შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოსწონთ


24-08-2017, 21:02
ავტორი iname123
ნანახია 249

არ მოსწონთ

ამდენი ხანი მარტო,რატომ ვარ ახლა მივხვდი.მივხვდი რატომ არ ვაგრძელებ არავისთან ურთიერთობა ერთ კვირაზე მეტხანს.არ მოსწონთ ჩემნაირი გოგონები.არ ვჯდები არავის გემოვნებაში.ამაზე გული არ მწყდება საერთოდ,მაგრამ სადღაც მაინც მწყდება ალბათ.
არ მოსწონთ ჩემნაირი გოგონები ზედმეტად უბრალო ვარ.საშუალო სიმაღლის არც გამხდარი არც მსუქანი.ჩვეულებრივი გარეგნობის.არ მაქვს ზღვისფერი თვალები არც ჭაობისფერი და არც ქამელეონი.ჩემი თვალის ფერი ნორმალურად მეც არ ვიცი და სხვა როგორ დაინახავს.ნუ გეცინება.მართლა არ ვიცი ჩემი თვალის ფერი.რომ მეკითხებიან ტრადიციულად ვპასუხობ თაფლისფერითქო.
ზედმეტად იმპულსურიც ვარ.ზედმეტად დეპრესიულიც ვარ და ზემდეტად მხიარული.არა მგონია ვინმემ ჩემი ხასიათის ასეთ ცვალებადობას გაუძლებს.ცხოვრებაში არავინ მყვარებია.იცი ხანდახან მგონია,რომ არავინ და არაფერი მიყვარს.მერე კი თავს ვიმშვიდებ და ვამბობ:,,როგორ არა მიყვარს წიგნები,ფილმები,ლეკვები და...ააა ჰო მუსიკები მიყვარს.ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი და ანუ გამოდის,რომ სიყვარული შემიძლია.'' ესეც ასე სიყვარული შემძლებია,მაგრამ თავის მოტყუებამ ჰა ჰა ორი დღე გასტანოს და მერე მომეძალება უდიდესი სევდა და ვხვდები,რომ არავინ მიყვარს.
ღმერთო როგორი ეგოისტი ვარ.არავინ მიყვარს.დავიჯერო?არ ვიცი.არც ის ვიცი ვის ვუყვარვარ და არც ის ვინ მიყვარს.
იტყვით ახლა მშობლებიო?მე კი ირონიულად ჩავიცინებ მშობლები არა ისთქო.იმიტომ,რომ მათ არასოდეს გამოუხატავთ ჩემს მიმართ სიყვარული და უფრო მეტიც,მათი მხრიდან არასოდეს დამინახავს სიყვარულის გამოხატვა.
არც მეგობრები იკლავენ დიდად თავს,რომ სიყვარული დამანახონ.არა ნადმვილად არც კი ცდილობენ.მათ მხოლოდ ის უნდათ,რომ მე გავუგო და მე მივცე რჩევები,შემდეგ კი როდესაც ჩემი მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ ორთქლდებიან.სადღაც მიდიან შორს,შორს ძალიან შორს.არც ვეძებ,ხოლმე რადგან ვიცი ისევ მოვლენ და ისევ იგივე განმეორდება.
ადრე ვცდილობდი ყველა მყვარებოდა და ყველას ვყვარებოდი.გამომდიოდა კიდევაც.იმდენი მეგობარი მყავდა ხანდახან სათვალავი მერეოდა ხოლმე.მესენჯერში,როდესაც შევდიოდი ყველა ერთდროულად მწერდა და რჩევას და მხარდაჭერას მთხოვდნენ.მეც არ ვაყოვნებდი.
მერე კი...მერე კი მე დამჭირდა მხარდაჭერა და რჩევა და ჰოპ!უცბად გაქრნენ.უცბად ყველა შემომეძარცვა,როგორც ხეს ფოთლები.გაოგნებული ვიხედებოდი ჩემს ირგვლივ,თუ რატომ არავინ მყავდა გვერდით და თან მეცინებოდა,რომ ასე მწარედ ვატყუებდი საკუთარ თავს.თითქოსდა მეგობრები მყავდათქო.მეცინება ახლა ამაზე და თან მაინც მეტირება.მეგონა ბევრს ვუყვარდა და მეგონა ბევრს ესმოდა ჩემი,მაგრამ მწარედ შევცდი.ძალიან მწარედ.
0% არსებობს იმის,რომ ვინმეს ამ საიტზე ვახსოვდე მაგრამ მაინც გეტვყით..ადრეც მქონდა ეს საიტი და ისეთ პოზიტიურ ჩანახატებს ვდებდი,რომ მეც მიკვირს ახლა.მერე კი მივხვდი,რომ უაზრობა იყო და მეტი არაფერი.შენი თავი შენს გარდა არავის არ აინტერესებს.შენი თავის გარდა არავის არ უნდა ენდო.ხანდახან არც შენს თავს.
ვაიმე რაზე დავიწყე საუბარი და რაზე დავამთავრე.ალბათ იმის ბრალია,რომ დიდი ხანი არაფერი დამიწერია.რატომ?ვიცი,რომ არავის არ აინტერესებს და იმიტომ.არც ამას წაიკითხავს არავინ,თუ წაიკითხავენ იფიქრებენ,რომ ჩემს თავში ერთი აურზაურია ატეხილი მართალიც იქნება.
ზედმეტად არეული ვარ.ვერ დავლაგდი რაღაც.ვერ შევეჩვიე მარტოობას.ადამიანი მჭირდება,რომელიც გამიგებს და რომელიც მხარში ამომიდგება,მაგრამ არავინ არის ირგვლივ.არაუშვს.ეგ არაფერი შევეჩევი და შემიყვარდება კიდევაც ეს მარტოობა.
გმადლობთ ყურადღებისთვის.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Daniela

მარტოობას ვერ შეეგუები ეს შეუძლებელია დამერწმუნე! რაც შეეხება მეგობრებს, ყველას არ შეიძლება მეგობარი ეწოდოს. ზოგი უბრალოდ თავს გაჩვენებს ვითომ დიდად ადარდებდეს შენი პრობლემები, თუმცა გონებაში სხვა აზრები უტრიალებდეს. ასეთი მეგობრების ყოლას არ გყავდეს ის ჯობია. სიყვარულით კი ის უნდა შეიყვარო ვინც ამას იმსახურებს,რადგან ყველაფერს დამსახურება უნდა მეგობრობასაც და სიყვარულსაც.
როცა შენს " დეპრესიულ ჩანახატებს " ვკითხულობ ვხვდები, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხარ,რადგან რეალობას ზუსტად ისეთს აღიქვამ როგორიც არის და თავს არ იტყუებ. ამასთან ერთად გულწრფელიც ხარ, რაც ძალიან კარგია. ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ დააფასე საკუთარი თავი და არავის მისცე იმის უფლება, რომ გული გატკინოს.

 



№2  offline √ წევრი ™ stranger9

"ალბათ იმის ბრალია,რომ დიდი ხანი არაფერი დამიწერია.რატომ?ვიცი,რომ არავის არ აინტერესებს და იმიტომ.არც ამას წაიკითხავს არავინ" - არ მესმის მათი, ვინც მკითხველისთვის წერს. წერა გრძნობების, ემოციების, გამოუთქმელი სიტყვების გადმოცემაა. განთავისუფლება იმისგან, რაზეც ახლა გვიყვები. ადამიანებს გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება ლაპარაკი და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება. თუ ჯერ ვერ იპოვე ასეთი ადამიანი, მომავალში აუცილებლად იპოვი. მეტად ეცადე, გაიხსენი და დამიჯერე არსებობენ სანდო ადამიანები

 



№3 √ სტუმარი ™ Guest Lilia

გამარჯობა, ვიცი ყველაზე სულელური და ბანალური ფრაზაა მაგრამ მესმის შენი. მართლა მესმის.მეც მსგავს მდგომარეობაში ვარ. საერთოდ ძალიან იშვიათად ვწერ ხოლმე კომენტარებს, მაგრამ ეხლა თითქოს ვიღაც ჩემს მაგივრად წერდა. ყველას გვინდა ხოლმე რომ ეგეთი ადამიანი გვყავდეს, მაგრამ ალბათ შეუძლებელია პოვნა, არვიცი. გაივლის ეს პერიოდიც ❤

 



№4  offline √ წევრი ™ Saly

არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება, გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები შენი დანახვის თანავე ჩასახუტებლად რომ გამოიქცევიან. ახლა თუ ასეთი მოწყენილი და სიყვარულს მოკლებული ხარ, იცოდე რომ მომავალში დიდი სითბო გელოდება. ეცადე გახალისდე და ეს ძვირფასი დრო მოწყენილად ყოფნაში არ დაკარგო დაა ბევრი მეგობარი არც გჭირდება ისინი ყველანი ყალიბები იქნებიან, მთავარია ერთი-ორი შენნაირი გადარეული ნახო და ცხოვრების ბოლომდე ემეგობრო.

 



№5 √ სტუმარი ™ Guest მარიამი

ასე მგონია ჩემსთავზე დაწერილს ვკითხულობდი :)) მე მესმის შენი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent