შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ, სადაც სიბნელე გვშთანთქავს


18-11-2017, 16:53
ავტორი MoonLady
ნანახია 215

იქ, სადაც სიბნელე გვშთანთქავს

ჩემი სიყვარული შტორმივით დამანგრეველია, შენ კი ერთი პაწაწინა ხის ნავი ხარ ჩემი გრძნობების უზარმაზარ ოკეანეში, რომელშიც მერვე საოცრების უკვდავ ტიტულს ატარებ. სულისშემხუთველია ეს მწველი გრძნობა შენთვის, რომელიც ჩემგან მწვანე, რადიაციული გამოსხივებით გერგო და მიზანიმიმართულად განგრევს. რაც უფრო მეტი მიზიდულობა მეღვრება კაპილარებში შენ მიმართ, მით უფრო მეტად მიჩნდება შენთვის ჩემი უპირატესობის დამტკიცების მძაფრი სურვილი, რომელიც გვშთანთქავს ორივეს. დომინირების დაუოკებელი სურვილი უხეშად გამოიხატება ჩემი სხეულის მეშვეობით და კისრის ძარღვთან გიტოვებს მტკივნეულ ანაბეჭდს, რომელთან ველურად შეხების და ტკივილის გამძაფრების უფლება მხოლოდ მე გამაჩნია. ჩემ გარდა არავის აქვს უფლება შეგეხოს შენ. უუფლებოდ შეხების შემთხვევაში კი ჩემს გააფთრებას საზღვარი არ ექნება. აგრესიული და უკონტროლო მხეცი გაიღვიძებს ჩემში, რაც ფატალური შედეგით დასრულდება ყველასთვის, ვინც კი ჩემი მოქმედების არეალში გაბედავს შემოსვლას და წინააღმდეგობის გაწევას. უნდობლობის ჭია მღრღნის და ეჭვები მთვარიანი ღამით მოსვენებას არ მაძლევენ. საწოლში მოუსვენრად ვბორგავ და ვფიქრობ. ვფიქრობ საკუთარ სისუსტეებზე და მე ისინი მაშინებენ. ის ერთადერთი შიში მჭამს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მეშინია სისუსტის. მეშინია, რომ უკიდეგანო ემოციების მონობას ჩამითვლიან სისუსტეში და ამით ეცდებიან უპირატესობის მოპოვებას. ამიტომ ვმალავ. ყველასგან, ყველაფრისგან ვმალავ ჩემს ბნელ სულს, ჩემს ჭუჭყიან ცნობიერებას, ამოუცნობ ქვეცნობიერს და ჩემს აურაცხელ გრძნობებს. გარეგნულად ვერაფერს შემატყობენ, ვერ ჩამიძვრებიან სულში, ვერ იპოვიან ემოციის ნიშანწყალს ამ ქანდაკების ტიპის უძრავ სახეზე. მაგრამ შენ... ვინ ხარ ? რა არსება ხარ ასეთი ? თვალებში მიყურებ და სულ მცირე, სულ მცირე, მაგრამ მაინც გესმის. საოცარია. ნუთუ შენც ჩემნაირი ხარ ? ნუთუ მგავხარ ? ნუთუ... შეუძლებელია ! მაგრამ... მაგრამ... შენ დგახარ იმ უფსკრულის კიდეზე, სადაც ვბუდობ მე. უხვად ისუნთქავ ნიკოტინს და ეხვევი გამჭვირვალე კვამლში. სისხლი ძარღვებს ასკდება და სული მეხუთება. არაადამიანურად ვიღიმი და ნელი ნაბიჯით მოვდივარ შენკენ. შორიდანვე მამჩნევ, მაგრამ არ იმჩნევ, ეს კი მე კიდევ უფრო მიღვივებს გამძაფრეულ ინტერესს. პირისპირ ვდგებით და შენი შეხსნილი ტუჩებიდან კვლავ კვამლი მოდის ჩემი მიმართულებით. თითოეულ ატომს ვისუნთქავ და ფილტვებში ვაცეკვებ ცეცხლოვან ტანგოს, შედეგად კი სისხლს ერევა ვნება და მათრობს. თვალებში მიყურებ და ხედავ... რას ხედავ ? რატომ კრთება შენს თვალებში შიში აქ ჩახედვისას, რატომ დგახარ შენ ახლა ჩემ წინ ამ შიშის მიუხედავად და ჯიუტად აგრძელებ ადრენალინის გამოყოფას. ხელი მკარი, გადამაგდე ამ უფსკრულში, გადამჩეხე კლდიდან, დამასვენე მე. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხე, შენი ხელი აღიმართა და მკერდზე მომებჯინა. ძალა დამატანა და ჰაერში აღმოვჩნდი. როგორც იქნა დავისვენებ. მაგრამ არა ! შენ მჭიდროდ ებღუჭები ჩემს პერანგს და ისეთივე არაადამიანური ღიმილით მიყურებ, როგორც მე მაშინ. ერთად ვეშვებით იქ, სადაც სიბნელე გვშთანთქავს, ერთად ვეშვებით იქ, სადაც ცხოვრება გვწამლავს... სიკვდილის მკლავებში ვნებივრობთ და ორგაზმების კასკადებად ვიღვრებით ამ საოცარ, არაადამიანური ადამიანობით გაჟღენთილ მომაკვდავ სამყაროში, ეს სიამოვნება კი ექოს სახით მთელ უფსკრულს აყრუებს...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent