შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო ლიანდაგზე მივჰქრი...


7-08-2017, 13:19
ავტორი Diosa Dela Tristeza
ნანახია 306

უსასრულო ლიანდაგზე მივჰქრი...

მე, ჩემ თავს ვამსგავსებ მატარებელს, რომელიც დაუსრულებელ ლიანდაგზე მიჰქრის...
ზოგან ჩერდება და ხალხით ივსება, მაგრამ მერე ისევ იცლება...
თუმცა, რაც უფრო გრძელია გზა იმის იმედი უფრო ღრმაა, რომ არასოდეს დავიცლები.
ყოველთვის გამოჩნდება ერთგული მგზავრი, რომელიც აბსურდულად ეცდება უსასრულო გზა ჩემთან ერთად გალიოს.
მთავარია გვწმადეს და თავად გავოცდებით, როდესაც თეთრ ფურცელზე თეთრი კალმით გავლებულ მკრთალ ხაზებსაც დავინახავთ.
აბსურდია, მაგრამ ადამიანური ჭეშმარიტებაა და უფრო ცხოვრებისეული...
ამ "ილუზიის" თუ არ დავიჯერეთ, მაშ რაღატომ ვცხოცხლობთ თუ ვიცით რომ, მაინც მოვკვდებით?! ბოლო ფრაზა გაცვეთილია, მაგრამ ამ ილუზიაშია რეალური.
მე არ დავიცლები! გზაც არ დასრულდება!!!
ვიცი რომ ოდესღაც მოვკვდები! ამის შეხსენება არ მჭირდება...
ხორციელი ხრწნა არაფერია, სწორედ
ეგაა აბსურდი ჩემთვის.
სიკვდილიც ილუზიაა...
მატლები დაესევა გასავათებულ სხეულს?
სასაცილოა...
მთავარია სული!
სულიერად არ უნდა დავმთავრდე!!!
ვიცი რომ არ დავმთავრდები!
იმიტომ რომ მჯერა
და რისიც გჯერა სწორედ ისაა რეალური!
დრო ყველას დაგვამჩნევს კვალს, იმ კვალს რომ იქ, მან ღრიალით, ხმაურიანად და შესამჩნევად გაიარა.
ჩემი ცხოვრება რომ დასრულდება, დაე ჭურჭელი დალპეს...
მთავარია, მე ისევ უჭურჭლოდ ვიყო სავსე.
სიგიჟეა!
ძალიან ხშირად, როცა მგონია რომ ემოციებისაგან დავცარიელდი და გავღატაკდი, გასაოცრად უცებ მთელი ძალით ვიპეყები და ვიმუხტები. საიდან ან როგორ ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ...

მე მატარებელი ვარ...
უსასრულო ლიანდაგზე მთელი სიჩქარით, ჭრიალით მივჰქრივარ... ვგუგუნობ... ვღმუი... შემაძრწუნებლად და საგანაგაშოდ ვბღავი... ხმამაღლა ვყვირი რომ მე ეს მე ვარ,
ის ვისაც საზღვრები არ აქვს...
მგზავრები?
ისევ ამოდიან და ჩადიან...
მე არ ვიღლები მათი ტარებით...
მე მათთან ერთად მთელი სისწრაფით ჰორიზონტზე მივრბივარ...

და მაინც შეჩერება არ ნიშნავს გაჩერებას!
ისევე როგორც წაგება დამარცხებას.скачать dle 11.3




№1  offline წევრი keti urushadze

ყოჩაღ ! <3

 



№2  offline წევრი Diosa Dela Tristeza

keti urushadze
ყოჩაღ ! <3

❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent