შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე შანსი

25-07-2017, 11:57
ავტორი ანკა
ნანახია 433

მეორე შანსი

რატომ ვეჯაჭვებით ადამიანები რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას? ვიცით, რომ ის ჩვენ არ გვიმსახურებს, რომ ნამდვილი იდიოტია, როგორც გოგოები ვიტყოდით. რატომაა იდიოტი? ამას ორი სრული საპირისპირო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს - ბიჭი რომელსაც იდიოტს ვეძახით ან მართლა სრული იმბეცილია, ანდაც ძალიან მოგვწონს. მე ამ შემთხვევაში ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობას გამოვიყენებ.
და მაინც... რატომ მინდა ამ იდიოტთან? ისევ გამოჩნდა და თითქოს ვიცი რომ არ უნდა შემოვუშვა, თუმცა ეს ალბათ შიშის გამო უფრო „ვიცი“. სინამდვილეში კი არც არაფერი არ ვიცი, უბრალოდ ძალიან მინდა რომ მეორე ჯერზე ყველაფერი კარგად იყოს. ნუთუ მეორე შანსს იმსახურებს? მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა რა ქნა? ნამდვილად ცუდად მოიქცა. ნახევარი წელი გავიდა და ახლაც რომ დავჯდე და დეტალურად გავიხსენო ყველაფერი ისევ ტირილი მინდება, თუმცა ჩემი ცრემლები მხოლოდ მაგისი დამსახურება არაა, ამ ფაქტს კიდევ სხვა რაღაცებიც დაემატა რისი განხილვაც ახლა უკვე ზედმეტი იქნება.
არ შეიძლება ცხოვრება მარტივი იყოს? და არ არსებობდნენ fuck boy-ს ტიპის ბიჭები? რა ჩემი ბრალია რომ მაინცდამაინც ეგეთები მომწონს. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, როგორი ბიჭებიც მე მომწონს, მათი 90% ამ კატეგორიას მიეკუთვნება სამწუხაროდ.
ახლა გონებაში ყველაფერი არეული მაქვს. ჯერ ძალიან მომწონდა, თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო და მასზე ფიქრში დღეში 24 საათზე მეტს ვატარებდი. ერთადერთი ბიჭია ვისაც გაცნობისთანავე იდეალურად შევეწყვე. შეიძლება ამიტომაა ჩემთვის განსაკუთრებული. გარდა ამისა მასთან თავს განსაკუთრებულად განსაკუთრებულად ვგრძნობდი. ალბათ ამიტომ ვერ დავივიწყე. სწორედ ამიტომ გარკვეული პერიოდულობით თვალწინ მაინც ის მიდგებოდა. არადა არავისთან არ ვაღიარებდი რომ მაინც მინდოდა მასთან ყოფნა ამდენი ხნის და მისი საქციელის შემდეგ.
რა გააკეთა? ერთ საღამოს მითხრა რომ მოვწონდი და ის დღე იდეალური იყო. მეოცნებე რომანტიკული გოგოსთვის ის ნამდვილად თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი იყო და ამ სიტყვებზე შემიძლია თავიც კი დავდო. და აი ეს პრინცი იდეალურიდან უგულო არსებამდე ჩამოვარდა - იმ დღის შემდეგ გაქრა. თურმე იმ დღეს არც ფიქრობდა შეყვარებულის ყოლაზე, იმ პერიოდში უბრალოდ არ უნდოდა ურთიერთობები და სწორედ ამიტომ გაქრა. თითქოს უპატიებელი შეცდომაა და მეორე შანსს არ იმსახურებს, მაგრამ იქნებ იმსახურებს? ან იქნებ მე ვიმსახურებ მეორე შანსს?! ამაზე არავინ არასდროს არ ფიქრობს. ყველა იძახის, რომ რადგან ასე მოიქცა არ იმსახურებს არაფერს, უბრალოდ დაივიწყეო, მაგრამ მე არ ვიმსახურებ ამ შანსს? ეს კითხვა მაწუხებს ყველაზე მეტად. ნუთუ არ ვიმსახურებ იმასთან ყოფნას ვისთან ყოფნაც მინდა. და თუ მე მაქვს იმედი, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება არ მაქვს უფლება ჩავებღაუჭო ამ იმედს? თუმცა მეორე მხრივ... ცოდო ვარ, რადგან მან ისედაც საკმარისად მატკინა და ძალიან დიდია იმის შანსი რომ ისევ მატკინოს. მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ ტკივილსაც გავუძლებ, ის ფიქრი კი მუდამ ტვინს შემიჭამს: „რა მოხდებოდა რომ მეცადა“. In the end we only regret the things we didn’t do - სულ ეს აზრი მიტრიალებს თავში. მესამე ფიქრი დამთრგუნველია - იქნებ ამ საქციელით ჩემს თავს ძალიან ვამცირებ? ამის გაფიქრებაზე გული მტკივდება. არ შეიძლება გამონაკლისი დავუშვა?! ჯერ ხომ მაინც 16 წლის ვარ, ეს ხომ შეცდომების დაშვების ასაკია. რაც არ უნდა უგუნური საქციელი იყოს მეორე შანსის მიცემა მეპატიება... არა? მეორე შანსს ხომ ყველა იმსახურებს!
ალბათ სჯობს თუ იმასაც ავხსნი მეორე შანსში რას ვგულისხმობ, თორემ თითქოს დამაბნევლად ჟღერს. მე ვგულისხმობ შანსს, რომ დამიმტკიცოს თავისი დამოკიდებულება. დამიმტკიცოს რომ ამჯერად გულს არ მატკენს და შემდეგ ვაპატიებ, და სანამ არ დამიმტკიცებს, მანამდე ჩემს მოლოდინებს მინუსებში გადავიყვან, რომ გული არ მეტკინოს.
თქვენი აზრით სწორი საქციელი იქნება რომ მეორე შანსი მივცე? ძალიან არეული ვარ... გონებას ეშინია და არას გაიძახის, მაგრამ გულს ძალიან უნდა, ასე ძალიან არასდროს სდომებია. გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ... მადლობა წინასწარ

скачать dle 11.3

№1  offline √ ადმინი ™' bibo

ვაიმე ანკაააა როგორ გამიხარდი არ იცი ვაიმე იმდენი ხანია ველი შენ გამოჩენას თუნდაც ამ პაწაწო ჩანახატს იმდენი ხანია ველი ვაიმე რა მგარია იცი რო დარუნდიიი heart_eyes kissing_heart მაგიჟებს მე შენი პატარა ჩანახატიც კი რომელიც მთელი გულით და სულითა უბრალო მაგრამ ყველაზე ბრალიანი სიტყვებით თუ ემოციებით სავსე შენ ხარ სასწაუი საოცრება და უბრალოდ მაგიჟებს შენი ემოციები შენი განცდა და შენ მაგიჟებბ უბრლაოდ მე heart_eyes kissing_heart გაჩნია ადამიანს ყველა როდი იმსახურებს მეორე შანს უბრალოდ ისევ შენ რო არ დარჩენ გულნატკენი და ისევ შენი სული რო არ გაიბზაროს არ გატდე ყველა არა მაგრამ ერთეულები კია ღირსი შანსის heart_eyes kissing_heart ხო იცი მაინც შეცდომებზე ვსწავლობთ და ეგ წქცევა თი აყირავება გვაძლიერებს mask თუ იცი რო არა შენი ღირსი და იქმდეც გრძნობ რო ის არა მაშინ მეორე შანსი ზედმეტიაფიქრიც კი mask mask გულს როგორც უნდა მაგის მიხედვით ჩემო ჯემო heart_eyes

№2  offline √ წევრი ™ მოლურჯო

მგონია რომ როდესაც მეორე შანსს აძლევ
უფრო გეტკინება
--------------------
მარიამი

№3  offline √ ახალბედა მწერალი™ ანკა

ჰო მეც ეგრე ვფიქრობ, რომ დავწერე და წავიკითხე მეც გამინათდა გონება :დდ მადლობა ბავშვებო <3

bibo
ვაიმე ანკაააა როგორ გამიხარდი არ იცი ვაიმე იმდენი ხანია ველი შენ გამოჩენას თუნდაც ამ პაწაწო ჩანახატს იმდენი ხანია ველი ვაიმე რა მგარია იცი რო დარუნდიიი heart_eyes kissing_heart მაგიჟებს მე შენი პატარა ჩანახატიც კი რომელიც მთელი გულით და სულითა უბრალო მაგრამ ყველაზე ბრალიანი სიტყვებით თუ ემოციებით სავსე შენ ხარ სასწაუი საოცრება და უბრალოდ მაგიჟებს შენი ემოციები შენი განცდა და შენ მაგიჟებბ უბრლაოდ მე heart_eyes kissing_heart გაჩნია ადამიანს ყველა როდი იმსახურებს მეორე შანს უბრალოდ ისევ შენ რო არ დარჩენ გულნატკენი და ისევ შენი სული რო არ გაიბზაროს არ გატდე ყველა არა მაგრამ ერთეულები კია ღირსი შანსის heart_eyes kissing_heart ხო იცი მაინც შეცდომებზე ვსწავლობთ და ეგ წქცევა თი აყირავება გვაძლიერებს mask თუ იცი რო არა შენი ღირსი და იქმდეც გრძნობ რო ის არა მაშინ მეორე შანსი ზედმეტიაფიქრიც კი mask mask გულს როგორც უნდა მაგის მიხედვით ჩემო ჯემო heart_eyes

ჩემო ლამაზო და საყვარელო, სიმართლე გითხრა დიდიხანია მინდა რამის დაწერა და შევეცდები აუცილებლად <3 <3 <3 ძალიან მიხარია რომ გახსოვარ

№4  offline √ წევრი ™ Markoza3

იძახიან სიყვარული მაშინაა ნამდვილი როცა არ უნდა გიყვარდეს მაგრამ შენ მაინც გიყვარსოდა ბანალურად მიმაჩნია ასე ხსნიან სიყვარულს მაგრამ სიყვარულს ახსნა არ ჭირდება ... უბრალოდ გიყვარს და შანსი გინდა მისცე გგონია შეიცვალა მაგრამ დამიჯერე 10 შანსიც რომ მისცე იგივე დარჩება რაც იყო არიცვლებიან ადამიანები დრო იცვლება უბრალოდ.. მეც ვყოფილვარ მსგავს სიტოაციაში მეორეჯერ კიარა მეოთხეჯერაც მიპატიებია მაგრამ ბოლოს მე ვრჩებოდი გულგატეხილი და მიტოვებული <3 თუკი დაშორდით და მითუმეტეს ნახევარი წელი გავიდა.. მორჩა უბრალოდ ის ისტორია წარმავალს ნუ ჩააფრინდები დათმობა ისწავლე <3 ვიცი არაა ასეთი ადვილი ^^ გაგიჭირდება მაგრამ რავი <3 არ ღირს იმ ადამიანის გამო წუხილი ვისაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კიდიხარ <3

№5  offline √ ახალბედა მწერალი™ ანკა

Markoza3

ჰო, მართალი ხარ <3 <3 <3 მადლობა საყვარელო რომ დააკომენტარე <3

№6  offline √ წევრი ™ ლოლო

ჯობია გააკეთო და ინანო ვიდრ

ჯობია გააკეთო და ინანო ვიდრე პირიქით არ გააკეთო და ინანო. თანაც პირველ ვარიანტში არ იცი ინანაებ თუ არა და მეორეში ყველა შემთხვევაში ინანებ. მიეცი შენს თავს შანსი იყო ბედნიერი. მართალია მსგავს სიტუაციაში მე იმედი გამიცრუვდა მაგრამ მაინც არ ვნანობ იმიტომ რომ ვცადე რაც მთავარია. თანაც ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია და შეიძლება ეს ის დროა როცა ბედნიწრებასთან ძალიან ახლოს ხარ. მოიქეცი ისე როგორც გული გკარნახობს. ♡♡♡♡

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent