შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომა და ნი

4-10-2017, 02:45
ავტორი TeddyBear
ნანახია 624

რომა და ნი

ყოველ დილით გაღვიძებისას, საწოლიდან წამომდგარი ვხედავ როგორ დადიან ოთახებს შორის ჩემი მშობლები ახალ გაღვიძებული სახეებითა და ჯერ კიდევ არეული თმებით.
ჩემ სახლში ორი განსაკუთრებულად სპეციფიური სურნელი ტრიალებს. მამაჩემის - რომას სხეულს შერეული ნახერხისა და დედაჩემის - ნის სხეულს შერეული მოტკბო, ჩემთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი და ნაცნობი სურნელი.
მამაჩემს როგორც ყოველთვის სიგარეტით ხელში ვხედავ ფანჯრის რაფასთან ჩამომდგარს, რაღაცას გაჰყურებს და ნის ესაუბრება. მაგიდაზე ნისთვის გამზადებული ყავით სავსე ჭიქა დგას, ნი კი დროს დაშურებული ერთდროულად აკეთებს რამდენიმე საქმეს.
სამზარეულოში შესულს მხედავენ თუ არა ორივენი მიღიმიან, რომა როგორც ყოველთვის ზევით წევს სიგარეტიან ხელს და ნაზად არხევს, სახეზე ისევ ისეთი ღიმილი მოჰფენია. ნი ისევ ქაოსურად დასტრიალებს სამზარეულოს, დრო თითქმის ეწურება და საათს დაჰყურებს ყოველ წუთს. მეორე ოთახიდან ნის მობილური იწყებს რეკვას, დედაც წამშივე უჩინარდება და ცოტახნის შემდეგ იხურავს შემოსასვლელ კარებს.
ნი წავიდა, რომაც ემზადება წასასვლელად, მე კი ისევ საწოლში ვიბრუნებ თავს.
წასვლისას ისევ შემოდის რომა, ისევ მიტოვებს კოცნას ლოყაზე და სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს ოთახსა და სახლს.
სამზარეულოში კი ნახევრად ჩამწვარი სიგარეტისა და ყავით სავსე ჭიქის გარდა აღარაფერი რჩება.
რომას მსხვილი, მუშაობისაგან გაუხეშებული ხელები აქვს, ჩემთან შედარებით მუქი, შოკოლადისფერი კანი. დღეს მეტროში მჯდარი ორივენი ვატოლებდით საკუთარ ხელებს, რომას ხელისგული მთლიანად ფარავს ჩემს ხელებს.
მე თეთრი - ნის მსგავსი ფერის კანი მქონდა, რომას კი მუქი, შოკოლადისფერი.
საღამოს სახლში დაბრუნებული ჩემთვის მონატრებული სხეულები მხვდებიან, ნი დაძინებამდე ყოველთვის მიწვება გვერდით, მეხუტება და რაღაცებს მებუტბუტება. რომა ტელევიზორში უყურებს გადაცემას, სახლში ისევ ისადგურებს ჩვენთვის დამახასიათებელი სურნელი. ნისა და რომას სპეციფიური სურნელი.
скачать dle 11.3

№1 სტუმარი Guest გიკი გოგო

დალაგებული და წსე თუ ისე ყველა კუთხით გამერთული ჩანახატი იყო
მაგრამ რაღაც ვერ მოვიდა ჩემამდე
ვერაფერი ვერ ვიგრძენი
ხვალ ისევ გადავიკითხავ ალბათ

№2  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Guest გიკი გოგო
დალაგებული და წსე თუ ისე ყველა კუთხით გამერთული ჩანახატი იყო
მაგრამ რაღაც ვერ მოვიდა ჩემამდე
ვერაფერი ვერ ვიგრძენი
ხვალ ისევ გადავიკითხავ ალბათ

ეს ჩემი ყოველდღიური დილის ერთგვარი რიტუალია.
ამ ჩანახატის წერის დროს ჩემი წარმოსახვით ყველაფერი მიდგება თვალწინ. ჩემამდე მოდის, თუმცა არ ვიცი მკითხველამდე რამდენად მივიტანე ის რისი მიტანაც მსურდა.
როგორც ჩანს ვერც თქვენამდე მოვიდა სამწუხაროდ ❤
დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და შეაფასეთ ❤

№3  offline წევრი Mtirala

თბილი იყო, გაციებულს მალამოსავით მომედო ❤
კარგი გოგო ხარ შენ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Mtirala
თბილი იყო, გაციებულს მალამოსავით მომედო ❤
კარგი გოგო ხარ შენ ❤

დიდი მადლობა ^^❤

№5  offline მოდერი Maiaabuladze

ჩემამდე მოვიდა შენი დილის რიტუალი ❤
რომაც მოვიდა და ნიც ❤
შენ ყოველთვის მოდიხარ ჩემამდე ❤

№6  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Maiaabuladze
ჩემამდე მოვიდა შენი დილის რიტუალი ❤
რომაც მოვიდა და ნიც ❤
შენ ყოველთვის მოდიხარ ჩემამდე ❤

მიხარია ^^
ძალიან დიდი მადლობა ❤

№7 სტუმარი Guest teresa

რომა და ნი.
რომანი.
შენი მშურს, იცი? ასეთი რამე მე რომ ვერ მოვიფიქრე, ეგ მშურს :დდ
ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა!
რაღაცნაირი ჩემი გახდა ეს ისტორია
და
მომინდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი წავიკითხო, რაც დაგიწერია...
აბა, შენ იცი!

პ.ს. ისტორია კი არა, ჩანახატი ;დდ

№8  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Guest teresa
რომა და ნი.
რომანი.
შენი მშურს, იცი? ასეთი რამე მე რომ ვერ მოვიფიქრე, ეგ მშურს :დდ
ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა!
რაღაცნაირი ჩემი გახდა ეს ისტორია
და
მომინდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი წავიკითხო, რაც დაგიწერია...
აბა, შენ იცი!

პ.ს. ისტორია კი არა, ჩანახატი ;დდ

დიდი მადლობა თბილო,
სახელი რომა და ნი ჩემი მშობლების სახელებია - რომანი და ნინო.
რათქმაუნდა ძალიან გამიხარდება თუ ჩემს სხვა ნამუშევრებსაც გადახედავ blush

№9 სტუმარი კორლეონე

ძალიან თბილი და საყვარელი ჩანახატია.
ემოცია მოვიდა ჩემამდე.
მომეწონა ^_^

№10  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

კორლეონე
ძალიან თბილი და საყვარელი ჩანახატია.
ემოცია მოვიდა ჩემამდე.
მომეწონა ^_^

ძალიან დიდი მადლობა ^^ ❤

№11 სტუმარი ჟოლო

გამეღიმა...
ყოველდღიურობა, თითქოს ერთფეროვანი, მაგრამ ვიღაცისთბის ნანატრი სიმშვიდე.
იტყვი, რა არის ჩანახატშიო, მაგრამ კი, ხიბლი ნამდვილად აქვს... ))

№12  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ჟოლო
გამეღიმა...
ყოველდღიურობა, თითქოს ერთფეროვანი, მაგრამ ვიღაცისთბის ნანატრი სიმშვიდე.
იტყვი, რა არის ჩანახატშიო, მაგრამ კი, ხიბლი ნამდვილად აქვს... ))

დიდი მადლობა kissing_heart

№13  offline წევრი HeeChul-ah

ბედნიერი ხარ რომ გყავს რომა და ნი
და ამით ბედნიერი ადამიანი ხარ
მე მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხე და ერთი სურვილი მაქვს, ჩემმა შვილმაც ოდესმე ასე იფიქროს თავის მშობლებზე. ალბათ ესაა დიდი ბედნიერება.
--------------------
Nico nico nii

№14  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

HeeChul-ah
ბედნიერი ხარ რომ გყავს რომა და ნი
და ამით ბედნიერი ადამიანი ხარ
მე მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხე და ერთი სურვილი მაქვს, ჩემმა შვილმაც ოდესმე ასე იფიქროს თავის მშობლებზე. ალბათ ესაა დიდი ბედნიერება.

ძალიან დიდი მადლობა ^^ ❤
დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ რომას და ნის გამო ^^
დარწმუნებული ვარ შენი შვილიც ასევე იფიქრებს თავის მშობლებზე ❤

№15 წევრი N1penguin

მაინც ვერ გავძელი, გულმა შენამდე მომიყვანა kissing_heart რას ვფიქრობ ამ ჩანახატზე?
ერთი დღის რეჟიმი, რომელსაც ვერ ვხვდებით, როგორი ძვირფასია ჩვენთვის, როგორ ვართ მიჩვეული და ერთი მცირე დეტალიც რომ შეიცვალოს, თავს უცანურად ვგრძნობთ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე ემოციურად და მხატვრულად გაქვს გადმოცემული heart_eyes ამის წაკითხვის შემდეგ ჩემს ყოველდღიურ რეჟიმს გადავავლე თვალი და გამეღიმა. ახლა კიდევ უფრო მომინდა შენი თითოეული გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი ისტორიის/ჩანახატის წაკითხვა. ჩემ გვერდით რომ იყო, ალბათ ყველაფერზე ერთად დაგიწყებდი საუბარს და ჩემს გაჩუმებას ვერ შეძლებდი laughing იმდენს გელაპარაკებოდი, რომ თავსაც მოგაბეზრებდი sweat_smile შენი ისტორიები რაღაც სხანაირად ჩამთრევია, თითქოს უფრო სწვდება გულს და სამუდამოდ იბუდებს მასში <3

№16  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

N1penguin

ვაიმე, რას მიკეთებ ? როგორ მაბედნიერებ ეს ორი დღეა ^^
კიდევ ერთ დღე შემივსე პოზიტივით.
ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent