შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლივით თეთრი გქონდა ხელები


3-10-2017, 19:58
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 327

თოვლივით თეთრი გქონდა ხელები

უფროსია... ჩვენ შორის თითქმის ისეთი ზღვარია, როგორიც ცოცხალთა და მკვდართა საუფლოებს შორის.
ის ოჯახის მეგობარია.
მას გრძელი, მშვენიერი თითები აქვს.
ანუ ყოველთვის, როცა ამ თითებს შორის სიგარეტგაჩრილი დაწვრილებული თვალებით მიყურებს და ცდილობს, მისი თვალთვალი ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩეს, მე ცალი ტუჩით მეღიმება.
როცა მეგობრებთან დაუსრულებლად ვლაპარაკობ მის თვალებზე, მე მას ყაყაჩოს ვეძახი.
წითელი ფერი გადაჰკვრია მის წვერსა და თმას, სხეული მწვანე თვალის ფერში ისე ეფლობა, როგორც ყაყაჩოა ბალახისფერ ველში ჩამარხული.
მას რამდენიმე სიცილი აქვს:
პირველ სიცილს თავის მეგობრებთან ერთად ყოფნისას ამჟღავნებს ხოლმე, მეორე სიცილი ირონიითაა აღსავსე... მესამე კი ყველაზე წრფელია. ამ სიცილისას, თვალებთან ოდნავ უნაოჭდება კანი, მისი მზერა უცნაურ სხივს წარმოქმნის და არემარე ბედნიერების ნაპერწკლებით ივსება.
ხშირად მე მეკუთვნის მესამე სიცილი.
ზოგჯერ მეშინია, არ მიხვდეს, რომ ყველა მისი თვისება შევისწავლე ისე, თითქოს საკუთარი სული გადამეშალოს წიგნივით.
ერთხელ ვიღაც ქალი მოიყვანა ჩვენთან სტუმრად...გასაცნობად.
აივანზე გავედი და გახშირებულ სუნთქვას ვებრძოდი პირველი სიყვარულის ტკივილისგან გამოწვეულს.
ჩვენ ათი წელი გვაშორებდა...
ახლა ის ქალიც გვაშორებს!
- ჩვენთან რატომ არ გამოდიხარ? - მოულოდნელად მისი ხმა მომესმა. წარბშეკრული, სერიოზული მზერით ატუზულიყო ჩემ გვერდით. მე კი გრძნობების კონტროლი მიჭირდა, როცა მისი ტუჩები დაუსრულებლად ქმნიდა ხოლმე სიგარეტის კვამლისგან რგოლებს.
ეგონა, რომ მართობდა.
- უხასიათოდ ვარ - ვუპასუხე გულცივად. თვალები მიაინც გამეპარა მისი მზისფერი წვერისკენ და ხარბად შევისუნთქე მამაკაცის ტანსაცმლის სურნელი, რომელიც ყოველთვის ზედმეტად მძაფრად უღიტინებდა ხოლმე ნესტოებს, რათა ჩემი გრძნობები აეშალა, გაეღიზიანებინა.
არაფერი უთქვამს, უკან გაბრუნდა.
ერთხელ, ანონიმური წერილი მივწერე ლექსის სახით და ჩემი მეგობრის მისამართი მივუთითე, ყოველი შემთხვევისთვის, რადგან იმედი დავიტოვე, რომ პასუხს მივიღებდი:
„გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
თოვლივით თეთრი გქონდა ხელები,
ქარი ზუზუნებს: „- ის აქ არ არის“,
მე კი რატომღაც, კვლავ მას ვეხები....
ჩემო ძვირფასო, შენ ახლა შორს ხარ,
ჩემო ძვირფასო, ვიცი მშორდები,
შენი ალერსი დაუთმე სულ სხვას
და მეც შენს გულში ვეღარ მოვხვდები“.
რა აზრი ჰქონდა ნეტა ამის მიწერას? იქნებ დაეხია და გადაეგდო წაუკითხავად.
რაღაც შეიცვალა...
თვალებს, რომელიც დროდადრო ყოველთვის ფარულად მითვალთვალებდნენ, დაემატა ამოსუნთქვა, რომელიც ჩემი დანახვისას ჩნდებოდა.
მას აღარავინ მოუყვანია გასაცნობად...
დაემატა საპასუხო წერილი, რომელიც ხელისკანკალით გავხსენი მეგობრის თვალებზე ჩაფრენილმა:
„უცნობი ქალის სილამაზე სიძულვის მგვრიდა,
გვერდით სხვა მედგა, მაგრამ მზერა მისკენ გარბოდა .
მისი სიცილის მოლოდინი მტანჯავდა, მღლიდა,
მისი შეხების სურვილი კი ძლიერ მათრობდა.
უცნობი ქალის სილამაზემ სული მომტაცა,
მან არ იცის, რომ იგი ჩემთვის გახდა სიცოცლე!
რასაც ვგრძნობ, ალბათ ვერასოდეს ვეღარ მიხვდება
მე კი ამ გრძნობით დიდი ხანი ვეღარ ვიცოცხლებ.
იების სურნელითაა გაჯერებული შენი თითოეული ნაბიჯი, შენი ამოსუნთქვა, შენი თმა და ბაგეზე უიმედოდ შემშრალი ღიმილი“. - მწერდა იგი....
ნუთუ მეთამაშებოდა?
ბრაზი ასმაგად მომერია, რომ ვიღაც უცნობს წერილზე უპასუხა.
მე ხომ უცნობი ვიყავი... ანონიმი!
ჩემმა მეგობარმა გულის წვეთებს სულ თვლა-თვლით ჩაუძახა ჭიქაში და მომაჩეჩა.
მერე წამით დაფიქრდა, თმაზე მიყნოსა, კისერში შემიცურა ცხვირი.
- შენს სუნამოს იის სურნელი აქვს - თქვა გაოგნებულმა.
- ეს არაფერს ამტკიცებს! - აღმომხდა უიმედოდ.
განრისხებულმა ახალი ლექსის შეთხზვა დავიწყე, დავწერე და კონვერტში გავახვიე ისევ:
„ჩემო ძვირფასო ამის თქმა არ მსურს,
მაგრამ მომიწევს.... აღარ მჭირდები!
არ გავაღმერთებ შენში მყოფ ავ სულს,
მუდამ ჩემი მზე აღარ იქნები.....“
ისე გავაგზავნე მის მისამართზე, თითქოს მოღალატე შეყვარებულს ვსჯიდი.
პასუხმა მხოლოდ ორი დღე დააყოვნა. წერილს გარედანვე ეწერა სათაური: „რა გაეწყობა“.
ტექსტი კი შემდეგნაირი იყო:
„მე ამოვშლი და დავივიწყებ უცნობის თვალებს,
დამავიწყდება ალბათ მასთან ნანატრი წუთიც.
დამავიწყდება.......
ისე ვებრძვი ყოველდღე ლანდებს,
როგორც შენ ებრძვი გამეფებულ შენს სულში წუხილს“.
- და უნდა? - ვკითხე საკუთარ თავს. მემგონი, ეს გამომშვიდობებას ჰგავდა და დრო იყო, თამაში მეც შემეწყვიტა. თან, დღევანდელ დროში, ძალიან ადვილია ადრესატის პოვნა. ერთი სიტყვით, სარისკო საქმეს შევეჭიდე და დასასრულიც თავადვე მოვისწრაფე.
რამდენიმე დღეც არ იყო გასული, რომ ისევ ჩემი სახლის აივანზე აღმოვჩნდით მე და ის.
ჩემი მშობლები სხვა სტუმრებით იყვნენ დაკავებული და ჩვენთვის არ ეცალათ.
ის სიგარეტს კვლავ ეწეოდა...
თამამად გამოვაცალე ხელიდან და საკუთარი ბაგეებით დავეწაფე.
ცოტა გაუკვირდა... მერე გაეღიმა. ალბათ იფიქრა, რომ ამ ჟესტით სამუდამო ნდობა გამოვუცხადე. სინამდვილეში კი აღელვებისგან ვდგამდი დაუფიქრებელ ნაბიჯებს.
მერე თმაზე მიყნოსა.
ეს ყველაზე გულიამაჩქარებელი რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში დამმართნია.
შემდეგი მოულოდნელობა ის იყო, რომ ხელი გამომიშვირა და ნაზი ხმით წარმოთქვა:
- „გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
თოვლივით თეთრი გქონდა ხელები“.
თან გაეცინა. ეს ხომ ჩემი პირველი ლექსის დასაწყისი იყო.
თვალები ბუდიდან გადმომცვივდა უხერხულობისგან.
- ნუთუ მართლა თოვლივით თეთრი ხელები მაქვს? - მკითხა ისეთი ღიმილით, რომელიც მხოლოდ ჩემი დანახვისას სჩვეოდა.
ვერაფერი ვუპასუხე.
ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე გავბედე და პატარა ბავშვივით ავიდგი ენა:
- ნუთუ მართლა იის სურნელი მაქვს?
- უდაოდ - მიპასუხა მან.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Chasing liberty

შენ ხარ ყველაზე საოცარი გოგო, :*

 


№2  offline მოდერი bla.ell

ძალიან საყვარელი იყოheart_eyes
ბრავო წარმატებები საყვარელოოheart_eyes
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№3 სტუმარი Guest ლოლიტა

ალბათ, ყველაზე საოცარი რამ არის, რაც ამ ხნის განმავლობაში წამიკითხავს. თითქოს სულში და გულში ხელი ჩაჰყავი და იქ საშინელი აურზაური და კორიანტელი დააყენე. თითოეული სიტყვა თუ სტროფი ყოველი ნერვის დაბოლოებას ეხება!!! სუპერ ❤️

 


№4 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Chasing liberty
შენ ხარ ყველაზე საოცარი გოგო, :*

ვაიჰ, მადლობა <3

bla.ell
ძალიან საყვარელი იყოheart_eyes
ბრავო წარმატებები საყვარელოოheart_eyes

დიდი მადლობააა heart_eyes

Guest ლოლიტა
ალბათ, ყველაზე საოცარი რამ არის, რაც ამ ხნის განმავლობაში წამიკითხავს. თითქოს სულში და გულში ხელი ჩაჰყავი და იქ საშინელი აურზაური და კორიანტელი დააყენე. თითოეული სიტყვა თუ სტროფი ყოველი ნერვის დაბოლოებას ეხება!!! სუპერ ❤️


დიდი დიდი მადლობა <3 გაიხარე!

 


№5 სტუმარი Zoggy

ისეთ მაგარ განწყობაზე დამაყენეე <3<3<3 სუპერ გოგო ხარრ :*:*

 


№6 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Zoggy
ისეთ მაგარ განწყობაზე დამაყენეე <3<3<3 სუპერ გოგო ხარრ :*:*

ყოველთვის თქვენს სამსახურში heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი კორლეონე

სითბო... ბევრი, ბევრი სითბო და სიყვარული.
იები - ჩემი სისუსტე.
ლექსები - საოცარი.
შენ - სუპერ გოგო!
წარმატებებს გისურვებ.

(ამ ჩანახატს კიდევ წავიკითხავ :3 )

 


№8 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

კორლეონე
სითბო... ბევრი, ბევრი სითბო და სიყვარული.
იები - ჩემი სისუსტე.
ლექსები - საოცარი.
შენ - სუპერ გოგო!
წარმატებებს გისურვებ.

(ამ ჩანახატს კიდევ წავიკითხავ :3 )

გაიხარე ჩემო საყვარელო! heart_eyes

 


№9  offline მოდერი Eleniko13

უდაოდ.
სუპერ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№10 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Eleniko13
უდაოდ.
სუპერ

ველოდები ხოლმე შენს კომენტარებს და
ამ ბოლო დროს, ცოტა მომენატრე :დდ

 


№11  offline წევრი ki si

Ai dzaan dzaan kargi iyo tbili da idumalic Cota madloba sayvarelo visiamovne dzaan <3:*

 


№12 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ki si
Ai dzaan dzaan kargi iyo tbili da idumalic Cota madloba sayvarelo visiamovne dzaan <3:*

მადლობა შენ შეფასებისთვის <3

 


№13  offline წევრი Mtirala

რა კარგი გოგო ყოფილხარ და არ მცოდნია, სირცხვილი მე.
წარმატებები!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№14 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mtirala
რა კარგი გოგო ყოფილხარ და არ მცოდნია, სირცხვილი მე.
წარმატებები!

მადლობაა ^_^

 


№15 სტუმარი ჟოლო

ერთი ფილმი, ერთი მუსიკა, ერთი სპექტაკლი იყო ამ პატარა ჩანახატში.
ლექსები!!!
ძალიან მომეწონა, წარმატებები.

 


№16  offline წევრი tio

უმაგრესი ხარ! ბევრი ასეთი ისტორია

 


№17 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ჟოლო
ერთი ფილმი, ერთი მუსიკა, ერთი სპექტაკლი იყო ამ პატარა ჩანახატში.
ლექსები!!!
ძალიან მომეწონა, წარმატებები.

ვაიმე, ძაან დამატკბე <3 მადლობ

tio
უმაგრესი ხარ! ბევრი ასეთი ისტორია

მადლობა საყვარელოო <3

 


№18 სტუმარი დიაბეტი

ეს რა ქენი?
შემოანათე კონკურსში და გააბრწყინე ყველაფერი.
საიტსაც ასე აბრწყინებ ხოლმე!
შენზე უკეთესი მე არ შემხვედრია ჯერ. ენჯეინოჰოლიკი გავხდი, შენით ვარ დაიმფიცირებული smile smile
ძალიან მიყვარხარ და რა გავაკეთო?
ნეტა შემეძლოს, +18-ების წერისას შენ სახეს ვუქცირო ხოლმე

 


№19 სტუმარი Guest teresa

ამ შინაარსით მე ერთ კარგ ისტორიას/რომანს ვისურვებდი.
ძალიან საინტერესოც იქნებოდა და განსხვავებულიც.
ჩანახატად რატომღაც ვერ აღვიქვამ.
წარმატებები!
პ.ს. ლექსები შენია?

 


№20 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest teresa
ამ შინაარსით მე ერთ კარგ ისტორიას/რომანს ვისურვებდი.
ძალიან საინტერესოც იქნებოდა და განსხვავებულიც.
ჩანახატად რატომღაც ვერ აღვიქვამ.
წარმატებები!
პ.ს. ლექსები შენია?

მეც ვისურვებდი ისტორიას და დავწერ კიდევაც heart_eyes .
კი, ლექსები ჩემია... მადლობ

დიაბეტი
ეს რა ქენი?
შემოანათე კონკურსში და გააბრწყინე ყველაფერი.
საიტსაც ასე აბრწყინებ ხოლმე!
შენზე უკეთესი მე არ შემხვედრია ჯერ. ენჯეინოჰოლიკი გავხდი, შენით ვარ დაიმფიცირებული smile smile
ძალიან მიყვარხარ და რა გავაკეთო?
ნეტა შემეძლოს, +18-ების წერისას შენ სახეს ვუქცირო ხოლმე


ვაიმე, მადლობა :დდ

 


№21  offline წევრი Mmariami)

სასწაული იყო:)

 


№22 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mmariami)
სასწაული იყო:)

დიდი მადლობაა :*

 


№23  offline მოდერი მარია.

ჩემიი ფავორიტი ხარ ^-^ ❤
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№24 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
ჩემიი ფავორიტი ხარ ^-^ ❤

გყვაროოობ ^__^

 


№25  offline წევრი Ignifex

ძალიან გამათბო,მომეწონა!!! წარმატებებს გისურვებ ♥

 


№26 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ignifex
ძალიან გამათბო,მომეწონა!!! წარმატებებს გისურვებ ♥

დიდი მადლობა <3 მე შენს ჩანახატზე გადავირიე heart_eyes heart_eyes

 


№27  offline მოდერი tasusuna

ენ!იცი? რა მაგარიხარ!!
აი,ძალიან,ძალიან,ძალიან
უი ჰო,ძალიან მაგარი!
ტკბილი იყო
უტკბილესი
დაშაქრული
და რავიცი
ენ,მაგარი გოგო ხარ რაა ❤️❤️❤️

 


№28 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tasusuna
ენ!იცი? რა მაგარიხარ!!
აი,ძალიან,ძალიან,ძალიან
უი ჰო,ძალიან მაგარი!
ტკბილი იყო
უტკბილესი
დაშაქრული
და რავიცი
ენ,მაგარი გოგო ხარ რაა ❤️❤️❤️


ტასასუნა, უღრმესი მადლობა <3
ძალიან გამაბედნიერე :*

 


№29 სტუმარი სტუმარი ხათო

ძალიან მომეწონა, სულ ორი ნაშრომი წავიკითხე და საკმაოდ დახვეწილია, წარმატებები!!!

 


№30  offline წევრი keynso

ძალიან,ძალიან კარგია,ვისაც ნამდვილი გრძნობა განუცდია,თანაც პირველად ყველას გულს რო ჩაწვდება,წარმატებები <3 :*

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.