შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

Trainers


15-09-2017, 17:19
ავტორი ანამარია ✨
ნანახია 375

Trainers

სკოლის პირველი დღე...
უამრავი საგნები
გულისამრევი კლასელები
მასწავლებლების დაზეპირებული ტექსტები
კურიოზები
და ახალი კლასელები...
აი ასეთია ჩემი სკოლის პირველი დღე.
დღეს 15 სექტემბერია,რაც ჩემი ტანჯვის დაწყებას ნიშნავს.არც კი მჯერა რომ უკვე მეთერთმეტე კლასელი ვარ,ალბათ ამასთან შესაგუებლად დიდი დრო დამჭირდება.
საწოლიდან თმა აბურძგნული წამოვიმართე და წუწუნით შევფლახუნდი სამზარეულოში.დიახ ჩემი დილა რათქმაუნდა სამზარეულოთი იწყება და არა სააბაზანოთი.ჩემთვის პირველი ჭამაა ! მითუმეტეს სახლში თუ ყოველთვის გეგულება ორი ნაჭერი პიცა.საუზმის შემდეგ თავი მოვისწესრიგე და გარდერობი გამოვაღე.საკიდზე დაკიდული ცისფერი ზოლიანი საროჩკა,შავი მაღალწელიანი შარვალი და „ნიუ ბალანსების“ ვარდისფერი ბოტასები გამოვიღე.მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმა „აჩეჩილ“ კოსად ავიწიე.მოსკინოს შავი ჩანთა ავიღე და სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე.თავს შევუძახე რომ ამას ადვილად შევძლებდი.ყველლაზე მეტად ვერ ვიტან სკოლის პირველ დღეს,ამ დღეს ყველა შეძლებისდაგვარად (მეტწილად) ყალბია.დედამ როგორც ყოველთვის შემდეგი ფრაზით გამომაცალა „ყურადღებით იყავი,მასწავლებლებს მოუსმინე და არ გააბრაზო“,მეც რათქმაუნდა „ჰო დედა,აბა რა დედა,რათქმაუნდა“ სახით დავეშვი კიბეებზე და სკოლისაკენ გავემართე.ამინდზე არაფერს ვიტყვი,ისე ცხელოდა მიკვირს სული რო არ აღმომხდა.
როდესაც სკოლის ეზოს მივადექი ყალბი ღიმილი ავიკარი და ყალბი მეგობრების ძებნა დავიწყე.როდესაც შევამჩნიე მათკენ გავემართე.იმდენი ადამიანი გადავკოცნე ლოყა წამაცალეს,ორი საათი მპუაჰ მპუაჰ გავიძახოდი.მიუხედავად იმისა რომ კლასში სულ 12 ბავშვი ვიყავით დრო მაინც უაზროდ გავატარე.მარტო ხუთი გოგო ვიყავით.პირველი გაკვეთილი დაიწყო.ქიმიის მასწავლებელმა რაღათქმაუნდა დაიწყო მომაბეზრებელი ტექსტი,რომელსაც არავინ არ უსმენდა.რკინის კარებზე დამრიგებელმა დააკაკუნა,ბოდიში მოიხადა და ვიღაც გრძელთმიანი ტიპი შემოათრია.გაიცანით ეს თქვენი ახალი კლასელია.ურააა! ჩემმა ძმაკაცმა გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.მეთქი რა ჯანდაბა უნდათქო და გვერდზე რო მივიხედე ამ ბიჭს ვხედავ.ჩემთან დაჯდა და გამიღიმა.ზედაც არ შევხედე და როდესაც მის სახეზე შემხმარ ღიმილს თვალი მოვკარი ბოროტულად ჩავიცინე.ვგიჟდები როდესაც ადამიანს სიამოვნებას ვაშხამებ! უკნიდან ჩემი „ძმაკაცი“ მეჭორავება რაღაც უაზრობებს.ფურცელზე დიდ ხეს ვხატავ და არავის ყურადღებას არ ვაქცევ.როდესაც ძმაკაცი მიხვდა რომ ჩემთან საუბარს აზრი არ ქონდა ჩემს გვერდზე მჯდომს გაუბა საუბარი,რომელიც სრულიად ჩუმად იჯდა და მიყურებდა.მისი მზერით შევწუხდი და სხვაგან გადაჯდომა ვითხოვე.ყურებში ყურსასმენი გავირჭე და ხატვა გავაგრძელე.როდესაც ვიღაცამ შემანჯღრია მივხვდი რომ ზარი უკვე დარეკილიყო.ფანქარი და ფურცელი ჩანთაში ჩავაგდე და არსებულ საზოგადოებას თვალი მოვავლე.როდესაც უცნობის მზერას გადავაწყდი თვალი თვალში გავუყარე და თავი ოდნავ შესამჩნევად გავაქნიე.
ორი გაკვეთილი სრულიად უაზროდ გავატარე.მესამე გაკვეთილის დასვენებაზე გაყინულ გამათბობელთან მივედი.ტელეფონი ამოვიღე და ინტერნეტში შევედი.“გადამარჩინე“-ს კითხვა გავაგრძელე და იქ არსებულ სამყაროს სრულიად გამოვეთიშე.როდესაც ჩემი ფეხების წინ მდგარი შავი ნიუ ბალანსები დავინახე ავიხედე და კინაღამ ახალ გადმოსულ ბიჭს თავი ავარტყი.ჩემზე არც თუ ისე მაღალი ბიჭი იდგა.წამში ვიგრძენი რამოდენიმე წყვილი თვალი რომელიც ჩვენსკენ იყო მომართული და სიტუაციის განვითარებას ელოდა.როდესაც ხმა არ ამოვიღე და კუპრივით შავ თვალებში მივაჩერდი გაიღიმა და სახეზე „გავითსნოთ ლამასო“-ს მზერა აიკრა.რამოდენიმე წამი ადგილზე იქანავა და შემდეგ ხმა ამოიღო.
- ლამაზი ბოტასები გაცვია. - მის სიტყვებზე უცნაურად გამეღიმა
- სხვა ვერაფერი მოიფიქრე?
- ჩემს ბოტასებს უხდება. - ნიშნის მოგებით მითხრა და „ჰო არა?!“ სახით გადავხედე. - მე ნიკა მქვია. - თავი დავუქნიე და ისევ ტელეფონში ჩავძვერი. - არ მეტყვი შენ რა გქვია? - თვალები მომაბეზრებლად ავატრიალე და გავუღიმე
- ანა მარია.
- ვა,სახელიც რა ლამაზია? - გაოცებულმა თქვა და გვერდით ამომიდგა.როდესაც მისი მხარი შემეხო უხერხულად შევიშმუშნე და ოდნავ შესამჩნევად გავიწიე.როდესაც ჩემს ირგვლივ ინტერესით აღსავსე სახეები დავლანდე,გამათბობელს მოვშორდი და დაქალებთან ჩავჯექი.როდესაც ნიკას გავხედე გვერდულად ჩაიცინა და გამათბობელს მოშრდა.ჩვენთან მოვიდა და თავზე დამადგა
- რა იყო კი არ შეგჭამ. - სიცილით თქვა და მერე ჩაფიქრდა.სერიოზული სახით დამხედა და მითხრა - არა,შეიძლება შეგჭამო. – „საყვარლად“ გაიღიმა და დაგვტოვა.წამში შევამჩნიე მისი „ფისოები“. მისი ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ გადმომხედა.ახლა ალბათ სახეზე იმხელა გაოცება მეტყობოდა.დაქალებმა გადაიკისკისეს.
- ვიღაცას ვიღაც მოეწონაო!
- გაები ჩიტო მახეში ? - მაცდურად მეკითხება ლიზა
- მახეში არა კაკანეთი კიდე. - მომაბეზრებლად ვამბობ და მათ ხარხარზე უაზროდ ვიღიმი.
- ისე,მაგ ჩიტისგან თავი შორს დაიჭირე.
- ხო აი ზედ ვახტებოდი და. - სარკასტულად ჩავილაპარაკე და სახე ხელზე ჩამოვდე.
- და რატო არ უნდა მიახტე? ჩასაკბენჩი ბიჭია. - სიცილით თქვა გვანცამ,რაზეც გულწრფელად გამეცინა.
- არ ვხუმრობ,ამბობენ ემოაო ! - წარბები შევჭმუხნე და ცალყბად გავიღიმე
- ქაი ?! - მისკენ გავიხედე და ისევ გოგოებს მივუბრუნდი - გაფიცებ რა ეტყობა ახლა ამას რო ემოა? სუ შავები რო აცვია მაგიტო?
- ნწ,მორგში დადის!
- არ მჯერა. - თქვა ლიზამ
- გეფიცები.
- და რა დარწმუნებული ხარ?
- სრულიას ნორმალურად გამოიყურება.
- ხოოოხ? - გაიცინა ელენემ - მართლა ხო არ მოგეწონა შემთხვევით?
- რას ბოდავ გოგო,მე ეგეთი ტიპაჟები არ მიზიდავენ.
- ზატო,იმას იზიდავ უეჭველი „ჩემს ფეხსაცმელებს უხდება“ „ვა,სახელიც როგორი ლამაზია?!“ - გამოაჯავრა ნიკას რაზეც გამეცინა
- ნუ სულელობ.
- აბა მარტო შენ რატო დაგელაპარაკა კლასიდან? ბოკუჩავამ იმდენი ეტლიკინა მაგრამ ვერაფერი დააცდევინა.
- ვაიმე ხალხნო თემა შეცვალეთ რა?
- ქაი,ქაი..
გოგოებმა თავისთვის ლაპარაკი გააგრძელეს.მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია,ზოგჯერ მისკენ ვაპარებდი ხოლმე თვალს.გავხედე და თვალი ჩამიკრა.ამას ხო არ უნდა ტაფა ვურტყა ?!
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჩანთა მოვიკიდე და შენობა მალევე დავტოვე. ქვაფენილზე ჩამოვჯექი და ავტობუსს დაველოდე.ტელეფონი ამოვიღე და საათს დავხედე.უკვე ოთხის ნახევარი იყო.როდესაც თავზე ჩრდილი დამადგა ზემოთ ავიხედე.ის იყო.რა უნდა?რატომ არ მეშვება!ჩემს გვერდით ჩამოჯდა და მუხლები მოკეცა.რამოდენიმე წუთი ჩუმად იყო და უცნაურად მიყურებდა.
- მარშუტკას ელოდები?
- ავტობუსს. - მოკლედ მოვუჭერი და მზერა ავარიდე.
- რა დამთხვევაა? - გაოცდა და გადმომხედა. მხოლოდ ამით შემოიფარგლა ჩვენი „დიალოგი“.
როდესაც ავტობუსი მოვიდა ავედი და ადგილი დავიკავე.არც მან დააყოვნა გვერდით მომისკუპდა.გავბრაზდი და მის მომღიმარ სახეს ყურადღება არ მივაქციე.როდესაც მისი ფეხის შეხება ვიგრძენი ფეხი გამოვწიე.რამოდენიმეჯერ კიდევ სცადა შეხება.მივუბრუნდი და კბილებში გამოვცერი
- ფეხებში არ გადატყდე !
- ნუთუ? დიდმა ანა მარიამ ყურადღება მომაქცია !
- რა გინდა?
- რა მინდა.
- რატომ არ შემეშვები?
- იმიტომ რომ არ მინდა. - თვალები ავატრიალე და საზურგეს მივეყრდენი - მაგ ლამაზ თვალებს მასე ნუ ატრიალებ თორე ამოგივარდება.
- შენი აზრით ლამაზი თვალები მაქვს? - ჩემს კითხვაზე დაიბნა,ნამდვილად არ ელოდა ჩემგან ამ შეკითხვას.რომ იცოდეთ ახლა გულში როგორ მიხარია მისი დადებილებული სახის ყურება.
- არა მარტო. - კვლავ ფორმაში ჩადგა და გაიღიმა.ახლა რო გირტყავ მაგ გაღიმებულ სახეში მერე ნახავ შენ !
- შენზე ამბობენ ემოაო. - ვთქვი და მისი ხარხარი ერთი იყო.მთელი ავტობუსი შეხტა.მათ გაოცებულ მზერაზე მინდოდა მეც გამეცინა.
- ემო? სერიოზულად? და შენც დაიჯერე ხო?! შენი აზრით ემო ვარ? - დასერიოზულადა და ჩემსკენ მობრუნდა.
- სხვისი ნათქვამიდან არასოდეს ვმსჯელობ.
- შენი აზრით ემო ვარ?
- და ხარ?
- ანა მარია.
- ჩემს აზრს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?
- რათქმაუნდა!-რამოდენიმე წუთი ჩაფიქრებულმა ვუყურე.როდესაც პასუხი ვერ მიიღო გაუკვირდა-როგორც ჩანს შევცდი, შენც იმ რიცხვს მიეკუთვნები რომელიც ადამიანის ნათქვამიდან მსჯელობს.სამწუხაროა...
- არა.
- რა არა?
- ასე არ ვფიქრობ.
- ამას იმიტომ მეუბნები რომ ჩემს თვალში განსაკუთრებული გამოჩნდე ?
- განსაკუთრებულობა არაფერში მჭირდება,არ ვცდილობ ვიყო ის ვინც არ ვარ.განსაკუთრებულობა არაფერში მჭირდება,მითუმეტეს მათთან ვის თვალშიც ისედაც ასეთი ვარ.ასე არ არის?
- გგონია რომ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ?-გამომცდელი მზერა მესროლა და მაცდურად გამიღიმა
- კი ასე მგონია,რადგან სხვა შემთხვევაში ჩემდამი ასეთ ყურადღებას არ გამოიჩენდი,ისე გაივლიდი როგორც უბრალო გამვლელი.
- საინტერესო ხარ იცი?ღმერთო ძალიან მომწონს შენი ბოტასები!-აღფრთოვანებულმა თქვა
- და არა მარტო ბოტასები ჰო?-სიცილით ვთქვი და გზას გავხედე.скачать dle 11.3




№1  offline წევრი Daniela

საყვარლობააა! გააგრძელე რა heart_eyes kissing_heart

 



№2  offline წევრი ანამარია ✨

Daniela
საყვარლობააა! გააგრძელე რა heart_eyes kissing_heart

არ ვიცი რა იქნება მომდევნო დღეებში,თუ რაიმე საინტერესო მოგონებები დავაგროვეთ გავაგრძელებ აუცილებლად smilesmilekissing_heartkissing_heart

 



№3  offline ახალბედა მწერალი sopiko

ეს სულ რეალობაა?

 



№4  offline წევრი OnlyGirl

ზოგჯერ ასეც ხდება :დდდ heart_eyes

 



№5  offline წევრი ანამარია ✨

sopiko
ეს სულ რეალობაა?

კი

OnlyGirl
ზოგჯერ ასეც ხდება :დდდ heart_eyes

smilesmilesmilekissing_heart

 



№6  offline წევრი Daniela

რა სინტერესო ცხოვრება გქონია <3

 



№7  offline წევრი ანამარია ✨

Daniela
რა სინტერესო ცხოვრება გქონია <3

უჰ ძალიან,იშვიათობაა ესეთები ხოლმეsmilesmilesmile

 



№8  offline წევრი veroo

მიაქციე ყურადღება

 



№9  offline წევრი ანამარია ✨

veroo
მიაქციე ყურადღება

არ მიზიდავს,მეგობარივით ნამდვილად ვერ მოვექცევი.(ჯერ)

 



№10 მოდერი ენემი

აი ეს რო არ გააგრძელო ჩათვალე ეგ ბიჭი მორგში გიპოვის

 



№11  offline წევრი ანამარია ✨

ენემი
აი ეს რო არ გააგრძელო ჩათვალე ეგ ბიჭი მორგში გიპოვის

laughinglaughinglaughinglaughinglaughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent