შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ნიკოლას...


20-07-2017, 14:15
ავტორი TeddyBear
ნანახია 226

წერილი ნიკოლას...

მოტკბო სურნელით გაჟღენთილ ოთახში ვსხედვართ, მე ხელში ისევ შენი მოტანილი გვირილის თაიგული მიჭირავს. შენ კი... შენ ისევ პიანინოსთან ახლოს მიგიდგავს სკამი. ჯერ მხოლოდ მარცხენა ხელით ეხები კლავიშებს, წამიერად ჰკრავ თითებს თეთრ ზედაპირს და თითქოს შორიდან მოსულ ჩვენთვის უცნობ სურნელს თვალ დახუჭული ეგებები. ღრმად სუნთქავ, გულ მკერდი ძლიერად, თითქმის ქაოსურად აგიდ ჩაგიდის.
მარჯვენა, ნატკენ, სილურჯე შეპარულ თითებს აყოლებ მარცხენას და შენს მიერ ჰაეროვნად ათამაშებული კლავიშებიდან საოცარი სინაზით მოისმის მელოდია. მე კი მინდა წამოვდგე, რაც შეიძლება სწრაფად მოგიახლოვდე და ძლიერად მოგეხვიო შიშველ ზურგზე. ვდგები კიდეც, თუმცა ნელი ნაბიჯებით მოვიწევ შენკენ, მეშინია... ჰო მეშინია შენს მიერ მოტანილი საოცარი ჰარმონია არ დავარღვიო, მეშინია სწრაფად არ გამოგვეღვიძოს და სიზმარი რეალობამ არ შეგვიცვალოს. შენს უკან ვჩერდები, მგრძნობ, როგორც ყოველთვის მგრძნობ, ნელა იწევი გვერდზე და უკან მოუხედავად მიწვდი მარცხენა ხელს. გეჭიდები, ჰო მთელი სიმძაფრით გეჭიდები და გვერდიდან გეხუტები. შენს მიერ წარმოქმნილი მელოდია კი ისევ უტეხად, აუღელველბლად განაგრძნობს დაკვრას და მე მიყვარდება, თითოეული ის ნოტი მიყვარდება.
საბოლოოდ ჩერდები, მგონია რომ შენს მიერ ჩემთვის მოტანილი ზმანება დასასრულს მიუახლოვდა.
ვდგები, შენ კი არ მაჩერებ...
საწოლზე მიფენილ წითელ სარაფანს ვეხები თითებით და ტანზე ვირგებ, შენ კი ისევ უჩუმრად მიახლოვდები, ზურგზე მეკვრები და ათას ფერად მიხატავ აქამდე მყოფ თეთრ, უფერულ ფურცელს.
ისევ ნაზ, თითქმის შეუმჩნეველ კოცნას მიტოვებ მხარზე და უფრო ძლიერად მეკვრები ზურგზე. თითებით ისევ მხდი კაბას, ისევ დაუდევრად ისვრი იატაკზე და ისევ დინჯი მოძრაობით მაბრუნებ შენკენ.
მერე კი...
მერე მკოცნი.
მკოცნი ძალიან ბევრს.
скачать dle 11.3

 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent