შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯარასთან


29-10-2017, 17:51
ავტორი TeddyBear
ნანახია 328

ფანჯარასთან

„ძვირფასო ჟაკ

დღეს შემოდგომის მიწურულს, ჯერ კიდევ რომ შერჩენია ბუნებას სითბო და ხეებს შეყვითლებული ფოთლები, ჩემი სახლის წინ პატარა გოგონას შევხვდი. ხელში გვირილების თაიგული და პატარა ანგელოზის კულონი ჰქონდა მოქცეული.
დავიბენი ჟაკ, ცხოვრებაში პირველად დავიბენი იმის შემდეგ რაც შენ წახვედი ჩემგან. ამდენი წლის შემდეგ პირველად მომინდა მიმეწერა ადამიანისათვის რომელმაც მარტოობისთვის გამწირა.

ჟაკ, ჟაკ, ჟაკ... გაფუჭებული კასეტასავით მიმეორდება შენი სახელი გონებაში და მეშინია. ჰო მეშინია იმის რასაც ჩემი ფანჯრიდან ვხედავ.

მეშინია ჩემს ფანჯარასთან ჩამომჯდარი ჩიტებისა რომლებიც ჟღურტულით ეგებებიან ზამთრის შემოსვლას ჩვენს ქუჩაში.

მეშინია ჩემი ფანჯიდან დანახული შენი თვალებისა და ახალგაზრდა სხეულის.
ჰო ახალგაზრდა.

სისულელეა ალბათ არა ?
სისულელეა, შენკენ რომ მოვიწევ ისევ. შენ რომ გხედავ.

ჩემი ფანჯრიდან ბევრი რამ ჩანს. გაზაფხულზე ახლად ამოსული ყვავილები და ქვეყანაში დაბრუნებული ბედნიერი ფრინველები.

ზაფხულისას ეზოში გამოსული პატარა გოგონები და ბიჭუნები საწუწაო თოფებითა და თავისივე ხელით დახვრეტილი ბოთლებით.

შემოდგომისას პარკში მოსეირნე წყვილები და მე. მე რომელიც მარტოდ მარტო ზის ფანჯარასთან და ამ ყველაფერს შესცქერის.

ჟაკ, ძვირფასო ყოფილო მეუღლევ.
ისევ ფანჯარასთან მჯდომი მახსენდები როგორ დაგინახე პირველად ჩემი სახლის წინ, იგივე ტანისამოსითა და იგივე ანგელოზის კულონით ხელში.

გვირილების თაიგულით...

მეშინია ჟაკ,
ამდენი წლის შემდეგ შენი ძლიერი ხელებისა და მოძრავი მკერდის ქვეშ მოქცეული ძლიერად მფეთქავი გულის მეშინია.
მეშინია იმიტომ რომ ახლა საერთოდ ვეღარ ვიგრძნობ ვერაფერს, მეშინია იმის რომ ეს წერილიც დაუსრულებელი დამრჩება.
მეშინია რომ..."
скачать dle 11.3




№1 სტუმარი Stumari

იმ ცარიელ ადგილებს ვერ ვეგუები, სადაც წერტილ-მძიმე უნდა ყოფილიყო და არ არის. პუნქტუაცია შენი უდიდესი მინუსია ამ წუთისთვის და გირჩევ, ამ კუთხით ბევრი იმუშავო.
აზრის გამოხატვა, ლამაზი ფრაზები, ემოციურობა, ინდივიდუალიზმი - ეს ყველაფერი გაქვს.
მომწონხარ, წარმატებები!

 



№2  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Stumari
იმ ცარიელ ადგილებს ვერ ვეგუები, სადაც წერტილ-მძიმე უნდა ყოფილიყო და არ არის. პუნქტუაცია შენი უდიდესი მინუსია ამ წუთისთვის და გირჩევ, ამ კუთხით ბევრი იმუშავო.
აზრის გამოხატვა, ლამაზი ფრაზები, ემოციურობა, ინდივიდუალიზმი - ეს ყველაფერი გაქვს.
მომწონხარ, წარმატებები!


ძალიან დიდი მადლობა.
ყველანაირად ვეცდები ზემოთხსენებული შეცდომა გამოვასწორო.
ისედაც ვმუშაობ ამაზე kissing_heart

 



№3 სტუმარი სტუმარი teresa

უზომოდ, უაზროდ, უსასრულობამდე მომეწონა.
პირველ ტურში საოცარი იყავი, ახლა კიდევ უკეთესი ხარ!
რაც მთავარია, ყოველთვის ინარჩუნებ შენს რაობას, არასოდეს ხარ არავინ შენ გარდა! ეს ნიჭზე მეტია. ბევრად, ბევრად მეტი.
ვფიქრობ, მრავალი წარმატება გელის წინ
და
გპირდები, რომ როცა ჩემი დახმარება დაგჭირდება, გვერდით ყოველთვის დაგიდგები!

 



№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

სტუმარი teresa
უზომოდ, უაზროდ, უსასრულობამდე მომეწონა.
პირველ ტურში საოცარი იყავი, ახლა კიდევ უკეთესი ხარ!
რაც მთავარია, ყოველთვის ინარჩუნებ შენს რაობას, არასოდეს ხარ არავინ შენ გარდა! ეს ნიჭზე მეტია. ბევრად, ბევრად მეტი.
ვფიქრობ, მრავალი წარმატება გელის წინ
და
გპირდები, რომ როცა ჩემი დახმარება დაგჭირდება, გვერდით ყოველთვის დაგიდგები!


ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤
უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენი სიტყვების გამო ❤

 



№5 სტუმარი კორლეონე

ცუდი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ კითხვისას ვერაფერი ვერ ვიგრძენი.
ბევრად უკეთესედაც შეგეძლო, ასე მგონია.
წინა ტურში უკეთესი იყავი.
და წარმატებები მაინც.

 



№6  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

კორლეონე
ცუდი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ კითხვისას ვერაფერი ვერ ვიგრძენი.
ბევრად უკეთესედაც შეგეძლო, ასე მგონია.
წინა ტურში უკეთესი იყავი.
და წარმატებები მაინც.


დიდი მადლობა ❤
წინაზე თემაც და სათაურიც ჩემი შერჩეული იყო, შესაბამისად ის უკეთესი გამოვიდა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent