შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიღაც


8-09-2017, 16:56
ნანახია 270

ვიღაც

ვიღაც

მძულს დრო და მისი სისწრაფე... მძულს დრო, რომელიც შეუჩერებელი და დამანგრეველია... დრო იმდენად შემზარავია, რომ მასთან ერთად ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, მაინც ვცხოვრობ... ან უბრალოდ ვცოცხლობ... თუმცა დრომ რა დააშავა... ადამიანებმა დააშავეს... ისინი, ხომ საზიზღრები და ამაზრზენნი არიან... დრო უბრალოდ მსხვერპლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უნდა შევიძულო... მხოლოდ ადამიანები... ყველა...
მძულს ჩემი თავიც, რომ არ ვარ ძლიერი...

მინდა მათ დამივიწყონ მე ან მე დავივიწყო ისინი...


***

ეს არის საუკეთესო აღმასვლა დაღმასვლისკენ. ეს არის ამაო ბრძოლა, რომელსაც იოტისოდენა შედეგიც არ აქვს... ამაოების ბაზარში ერთ-ერთი ამაოება ვარ... ერთ-ერთი ამაოება, რომელიც იქ შეუმჩნეველია, მაგრამ აქ ისეთი კაშკაშაა, რომ თვალს წამითაც ვერ გაუსწორებ.


***

რეალობა - ეს ყველაზე მწარე ხილია... ყველაზე საშინელი რამ... მე , ყოველთვის ტკბილ და სასიამოვნო ტყუილს ვამჯობინებ, მწარე და შეუცვლელ სიმართლეს, რამდენადაც დაუჯერებელი და გაზვიადებული არ უნდა იყოს.
ტკბილი ტყუილი - ამაზე სასიამოვნო და მშვენიერი არაფერია... გთხოვთ, მომატყუეთ. ეს ძალიან მინდა... მე ლამაზი ტყუილი მინდა... კიდევ ბევრი ლამაზი ილუზია...


***

ადამიანივით დაბინძურებულია ფეხსაცმელები. სულ ტალახში ვარ... ნერვები მეშლება. ადრე მიყვარდა ტალახი. მას ვჭამდი. გემრიელი იყო.
წვიმა მიყვარს... წვიმა ძალიან მიყვარს... ჩემი თავის და წიგნების შემდეგ წვიმა მიყვარს... ის ისეთი სასიამოვნო, გრილი, ლამაზი, გენიალური და მშვენიერია, როგორ შემიძლია არ მიყვარდეს... საამო წვიმა... შთამბეჭდავი წვიმა...


***

ამ წამს ინვალიდის ეტლში ვზივარ... არა იმიტომ, რომ ხეიბარი ვარ, არამედ, იმიტომ რომ მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ... საუცხოო და ზედგამოჭრილი ადგილია, ჩემნაირი ზარმაცებისთვის. ადამინებისთვის, რომლებსაც გადაადგილება ეზარებათ და სულ ეძინებათ, მაგრამ არ იძინებენ... თუმცა მაინც გადიან გარეთ, როცა მეზობელი დაუძახებს, ბურთი ვითამაშოთო... გარეთ გასვლა არ მინდა, მაგრამ მაინც გავდივა... ეს სასაცილოა... კი, კი - ნამდვილად სასაცილოა... მაგრამ არ მეცინება...


***

თავი მომაბეზრეს... მათთან ერთად საკუთარი თავიც შემძულდა... მინდა მუდამ სახლში ვიჯდე და გარეთ არ გავიდე... ისინი ისეთი საძაგლები და საშინელნი არიან... უნიჭო მსახიობები არიან, მაგრამ ამავე დროს ნიჭიერებიც... ზოგი არც არის მსახიობი, რაც მემგონი ყველაზე ცუდია... ან პირიქით... არვიცი... ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...


***

ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ასეთი არ უნდა ვიყო... ახლაც მეუბნებიან... მაძალებენ, რომ გარეთ გავიდე... არ მინდა გასვლა. - ეს რთულად გასაგებია? - საერთოდ არა, მაგრამ მაინც მაძალებენ... ფუუ, დაძალება - ეს კიდევ ერთი ამაზრზენობაა, რომელიც ადამიანთა სამყაროში ცხოვრობს... ადამიანთა სამყაროში კიდევ უამრავი ამაზრზენობა, შემზარავობა და გულის მომკლავი რამ ცხოვრობს, ცოცხლობს, თვით ადამიანთა ჩათვლით... მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ...


***

გამიგია, რომ ყველა ადამიანი საკუთარი თავის ღმერთი, უნდა იყოს. არ მახსოვს სად გავიგე... მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ვიცი... მე არ ვარ... უფრო სწორად ვერ ვარ საკუთარი თავის ღმერთი... ალბათ ამაზე ცუდი რამ, ძნელად მოიძებნება...
მინდა ყველა და ყველაფერი ისეთი იყოს, როგორიც მე მინდა, რომ იყოს...


***

მე არ შემიძლია დაშვებული შეცდომის გამოსწორება... და სულ ოდნავაც თუ ვეცდები რაიმეს შეცვლას - ამაო იქნება...



ავტორი: ნატალი მწარიაშვილი, 13 წლის
(მწარე)скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent