შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცალმხრივი სიყვარული (სრულად)


4-11-2017, 19:17
ავტორი ლიდია
ნანახია 1 452

ცალმხრივი სიყვარული (სრულად)

ორი წელი გავიდა, რაც ის წავიდა.
ორი წელი ცოტა არაა.
ძალიან.. ძალიან ბევრია.
ამ ორ წელში მე რადიკალურად შევიცვალე.
აღარ ვარ ნაზი, წყნარი და ისეთი გოგო, რომელიც ყველას უჯერებს.
ცარიელ სახლში, აივანზე ეულად ვზივარ და ცას გავყურებ. წარსულზე ფიქრები თავს არ მანებებს.
***
მე და დაჩი მეგობრები ვიყავით. სკოლიდან მოყოლებული ერთმანეთს გვერდში ვედექით, ჭირში თუ ლხინში.
ვხვდებოდი, რომ მეგუბრულად აღარ/ვეღარ ვუყურებდი. მიყვარდებოდა.
როცა მეხუტებოდა, როცა ხელს მკიდებდა, როცა მიღიმოდა მე ბედნიერებისგან გული მიჩერდებოდა. ვგიჟდებოდი.
სიყვარულმა დამაბრმავა.
მე მეგონა, რომ დაჩიც იგივეს გრძნობდა.
მაგრამ, არა.
შევცდი.
დაჩი საუკეთესო მეგობარს მეძახდა.
დაჩი იმ გოგოებზე მელაპარაკებოდა, რომლებიც მას მოსწონდა.
დაჩი და-დ მიმიჩნევდა.
მეც ვუღიმოდი და ვეუბნებოდი, რომ მისნაირი მეგობარი არ მყავდა.
ერთ დღეს შეხვედრა მთხოვა. გამიხარდა, მეგონა რაიმე კარგს მეტყოდა.
მაგრამ დაჩის დამწუხრებული სახე ჰქონდა. ხმაც გაბზარვოდა.
-მოხვედი სალო?
დაჩი სალოს მეძახდა.
სალოს მისნაირად სხვა ვერავინ მეძახდა.
-ხო! რა მოხდა?
-მივდივარ...
-სად?
-საფრანგეთში, სასწავლებლად, ორი წლით.
-რაა?!
თითქოს გული ამომგლიჯეს.
მასთან ახლოს ყოფნა მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი არ ვუყვარდი.
ახლა კი..
ახლა ის ახლოსაც არ იქნებოდა.
ძალიან შორს იქნებოდა.
-სხვა გზა არ მაქვს. რაღაც პრობლემებია კიდე, რა. შენ ვერ გაიგებ.
ვეღარაფერი ვთქვი, უაზროდ ავსლუკუნდი და თავი ჩავხარე. დაჩიმ ძალიან ძლიერად ჩამიხუტა.
თითქოს ეს ბოლოაო.
-მომენატრები სალო. აუ ბოდიში, რა!
-არ დამივიწყო..
-როგორ შეიძლება შენ დაგივიწყო. ჩემი დაიკო ხარ!
მორიგი ტკივილი.
მორიგი იმედგაცრუება.
ორი წელი ისე გავიდა, ერთხელაც არ შემხმიანებია.
არ მირეკავდა, არ მწერდა.
მისგან არ ველოდი.
ძალიან მეწყინა ეს საქციელი.
ძალიან გავბრაზდი.
ძალიან მეტკინა გული.
***
აივნიდან სახლში შევედი.
ის-ის იყო უნდა წამოვწოლილიყავი, რომ კარებზე კაკუნი გაისმა.
კარები გავაღე და ლამის იქვე გადავყირავდი.
გაოცებისგან შევკივლე და ხელები პირთან მივიტანე.
ზღურბლზე დაჩი იდგა.
ისევ ისეთი დაჩი.
ოდნავადაც არ იყო შეცვლილი.
თუმცა, კი. შეცვლილი იყო.
ჩემთვის შეიცვალა, მას შემდეგ რაც წავიდა.
მე შევიცვალე და ჩემი დაჩიც შეიცვალა ჩემთვის.
-სალო არ ჩამეხუტები?
სალოო.
გამაჟრჟოლა.
„ძველი“ გრძნობები დავადუმე და უხეშად გავეცი პასუხი:
-რატომ უნდა ჩაგეხუტო?
-საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ! არ გახსოვს?
-შენ რომ გაგხსენებოდა ამ ორი წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც, შეიძლება მეც გამხსენებოდა ახლა! - ნელ-ნელა ხმას ვუწევდი.
-მიბრაზდები სალო?
-არაა, რა არის ამაში გასაბრაზებელიი?
-ნუ ყვირიხარ რა! უნდა გამიგო..
-რა უნდა გაგიგო? ვერ გაგიგებ დაჩი. - ჩემს ბაგეებს მოწყვეტილი ეს სახელი უკვე ძალიან უცნოდ და ცუდად ჟღერდა. - ორი წელი დაჩი! ორი წელი. ცოტა არაა. ერთხელაც არ დაგირეკავს, არ მოგიწერია, არ მომიკითხე! სულ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და ახლა მოდიხარ და მეუბნები ჩამეხუტეო?! შევიცვალე, ჩემო კარგო! - ირონიულად ჩავიცინე. - ძალიან შევიცვალე.
ვცდილობდი ტირილი არ დამეწყო.
-ეე, ბოდიში სალოო. მიზეზები მქონდა, რა.
-რა მიზეზებიი?
-მინდოდა შეგზიზღებოდი.
-რაა?
-ვიცოდი, რომ მეგობრულად არ მიყურებდი და გიყვარდი. მე დად მიმაჩნდი. სასწავლებლადაც წავედი რათქმაუნდა, მაგრამ უფრო შენ გამო. ავდექი და წავედი. არ დაგიკავშირდი რადგან დაგევიწყებინე. გესმის ახლა?
მთელი სხეულით ცახცახი დავიწყე.
-საიდან მოიტანე რომ მიყვარდი?
ერთი, გზააბნეული ცრემლი მაინც ჩაუყვა ჩემ ლოყას.
-კარგი რა სალო! დებილი კი არ ვარ, ვხვდებოდი,
-ეგ არ გამართლებს! გადი რა!
-მაპატიე, რაა.
გავაანალიზე და მივხვდი, რომ კიდევ მიყვარდა.
მაგრამ არ ვაპატიებდი.
აღარ მინდოდა მასთან არანაირი ურთიერთობა.
მითუმეტეს მეგობრული.
ვერ ვაპატიებდი ამ ორ წელს.
ასეთი ეგოისტი დაჩი მე არ მჭირდებოდა.
-არასდროს გაპატიებ დაჩი.
-სალო..
-წადიმეთქი!!
ვიყვირე და უსასრულო ცრემლების დენაც დაიწყო.
დაჩი მომიახლოვდა და გულში ძალით ჩამიკრა.
-როგორ გატკინე გული სალო.. მომენატრები. მინდოდა შენთან ყოფნა. ბოლო შნსს გაძლევ, ამ იმეგობრე ჩემთან, ან საფრანგეთში წავალ, სამუდამოდ საცხოვრებლად. რა იცი იქნებ შემიყვარდე კიდეც...
იქნებ შემიყვარდეო?!
დამცინის კიდეც?!
-ნაძირალა ხარ! წადი, წადი, წადი! დამტოვე!
როგორ მინდოდა დარჩენილიყო.
როგორ მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო.
მაგრამ, გავუშვი.
არ მინდოდა ძალით სიყვარული!
დაჩიც წავიდა.
ამჯერად სამუდამოდ დამტოვა.
ხმა აღარ მქონდა იმდენი ვიტირე და ვიყვირე.
იქვე ჩავიკეცე სადაც ვიყავი.
ახლა ვინ დამიძახებდა სალოს ისე კარგად როგორც დაჩი?
ჩემი დაჩი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩემი დაჩი.
რა მწარეა ცალმხრივი სიყვარული.
როცა გიყვარს, ხოლო მას არა.
როცა მისით ცოცხლობ, ხოლო ის მიდის.
რა ვქნა ახლა მე?
როგორ დავივიწყო დაჩი?
ვერ დავივიწყებ..
ეს უბრალოდ შეუძლებელია.
ვერ დავივიწყებ მის ღიმილს, მის საუბარს, მის ჩახუტებას, მის ხელებს, მის შეხებას.
მის „ ს ა ლ ო“- ს.
რა ეგოისტია..
მომკლა, გამანადგურა.
თავი შემაყვარა.
კიდევ ორი წელი გავიდა...
დაჩიმ სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა.
ისეთი გულწრფელი ღიმილით უცქერდა მის გვერდით მდგომ პატარძალს.
დაჩის ცოლი ჰყავს.
მას სხვა უყვარს.
მას მე არასდროს ვყვარებივარ.
მე დაჩი სულ მიყვარდა...

____________________________________________

წინა ისტორია უმეტესობას არ მოგეწონათ, უემოციაო.
ვეცადე ეს ემოციური და უკეთესი ყოფილიყო.
შემიფასეთ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

ლიდია, ეს ბეევრად დახვეწილი და ემოციური იყო ვიდრე წინები :* უკვე კარგად წერ <3 ველოდები ახალს :*

 



№2  offline წევრი ლიდია

მოცინარი
ლიდია, ეს ბეევრად დახვეწილი და ემოციური იყო ვიდრე წინები :* უკვე კარგად წერ <3 ველოდები ახალს :*

შენ არ იცი როგორ მახარებს ასეთი კომენტარები ^___^ დიდი მადლობა ^_^ ჯერ ვერ ვწერ, რაღაც ჩემი მუზა (თინიკო) წამივიდა და ://

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent