შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაიჭირე მომენტი.


18-11-2017, 13:47
ავტორი LaLiDze
ნანახია 163

დაიჭირე მომენტი.

დაიჭირე მომენტი.
მეც დავიჭირე მომენტი და ვუთხარი.
ყველაფერი ვუთხარი და მან უბრალოდ ერთი გაიცინა და მორჩა.
დავიჭირე მომენტი და ვუთხარი, რომ მიყვარდა.
და
რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო.
დავიჭირე მომენტი და ვუთხარი, რომ მის ღიმილს
არაფერი არ მერჩივნა
და
მან უბრალოდ დამიკიდა.
გაატარა.
დამაიგნორა.
მე კიდევ დავრჩი
გულგატეხილი.
სულის მტკივანი.
მომტირალი.
ვერ გავუძელი და კიდევ მივწერე.
ხელახლა დავიჭირე მომენტი და ხელახლა მივწერე.
ამჯერადაც გაატარა.
მე კიდევ ღამეებს ტირილში ვათევდი.
მტკიოდა სული,გული, ყველაფერი.
მინდოდა სიკვდილი.
მინდოდა უსასრულოდ ძილი.
მინდოდა მხოლოდ ტირილი.
ვწერდი დღიურში, ვორდში.
ვწერდი გაუჩერებლად.
გაკვეთილის დროს, ვარჯიშის დროს,
მეცადიონეობის დროს, მგზავრობის დროს.
ვწერდი მასზე, ჩემს გრძნობებზე, ტკივილზე.
მაბედნიერებდა მისი ერთი ახალი პოსტი თუ ფოტო.
მაბედნიერებდა მისი ერთხელ ზურგიდან დანახვაც კი.
მიყვარდა და თან მტკიოდა.
მინდოდა ჩავხუტებულიყავი, მისი სურნელი შემეგრძნო.
მინდოდა მასთან საუბარი, მასთან ერთად ყოფნა.
მინდოდა მასთან ერთად სულელურ რაღაცეებზე საუბრისას ღამის გათენება.
ჩემი „მინდოდა“ „მინდოდად“ რჩებოდა და მე გული მტკიოდა.
გულიც, სულიც და ყველაფერიც.
ხორციელად არაფერი არ მეტყობოდა.
ვიღიმოდი, ვიცინოდი, „ბედნიერი ვიყავი“.
სულიერად ვტიროდი, ვყვიროდი, ვღრიალებდი.
ეს ორი მხარე ერთმანეთს არ ეთავსებოდა
და
გადავწყვიტე რომ მეგობრებისთვის ეს ყველაფერი მომეყოლა.
მოვუყევი და თითქოს ცოტათი დავმშვიდდი.
მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვნებითი იყო.
ისევ დაიწყო ამ ორი მხარის შეუთავსებლობა
და
მე უბრალოდ ავდექი და მის სახლთან, სკამზე მოვიცადე.
დაახლოებით 4-ზე გამოიარა და მე რომ დამინახა გაოგნებული დარჩა.
ვერ მცნობდა.
არც მიცნობდა.
ვიგულისხმე რომ მე ის აღარ ვიყავი.
იმ ბედნიერი გოგოსგან, აღარაფერი იყო დარჩენილი
და
უკვე მესამედ დავიჭირე მომენტი და დაველაპარაკე.
მე ვსაუბრობდი - ის მისმენდა.
იჯდა დაისმენდა.
არც კი ვიცი როგორ ვსაუბრობდი, თან ვტიროდი, თან ვხაოდი.
თან ვღრიალებდი.
მერე ვუთხარი რომ უკვე ცუდად ვიყავი.
რომ მიყვარდა.
სიგიჟემდე.
სიკვდილამდე.
იმის იქითაც.
დაუსრულებლად.
უსაზღვროდ.
უზუმოდ.
მერე ადგა და ჩამეხუტა.
ეს იყო პირველი ჩახუტება და მივხვდი რომ
უკვე გადარჩენილი ვიყავი.
ამ ყველაფრის მერე პირველად გავიღიმე გულწრფელად.
სახლში წამოვედი და დავიძინე.
მეორე დღეს იქაურობა ვეღარ ვიცანი.
სულ თეთრი ფერები იყო ირგვლივ.
ფანჯარა არ იყო.
მხოლოდ ოთხი კედელი.
არ იყო კარები.
არ იყო ჩემი ოთახი, სადაც მისი სურათები მქონდა გაკრული.
არ იყო ჩემი ფუმფულა სავარძელი.
არ იყო ჩემი საწერი მაგიდა.
ღრიალი დავიწყე, შემდეგ ტირილი.
მის სახელს ვყვიროდი და
შველას ვითხოვდი.
არ ვიცოდი სად ვიყავი.
არ ვიცოდი სად იყო, დედა, მამა და ჩემი და.
უეცრად ვიღაც ქალი გამოჩნდა და რაღაც ნემსი გამიკეთა.
გავითიშე.
მერე ისევ გამოვფხიზლდი და ახლა უკეთ გავაცნობიერე თუ სად ვიყავი.
მათ მე გიჟი ვგონივარ.
საგიჟეთში გამომკეტეს.
მან გამომკეტა.
მას გონია რომ გიჟი ვარ.
მას გონია რომ გავგიჟდი.
მეტკინა.
ხელახლა მეტკინა.
მას გიჟი ვგონივარ და თვლის რომ ცუდად ვარ.
ზღვარზე ვიყავი.
და უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვფიქრობდი.
ვერც ტკივილს და ვერც სიყვარულს.
მერე ძირს დავჯექი და დაველოდე.
ველოდებოდი თუ როდის დავიჭერდი ხელახლა მომენტს.
მოვიდა.
მნახა.
-მე შემიყვარდი, შემიყვარდი და არასდროს გადამიყვარდები.
მე შემიყვარდი ისეთი როგორიც მეგონა რომ იყავი შორიდან,
შევცდი თუმცა ამის მიუხედავად მაინც მიყვარხარ.
თუ გინდა გიჟად ჩამთვალე,
მაგრამ მე მაინც მიყვარხარ და სულ მეყვარები.
ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც მეყვარები.
ძილის დროსაც მეყვარები.
შენ არ შეგიყვარდები, თუმცა ძილის წინ ჩემზე იფიქრებ.
მთვრალი ჩემზე იფიქრებ,
და მიხვდები რომ
ისე არავის არ უყვარხარ, როგორც მე მიყვარხარ.
მერე ინანებ.
ინანებ რომ იმ სამყაროსთვის გამიმეტე,
ინანებ რომ ჩემი სიყვარული არ დააფასე.
და ახლა შენ იქნები ჩემნაირ დღეში.
შენ მაინც არ შეგიყვარდები, თუმცა არასდროს დაგავიწყდები.
არასდროს დაგავიწყდება ჩემი ყოველი სიტყვა.
შენ არასდროს შეგიყვარდები - მე კი ყოველთვის მეყვარები...
ვუთხარი და ბოლოჯერ ამოვისუნთქე.
ვუთხარი და ბოლოჯერ შევხედე ჩემს პირველ და უკანასკნელ სიყვარულს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent