შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა კაცი ერთნაირი არ არის.


29-10-2017, 22:18
ავტორი ლიდია
ნანახია 362

ყველა კაცი ერთნაირი არ არის.

გვიყვარდა ერთმანეთი?
კი.
სიგიჟემდე გვიყვარდა.
ისე როგორც არასდროს, არავის!
მაგრამ, რაღაცები შეიცვალა...
უარესობისკენ შეიცვალა...

***

პირველად თემო რომ დავინახე 24 წლის ვიყავი.
ერთი შემომხედა, გამიღიმა და ყველაფერი დამავიწყა.
დამავიწყა სუნთქვა.
წამართვა ლაპარაკის უნარი.
სიარულის უნარი..
ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. 26 წლის იყო. საქმიანი, მოწესრიგებული და სიმპატიური.
სულ მალე ამიხსნა სიყვარული და დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, რა კარგი წყვილია, როგორ უხდებიან ერთმანეთსო.
2 წელი შეყვარებულები ვიყავით, შემდეგ ცოლობა მთხოვა.
მეც რათქმაუნდა დავთანხმდი!
სულის შეძვრამდე მიყვარდა!
მთელი არსებით მიყვარდა!
ისეთი კარგი იყო, რომ იღიმოდა მატყვევებდა.
ჩემი ბარბარა ხარო, მეუბნებოდა ხშირად.
ისე მიყვარხარ, როგორც არავინ, არასდროსო.
ის მომენტი მიყვარს, შენი ღიმილი ჩემი ქცევებით რომაა გამოწვეულიო.
ყველაზე კარგი გადაწყვეტილება რაც მიმიღია, ეს შენი ქმრობა იყოო.
ძალიან იღბლიანი ვარ შენ რომ გყევარო.
როდესაც პირველად დაგინახე, ჩემმა გულმა მითხრა, რომ ეს ის ერთადერთიაო.
ყოველდღე უბედნიერეს ქალად მაგრძნობინებდა თავს ჩემი თემო.
უამრავ ლამაზ სიტყვას მეუბნებოდა.
მაგრამ ის შეიცვალა.
რადიკალურად შეიცვალა.
ქორწილიდან 3 თვის შემდეგ მე დავორსულდი.
თემო უბედნიერესი იყო.
ბიჭს ვატარებდი მუცლით.
ჩემი ვაჟკაცი იქნებაო, ჭკუაზე არ იყო.
შემდეგ ცუდი რაღაც მოხდა.
ძალიან ცუდი..
იმდენად ცუდი, რომ თემო შეიცვალა.
ბავშვი გავაჩინე, მაგრამ ის 2 კვირაში გარდაიცვალა.
თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა, ვერ გადავარჩინეთ.
თემომ სმა დაიწყო.
27 წლის ვიყავი პირველად რომ დამარტყა.
ნასვამი იყო და თავი ვერ გააკონტროლათქო- ასე გავიფიქრე.
მეორე დღეს ტიროდა და ბოდიშებს მიხდიდა.
მეც ვაპატიე.
შვილის დაკარგვა როგორღაც გადავიტანეთ.
30 წლის ვიყავი, ვერ ვორსულდებოდი. მეორედ დამარტყა, შვილს რატომ არ მიჩენო.
კიდევ ვაპატიე.
ვაპატიე იმიტომ, რომ მიყვარდა! უზომოდ მიყვარდა!
31 წლის ვიყავი მესამედ რომ დამარტყა.
ხო, მე კიდევ ვაპატიე...
შემდეგ სულ მირტყამდა.
სულ ნასვამი იყო და მეც სულ მცემდა.
ვუძლებდი.
ვუძლებდი, იმიტომ რომ პატიებას მთხოვდა, მე მიყვარდა და ვპატიობდი.
ასე, ერთი წელი გავიდა.. ცემაში.
32 წლის ასაკში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.
გამიხარდა! უზომოდ გამიხარდა.
სახლში წავედი, რომ თემოსთვის ეს ამბავი მეხარებინა.
სამზარეულოში იჯდა ბოთლით ხელში.
ისევ სვავდა.
-შენ რა კიდევ სვავ? - ვკითხე.
-ეგ შენი საქმე არაა ქალო გაიგე?! რას მიკონტროლებ მე როდის და რას დავლევ?! - უცებ აფეთქდა. წამოვარდა და ბოთლი მესროლა.
მუცელში მომხვდა, ბოთლი დაიმსხვრა და ნაჭუჭები შემერჭო.
თემოს არაფერი უქნია, მეორე ბოთლი გამოიღო და დალია.
ეგრევე საავადმყოფოში გავვარდი, ტაქსით მივედი.
მეორე ბავშვიც მომიკვდა.
თემომ მომიკლა მეორე ბავშვი.
არა ამდენი აღარ ამიტანი!
მცემდა, მტკენდა და მე ვპატიობდი!
მაგრამ შვილის სიკვდილს ვერ შევარჩენდი.
რამდენიმე დღეში სახლში დავბრუნდი.
ნივთები ჩავალაგე და ბათუმში წავედი.
იქ ახლობელი მყავდა, დროებით იმასთან დავსახლდი.
სამსახურიც ვიშოვე და ახლიდან დავიწყე ცხოვრება.
თემო დავივიწყე.
აღარ მიყვარდა!
მართლა აღარ მიყვარდა.
იმ მომენტმა წამში ყველაფერი შეცვალა.
დავფიქრდი და მივხვდი..
პირველად რომ დამარტყა, მაშინ რომ წამოვსულიყავი მისგან, უკეთესად ვიქნებოდი.
5 წლის წინ რომ დავშორებულიყავი იმ წყეულ თემოს..
მე კარგად ვიქნებოდი.
ამ ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა.
პირველად რომ დაგარტყავს, მაშინვე უნდა წამოხვიდე!

***

მივუყვები ბათუმის სანაპიროს და ვტირი.
ღამის 2 საათია, გარშემო არავინაა.
მეც ვტირი.
ვტირი ჩემს შვილებს.
ვტირი ჩემს თემოს.
გამიკვირდა როდესაც ვიღაცის ბოხი ბარიტონის ხმა გავიგე.
-არ გცივა?
მივბრუნდი და უცხო მამაკაცი დავლანდე.
სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა.
მაგრამ მე თემო გამახსენდა და უფრო მწარედ ავტირდი.
უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო.
-კარგად ხარ?
-არა.
ვთქვი და გავეცალე.
არ მინდა კაცების დანახვა.
მძულს კაცები!
მძულს მთელი არსებით!
მეორე დღესაც, იგივე დროს იგივე სანაპიროზე ვსეირნობდი და ვტიროდი.
2:00
ისევ ბოხი ბარიტონი.
-მგონი აქ შეხვედრა დაცდილი გვაქვს.
სიცილნარევი ხმა ჰქონდა.
როგორ ვერ ვიტან კაცებს.
-შენი სახელი?
მკითხა, მე არ ვუპასუხე.
-მუნჯი ხარ?
-არა.
-აბა, რატომ არ ლაპარაკობ.
-არ მინდა.
იქაურობას გავეცალე.
მესამე დღესაც, იგივე დროს, იგივე სანაპიროზე ვსეირნობდი.
2:00
თითქოს განგებ მივედი, რომ ბოხი ბარიტონი გამეგო და არც დააყოვნა.
-დღესაც ტირიხარ..
-ხო.
-რა გქვია?
-ბარბარა.
არა, ბარბარა არ უნდა მეთქვა!
ასე თემო მეძახდა.
-არა, ბარბარე დამიძახე ან რამე სხვა.
-კარგი ბარბარე. არ გცივა?
-არ მცივა.
ისევ დავტოვე.
ზედმეტად თბილი იყო.
მას რომ ვუყურებდი თემო მახსენდებოდა.
როგორ ვერ ვიტან კაცებს!
მეოთხე დღესაც მომესმა ბოხი ბარიტონი.
2:00
ნაპირზე ჩამოვჯექი და გვერდით მომიჯდა.
-როგორ ხარ ბარბარე?
-არ ვიცი.
-მე მანუჩარი მქვია, მაგრამ მანუ დამიძახე, კარგი?
-კარგი, მანუ.
საოცარი სახელი იყო მანუ.
მანუ.
თბილი მანუ.
მაგრამ, მაინც როგორ ვერ ვიტან კაცებს!
-დღეს არ ტირი.
-ხო.
-რა ლამაზი ხარ ბარბარე.
უაზროდ ავწითლდი.
-მადლობა.
-გავისეირნოთ?
-კარგი.
ნაპირს მივუყევით.
-რამდენი წლის ხარ ბარბარე?
-32-ის.
-რა სიტყვაძუნწი ხარ, არ გაინტერესებს მე რამდენის ვარ?
-რამდენის ხარ?
-33-ის. რას საქმიანობ?
-აქვე, მიმტანად ვმუშაობ.
-ქმარ-შვილი გყავს?
აი, ეს არ უნდა ეკითხა.
თვალები ცრემლებით ამევსო და სახლისკენ გავიქეცი.
მეძახდა, მაგრამ არ ვუპასუხე.
ორი დღე არ მივსულვარ სანაპიროზე.
მეშვიდე დღეს წავედი.
2:00
გამიკვირდა.
ბოხი ბარიტონი მომესმა.
-გელოდებოდი.
არაფერი ვუთხარი.
-რატო არ მოდიოდი ეს ორი დღე?
ისევ ვდუმდი.
-რამე გაწყენინე?
-არა.
-აბა?!
-რთულადაა ყველაფერი..
-ამიხსენი.
იქვე ჩამოვჯექით.
-მეტყვი რამეს ბარბარე?
-ვერ ვიტან კაცებს.
-რატომ?
-სიყვარულს გეფიცებიან, შემდეგ გცემენ და შვილს გიკლავენ.
ისევ ავცრემლიანდი.
მანუს აღარაფერი უთქვამს.
შევხედე.
თვალები ბრაზით უელავდა.
-შენ გცემდნენ?
ისეთი ბოხი ხმით იკითხა, ლამის მოვკვდი.
-ხო.
ხმის კანკალით ვუპასუხე.
-მომიყევი.
-თემო ერქვა, გვიყვარდა ერთმანეთი. ცოლად მომიყვანა. დავორსულდი, გავაჩინე ბავშვი და თანდაყოლილი დაავადებით მოგვიკვდა. შემდეგ შეიცვალა, გალოთდა და დამარტყა. რამდენჯერმე ვაპატიე. არა, ბევრჯერ ვაპატიე. 5 წელი ვუთმენდი. როგორც იქნა ისევ დავორსულდი და ბოთლი მესროლა. მუცელში მომხვდა და ბავშვი მომიკვდა. ისევ..
მწარედ ავქვითინდი.
მანუ გვერდიდან მომეკრა და მიმიხუტა.
-ყველაფერი კარგად იქნება..
შემდეგ წავედი.
მერვე დღე.
2:00
-ღამ-ღამობით არ გძინავს ბარბარე?
-ვერ ვიძინებ.
მთელს ტანზე ჩალურჯებები მქონდა, ორი კვირის წინ რომ მცემა თემომ, ისინი.
გარკვეულწილად წინა დღეებში ვფარავდი, მაგრამ ახლა არ დამიფარავს.
-ეს რაარი?
მკითხა გაოგნებულმა.
მე წყალს ვუცქერდი და ხმა არ გამიცია.
მომიახლოვდა.
ლავიწის ძვალთან დავურჯებაზე მაკოცა.
მთელს ტანზე სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.
კვლავ ვიგრძენი რაღაც.
ეს 5 წელი სითბო მაკლდა.
მანუმ კი ერთიანად ამინაზღაურა ერთი კოცნით, ლავიწის ძვალთან.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჩამეხუტა.
-არაასდროს, არასდროს მოგექცევი ასე.
მეცხრე დღე.
2:00
-მგონი დილასაც უნდა დავიწყოთ შეხვედრები ბარბარე.
-მეშინია მანუ..
-რისი გეშინია?
-შენი...
ძლივს.
ვთქვი ის რაც აქამდე მახრჩობდა.
მანუს სახე შეეცვალა. წამში ჩემს წინ გაჩნდა და მხურვალედ მაკოცა.
-ჩემი არ უნდა გეშინოდეს.
მეთხუთმეტე დღე.
2:00
ეს დღეები, შუაღამისას სულ მანუს ვხვდები.
ერთმანეთის გვერდიგვერდ მიხუტებულები ვზივართ სანაპიროზე და ზღვის ზოლს გავყურებთ.
-ჩემი კიდე გეშინია ბარბარე?
-არა.
ვუპასუხე.
და გამიხარდა.
მანუსი არ მეშინოდა.
ის სხვა იყო.
ის მანუ იყო.
რაღაცნაირი მანუ.
თბილი და უცნაური.
თავისებური.
მჯეროდა, რომ არაფერს დამიშავებდა.
და ამჯერად გამიმართლა!
1 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს.
სანაპიროზე, შუაღამის 2:00-ზე ხელი მთხოვა.
მეც გავყევი.
მეშინოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავრისკე.
და გავბედნიერდი.
სულ მალე დავორსულდი და მანუს ვახარე ეს ამბავი.
მთელი დღე მუცელზე მკოცნიდა და მეფერებოდა.
ჯანმრთელი ბავშვი მეყოლა, შუაღამის 2:00-ზე და ლიკა დავარქვი.
და მე ერთი დასკვნა გამოვიტანე ჩემი ისტორიიდა.
რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის!


_______________________________________
მიყვარს კომენტარები, არ დაიზაროთ ^___^скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი თაკო

აი იცი როგორი იყო რაღაცნაირი
აი რაღაცნაირი იყო ხო პატარა იყო მარა
რაღაცნაირი პატარა იყო ძალიან ცხივრებისეული და კარგი იყო ძალიან მაგარი და დახვეწილი იყო

 



№2  offline წევრი ლიდია

სტუმარი თაკო
აი იცი როგორი იყო რაღაცნაირი
აი რაღაცნაირი იყო ხო პატარა იყო მარა
რაღაცნაირი პატარა იყო ძალიან ცხივრებისეული და კარგი იყო ძალიან მაგარი და დახვეწილი იყო

ვაიმე დიდი მადლობა ^_^ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№3  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

მიყვარს ასეთი ისტორიები!
მოკლე, თბილი, ტკივილიანი მაგრამ მაინც ჰეფი ენდით❤
მიმეწონა
ძალიან მომეწონა❤
კარგიხარ

 



№4  offline წევრი ლიდია

Mariam Shengelia_3
მიყვარს ასეთი ისტორიები!
მოკლე, თბილი, ტკივილიანი მაგრამ მაინც ჰეფი ენდით❤
მიმეწონა
ძალიან მომეწონა❤
კარგიხარ

ძალიან დიდი მადლობა <3 გამახარეე heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent