შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილები...


11-01-2018, 17:58
ავტორი ნეფო1999
ნანახია 1 318

მე რომ მკითხოთ, ბევრნაირი ტკივილი არსებობს. აი მაგალითად, მეგობარი რომ გატკენს. მე ამ დროს მგონია რაღაცები მიწიწკნიან გულს, ან მგონია, რომ იმსხვრევა. არა, გული როგორ უნდა დაიმსხვრეს, ბიოლოგიურად შეუძლებელია, მაგრამ ბიოლოგიის გარეშედაც შეიძლება დაიმსხვრეს. აი სულ პატარა ნაწილებად, თითქოს ერთიანი არასდროს ყოფილაო. გულის და სულის ტკივილი ისეთი რამეა ვერცერთი ექიმი და წამალი რომ ვერ მოგირჩენს. თუმცა, ტკივილის გაქრობა ისევ იმ ადამიანს შეუძლია ვის გამოც გტკივა. რა ირონი არა? ადამიანები ერთმანეთით ვთამაშობთ, ვტკენთ, დავცინით ერთმანეთს და მერე? მერე გვგონია, რომ ვიღაცამ ტკენაც დაიმსახურა, დაცინვაც დაა ისიც რომ მისით გვეთამაშა. ხანდახან იმიტომ ვაძლევთ ერთმანეთს თამაშის უფლებას, რომ ძალა არ გვაქვს ჩვენს საყვარელ ადამიანს შევეწინააღმდეგოთ. მხოლოდ საყვარელ ადამიანებს შეუძლიათ გვატკინონ. ქუჩაში ვინმემ რომ რამე უკადრებელი მიწოდოს ახლოსაც კიარ მოვა ჩემს გულთან. იცით რატომ? საერთოდ არ მაინტერესებს ვიღაც ადამიანი, რომელიც არც კი მიცნობს რას იფიქრებს ჩემზე. აი მეგობრისგან ნათქვამი ცივი რეპლიკაც კი ისე ცუდი გადასაყლაპია ჩემთვის. მთელ გულს ჩამწვავს ხოლმე და მუცელში დანასავით მიტრიალებს. მანამდე ცხვირი მეწვის, მერე თვალებამდე ამოდის და იმხელა ძალით მაწვება უპეებზე ცრემლები ასე მგონია, ეკლები მესობა.
არა, არცერთი ტკივილის გადატანა არაა ადვილო, მაგრამ დამახინჯებული სულისთვის ერთი სიტყვაც კი დიდი მორია, რომელსაც როდის გადააგორებს და როდის ამოისუნთქებს არც თავად იცის. იქნება ამისთვის დღეები, კვირები, თვეები ან წლები დასჭირდეს. მხოლოდ იმიტომ რომ დასახიჩრებულია და მხოლოდ იმიტომ რომ ასმაგად უფრო სტკივა, ვიდრე სხვას. ერთი მხრივ კარგია, უფრო ძლიერდება, მაგრამ მანამდე ჯოჯოხეთური, ეკლიანი გზის გავლა უწევს ადამიანს.
ჰო, მეორენაირი ტკივილი სიყვარულსგან გამოწვეული ტკივილია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი შეიძლება ამ ტკივილით მოკვდეს. დაუჯერებელი არაფერია, ამაზე საშინელი მხოლოდ სიკვდილით გამოწვეული ტკივილია ალბათ. თუმცა, ნათქვამია არავინ არავის გადაჰყოლია საფლავშიო, მაგრამ რავიცით... ჰო სიყვარულს და სიკვდილს გამიგია რომ გადაჰყოლიან. აი, ჩემი დიდი ბაბუა გადაჰყოლია თურმე დიდი ბებიის სიკვდილს. ბებია რომ გარდაცვლილა იმის მერე ექვსი თვის განმავლობაში ბაბუა სალოცავზე ტიროდაო, მამამ მითხრა. ყოველდღე ჩადიოდა თურმე იმ უზარმაზარი მუხის ძირში და ტიროდა. ექვსი თვის თავზე კი თვითონაც წასულა თავის მეორე ნახევართან. იმიტომ წავიდა, რომ მარტო დარჩა. იმიტომ, რომ მისი სიყვარული უკიდეგანო იყო. უკიდეგანო იყო ამ სამყაროსთვის და ვერ აიტანდა აქაურობას ასე მარტოდ დარჩენილი...
განა არაფერი გამომიცდია, მაგრამ სულის ტკივილი მაინც სულ სხვაა. მთელი შინაგანი სამყარო გინაცრისფერდება. ნაცრისფერი უღიმღამო, უფერო ფერია. ვერც ვერაფერს გაათბობ და კიდევ, ფერფლისფერია. ანუ უკვე დამწვარი და ბოლოს დარჩენილი უიმედობისფერი. არა და არა! არ არსებობს ამაზე დიდი იმედგაცრუება, როგორც ვერდაწყებული ურთიერთობაა. გამომიცდია ადამიანთან ყოფნის იმედგაცრუებაც, მაგრამ ამას ვერ შეედრება. არ არსებობს იმაზე უფრო ცუდი გრძნობა, როგორიცაა ეთამაშო სიცარიელეს. სიცარიელეს რომ ეთამაშო მაგალითად ჩოგბურთი. მხოლოდ შენგან ნასროლი ბურთები მიდის და უკან რა გიბრუნდება? არაფერი, საერთოდ არაფერი იმედგაცრუების გარდა. ზიხარ, დგახარ, გძინავს და სულ იმედგაცრუებული ხარ. იმედს გიცრუებს არა ვინმე, არამედ მთელი ცხოვრება. კიდევ ბევრვი რამ, კიდევ ბევრი უფერო გრძნობაა. კიდევ ბევრნაირი ტკივილია და კიდევ პატარა წერტილები, ბედნიერებები, იმედისფერები. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რისთვის ღირს იცოცხლო თუ ამდენი ტკივილია? სწორედ ამ პატარა წერტილებისთვის, რომლებსაც ბედნიერებები ჰქვია.

------------------------

სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რამდენად მიხარია, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა წაიკითხა წინა სიახლე. ერთი სიტყვით მაბედნიერებთ ერთი წაკითხული აბზაციტაც კი.
ნეფო1999



№1 სტუმარი სტუმარი shalo

goga mirekavs mishvelet xalxo

 


№2  offline მოდერი ნეფო1999

სტუმარი shalo
goga mirekavs mishvelet xalxo


უკაცრავად?

 


№3  offline წევრი ნანუკი

ძალიან საინტერესო ჩანახატია heart_eyes მომეწონა. მინდა გიცნობდე ! მეც ვწერ და გუშინ დავამატე სიახლე ''ხმაურიანი სუნთქვა'' და თუ სურვილი გექნება, გაეცანი და შთაბეჭდილებები გამიზიარე kissing_heart წარმატებები

 


№4  offline მოდერი ნეფო1999

ნანუკი
ძალიან საინტერესო ჩანახატია heart_eyes მომეწონა. მინდა გიცნობდე ! მეც ვწერ და გუშინ დავამატე სიახლე ''ხმაურიანი სუნთქვა'' და თუ სურვილი გექნება, გაეცანი და შთაბეჭდილებები გამიზიარე kissing_heart წარმატებები


ძალიან დიდიიი მადლობა heart_eyes აუცილებლად წავიკიტხავ და კომენტარსაც დაგიტოვებ. რა თქმა უნდა, შეგიძლია მომწერო თუ ამის სურვილი გაქვს. heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent