შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ბიჭი (სრულად)


28-10-2017, 00:31
ავტორი ლიდია
ნანახია 2 019

უცნობი ბიჭი (სრულად)

როდესაც იმ წყეულ დროს ვიხსენებ, ყოველთვის მიტივტივდება თავში დედაჩემის სიტყვები: „არასდროს გააცნო დაქალს ის ბიჭი რომელიც მოგწონს!“.
მაშინ მას არ დავუჯერე.
და რა მივიღე?
კარგი არაფერი.
მაშინ რომ მისთვის დამეჯერა იცით რამდენ რამეს შევინარჩუნებდი ამ ცხოვრებაში?
იცით რა კარგად ვიგრძნობდი თავს?
და მაინც...
რა უსამართლოა ეს ცხოვრება!
არასდროს არ დაგაცლის ბედნიერად ყოფნას..
ყოველ აღმართს დაღმართი მოჰყვება..
ხანდახან დაღმართსაც მოჰყვება აღმართი, მაგრამ ასვლა ძალზედ რთულია...
შემდეგ ისეც დაღმართია და ასე... უსასრულოდ!
მეც არ დამაკლო ცხოვრებამ განსაცდელი.
არც ჩემი ცხოვრებაა იდეალური და არც არასდროს ყოფილა, თურმე.
ადრე, როდესაც სიყვარულმა დამაბრმავა, მეგონა რომ ცხოვრება იდეალური იყო!
შევცდი!
ის არ ყოფილა იდეალური, მე თვალწინ მატყუებდნენ.
თვალწინ მტკენდნენ.
თვალწინ მკლავდენ.
და მე ვერ ვხვდებოდი.
რა დებილი ვყოფილვარ თურმე!
ღმერთო, ახლა რომ მახსენდება სიმწრით ვიცინი.
ვტირი?
მაშინ ვიტირე, სულ პირველად რომ გავიგე. მაშინ დავიმხე მთელი ცა თავზე.
შემდეგ აღარ მიტირია.
შემდეგ უბრალოდ ვიცინე.
ბევრი ვიცინე.
გიჟად მთვლით?!
ხო ვიცი ასეა..
მე გიჟი ვარ!
სიყვარულმა გამაგიჟა!
იმან გამაგიჟა!
ჩემს თავს დავცინი, რომ ასე გავსულელდი.
მაგრამ განა ამის შემდეგ მე დავეცი?
არა!
მართალია ერთხელ ვიტირე და შემდეგ სიმწრით ვიცინე.. მაგრამ არასდროს არ მოვქცეულვარ ისე, რომ ის არ დამენახა, ან გადავკარგულიყავი, ან თავი მომეკლა, ან რაიმე მსგავსი სისულელე.
პირიქით!
გავაგრძელე ცხოვრება.
გავტყდი, რამაც უფრო გამაძლიერა. ყოველდღე ვანახვებოდი მას თუ როგორი ძლიერი შეიძლება ქალი იყოს.

***

პარასკევი იყო. მეორე სემესტრი, მეთორმეტე კლასი, გამოცდები. სულ გადატვირთული ვიყავი. ინგლისურიდან მოვდიოდი.
გზაზე გადავდიოდი, ისე ვიყავი საგამოცდო საკითხებზე ფიქრებით გართული, რომ ვერ შევნიშნე მანქანა. ბეწვზე გადავრჩი, მალევე დაამუხრუჭა. გააფთრებული გადმოვიდა მანქანიდან მძღოლი და წინ ამეტუზა. მინდოდა ბოდიში მომეხადა, მაგრამ შევხედე და გავჩუმდი.
ენა ჩამივარდა.
ის.. ის ისეთი სიმპატიური იყო..
ჩემი ასაკისა იქნებოდა, მაღალი, ტანადი, შავგვრემანი. თვალებში შევხედე და მე დავდნი.
ამ დადნობამ შემიწირა. უეცრად ყვირილი დაიწყო:
-შენ რა, სულ გააფრინე?! რომ დაგჯახებოდი? წინ უნდა იყურო გზაზე გადასვლისას!
-უკაცრავად.. - დავიწყე, მაგრამ არ მომისმინა. მანქანაში ჩაჯდა და გზა გააგრძელა. დამტოვა იქ, გაშეშებული. ისე მეუხეშა, ლამისაა ტირილი ამეტეხა. ძალიან ემოციური ვიყავი.
სახლში დაბრუნებულმა ეკას, ჩემს საუკეთესო მეგობარს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. უცნობი ბიჭი ლანძღა და ბევრიც ვიცინეთ.
უცნობი ბიჭი!
ხო, აი ასე მარტივად და უბრალოდ! მე უცნობი ბიჭი ჩამივარდა გულში! ის ჩემი უცნობი ბიჭი გახდა.
სამწუხაროდ ის აღარ მინახავს... მეთორმეტე კლასში არ მინახავს.
იურიდიულზე ვაბარებდი და სწორედ პირველ დღეს, პირველ ლექციაზე რომ შევედი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა!
ოთახში უცნობი ბიჭი იყო. უფრო ეშხიანი. ლომის თვალებით შეათვალიერა ჩემი გრძელი ფეხები და შავი, გრძელი თმები და გამიღიმა. მე თავი ჩავხარე და მისგან მოშორებით დავიკავე ადგილი.
ვგრძნობდი მის მზერას! ო, როგორ მინდოდა მასთან მისვლა და ლაპარაკი! მაგრამ ამას არ ვიზავდი.
ლექციის დასრულებისთანავე კარებში დამეწია და მხარში ჩამავლო ხელი.
-გახსოვარ? - მკითხა უცნობმა ბიჭმა.
„რა დამავიწყებდა შენს თავს“ გავიფიქრე და ვუპასუხე:
-ხო..
-ბოდიში, მაშინ ცოტა გეუხეშე..
-არაუშავს, მართლა ჩემი ბრალი იყო!
-არ გინდა სადმე ყავა დავლიოთ?
-კ.. კარგი... - როგორ მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე!
-სამზე გაწყობს? აქვე რომაა კაფე იქ მოდი.
-კაი.
კაფეში მივედი და უცნობი ბიჭიც დამხვდა. მაგიდას მივუსხედით, ყავა და კრუასანი შევუკვეთეთ.
-აბა, რა გქვია? - მკითხა უცნობმა ბიჭმა.
-ანიტა. შენ?
-მაქსიმე.
ჩემი უცნობი ბიჭი მაქსიმე.
იმ დღეს ერთმანეთი გავიცნეთ.
შემდეგ დღეს უკეთ გავიცნეთ.
მესამე დღეს მას ეკა გავაცანი.............
მეოთხე დღეს მან ხელი ჩამჭიდა.
მეხუთე დღეს კინოში ვიყავით.
მეექვსე დღეს ლამაზი გვირილა მაჩუქა.
მეშვიდე დღეს უკვე ძალიან დავახლოვდით.
მერვე დღეს ის შემიყვარდა, მთელი არსებით შემიყვარდა.
მეცხრე დღეს პირველად მითხრა კონპლიმენტი, რაზეც უაზროდ გავწითლდი.
მეათე დღეს აი რა მითხრა:
-ანიტა, ჩემო უცნობო გოგო ანიტა. მიყვარხარ მე შენ! იცი ეს? ლამაზი ხარ ანიტა, ჭკვიანი ხარ! ყველაფერი ხარ შენ!
ხმა ვერ ამოვიღე, უაზროდ ავსლუკუნდი. უცნობო გოგოო! მე მას უცნობ ბიჭს ვეძახდი!
-რა გატირებს?
-სიხარული მატირებს....
მეთერთმეტე დღეს მან მაკოცა.
მეთორმეტე დღეს მე ვაკოცე.
ყოველ დღეს ვითვლიდი და ვიმახსოვრებდი მასთან გატარებულ თითოეულ წამს.
მეასე დღეს სერიოზული იყო, ისეთი როგორიც არასდროს ყოფილა. მივხვდი, რაღაც ხდებოდა. ეკაც რაღაცნაირად იქცეოდა. დღის ბოლოს მაქსიმემ მითხრა რაღაც უნდა გითხრაო.
მეც მივედი დათქმულ ადგილას და როდესაც იქ მაქსიმე და ეკა ერთად დავინახე, გამიკვირდა. ძალიან გამიკვირდა..
-მოდი ანიტა. - მითხრა მაქსიმემ. არც უკოცნია, არც ჩამხუტებია..
-რა ხდება? - ვიკითხე ანერვიულებულმა.
-რაღაც უნდა გითხრათ. ვიცი, ვიცი ეგოისტები და საშინლად არაადამიანები ვართ. მაგრამ ასე მოხდა! ბოდიში რა ანიტა! ეკა შემიყვარდა! რა ვქნა? ვერაფერს ვიზავ. მასაც ვუყვარვარ. ერთად ვართ უკვე ერთი თვეა. ვერ გეუბნებოდით! აღარ მიყვარხარ ანიტა!
ხო, აი ასე მარტივად და უბრალოდ! ასე მითხრა მაქსიმემ ის ამბავი რაც ჩემს თავს ხდებოდა.
-რაა?! - ბოლო სიტყვა იყო, რაც მათ ვუთხარი.
-ბოდიში რა ანიტა! - თქვა ეკამ.
აღარაფერი მითქვამს. აცრემლებული თვალები დავმალე, მოვბრუნდი და უკან წამოვედი. გამომეკიდნენ მაგრამ არ მოვუსმინე. სახლში შევედი და ოთახში ყველაფერი დავამსხვრიე.
ათას ნაწილად დავიშალე.
ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
ტყუილი იყო მისი გრძნობები.
ეკა ჰყვარებია თურმე ვაჟბატონს?!
ეკამ როგორ გაბედა?
როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ვყვიროდი ბოლო ხმაზე და ვტიროდი.
უკვე ხავილში გადადიოდა ჩემი ყვირილი.
ხმა ჩამიწყდა. თვალები დამისივდა. მკვდარს დავემსგავსე.
სიკვდილი მინდოდა, სიკვდილი!
მე ის ისე მიყვარს!
მაქსიმე...
ჩემი მაქსიმე, რომელიც უკვე ეკასია..
ახლაც, 3 წლის შემდეგ მე ის მიყვარს.
ის ეგოისტი
ის ნაძირალა
ის საძაგელი მაქსიმე მიყვარს.
ვუყურებ ბედნიერ ცოლ-ქმარს და მე ვკვდები.
ვიღიმი მაგრამ ვკვდები.
მაინც რა არის სიყვარული?
მის გარეშე ყველაფერი ერთფეროვანია.
აღარც იმის მჯერა, რომ ვინმეს ვიპოვი, ვისაც კიდევ შევიყვარებ!
არა... ხალხს აღარ ვენდობი. ვერავინ შეძლებს ჩემი ნდობის მოპოვებას.
ვეღარავის ვიტან! ყველა მძულს! საკუთარი თავის ჩათვლით.
ვკვდები და აღარც ვცდილობ ამის გამოსწორებას.
ჩემი მაქსიმე!
ჩემი უცნობი ბიჭი, რომელიც უკვე საშინლად ნაცნობი და მტკივნეულია....


______________________________________________________



უბრალოდ წერის ხასიათზე ვიყავი.
მხოლოდ მაშინ მომდის მუზა როდესაც საშინლად ვარ.
გამიზიარეთ აზრები <3скачать dle 11.3




№1  offline წევრი Mtirala

რაც არ უნდა ენდობოდე ადამიანს,
"შენი" ბიჭი არავის უნდა გააცნო.
ეს ასეა.
ჩანახატი კარგი იყო,
მომეწონა.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№2 სტუმარი Sali

Arc ipiqro araa aucilebeli sheyvarebuli gyavdes isec shegidzli iyo bednieri.iyavi dzlieri da warmatebuli.roca adamiani erts umtkicebs da meores aketebs arc cols rom moiyvans iqneba bednieri is kide wava.upro sauketeso gelodeba win.dznelia megobris galati albat ubralod saxeli erqva da arc yopila .sheni jer ar yopila .ndobas nu dakargav yvela araa egeti .ende da gadaamowme.warmatebebi

 



№3  offline წევრი ლიდია

Mtirala
რაც არ უნდა ენდობოდე ადამიანს,
"შენი" ბიჭი არავის უნდა გააცნო.
ეს ასეა.
ჩანახატი კარგი იყო,
მომეწონა.

დიდი მადლობა, გამახარეე heart_eyes

Sali
Arc ipiqro araa aucilebeli sheyvarebuli gyavdes isec shegidzli iyo bednieri.iyavi dzlieri da warmatebuli.roca adamiani erts umtkicebs da meores aketebs arc cols rom moiyvans iqneba bednieri is kide wava.upro sauketeso gelodeba win.dznelia megobris galati albat ubralod saxeli erqva da arc yopila .sheni jer ar yopila .ndobas nu dakargav yvela araa egeti .ende da gadaamowme.warmatebebi

არაა, არ იფიქროთ რომ მე შემემთხვა რაიმე მსგავსი joy ჯერ პატარა ვარ სიყვარულობანასთვის joy უბრალოდ მუზა დავიოკე laughing მადლობა რჩევისთვის heart_eyes innocent

 



№4  offline მოდერი ელპინი

ახლა მივხვდი,რა მტკივნეული ყოფილა მსგავსი ისტორიები.
დამნაშავედ ვიგრძენი თავი!
უკვე უმრავლესობა ცუდი დასასრულით მაქვს დაწერილი,მგონი.
ვიგრძენი,მართლა.
ყველა'ფერი.
განა ასე მარტივია მისი დავიწყება?
ვიცი.
ნებისმიერ შემთხვევაში ეკა ზედმეტი პერსონაჟია და თუ ეს ისტორია შენს ცხოვრებისეულ მონაკვეთზეა დაყრდნობილი,არ მესმის აქამდე როგორ ვერ შეამჩნიე ეკას ვერაფერი?
ნუ,კარგი.
იცი რა?
კარგად გამოგდის წერა.
მოდი წერე.
დაიცალე.
და ჩვენ'ც გაგახარებ'თ!
მე მომეწონა ძალიან!
წარმატებები.

 



№5 სტუმარი Sali

Martla bevri istoria xseba aseti sinamdvileshi .ratomaa adamianebshi chadebuli rac sheni araa yvelaperi ginda.roda xdeba gbezrdeba da ertperovania da axliske ginda winsvla.lidia roca sheni araa es istoria rom wer ras grdznob esxom sinamdvilea bevristvis.

Ici ras elodebian im adamianis adgomas romelic gatyda.arginda gaagrdzelo es istoria

 



№6  offline წევრი ლიდია

ელპინი
ახლა მივხვდი,რა მტკივნეული ყოფილა მსგავსი ისტორიები.
დამნაშავედ ვიგრძენი თავი!
უკვე უმრავლესობა ცუდი დასასრულით მაქვს დაწერილი,მგონი.
ვიგრძენი,მართლა.
ყველა'ფერი.
განა ასე მარტივია მისი დავიწყება?
ვიცი.
ნებისმიერ შემთხვევაში ეკა ზედმეტი პერსონაჟია და თუ ეს ისტორია შენს ცხოვრებისეულ მონაკვეთზეა დაყრდნობილი,არ მესმის აქამდე როგორ ვერ შეამჩნიე ეკას ვერაფერი?
ნუ,კარგი.
იცი რა?
კარგად გამოგდის წერა.
მოდი წერე.
დაიცალე.
და ჩვენ'ც გაგახარებ'თ!
მე მომეწონა ძალიან!
წარმატებები.

ელპინ დიდი მადლობა, გამახარა შენმა კომენტარმა ^_^ არა, მინდა გითხრათ რომ საეეერთოდ არანაირ კავშირშია ეს ჩანახატი ჩემს ცხოვრებასთან. ხო, ეკა ზედმეტია და სწორედ მაგიტომ ბრაზობს ანიტა თავის თავზე, რომ ვერ შეამჩნია. heart_eyes innocent blush blush

Sali
Martla bevri istoria xseba aseti sinamdvileshi .ratomaa adamianebshi chadebuli rac sheni araa yvelaperi ginda.roda xdeba gbezrdeba da ertperovania da axliske ginda winsvla.lidia roca sheni araa es istoria rom wer ras grdznob esxom sinamdvilea bevristvis.

Ici ras elodebian im adamianis adgomas romelic gatyda.arginda gaagrdzelo es istoria

არამგონია გავაგრძელო. მადლობა აზრის გამოთქმისთვის heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



№7 სტუმარი სტუმარი nako

პირიქიტ უნდა გააცნო გაიგებ მარტლა შენია ტუ არა

 



№8  offline წევრი ლიდია

სტუმარი nako
პირიქიტ უნდა გააცნო გაიგებ მარტლა შენია ტუ არა

რა უნდა გავაცნო? smiley

 




ჩემი თავი ვიპოვე ამ ჩანახატში..

 



№10 სტუმარი მოცინარი

ლიდია, დაიხვეწე. ბევრად ბევრად დაიხვეწე. ძალიან კარგად წერ ძალიან <3 ველი გაგრძელებას
>:)

 



№11  offline წევრი ლიდია

ჩაწვდი ნიკის აზრს))
ჩემი თავი ვიპოვე ამ ჩანახატში..

ეჰ... ძალიან ცუდია :// ვწუხვარ, მაგრამ ხომ იცი ^_^ არ უნდა დანებდე ^__^

მოცინარი
ლიდია, დაიხვეწე. ბევრად ბევრად დაიხვეწე. ძალიან კარგად წერ ძალიან <3 ველი გაგრძელებას
>:)

ვაიმე დიდი მადლობა ^_^ ამ ისტორიას არ აქვს გაგრძელება სულ ესაა, სხვებს გადაავლე თვალი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent