram avtori shen xar da shen uket ici <3 tumca imedebs ar vkargav <3 <3

 


№4 სტუმარი Guest მარი

მალე დადე ახალი თავი რააა,ისევ ასე აღარ გვალოდინო და ცოტა დიდი თავი.ეს არმეყო კითხვის აზარტში რომშევედი მაშინ გამოილია:-d ძალიან მაინტერესებს რამოხდება.აბა შენიცი როგორ გაგვახარებ.წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent