შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი(სრულად)


22-09-2017, 12:24
ავტორი tasusuna
ნანახია 4 162

თვალებს ვერ ვახელ ისეთი დასიებული მაქვს და მტკივა..
იმედგაცრება კისერში მიჭერს მარწუხებივით.
აღარ ვიცი საით გავექცე მტარვალ ფიქრებს.
–მიტოვებული.
–ნაღალატები.
–გაცვლილი.
მთელი შიგნეული მესერება ბასრი დანით.
ბასრი ფიქრებით.
–მიატოვეს.
–უღალატეს.
–გაცვალეს.
და დაუსრულებლად.
კედელზე მიყრდნობილი მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.
–მიმატოვეს.
–მიღალატეს.
–გამცვალეს.
სიცოცხლის ამაოებას მთელი სიცხადით აღვიქვამ.
ვგრძნობ,აღარ დამიდის სისხლი ვენებში.
აღარ ფეთქავს გული.
ვეღარ ვგრძნობ სიცოცხლის ნიშანწყალს.
მოვკდი.
მომკლეს.
გამანადგურეს.
გადამიარეს და..
–უხარიათ.
–ზეიმობენ..
–ღრეობენ..
ოთახში მიმოფანტულ ნივთებს ვაკვირდები.
სარკის ნამსხვრევები ყველა კუთხეშია გაფანტული.
იყო დრ,წამდაუწუმ ვიხედებოდი შიგნით.
ვიხედებოდ და მივდიოდი.
მივდიოდი და ვნახულობდი.
ვნახლობდი და ვეხუტებოდი.
ვეხუტებოდი და ვთბებოდი.
ვთბებოდი და ვბედნიერდებოდი.
მივდიოდით ხელიხელჩაკიდებულები და ყოველ ნაბიჯს ვითვლიდი.
ყოველ ბედნიერ ნაბიჯს...
იმდენად უთვალავი იყო,მერეოდა,ვჩერდებდი და თავიდან ვიწყებდი.
იმდენად პარადოქსულად მეჩვენება ამ ყველაფრის მერე მისი ქმედება,რომ მიკვირს.
რატომ
–მიმატოვა.
რატომ
–მიღალატა
რატომ
–გამცვალა..
ვერ ვიჯერებ,რომ მართლა არ არსებობს არაფერი მარადიული.
მარადიული სიცოცხლისაც კი მჯეროდა..
გესმით??
მარადიული სიცოცხლის.
მარადიული არარის სიცოცხლე?როცა იცი რომ უყვარხარ და მთელი ცხოვრება ეყვარები?
მარადიული არარის,როცა გეიმედება?
მარადიული არარის,როცა იცი,რომ გელოდება?
როცა იცი,გწამს,გჯერა,მაშინ ყველაფერი ადვილია და გეფიცებით
ახლა,სული მარტო იმისთვის მიკვდება,რომ აღარ მჯერა მარადიულობის.
თეთრ ზეწარს მაგრად ვიკრავ სხეულზე.
შემცივდა.
მახსოვს,შუა დეკემბერში,სულ რომ ფარატინა მაიკით ყოფილიყო,აბუზულს რომ დამინახავდა,გაიძრობდა,მომახურავდა,კისერს გამომიწევდა.
–მოდი,ცხვირი წაგყინვა,გაითბეო–ო და მეც,დაბარებულივით,წამში მოვხვევდი კისერზე ხელებს და თბილს კისერში ჩავრგადი მოყინულ სახეს.
გამაჟრჟოლა..
ახლაც ვგრძნობ,როგორი ცივი მაქ სახე..
მაგრამ..
ვეღარ მათბობს ზეწარიც..
აღარც სურვილი მაქვს,გავთბე.
აღარც სურვილი მაქვს არაფრის..
ზურგზე ვწვები და თეთრ ჭერზე გადამაქ მზერა.
ჭაღივით ჭრელი იყო იმ დღეს ბუნებაც,ხასიათიც და ისიც.
ჭრელი და ამღვრეული.
იმდენად ამღვრეული,რომ დაბნეულობა მეც გადმომედო და,თვლაც ვეღარ შევძელი.
ნაბიჯების.
ასამდეც ვერ მივდიოდი..
ვეღარც ვეკითხებოდი,რა ხდებათქო,იმდენად გამაღიზიანა დაუთვლელმა ნაბიჯებმა..
უმისამართოდ მივდიოდით..
სკვერიდან სკვერში.
ქუჩიდან ქუჩაზე.
ფიქრებიდან ფიქრებზე.
ხელი ჩაკიდებული გვქონდა.
მაგრამ,ვგძნობდი..
როგორ უკანკალებდა კიდურები და ვხვდებოდი.
გაცრეცილი გამოსახულება ნელნელა აშკარავდებოდა..
როცა გავიაზრე მოსალოდნელი დიალოგი,ნაბიჯები შევაჩერე და ავხედე.
ამღვრეოდა მზერა და სირცხვილი ჩადგომოდა თვალებში.
გამხელიილმა თავი ჩახარა..
სიტყვაც ვერ მითხრა.
სამაგიეროდ,მისი თვალები ამბობდა:
–მიგატოვე
–გიღალატე
–გაგცვალე.
ამაკანკალა.
მხოლოდ ერთ კითხვაზე მინდოდა პასუხი–რატომ..
რატომ მე.
მაგრამ,ვერც ვკითხე და ვიცოდი,ისეთი იყო,ვერც მიპასუხებდა.
ამიტომ,
წამოვედი.
მის მერე
დავდივართ მარტო
მარტო მე,თორემ ის..
გაუაზრებლად გადავუსვი მის დაწნულ სამაჯეს ხელი.
რომ მაჩუქა,თან დააყოლა:
როცა ყველაზე მეტად მომენატრე,მაშინ გავაკეთე ეს..
როცა დახედავ,ყოველთვის იცოდე,რომ უსაშველოდ მენატრები..
ნეტავ,ახლა თუ ვენატრები??
ალტერ ეგოს ხარხარმა უცებ გამომაფხიზლა..
–ახლა სხვა ენატრება–ო,არ დამაკლო ირონია.
სმწრით მიმანარცხა თეთრ ჭერს ფიქრებმა.
თეთრი..
–თეთრ კაბაში რომ გიყურებ,სული მელევაო–მეუბნებოდა..
–თეთრში სულ ყველაზე ლამაზიხარო–აყოლებდა.
–გატყუებდა.–ისევ ჩამცხო გულში ბასრი ბებუთი მეორე მემ.
ტკივილისგან დამეღარა სახე.
გული საშინლად ამტკივდა.
თვალები მთელი ძალით დავხუჭე.
არა,არა ღმერთო.
აღარ მინდა თეთრი.
ვგრძნობ,სახე როოგორ დამიცვარა ცივმა ოფლმა.
ხელიც ამკანკალებია.
–კვდები?–სამარისებული სიჩუმე შიგნიდან მომავალმა ხმამ დაარღვია.
–კვდები ხომ??–ახარხარდა გულმუცელში ვიღაც.
ოდნავ გამეღიმა.
თვალები ძლივს ავახილე.
მაინც ის დღე მახსენდება.
როგორი უსუსური.
როგორი შეშინებული.
როგორი დამფრთხალი.
შერცხვებილი
გახრწნილი მზერა ჰქონდა,მაშინ,უსტყვოდ რომ ვამხილე ღალატში.
მისი სხეული წარმომიდგა..
ისეთი ბოლოს რომ იყო.
დაპატარავებული.
დაბეჩავებული.
დააავადმყოფებული.
–თავს გაჩვენებდა ეგრე.–ისევ ჩამარტყეს გულში ურო.
–არაა!–მთელი ხმით ვიყვირე.
იოგები ჩამეხლიჩა.
თითქოს ძალა მომეცაო,მომენტალურად წამოვხტი ლოგინიდან და კედლებზე არსაიდან გაჩენილ სამ ფიგურას ყვირილი დავუწყე.
–თქვენ რას მასწავლით.
თქვენ რა იცით.
მას მე ვუყვარდი.
მას მე ვუყვარდიი!–ხმა წამერთვა.
ქარის მტანილი მხნეობა ქარმავე წაიღო.
ძალაგამოცლილი მივესვენე იატაკს.
–ის არ მიღალატებდა..
ჩურჩულით,ძლივს გასაგონად აღმომხდა..
–მას მე ვუყვარდი!–აგონიაში მყოფი ჩემ თავს ვატყუებდი.
–თავს ნუ იტყუებ–ღიმილით დაიძრა უფორმო სხეული ჩემკენ.
მან მიგატოვა..
–მან გიღალატა–მეორეც ნაბიჯ–ნაბჯ აედევნა.
–მან გაგცვალა–სატანურად ჩაიცინა ბოლომ და გველებივით შემომეხვივნენ.
კაეშანივით მომიხუთეს სასუნთქი გზები.
უმოწყალოდ ჩამითრიეს უსასრულო მორევში.
მიმათრევდნენ.
მახეთქებდნენ.
ჩამძახოდნენ.
–მიგატოვა.
–გიღალატა.
–გაგცვალა.
მომისპერ ყველაფერი.
დამგლიჯეს.
სხეულ დამინაწევრეს.
დამაჩოქეს.
გამწირეს.
დამაბეჩავეს.
დამასახიჩრეს.
გამაუბედურეს.
დამტვირეს.
ეს რა მიქნა.
ამისთვის როოგორ გამწირა.
ამსთვის რანაირად გამიმეტა.
რატომ მომკლა?
რატომ მიღალატა?
რა დავაშავე?
ბოლოს ვიგრძენი,გული როგორ გამიჩერდა და..
უსასრულო მორევში,ისევ მივქროდი ნაღალატევი ქალი.
___________________________

მაპატიეთ,თუ დაგამძიმეთ.
მაპატიეთ,თუ უვარგისია.
გელით.
თქვენი:ანასტასია



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

მე მომეწონა ძალიან კარგი იყო ყოჩაღ, ბრავო შენნ რაღაც ისეთი ამოვიკითხე რეალობასთან მზგავსება ივრძნობა რაღატომღაც გულზე მომხვდა ალბათ იმოგომ რომ ნაწილობრიმ მეც შემეხო ღალატი❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Gogona rmigraciidan
მე მომეწონა ძალიან კარგი იყო ყოჩაღ, ბრავო შენნ რაღაც ისეთი ამოვიკითხე რეალობასთან მზგავსება ივრძნობა რაღატომღაც გულზე მომხვდა ალბათ იმოგომ რომ ნაწილობრიმ მეც შემეხო ღალატი❤

მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Mtirala

დამამძიმე... და ამას ვერ გაპატიებ!

ძალიან კარგად წერ... ჩემმადე მოვიდა და ამან მატკინა გული... ამან დამამძიმა!

ყოჩაღ..! კარგი გოგო ხარ, ანასტასია!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4 სტუმარი მოცინარი

დედას გეფიცები ამეტირა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent