შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანამარია - გარდაცვლილი გოგონა


22-07-2017, 00:20
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 296

ანამარია - გარდაცვლილი გოგონა

მოკლედ ვიტყვი, რაც ხდება. ამ ჩემს ანამარიას ვუკეთებ სრულ რედაქტირებას, გამოსაცემად ვამზადებ და მოკლე-მოკლე ნაწილებს დავდებ ჩანახატების სახით. უბრალოდ მკითხველის აზრი მაინტერესებს იმ მომენტებზე, რომლებიც ახალი დამატებულია და რაც არასდროს გამომიმზეურებია.



პროლოგი
ანამარიას გარშემო მრავალ ადამიანს მოეყარა თავი. ყველა ცნობისმოყვარე მზერით შეჰყურებდა მის თითოეულ ნაბიჯს. არც ისე ეუცხოებოდა ასეთი გარემო. წიგნის პრეზენტაცია აქამდეც ჰქონია. ეს კი ავტობიოგრაფიული რომანი იყო, თუმცა რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ანამარია წიგნში კვდებოდა.
რამდენიმე ნაცნობი სახე შენიშნა. არ ესიამოვნა, არ უყვარდა ხუთი წლის უნახავი ახლობლები, რომ სიამაყით შეჰყურებდნენ, ისე, თითქოს ანამარიას წარმატება მათი დამსახურებაც ყოფილიყო.
ხელით ჯიბე მოისრისა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველაფერი ადგილზე ჰქონდა.
სანამ უფრო მეტი ხალხი მოიყრიდა თავს, საპირფარეშოში შევიდა, სახეზე წყლის შესხმა მოინდომა, მაგრამ სარკეში მძიმე მაკიაჟით გადატენილი თავისი თავი ამოიცნო და გადაიფიქრა. მხოლოდ საფეთქლები დაიზილა ცივი ხელით.
- ყველაფერი კარგადაა - უთხრა საკუთარ თავს ღიმილით. ღიმილისას ლოყები დაეჩხვლიტა.
არა უჭირდა, ლამაზი იყო.
ანამარიას მოსწონდა საკუთარი გარეგნობა. განსაკუთრებით, ლიფტში ყოფნისას. დაივლიდა ხოლმე ზოგჯერ უცხო კორპუსის სარკიან ლიფტებს და ზემოთ-ქვემოთ სიარულისას, თავისი სახის ცქერა ართობდა. სურათი არასდროს გადაუღია. უბრალოდ, ლიფტების სარკეები ყოველთვის ჩვეულებრივზე სუფთაა და თან ზუსტად იცოდა, სანამ დაძრული იყო, არავინ შემოვიდოდა..
ანამარიას გაეცინა.
სისულელეებზე ფიქრობდა, გარეთ კი ხალხი ელოდა.
გოგონა ლამაზ მაგიდას მიუჯდა.
ჩვევა ჰქონდა, რომ თუ დიდი აუდიტორიის წინაშე იჯდა, მხოლოდ ერთ წერტილს უცქერდა. ასე არც ყურადღება ეფანტებოდა და არც იბნეოდა.
ამონარიდები წაიკითხა თავისი წიგნიდან. ისინი, რაც საჭიროდ ჩათვალა.
რაღაც მომენტში მზერა იგრძნო. ათობით თვალი მისჩერებოდა, მაგრამ ერთი მზერა იგრძნო მხოლოდ, თითქოს ცეცხლი ეკიდა მის თვალებს. ვიღაც კაცი მისჩერებოდა - უცნაური, მოგრძო სახე ჰქონდა, დიდი კეხისგან დაკლაკნილი ცხვირი. თვალები კი ერთმანეთთან ზომაზე მეტად ახლოს.
ანამარიამ რამდენიმე წამით შესვენება ითხოვა. საპირფარეშოში გაიქცა და ტელეფონზე დარეკა.
- მოვდივარ - გაისმა ქალის ხმა.
- არ მოხვიდე! - გააფრთხილა ანამარიამ.
- რაა? - შეცბა ქალი.
- მართალი იყავი. ყველაფერს შენი გეგმის მიხედვით შევასრულებ. არ მოხვიდე, საშიშია! - უმტკიცებდა ანამარია.
- მანდაა? მანდაა? - ქალს ხმაში პანიკა შეეპარა.
- არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ვშიშობ, რომ აქაა - ამოიოხრა ანამარიამ.
- თან გაქვს? - ჰკითხა აღელვებულმა ქალმა.
- აბა სად მექნება? არ მოხვიდე, მე კარგად ვიქნები.
- კი არ მოვალ, მოვფრინდები!
- არ გაბედო - ხმას აუწია გოგომ. ონკანი მოუშვა, რომ გარეთ არ გასულიყო მისი ხმა - ჩემთვის რაც უსაფრთხოა, შენთვის ძალიან დიდ საშიშიროებას წარმოადგენს. არ მოხვიდე! ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, მალე შევხვდებით ერთმანეთს. მიყვარხარ... ყველანი მიყვარხართ.
ანამარია პასუხს აღარ დაელოდა და ტელეფონი გამორთო.
დარბაზში შევარდა.
წამიერად შეავლო თვალი შეკრებილ ხალხს და მაგიდას მიუჯდა კვლავ. წიგნი გადაშალა, თხრობა განაგრძო, უფრო სწორედ, დაასრულა:
- მისი სახელი წარსულში დარჩებოდა, რომ არა ლეგენდა, რომელიც ხალხში ღამის მოჩვენებასავით დაიკლაკნებოდა ხოლმე. შებინდებისას, ბურუსში გახვეული ხეები მის სახელს ჩურჩულებდნენ, გარდაცვლილი სულები კი სასუფეველში მოხვედრისას იფიცებოდნენ, რომ თვალი მოკრეს გოგონას გამჭვირვალე სილუეტს, რომელიც შემზარავი ხმით ღიღინებდა საყვარლისადმი მიძღვნილ სიმღერას. ლეგენდა, სამუდამოდ აღიბეჭდა ადამიანთა გონებაში და საუკუნეების შემდეგ, ძილისპირულ ზღაპრად გარდაიქმნა. ეს იყო ზღაპარი, ამბავი გარდაცვლილ გოგონაზე. - წამოთქვა ხმამაღლა და კვლავ დახურა წიგნი.
ოთახში ტაში გაისმა. იმ ერთი გამორჩეული მზერის მსგავსად, გამორჩეული აპლოდისმენტიც ამოიცნო. ვერაფრის გაფიქრება ვერ მოასწრო, ხველა აუტყდა.
- წყალი - ითხოვა გაჭირვებით. იმ წამსვე მოურბენინეს.
ისე დალია, ნახევარზე მეტი ხელის კანკალით ჩამოიწუწა ყელზე. მხოლოდ მაკიაჟი დაენანა. ხველა კი არ უწყდებოდა, ფერი გადაუვიდა და ტუჩები გაულურჯდა.
- ცუდადაა - წამოიყვირა ვიღაცამ.
ანამარიამ ბუნდოვნად დაინახა ვიღაც კაცი, მომღიმარი რომ მისჩერებოდა... ფეხის ტერფებიდან თმის ღერამდე ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა. მთლიანად აუცახცახდა სხეული.
- არ სუნთქავს - გაისმა პანიკური შეძახილი.
ანამარიას ქუჩდან შემოსული სასწრაფოს ხმა ჩაესმა. ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არც ისე მკაფიოდ. ხალხის სასოწარკვეთილი კივილი და რამდენიმე თაყვანისმცემლის ტირილი ქაოსივით უწუოდა ყურში.
არ ეშინოდა ანამარიას.
რამდენჯერმე ჯიბეზე მოიკიდა ხელი. ყველაფერი ადგილზე ჰქონდა.
დამშვიდდა. არ ეშინოდა.
- გული გაუჩერდა - დაასკვნა რამდენიმე წუთში ექიმმა.
პანიკა, ხმები, ტირილი, გაკვირდება... ყველაფერი გაასკეცებით გუგუნებდა გოგონას გონებაში, მაგრამ არ ეშინოდა. скачать dle 11.3

 




№1  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

საინტერესო არის.სამწუხაროდ არ ვიცი რომელი ისტორიაა,მაგრამ რაც წავიკითხე ძალიან მომეწონა და თუ შესაძლებელია დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.
--------------------
ლ.ქ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent