შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიალურობა*


21-12-2017, 15:25
ავტორი iname123
ნანახია 143

მშვენიალურობა*

სამყარო გაგაოცებს თავისი მშვენიერებით,თუ მას ისე შეხედავ,თითქოს ყველაფერს პირველად ხედავ.გაგაოცებს ყველაფერი და სიცოცხლით აგავსებს.
მშვენიერია წიგნის კითხვის პროცესი.
მშვენიერია მომენტი,როდესაც შენი ფილტვები ნიკოტინით ივსება და სხეული სრულიად გიდუნდება.
მშვენიერია ალკოჰოლის მიღებისას,როგორ მდგომარეობაში ხარ.
მშვენიერია ფილმის ყურების პროცესი.
მშვენიერია ნისლიან ქუჩებში უსასრულოდ სიარული.
მშვენიერია ღიმილი შენს სახეზე.
მშვენიერია სიმღერების მოსმენა....ან თუნდაც მხოლოდ მოცარტის მოსმენის გამო ღირს ამ ქვეყნად ყოფნა(ჩემი სუბიექტური აზრით).
მშვენიერია ისეთი ადამიანის აღმოჩენა,რომელსაც შენი ესმის იცის ყველაფერი შენზე და მაინც უყვარხარ.
მშვენიერია მეგობრებთან უხამს თემებზე ,,ღადაობა’’ და მერე ბოლო ხმაზე კისკისი.
მშვენიერია იმ თაყვანისცმცემლის დანახვა,რომელიც ელოდება როდის გაუღიმებ და როდესაც გაუღიმებ მისი სახის დანახვა,რომ ჰგონია რაღაც ძალიან კარგი დაიმსახურა.ამ დროს კი შენ ფიქრობ,რატომ ვუყვარვარ ასეთ ადამიანს?მე,რომელიც ვერაფერს ვგრძნობ,რატომ უნდა ვუყვარდე ზოგადად ვინმეს.
მშვენიერია მამა როდესაც გესაუბრება და გარიგებს:,,იცოდე *ლე არ შეიყვარო’’.შენ კი ამ დროს გეცინება და ამავდროულად რაღაცნაირად გრძნობ თავს,რომ მამას შეუძლია ასე თავისუფლად გესაუბროს.
მშვენიერი გრძნობაა,როდესაც ორი დღე ,,ასპარეზზე’’ არ გამოჩნდები და მეგობრები წივილ-კივილით შეგხვდებიან.
მშვენიერია როდესაც უსმენ XXXTENTACION - Fuck Love.
მშვენიერია გამოცდების ჩაბარებისგან მიღებული სიამოვნება,რომელიც შენი შრომის ერთგვარი დაფასებაა.
მშვენიერია ქარჩხაძის კითხვა დილის 5-მდე.
მშვენიერია ყველაფერი ამ ქვეყნად რაც არსებობს,უბრალოდ ხანდახან თვალებზე ბინდი გადაგვეკრება და ვერ ვამჩნევთ,თუ რამხელა საჩუქარია,როდესაც სუნთქავ და როდესაც არსებობ.
მშვენიერი იქნება ალბათ ის გრძნობაც,როდესაც გიყვარს.
მშვენიალურია ცხოვრება.
PS.მშვენიერია ამ ჩანახატის კითხვაც.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent