შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The road end


23-11-2017, 21:45
ავტორი Kira
ნანახია 251

The road end

სიცოცხლე, ეს ხომ უდიდესი საჩუქარია ადამიანისთვის, რაც კი შეიძლება ოდესმე მისცე. თითქოს უსამართლო, დაუნდობელი მაგრამ ამავდროულად ყველაზე კარგი და სათუთი. მას გაფრთხელა სჭირდება. ჰო სწორედ რომ სჭირდება. ეს ნაზი რამ შენ ჯილდოდ გადმოგეცა და შენი ვალია ის ბოლომდე დაიცვა. მაგრამ არიან ისინი, ვისთვისაც ეს ჯილდო ტვირთად გადაიქცა, ისინი, ვინც ვერ შეიცნო სიცოცხლის არსი, ვინც ვერ დააფასა და უბრძოლველად დათმო იგი. ალბათ ფიქრობთ, რომ ისინი საერთოდ არ არიან სიცოცხლის ღირსნი ,რომ მათ არ უნდა მიეღოთ ზეცისგან ბოძებული საჩუქარი, მაგრამ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ კი იმაზე, რომ სწორედ ასე უფრთხილდებიან ისინი ამას? იქნებ სწორედ ასე იცავენ თავიანთ ჯილდოს?!


ნელი ნაბიჯებით მივუყვები მაღლა საფეხურებს და ვცდილობ წარმოვიდგინო რა დამხვდება ზევით.
ის, რისკენაც ასე მივისწრაფი თუ?... თუ რაიმე სხვა?. უცხო. ის, რაც ჯერ არ მინახავს. ან იქნებ სულაც უკან დავბრუნდე? გადავიფიქრო, შემეშინდეს და მხდალივით უკან გამოვიქცე? მაინც ხომ ასე ხდებოდა ყოველთვის. ახლაც რომ ასე მოხდეს? რაიქნება ახლაც რომ გავიქცე? იქნებ მინდა კიდეც, რომ ასე მოხდეს, მაგრამ სად? ახლა ხომ გასაქცევიც აღარსადმაქვს.

არა! შეუძლებელია რაიმე შეიცვალოს. ეს გამოსავალია. მე არჩევანი უკვე გავაკეთე.

სანახევროდ მიკეტილი ჟანგიანი კარი ღრჭიალით იღება, ჩემ წინ კი ულამაზესი ქალაქის ხედი იშლება. მართლაც რომ საოცარია ღამით აკაშკაშებული ჰაშირამას ყურება. უზარმაზარი შენობები, სხვადასხვა ფერებში მოელვარე ქუჩები, ხმაური, ხალხი, აციმციმებული ნათურები. მის ფონზე ეს მდინარე ახლა მურივით შავია. ნაპირთან ვჩერდები და ქვემოთ შავად მოელვარე წყალს დავყურებ. ყოველთვის ასე იყო. დღე საოცრად კამკამა, წმინდა, უბრალოდ შეხედვაც კი ბედნიერებას მოგგვრიდა. გაიძულებდა გაგეღიმა და ყველა შენი ცუდი დაგევიწყებინა. მაგრამ ღამე საშიში და ჭუჭყიანი.

დღე ის სიწმინდის სიმბოლო იყო, ღამე კი ცოდვის.სწორედ ჩემნაირების ცოდვის.

ეს მალე უნდა დამთავრდეს. მეტი აღარ შემიძლია... ყოველდღე ერთი და იგივე, საშინელი მოწყენილობა. თანდათან ვლპები.

ნაპირზე ვდგავარ. ორი სამყაროს გამყოფ საზღვარზე.

თვალებს მაგრად ვხუჭავ , ხელებს ჰაერში ვშლი და ღრმად ვსუნთქავ.
ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა. აღრფთოვანებას ვერ ვმალავ.

ვერც კი წარმომედგინა, რომ რამის დასანახად თვალები არ იყო საჭირო.
ალბათ ამიტომაც მოგვეცა ისინი, რომ დარჩენილი სოცოცხლე ბრმები ვყოფილიყავით.

საამაყოა, როცა ამ მიწის შვილი გქვია. მაგრამ არა მე, მე აქაურობას არ ვეკუთვნი. მე უბრალოდ შეცდომა ვარ.

მე უნდა გავქრე. არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე.

წამიერად სუნთქვას ვწყვეტ. ახლა მე ნაბიჯს გადავდგამ და...
მოგონებები ერთიანად ირევა თავში. განვლილ ცხოვრებას ახლა კადრებად ვხედავ. მახსენდება ყველა ის კარგი თუ ცუდი მომენტი, რომლებმაც ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალეს. გადატრიალება მოახდინეს ჩემში და საბოლოოდ აქამდე მომიყვანეს.

მენატრება ის დრო ბავშვი რომ ვიყავი და არაფერი ვიცოდი ცხოვრების შესახებ. არ ვიცოდი რამდენად დამპალი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს სამყარო. სამყარო, რომელმაც ვერ გაიმეტა ბედნიერება ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბავშვისთვის. სამყარო, რომელმაც იგი ასე გაწირა.

მახსენდება ის ხალხი,რომელთაც ოდესღაც ვიცნობდი. ან უბრალოდ მე მეგონა რომ ვიცნობდი. ჩემი მშობლები, ახლობლები, მეგობრები, პირველი სიყვარული.
ეს იყო ბედნიერება? ამდენი ადამიანის ახლოს ყოფნა. ეს იყო ის ბედნიერი წუთები რომლისთვისაც ასე იბრძვის ყველა? რომლისთვისაც ხშირად სიცოცხლესაც კი ემშვიდობებიან? ნუთუ ეს არის ის, რისთვისაც ასე იტანჯებიან? ნუთუ ჩემით ვთქვი უარი ამ ყველაფერზე?!

მაგრამ ახლა არანაირი მნიშვნელობა არააქვს. ისინი აღარ არიან. არა ვცდები. მე აღარ ვარ.

-და მაინც რა მოხდა? რატომ აკეთებ ამას? მომესმა პატარა გოგონას ხმა გვერდიდან. თვალები არ გამიხელია. ისედაც კარგახნისწინ ვიგრძენი მისი აქ ყოფნა. ისიც კარგად ვიცი ვინ არის.

პასუხი არ გამიცია. ისიც ჩუმად იყო. ალბათ ახლა მუქ სისხლისფრად მოელვარე მდინარეს გადაჰყურებდა მაღლიდან.

-მე მიყვარს სიცოცხლე, მე მინდა რომ ისევ ვიცოცხლო. ნუ მომკლავ! დაიყვირა ცოტახნის დუმილის შემდეგ.

-ღმერთო ჩემო, ვინ წარმოიდგენდა თუ ოდესმე ასე ჩავეჭიდებოდი ცხოვრებას. მთელი ღვარძლი, რაც კი ცხოვრების მიმართ მქონდა დაგროვილი ახლა ამ სიტყვებს ამოვაყოლე. საკუთარ თავს ცინიკურად გავუღიმე, დავცინე კიდეც.


ცივი ქარი სახეზე სასიამოვნოდ მხვდება. ჰაერში თითქოს მუსიკის ჰანგები ისმის. იმ მუსიკის, რომელსაც ქარი უკრავს მხოლოდ შენთვის. ყველაფერი მავიწყდება. ნელ-ნელა მეც მის მელოდიას ავაყოლე სხეული. თითქოს ვცეკვავთ. მე და ის. ერთმანეთზე ჩახუტებულები, ნელა რიტმულად ვირხეოდით. ერთმანეთი გვჭირდებოდა, ისე ვებღაუჭებოდით, თითქოს ეს ჩვენი შეხვედრის უკანასკნელი წუთები ყოფილიყოს. მავიწყდება სამყარო, მავიწყდება საკუთარი თავი. მხოლოდ მე და ის. მხოლოდ ჩვენ ორნი , ერთმანეთზე აკრულნი ჰაერში ნაზად დავფარფატებთ და...

მელოდია წყდება. რეალურ სამყაროს ვუბრუნდებით, სადაც ქარის ხმა შიშს ზარს სცემს არემარეს. სადაც ის ბატონობს , შენ კი არაფერი ხარ.

-და მაინც მე მინდა სიცოცხლე ამ დამპალ სამყაროში. ხმამაღლა წარმოვთქვამ სიტყვებს, რომელთა გაგონების თავადაც მეშინოდა. ამავდროულად კი ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ...

-მაგრამ უკვე გვიანია. ჩვეული სიმშვიდით მპასუხობს იგი.

მხდალი ვარ. მე ისევ გავიქეცი.

ნელ-ნელა უფსკრულისკენ ვეშვები. იქ, სადაც სინათლის სხივი ვერ აღწევს. იქ, სადაც გზის დასასრულია.

22.10.2017
скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent