შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია შენი უარყოფა!


10-01-2018, 21:15
ავტორი ნეფო1999
ნანახია 273

არ შემიძლია შენი უარყოფა!

უღიმღამოდ წვიმს, ჩამობნელებულია, სუსტი ქარი ქრის და ოდნავ ცივა. მგონია სადაცააა ზამთარი შემოაბიჯებსთქო, არადა 10 ივლისია. ან მე მგონია ზამთრისპირი, ჩემი ჩვარივით მიგდებული გრძნობების გამო. ვზივარ და ვფიქრობ, რა მოხდა? ჰო, ისევ მას მივტირი. ქვეცნობიერად ცოტა მრცხვენია ჩემი თავის, იმიტომ რომ ორი წლის შემდეგაც მას მივტირი. აშკარა მონოგამი ვარ. იმდენად დაანგრია ჩემი ფსიქიკა მისმა წასვლამ იმასაც ვეღარ ვიაზრებ უკვე დამამცირებელი რომაა მასზე ფიქრი. იმასაც ვაღიარებ, რომ მენატრება... თურმე მონატრება და იმედგაცრუება ყველა ფიზიკურ ტკივილზე მეტად მოქმედებს ადამიანზე. თურმე ჩემს სისხლს მოძრაობაც უჭირთ ახლა ვენებში. ყველაზე საინტერესო ადამიანად მიმაჩნდი და ყველასზე უინტერესო გამოდექი. იმდენად შავი თვალები გქონდა, არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა მათი სიღრმე. თურმე, შენ ჩემი ადამიანი არ ხარ. არ და ვერ შემიძლია დავიჯერო ჩემი სულიერი სიკვდილი. მარტოობა რომელსაც განვიცდი არ შევისება და ვერ შეივსება...
ყავა უკვე გამიცივდა... ვერ ვიგრძენი ხელებში როგორ გამიცივდა, ვერ ვიგრძენი და მერე მეტკინა უგრძნობლობა. ერთი თვის წინ დუდა ჩიხელიძე მუხლზე დაჩოქილი მთხოვდა ცოლობას. მე კი არც მიფიქრია ისე ვუთხარი „არა“. ისე მივახალე არც დავფიქრებულვარ. თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. რომ დავფიქრებულიყავი ჯერ კიდევ ცხელ გულზე შენთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით შეიძლება გავყოლოდი. არადა სამაგიეროც არ გამოვიდოდა. შენ არც ცოლი მოგიყვანია და ისიც გკიდია მე ვის გავყვები ცოლად, ან საერთოდ თუ გავთხოვდები. რა საჭირო იყო ამდენი დაპირება თუ მერე უნდა წასულიყავი? საერთოდ რა ჯანდაბა გინდოდა ჩემს ცხოვრებაში? ყველაფერი ამიფორიაქე, ამირიე, ამიწიოკე და წახვედი ასე ერთი სიტყვით. რა სინდისზე უნდა გელაპრაკო? რომელ გაგებაზე?
ერთი მხრივ შემზიზღდი, მტელი ტანი მითთრთის ისე მეზიზღები. მეორე მხრივ კი, მიყვარხარ! ისე მიყვარხარ რომ ყველა ვენა მტკივა სიყვარულით. ასე მგონია გული აღარ ფეთქვას... თუმცა მხოლოდ მგონია! იმდენჯერ მომკალი უკვე შენი გახსენებით სულიერად, ალბათ ფიზიკური სიკვდილი არ მეტკინება. მინდა მთლიანად უარგყო და არა ნახევრად!
გამოყვანილი ტუჩები გქონდა, სქელი და რაღაცნაირი ხასხასა. ახლაც ვგრძნობ ჩემს ლავიწზე მაგ ტუჩებს. ჯანდაბა, ჯანდაბა! ვერ ჩამოვყალიბებულვარ მძულხარ თუ მინდიხარ. მიუხედავად იმისა, რომ შენ აღარასდროს მოხვალ ნახევრად მაინც მინდიხარ. არადა არასდროს ვეთანხმებოდი გარდამავალ რაღაცებს. ან უნდა ყოფილიყო, ან არუნდა ყოფილიყო. ახლა კი ვიძახი, რომ ნახევრად მინდიხარ და ნახევრად მძულხარ, მეზიზღები... ხანდახან ჩემი თავიც მეზიზღება, მეზიზღება ამ უსუსურობის გამო. ჩემი სიძლიერე სადღაც ჯანდაბაში მოისროლე და ისე წახვედი. მძულს ჩემი თავი ასე რომ შევცდი. როგორ მეგონა რომ გიპოვე? ილუზია ხარ, რომელიც ოდესმე უნდა გაქრეს, უნდა გავაქრო....
ახლა უკვე შემომაღამდა. ისე ჩამოღამდა ოთახში იმასაც ვეღარ ვხვდები სად ვზივარ. განძრევაც არ მინდა. არაფერი არ მინდა! საერთოდ არაფერი აღარ მინდა! მერე ვერ ვამჩნევ, როგორ მეძინება მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილს. მეძინება და სიზმარშიც აღარ ვართ ერთად უკვე დიდი ხანია. ჰო, ალბათ უნდა დამთავრებულიყო. უბრალოდ მე ვერ ვამთავრებ... არ მომწონს ასეთი ჩემი თავი 24 წლის ასაკში. არ მომწონს, რადგან არ შემიძლია ბოლომდე შენი უარყოფა. ყველა მცდელობა, რომელიც შენ სრულიად უარყოფას ემსახურებოდა უშედეგოდ დასრულდა. მე და შენ აღარასოდეს იქნება ჩვენ. თუმცა, იცი რა? მიხარია კიდეც, მიხარია, რომ შენთან არ ვარ. შენ ჩემი კი არა სხვისი ადამიანი ხარ. მე კი სხვის ადამიანთან ვერ ვიქნები. მე მჭირდება, ჩემი ადამიანი, რომელიც მგონია მალე ჰორიზონტს მოუახლოვდება და მეც მისი ადამიანი გავხდები.




---------------------------
უბრალოდ ძალიან მომენატრა აქაური გარემო. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ხედავ, რომ შენს სიახლეს ვიღაც კითხულობს. ვიცი განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ სიამოვნებით მოვისმენ <3скачать dle 11.3




№1 წევრი PARVENU

შენ ჩემი კი არა სხვისი ადამიანი ხარ. მე კი სხვის ადამიანთან ვერ ვიქნები. მე მჭირდება, ჩემი ადამიანი, რომელიც მგონია მალე ჰორიზონტს მოუახლოვდება და მეც მისი ადამიანი გავხდები.
Rogor momxvda es sityvebi)))
Yvelaze kargi xar shen. Yvelaze emociuri, gulwrfeli da tbili. Geubnebi, unda werotqo.
Yvelafrad girs is gancdebi da emociebi, romlebsac inaxav, malav tu amjgavneb. Yvelafrad nefo.
Da yvelaferi xar shen.
--------------------
Parvenu

 



№2  offline მოდერი ნეფო1999

PARVENU
შენ ჩემი კი არა სხვისი ადამიანი ხარ. მე კი სხვის ადამიანთან ვერ ვიქნები. მე მჭირდება, ჩემი ადამიანი, რომელიც მგონია მალე ჰორიზონტს მოუახლოვდება და მეც მისი ადამიანი გავხდები.
Rogor momxvda es sityvebi)))
Yvelaze kargi xar shen. Yvelaze emociuri, gulwrfeli da tbili. Geubnebi, unda werotqo.
Yvelafrad girs is gancdebi da emociebi, romlebsac inaxav, malav tu amjgavneb. Yvelafrad nefo.
Da yvelaferi xar shen.


ჩემოო <3 არ ვიცი რა გითხრა... ხომ იცი რასაც ვგრძნობ? რა ემოციებით ვარ შენზე მოჯაჭვული.
გპირდები ვეცდები დავწერო ის, რასაც ვგრძნობ ხოლმე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent