შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ლიზის (სრულად)


30-11-2017, 19:30
ავტორი ლიდია
ნანახია 751

წერილი ლიზის (სრულად)

“გამარჯობა ლიზი. მე შენი დედიკო ვარ. როდესაც ამას ნახავ დიდი გოგონა იქნები და მე შენთან არ ვიქნები. მინდა გითხრა რომ მიყვარხარ და დიდი ბოდიში რომ შენთან არ ვიქნები. სულ ციცქნა ხარ ახლა, ხელში მყავხარ და თან ვიდეოს ვიღებ, რომ მნახო როგორი ვიყავი. მალე აღარ ვიქნები. შენ მამიკო გეყოლება, მოსიყვარულე და თბილი მამიკო. ახლა ერთი წლის ხარ, საყვარლად მიღიმი. ძალიან მინდა დიდხანს ვიყო შენთან, მაგრამ ვკვდები. არ მინდა დაიტანჯო ჩემ გამო, კარგი იქნება ხანდახან თუ დაფიქრდები ჩემზე და გამიხსენებ, ეცდები ჩემს გახსენებას. ახლა რამდენიმე რჩევას მოგცემ, თავი ყოველთვის დაიფასე რადაც არ უნდა დაგიჯდეს. კარგად ისწავლე დე, წარმატებული უნდა იყო, ყველა უნდა გიცნობდეს. კარგად უნდა იცხოვრო. ბიჭებს რაც შეეხება, ფრთხილად იყავი დე, გული არ გატკინონ. ხშირად იციან ასე, ჭკვიანად მოიქეცი, მამიკო არ გააბრაზო. როდესაც იმ ერთადერთს იპოვი თავად მიხვდები. სიყვარული გასაოცარი რამეა, აუცილებლად შეიგრძნობ ამას ერთ დღეს. გაიჩინე მეგობრები, რომლებშიც 100%-ით დარწმუნებული იქნები. მაგრამ ბოლომდე ვერავის ენდობი, ეს უნდა იცოდე. ცხოვრება რთულია დე, ასე მოულოდნელად გამომიცხადა ექიმმა, მკერდის კიბო გაქვს და ერთი თვის სიცოცხლე დაგრჩაო. მინდოდა შენთვის ჩემი თავი როგორმე დამემახსოვრებინა და ამ მიზნით ჩავწერე ვიდეო, რომელსაც მაშინ ნახავ 13 წელი რომ შეგისრულდება. კიდევ ერთხელ გეტყვი,რომ ყველაფერზე მეტად შენ და შენი მამიკო, ზურაბი მიყვარხართ. მე და ზურაბი ერთმანეთს მეტად სასაცილო სიტუაციაში შევხვდით, მეტროთი ვმგზავრობდით ერთად და ვაგონი შუა გვირაბში გაჩერდა, იმდენად შემეშინდა ტირილი დავიწყე, მას გაეცინა და ჩემი დამშვიდება დაიწყო, ვაგონიც დაიძრა და ამოვისუნთქე. მაშინ არ მეცინებოდა, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ მეცინება, რა საყვარელი იყო, როგორ მამშვიდებდა. როგორც ჩანს მაშინ მოვეწონე და მანამ არ დამანება თავი სანამ ჩემი ნომერი არ გაიგო, შემდეგ კი სულ მწერდა და მირეკავდა, რამდენჯერმე შევხვდით და ასე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ სიყვარულს მართლაც არ აქვს საზღვრები, გისურვებ ასეთი მოსიყვარულე ადამიანი გყავდეს გვერდით და ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღო. მამიკოს უთხარი რომ გიპოვოს ახალი დედიკო. სულ ესაა ჩემო გოგონა, წარმატებები, მიყვარხარ.”
***
2 წლის ლიზი : იწყებს სიარულს და პირველ სიტყვას ამბობს “მამიკო”.
3 წლის ლიზი : ბაღში იწყებს სიარულს, რაც არ უხარია, რადგან როგორც თვითონ ამბობს “ბავშვები აუტანლები არიან.”
4 წლის ლიზი : ძალიან უყვარს თოჯინებით თამაში და მამიკოს ანებივრებს მას.
5 წლის ლიზი : მომავალ წელს სკოლაში მიდის და ეს უხარია, რადგან როგორც თვითონ ამბობს “უნდა წარმატებული იყოს.”
6 წლის ლიზი : სკოლაში მიდის, პირველი დღიდანვე აოცებს მასწავლებლებს და კიჭების გამოცვლასაც იწყებს.
7 წლის ლიზი : პირველად ეკითხება მამიკოს “სად არის დედა?” რაზეც პასუხს ვერ გებულობს.
8 წლის ლიზი : უკვე მეორედ კითხულობს “სად არის ჩემი დედიკო? სხვებს დედიკოები აკითხავებ სკოლაში” რაზეც მამა პასუხობს “ლიზი, დედიკო მაღლაა, ცაში. რომ გაიზრდები უფრო დაწვრილებით გაიგებ.”
9 წლის ლიზი : უკვე ძალიან ჰგავს დედიკოს, ყველა ნაკვთით. მამა ყველანაირად ანებივრებს, რომ უდედოობა არ იგრძნოს ბავშვმა,მაგრამ დედა ხომ მაინც დედაა და ლიზისაც აინტერესებს “როგორი იყო ჩემი დედიკო?”
10 წლის ლიზი : ისევ კარგად სწავლობს, კლასში პირველია. ზრდასრული ქალივით ლაპარაკობს.
11 წლის ლიზი : მამიკოს ვიღაც უყვარდება, რასაც ლიზი ამჩნევს და მას ეკითხება “ესაა ჩემი დედიკო?” “არა ლიზი, ეს შენი ახალი დედიკოა.” ლიზის სწყინს, ნამდვილი დედიკო უნდა, მაგრამ მას არ ანახვებს წყენას.
12 წლის ლიზი : უკვე იწყებს პრანჭიაობას, რაზეც მამა იძაბება. ქალიშვილი ჰყავს ბოლო-ბოლო, როგორ არ ინერვიულოს? თან იცის რომ ერთ წელში ლიზის დედიკოს ჩაწერილი ვიდეო უნდა აყურებინოს, რომელიც 11 წელია არავის ჩაურთავს.
13 წლის ლიზი : კომპიუტერს უჯდება, უკვე “ზრდასრული ქალი” და დედიკოს ვიდეოს უყურებს. თვალები ცრემლებით ევსება და მთელი ემოციებით ტირის. აღარაა პატარა, ესმის ყველაფერი. მოსწონს ნამდვილი დედა, სწყინს რომ მასთან არაა. ყოველდღე ლოცულობს მისი სულისთვის.
14 წლის ლიზი : მიზნად ისახავს ქირურგობას, რომ ყველა დედიკო გადაარჩინოს. მოსწონს ახალი დედა, მაგრამ უნდა სხვებს შეუნარჩუნოს ნამდვილები.
15 წლის ლიზი : პირველი ცალმხრივი სიყვარული და პირველი გულის ტკენა. მასზე დედინაცვალს და მამას უყვება და თან ტირის. ისინიც წყნარად უსმენენ და ამშვიდებენ, ეუბნებიან რომ ჯერ ლიზი პატარაა და ყველაფერი წინ აქვს.
16 წლის ლიზი : 11კლასი, გამოცდები, ერთი ამბავია მის ტვინში. ცალკე ის, რომ შეყვარებული არასდროს ყოლია, ცალკე ის რომ წესიერ მეგობარს ვერ იჩენს. დედამისის ვიდეოს ყოველდღე უყურებს და ტირის. დაიღალა სულ სწავლით. განა არ უნდა? უნდა, უყვარს სწავლა, უბრალოდ დაიღალა.
17 წლის ლიზი : ყველაფერი კარგადაა. წარმატებით ამთავრებს სკოლას და ქირურგიულზე ეწყობა. უნდა ოცნებები აისრულოს და ცდილობს სიყვარულზე ბევრი არ იფიქროს.
18 წლის ლიზი : ზრდასრული, ულამაზესი გოგონა, განათლებული. პირველი კურსი. გამოგქვამს პრეტენზიას მშობლების წინაშე, რომ ცალკე ცხოვრება უნდა. მაგრამ მამა რის მამაა, რომ ქალიშვილი ცალკე აცხოვროს. ლიზიც ნებდება და ელოდევა როდის გაიზრდება, რომ ცალკე იცხოვროს.
19 წლის ლიზი : თავისას აღწევს და ცალკე გადადის, მშობლებთან ახლოს მაგრამ მაინც ცალკე. მეგობრებიც შეიძინა უნივერსიტეტში. მეორე კურსზეა, ყველაფერი ძალიან ძნელია, სამედიცინო დიდი თავსატეხია. პირადისთვის არც სცალია, მაგრამ შორიდან კი ეტრფის ერთ ბიჭს, რომელსაც ლიზი მოსწონს, მაგრამ ალბათ ვერ ბედავს ამის თქმას.
20 წლის ლიზი : ბიჭმა გაბედა და ახლა ლიზი და გუგა ერთად არიან. პირველი სიყვარული და თითქმის დარწმუნებულია ლიზი, რომ გუგა ის ერთადერთია, რომელზეც დედა ესაუბრება ვიდეოში. მესამე კურსი კიდევ უფრო რთულია, მაგრამ ახერხებს და პირადს და სწავლას ერთად აგვარებს. მშობლებთან მუდმივი ურთიერთობა აქვს.
23 წლის ლიზი : გუგას შორდება.. თითქოს ყველაფერი სამედიცინოს გარდა შავბნელში იკარგება. აღარ უნდა სიცოცხლე, იმდენად უყვარს გუგა. მაგრამ ვერ აპატიებს, მან ხომ უღალატა.
25 წლის ლიზი : ახალი სიყვარული. საავადმყოფოში დასაქმება და დიდი მონდომებით დასახულ ოცნებაზე მუშაობა.
28 წლის ლიზი : ცოლად მიყვება მამის თანხმობით თავის სიყვარულს, დათოს. ერთად ბედნიერები არიან. პირადი ხელს არაფერში უშლის იმდენადაა მონდომებული.
29 წლის ლიზი : აჩენს შვილს და მას დედის სახელს არქმევს, სალომეს.
32 წლის ლიზი : უბრუნდება სამსახურს და მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებს.
35 წლის ლიზი : ცნობილია მთელ მსოფლიოში როგორც პირველი ქალი ქირურგი რომელმაც ამდენ წარმატებას მიაღწია და გამოიგონა კიბოს წამალი. დიახ! ლიზიმ ეს შეძლო! გადაურჩინა სხვებს დედიკოები!

_________________________________

სულ რაღაც ერთ საათში მივკიბ-მოვკიბე.. არ ვიცი კარგია თუ არა, მაგრამ მე ვეცადე. რას იტყვით?скачать dle 11.3




№1  offline წევრი მოცინარი

ლიდია, ძალიან კარგია <3 მართლა <3

 



№2 სტუმარი სტუმარი მზიკო

ვაიმე პატარა, თბილი და სისაყვარლე იყო. ????

 



№3  offline წევრი Ana Kosolidze

კარგიაა <333

 



№4  offline წევრი ლიდია

მოცინარი
ლიდია, ძალიან კარგია <3 მართლა <3

Didi madloba ❤️❤️❤️❤️

სტუმარი მზიკო
ვაიმე პატარა, თბილი და სისაყვარლე იყო. ????

Me miyvars egetebis wera ^_^ ❤️❤️ Madloba

[quote=Ana Kosolidze]კარგიაა <333[/quote]
Thank u my dear ❤️❤️[quote=ლიდია

 



№5  offline წევრი nathali lifhonava

შოკიისაოოცრებაა<33 heart_eyes
--------------------
ნნატტალია

 



№6  offline წევრი ლიდია

nathali lifhonava
შოკიისაოოცრებაა<33 heart_eyes

დიდი მადლობაა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent