შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ


11-09-2017, 14:01
ავტორი მწარე
ნანახია 319

ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ

დღეს, გამთენიისას საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი მოვიდა, წერილი მომიტანა.

უცნობი ქალის წერილი იყო.
დამანაღვლიანა წერილის შინაარსმა და დედას ვეუბნები, დედა, თუ რამე და მალე მოვკვდე, პრაღის სასაფლაოზე დამმარხეთ, დორეანის არა, მაგრამ ჩემი საუკეთესო პორტრეტი შეარჩიეთ და საფლავის ქვაზე ის დაახატეთ_ მეთქი.
შეშფოთდა დედაჩემი, დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რა იდიოტი გვყავხარ, მე და მამაშენი ერთობ საბრალონი ვართ შენს ხელშიო.

რა მეთქვა, არავის ესმოდა ჩემი.

მერე ტელეფონი ავიღე და დავრეკე, პიუზომ მიპასუხა, ნათლიას დამალაპარაკე-მეთქი, ვუთხარი.
ნათლიაშენი გასულია აქვე, ტრიუმფალურ თაღთან თავის სამ მეგობართან ერთად, რომ მოვა გადავცემ, რომ დარეკეო.

გარდერობი გამოვაღე, სვიტერს ვარჩევდი, ვერ ჩამოვყალიბდი წითელი ჩამეცვა თუ შავი. მერე ისევ სამოსელი პირველი მოვიცვი და ალუბლის ბაღისკენ გავედი, წიგნს წავიკითხავ-მეთქი.
გზად კაცი დამეჯახა, რომელიც იცინოდა.
სალამ ალეიქუმო-მითხრა. მივხვდი, ვიღაც სტამბოლელი იყო და აღარ გამოველაპარაკე.

იქვე, ვიღაც ალქიმიკოსისგან ბაბუაწვერას ღვინო ვიყიდე 99 ფრანკად, წიგნს უხდება, დავლევ-მეთქი.

უცებ, ორმა პოლიციელმა გამაჩერა, წიგნის ქურდს ვეძებთ, თვალი ხომ არ მოგიკრავთო. არა-მეთქი, ვიუარე.

საიდან სადაო, ჩემი ლამაზი მეგობარი გადამეყარა, ჩვენს ძველ ნაცნობზე, ვერთერზე არასასიამოვნო ამბავი მითხრა.
დავნაღვლიანდი.

იქვე დავსხედით და ყოფის აუტანელ სიმსუბუქეზე შევყევით საუბარს.
...

სკამთან, ალუბლის ბაღში, კატა მური თავისიანებს ესაუბრებოდა თავის ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე.

1984 წელი.
ჩემი მოგონებებიდან.

ისიამოვნეთскачать dle 11.3




№1 სტუმარი გვანცა))

როგორ მომწონს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent