შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ის ვინც ხარ


10-10-2017, 21:47
ავტორი ლიდია
ნანახია 478

იყავი ის ვინც ხარ

აი ის მომენტი, როდესაც ოცნებობ, რაღაც ისეთი გააკეთო რაც არასდროს, არავის გაუკეთებია. გინდა რაღაც დიდი გარდატეხა მოახდინო მსოფლიოში, მაგრამ ამისთვის პატარა და უძლური ხარ.
ხანდახან მგონია, რომ გავიზრდები კარგი და ლაღი ცხოვრება მექნება... ვოცნებობ ამაზე.
მაგრამ, იცით რა?!ეს სრული აფსურდია..
როდესაც ხარ პატარა, ხარ ბავშვი და მოზარდი/თინეიჯერი, ცხოვრება უფრო ლამაზია. არ გაქვს გასაკეთებელი და გადასატანი ის, რასაც უფროსები აკეთებენ და იტანენ (ძირითადად,ასეა). ჩემი აზრით, როდესაც ხარ პატარა, უნდა შეირგო ეს წლები. უნდა გაერთო, უნდა იყო ბავშვი, გყავდეს მეგობრები და გააკეთო ისეთი რაღაცები, რაც გაგახალისებს. როდესაც დიდი ხარ,შენ ხარ საკუთარი თავი პატრონი, აღარ ხარ დამოკიდებული მშობლებზე, შესაბამისად ისინიც აღარ ზრუნავენ იმდენად შენზე როგორც ზრუნავდნენ(უმეტესწილად).
როდესაც ხარ ბავშვი, არ უნდა იარო მაკიაჟით, არ უნდა იარო ქუსლებიანებით, არ უნდა გაიკეთო ტატუ, არ უნდა მოწიო, არ უნდა გააკეთო ის რაც ბავშვმა არ უნდა გააკეთოს.
იცით რატომ?! რადგან როდესაც გაიზრდები, ეს ყველაფერი მაშინაც გეყოფა და როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში,თუნდაც გაიკეთებ მაკიაჟს, გარკვეული დროის განმავლობაში ეს მოგბეზრდება და მოგინდება ისევ ბავშვი იყო..
რატომ ვწერ ამას? იმიტომ, რომ ვარ 13 წლის (მალე 14-ის), ვხედავ ჩემს სკოლაში, ჩემს კლასელებს და არა მარტო კლასელებს, პომადაწასმულებს,ძალიან მოკლე შორტებით ან კაბებით მოსიარულეებს. მათ დანახვაზე მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება: "ნუთუ ამ ბავშვს სახლში პატრონი არ ჰყავს?".
მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც სულ ოცნებობს. ვოცნებობ წარმატებულ კარიერაზე, რომელიც მომავალში უნდა ავიწყო. ვოცნებობ სიყვარულზე, რომელიც ჯერ არ მწვევია. ვოცნებობ ჩემი ოჯახის ბედნიერებაზე და ჯანმრთელობაზე, რომელიც ხან როგორაა და ხან როგორ. ვოცნებობ იმაზე, რომ მე-9 კლასშიც ათები გამოვიყოლო და ლეპტოპი მაჩუქონ. ვოცნებობ იმაზე რომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არასდროს დავკარგო. ვოცნებობ რომ ვიცხოვრო ბავშვურად, სანამ ამის დრო მექნება.
ზოგი ფიქრობს, რომ კარგად სწავლა "გრეხია". არ მესმის ასეთი ადამიანების. ესეიგი რადგან მე ვსწავლობ, 3საათიდან მოყოლებული ღამის 12-მდე წიგნებიდან თავს არ ვწევ, დებილი ვარ?! ან ცუდი ვარ?! არა ჩემო მეგობრებო! ეს სრული სისულელეა.
მე ვსწავლობ იმიტომ, რომ მადარდებს ჩემი მომავალი და არა იმიტომ, რომ სხვებს ვეჯიბრები, ან ვახარბებ.
ასე, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ფიქრობს თქვენზე. არაა საჭირო რაღაც იმიტომ გააკეთოთ, რადგან სხვა აკეთებს. არასოდეს მიბაძოთ სხვას. იყავით თქვენი თავები და ყოველთვის თქვით ის რასაც ფიქრობთ!скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent