შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"წიგნი ცხოვრებისა"


8-11-2017, 23:45
ავტორი coco girl
ნანახია 154

ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა ახალგაღვიძებულმა ჩემს გვერდით ბიოლოგიის წიგნი და კონსპექტები კი არა - "სამოსელი პირველი" დავინახე...

***
დილაობით, როცა ჯერ კიდევ ყველას ეძინა, აღმოსავლეთისკენ ვიხედებოდი და ვხედავდი ყვითელ, ბრწყინვალე ბურთს, ლამაზად რომ იწვერებოდა მთიდან.
- "ამოდის, ნათდება!" - დავიჩურჩულებდი ჩემთვის, არავის რომ არ გაეგო.
იმდენად "ეგოისტი" ვიყავი, მზე მარტო ჩემი მეგონა...
- " მე ვხედავ მზეს" ! - ჩემს გვერდით არსაიდან ჩნდებოდა ხატია და დიდი ცისფერი თვალებით მომჩერებოდა. სამყაროში "ათასი მოელვარე მზე" ამოდის. "ნუ გაუცვლი შენს მზეს სხვას ყვითელი ფერის ბუშტში".
დილაობით "საუზმე ტიფანისთან" მქონდა. მართალია, ძალიან გემრიელი საჭმელები ჰქონდა და არც იუმორის ნაკლებობას არ უჩიოდა, მაგრამ "მე - ბებია, ილიკო და ილარიონთან" დროის გატარებას არაფერი მერჩივნა.
დილაუთენია მოვიდოდა ილიკო, მოიტანდა "პირის ჩასატკბარუნებელს" , მოიჯენდა ბებიას და ილარიონს და მთელი დღე "პირს ისველებდა". ბებიაჩემი უსმენდა, ინტერესდებოდა, იცინოდა, მაგრამ როცა მობეზრდებოდა, ერთს გემრიელად ამოიწყევლიდა და სახლში შევიდოდა.
მთლად მტკვრის პირას ვერა , მაგრამ ენგურთან ვფიქრობდი, ბებიას ძუძუები მარტო ჩემს წყევლაზე ილოცებოდნენ თუ ილიკო და ილარიონიც დაცულები იყვნენ.
და როცა ვტოვებდი იმ ადგილს, სადაც "ჟამი ჩემი სიჭაბუკისა" გავატარე, ჩემთან უმალ როსინანტი გაჩნდებოდა და დედაჩემის სახლისკენ მიმაქროლებდა.
გზად ბევრი უცნაურობა გადაგვეყრებოდა. ერთხელ იყო და - "უთავო მხედარმა" გადაგვირბინა და უდაბურ ტყეში გაუჩინარდა.
- აი "საოცრება" - გავიფიქრე.
მერე მგელი და "წითელქუდა" დავინახეთ. ვიცოდი მგელს რაც უნდოდა და წითელქუდას შეშფოთებულმა შევხედე, მაგრამ მან თვალი ჩამიკრა და ჩაიცინა.
სახლში მისული მაშინვე ჩემს ოთახში შევდიოდი და საწერ მაგიდას მივუჯდებოდი. მერე დედა შემოვიდოდა , არსაიდან მოიტანდა ერთი კვირის სამყოფ წიგნებს და მეუბნებოდა"
- სიბნელეში კითხვამ "სიბრმავე" იცის!
- "ნუ გეშინია, დედა"! - არხეინად მივუგებდი და წიგნებში ჩავიკარგებოდი.
როცა ოთახში "ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს" ვიგრძნობდი, ჩემს "ოქროს რვეულს" ვიღებდი, (რათა ყველაფერი დეტალურად აღმეწერა , როცა ჩემი ლამაზი მუზა მესტუმრებოდა) და სასეირნოდ მივდიოდი.
- "იდიოტი" ხარ ! - მომაძახებდა ჩემი ძმა - პირადად მე "ოქროს რვეულით" გარეთ არასდროს გავიდოდი.
ისე, ჩვენში დარჩეს და "99 ფრანკი" მივეცი "ოქროს რვეულში".ნელა მივსეირნობდი. "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"...
წინ, უკვდავების ხის ქვეშ იდგა "კაცი, რომელიც იცინის" (და არა იცინოდა).
მისი სიცილი მეც კარგ ხასიათზე მაყენებდა და ყურებამდე გაღიმებული შევდიოდი ფოტოკაბინეტში.
ოოო ! აქ კი მელოდა ადამიანი, რომელიც ყველასგან განსხვავებულად მიყვარდა და ყველაზე მეტად ვაფასებდი. აქ მელოდა "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"...
"და რადგან სასწრაფოდ უნდა დაებეჭდა ათი წლის წინათ კურსდამთავრებულ ვიღაც ენერგეტიკოსთა სურათები, ვიწრო კარში შევედით და მქრქალ სიბნელეში ბაც წითელ შუქზე , თან ვსაუბრობდით და თანაც სურათებს ამჟღავნებდა".
როცა სამუშაოს მორჩა , თბილად ჩაიცვა და "ალუბლის ბაღისკენ" გავწიეთ.
- იცით, ამდენი ხანია გაკვირდებით და ვიღაცას ძალიან მაგონებთ! - მომმართა და დაფიქრებული მზერა მომაპყრო.
გამეცინა.
- "თქვენ გაოცებამდე მშვენიერი თვალები გაქვთ"! - თქვა და შუბლზე შემოირტყა ხელი - უჰ , აქამდე როგორ ვერ მივხვდი - თქვენ ძალიან ჰგავხართ ანა მარიას - და გაიოცა - ბიჭო, ბიჭო, როგორა ჰგავს?! "
თავი მორცხვად დავხარე. მე და ანა მარია ?!
- თქვენ ბეტანკურიანი რომანი წაკითხული გაქვთ, არა? - მითხრა ღიმილით.
- დიახ, დიახ! - გახარებულმა წამოვიძახე.
- "ანა მარია ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა" - ჩაილაპარაკა და განზე ზიზღით გაიხედა.
მის მზერას თვალი გავაყოლე. ქუჩაში ლამაზი ქალები იდგნენ და ურცხვად აკვირდებოდნენ ახალგაზრდა ვერტერს.
- "ქარწაღებულნი" - ჩავიბუტბუტე და მეც განზე გავიხედე.
და უცებ... "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" გაშეშდა...
"ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა "...მოიისფრო", გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამოვნო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა "...გავძეხი" და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა "მაშასადამე"... - ესღა დაიჩურჩულა.
"დუბლინელები" ღიმილით გვეგებებოდნენ, "სიცილიელმა" ნელა დაგვიკრა თავი.
და ახლა ჩემი გაშეშების დრო იყო...
შორს, მიჩინიოს შავი, ბოროტი თვალები მომშტერებოდა.
გამაკანკალა.
"კაცმა, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" იფიქრა, რომ შემცივდა და თავისი მოსაცმელი მომახურა. რათქმაუნდა - ფართოჯიბიანი.
თავდახრილი მივდიოდი, არ მინდოდა შავი, მწველი და ბოროტი თვალები ისევ დამენახა.
დანახვით ვერ დავინახე, მაგრამ ისეთივე შავი და ბოროტი ხმა გავიგე:
" - დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო".ყურებს ვერ ვუჯერებდი. "კაცმა, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" თავი დამიქნია და ჩაეღიმა.
და როცა კარცერ - ლუქსს მივუახლოვდით , ჩვენი ნახვით გახარებული კლიმი წამოხტა და ორივეს ჩაგვეხუტა.
- ისევ შიგნითაა? - ვკითხე.
კლიმმა თავი ღიმილით დამიქნია.
კარცერ-ლუქსთან მივედი და დავიძახე:
-ტომ! - პასუხი არ არის.
-ტომ! - პასუხი არ არის.
- რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ! - ვთქვი და კარცერ-ლუქსის პატარა ფანჯარაში შევიხედე.
ოთახი წიგნებიანი თაროებით იყო სავსე. რბილი, მოხერხებული სავარძელი იდგა, კოხტა მაგიდას კი ნათურა-სოკო ამშვენებდა.
და როცა ქათქათა საწოლისკენ გავიხედე, ზედ მწოლიარე, ფეხებგადაჯვარედინებული ტომ სოიერი დავინახე , რომელიც გატაცებით კითხულობდა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს" და ჩემი არაფერი ესმოდა.
გახარებულები წამოვედი იქიდან. შემოგვაღამდა. "კაცმა, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" დაიჟინა სახლამდე მიგაცილებო. ცას შეხედა და ნაზად, თავისთვის ჩაილაპარაკა:
-"მზიანი ღამე".
-მზიანი? - გავიკვირვე.
-ადამიანი ადამიანისთვის მზეა - მომიბრუნდა - ახლა მე და შენ ვართ მზეები ერთმანეთისთვის. მე შენი, შენ - ჩემი.
- მე კი ვიცოდი, რომ "ადამიანი ადამიანისთვის დღეა" - ეშმაკურად ჩავიცინე.
- დღე მზის გარეშე იქნება? - გამიღიმა და ისევ ცაში აიხედა - "ნაზია ღამე".
როცა "ქარიშხლიან უღელტეხილს" გავცდით და "მრუდე სახლიც" უკან მოვიტივეთ, ჩემი პატარა , მაგრამ - დიდი სახლი გამოჩნდა.
- თქვენ ისევ მოხვალთ - ღიმილით ჩაილაპარაკა"კაცმა , რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და დაამატა - ღამე მშვიდობისა!
გაღიმებული ავედი სახლში.
როცა ჩემს ოთახში შევედი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მისი მოსაცმელი მეცვა. გარეთ გავირბინე , მაგრამ უკვე გვიანი იყო. წავიდა...
და როცა სიცივით აკანკალებულმა ფართო ჯიბეებში ხელი ჩავყავი, რაღაც მყარს შევეხე.
ამოვიღე და დავხედე.
- გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი".
გაოცებულმა გადავშალე.
"ყველას გვაქვს ჩვენი "სამოსელი პირველი" , მაგრამ არ ვიცით ხოლმე" - ეწერა ლამაზად.

***
ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა ახალგაღვიძებულმა ჩემს გვერდით ბიოლოგიის წიგნი და კონსპექტები კი არა - "სამოსელი პირველი" დავინახე.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent