შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ამოძახილი (სრულად)


17-11-2017, 23:41
ავტორი ლიდია
ნანახია 544

სულის ამოძახილი (სრულად)

მინდა რომ შევეხო
მაგრამ ვერ ვეხები.
მინდა რომ ველაპარაკო
მაგრამ ვერ ველაპარაკები.
მინდა მაგრად ჩავეხუტო
მაგრამ ვერ ვეხუტები.
მინდა ვუთხრა რომ მიყვარს
სიგიჟემდე მიყვარს
მაგრამ ვერ ვეუბნები.
მინდა ვაკოცო
მაგრამ ვერ ვკოცნი.
მინდა ჩემი იყოს
მაგრამ არ არის...
ყველაზე მტანჯველია ცალმხრივი სიყვარული
თუ არ იცნობ მითუმეტეს...
არა, მე ვიცნობ.
იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე თავად იცნობს საკუთარ თავს.
ყველაფერი ვიცი მასზე.
მაგრამ ის არ მიცნობს.
წყნარად ჩამივლის ხოლმე გვერდით, არც გამომხედავს...
მაშინ როდესაც მე მის დანახვაზე მუხლი მეკვეთება.
სული მეხუთება.
ვკვდები.
არასდროს შემოუხედავს ჩემთვის თვალებში მაშინ როდესაც მე სულ ვუყურებ.
მინდა დავუძახო “გაბრიელ”
მაგრამ ვერ ვეძახი.
სიზმრებშიც მას ვხედავ და ცხადშიც.
არასდროს გამოუჩენია ჩემ მიმართ ყურადღება.
მეც ვერაფერს ვაკეთებ
განა არ, ვერ ვაკეთებ.
მას რომ ვხედავ ვბრმავდები
ვმუნჯდები
ვკარგავ საღად აზროვნების უნარს და ჩემ გონებაში ყველაფერი ერთმანეთში იხლართება.
გონება მეუბნება “გასცდი მაგ ბიჭს, გააგრძელე ცხოვრება”
გული კი საწინააღმდეგოს მიმტკიცებს.
ვერ გავცდები, ვერა...
4 წელია თანამშრომლები ვართ.
მის ხმას მხოლოდ შეხვედრებზე ვგებულობ.
ვერასდროს ვბედავ მასთან დაახლოებას.
ხომ გითხარით ვერ და არა არ.
ვიცი
ვიცი რომ უნდა გავიარო მისკენ მიმავალი გზა
რომელიც არც კი მიდის მისკენ.
უნდა გაგავლახო ეს ლაბირინთი
მაგრამ მე უძლური ვარ.
არ შემიძლია
არა
ვერ შემიძლია.
ქორწილის მოსაწვევები დაარიგა თანამშრომლებში.
ხო
ქორწილის.
ცოლი მოჰყავს.
ახლა ვნანობ ყველაფერს.
მეთქვა რამე...
გამეცნო
გადამედგა პირველი ნაბიჯი.
ახლა შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
ქორწილში არ წავედი
ვერ წავედი.
ფოტოებს ვუყურებ და ჩემთვის, ჩუმად ვტირივარ.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა რაც ასე ვტირივარ
ერთი საათი?
ერთი დღე?
ერთი კვირა?
ერთი თვე?
ერთი წელი?
ერთი საუკუნე?
თუ უსასრულობა?
არ ვიცი...
მაგრამ ვტირივარ.
ვერ ვპატიობ ჩემ თავს ვერაფერს.
არ შემიძლია ეს ცალმხრივი სიყვარული ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან
თითქოს ეს ჩემი ბედია....
მიყვარს
და
მას
არ
ვუყვარვარ.
არავის
არასდროს
ან იქნებ
ვერავის
ვერასდროს...

____________________________________________

სულის ამოძახილია უბრალოდ...
მეტი არაფერი...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent