შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ეცდები


15-01-2018, 18:15
ავტორი iname123
ნანახია 97

ნუ ეცდები

ჩემს ხელებს ვაკვირდებოდი.სადღაც გამიგონია,რომ ადამინის ხელებს თუ დააკვირდებით მათი ამოცნობა შეგიძლიათო.ჩემი ხელები დამჭკნარია.დარწმუნებული ვარ ის მოხუცის ხელებს მოგაგონებთ,რომელსაც უამრავი ტანჯვა აქვს გადატანილი.ვფიქრობ,რომ ახალგაზრდა მოხუცი ვარ.ზედმეტად სერიოზულად ვუდგები ყველაფერს და ზედმეტად ტრაგიზმით განვიცდი დროის სწრაფ სვლას.მიუხედავად იმისა,რომ იუმორის,თავს არ ვიქებ,კარგი გრძნობა მაქვს და ვცდილობ ყველაფერს კარგად შევხედო,არავინ იცის სინამდვილეში რას განვიცდი.არავინ იცის სინამდვილეში,როგორ ვგრძნობ თავს...,,როცა მინდა დაგივიწყო სწორედ,მაშინ ჩემს ფიქრებში იღვიძებ თვალს ახელ,ყოველ ღამე ლოცვასავით ვიმეორებ შენს სუნთქვას და შენს სახეს,გაიხსენე ყველაფერიიი,და არაფერს გთხოვ ერთის გარდაჩემს ქუჩაზე კიდევ ერთხელ ჩამოიარე....მე მაინც გავაგრძელებ სხვა გზას,შენ კი გთხოოვ ჩემ ქუჩაზე იარე,იარე...’’ რაღაც არამქვენიური იმედით ვიხედები გარეთ.ვიხედები და იმედი მაქვს,რომ ისევ გამოივლი ჩემს სახლთან.ისევ გულამოვარდნილი გამოვიქცევი მე,რომ თვალი შეგავლო.კიდევ ერთხელ შეგხედო და დაზეპირებული მოსწავლესავით ვცდილობ თითოეული შენი ნაკვთი გავიმეორო.საკმაოდ უაზროდ გადის დრო.ახლა ჩემი ,,მეგობრები’’ რომ ამას კითხულობდნენ იტყვიან,რატომო შენთვის მთავარი ხომ სწავლააო.ხო დავეთანხმები.სწავლა მნიშვნელოვანია კი,მაგრამ...ეს ერთი მაგრამ ყველგან ხომ გამოეჩხირება ხოლმე...მაგრამ არავინ იცის,რატომ მაქვს ამოღამებული თვალები.რატომ დავემსგავსე მოსიარულე გვამს.არავინ იცის და ვერც ვერავინ გაიგებს.აქამდე სულ მინდოდა ისეთი ადამიანის გამოჩენა,რომელიც გამიგებდა და ზემოთ ჩამოთვლილი ქცევების მზეზებს უთქმელად მიხვდებოდა,მაგრამ აღარ მინდა.დავიღალე სულ იმის წუწუნით,რომ არავინ არ მყავს გვერდით და ბლა ბლაბლაა.თუ არც გამოჩნდება არც მაგაზე ვიტირებ.ადამიანი მართლა ყველაფერს ეჩვევა.მარტოობას ვერ შეეგუებიო,რომელმა მითხრა აღარ მახსოვს,მაგრამ მე შევეგუე.ან არ შევეგუე და უბრალოდ მივხვდი,რომ აზრი არ აქვს ისეთი ადამიანის ძებნას,რომელიც მაინც წავა.მაინც დაგტოვებს...მაინც აგიფორიაქებს სულს მისი წასვლით.მაინც გამოგაცლის ძალას და დაგტოვებს ასე.უარაფროდ...მის გარეშე და შენც ხვდები,რომ მასზე ზედმეტად იყავი მიჯაჭვული.ადრე მიხაროდა ბევრი ადამიანი,რომ მყავდა გვერდით,მაგრამ ახლა იმ სიხარულის განცდის მუღამიც კი არ მაქვს.,,იმ დღეეების სიჩუმე ხომ იცი არ ვირწმუნეე’’,,სიცივე არ მაშინებს რამდენი დრო გავიდა’’.რომ მოვიდნენ და გითხრას ვინმემ ახლა ის გოგო ზის,ცალ ხელში სიგარეტი ჩაფერფლებას სთხოვსო,გული შენთან ყოფნას და ტვინი შენს დავიწყებასო,ალბათ ძალიან ძალიან გულიანად გაიცინებ.ღმერთო მხოლოდ შენი გამომეტყველება მანახა,როდესაც გეტყვიან ჩემზე უყვარხარო და მერე თუნდაც მოვკვდე.იქნებ შენც ანალოგიურად ფიქრობ და შენ მე მელოდები.რა ცინიზმია.ბედის მწარე დაცინვა.შენ მე მელოდები,მე შენ გელოდები.ვიცი,რომ მელოდები...ვიცი.თითოეული საქციელი ამაზე მეტყველებდა.შენი თითოეული გამოხედვა ამას მეუბნებოდა.მაგრამ.ოხ ეს მაგრამ რა.მოდი ქართული სიტყვების ხმარებიდან ამოვიღოთ ეს ,,მაგრამ’’.მძულს ეს სიტყვა..მიყვარხარ მაგრამ...მენატრები მაგრამ....გნახავდი მაგრამ....მაგრამ....მაგრამ.... და ყველაფერს ,,მაგრამ’’ ანადგურებს.რატომ ვართ ადამიანები ასეთი უმწეოები.ანიმ მითხრა ერთხელ ძლიერი ხარო.სასაცილოდაც არ მეყო.ძლიერი,რომ ვიყო სულ,რომ არაფერი მეყოფოდა იმის გამბედაობა,რომ ადამიანს სიყვარულში გამოვუტყდე.მაგრამ მაინც არა.არა არა და არა.არ გამოგიტყდები სიყვარულში.დიახაც ამაყი ვარ!დიახაც,რომ ამაყი ვარ!მირჩევნია შენი მონატრებით სული მელეოდეს და შენი შეხება მესიზმრებოდეს,ვიდრე სიყვარულში გამოგიტყდე.იქნებ ვინმემ ეს წაგაკითხოს?იქნებ შენ თვითონ რაღაც ძალამ გიკარნახოს და წაიკითხო.სულ შემთხვევით ან განზრახულად.ოღონდ წაიკითხო.იცი რა თანდათან ვეღარ გინარჩუნებ.ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა შეგინარჩუნო.უბრალოდ მართლა ძალიან დაღლილი ვარ და ვიმედოვნებდი,რომ შენ ენერგიას შემმატებდი,მაგრამ პირიქით მოხდა.ძალას მაცლი და უარაფროდ მტოვებ.უარაფროდ ანუ უშენოდ...,,რა ვქნა თუ ისევ ჩქარა ძგერს გული და რეალობას გაურბის სული,ამ გაზაფხულმა ისევ დამათრო და გამახსენა ჩუმი საღამო..ჩუმი საღამო’’შენც ხომ იცი.როდესაც ჩემს გულში ვინმეს დავემშვიდებობები ის ვეღარასდროს ვერ დაიმკვიდრებს იმ ადგილს,რომელიც დატოვა.მეც უნდა დაგემშვიდობო..უნდა მიგატოვო.სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის...მშვიდობით...არ ვიცი სიყვარული იყო,თუ არა ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი,მაგრამ უკვე მართლა არაფერს არ აქვს აზრი. მე ვიცი მოხვალ,მაგრამ საშინლად დააგვიანებ.მე იქ აღარ დაგელოდები...აი უკვე ვგრძნობ,როგორც მიფრინავ ჩემი გულიდან.მენანები,მაგრამ რა ვქნა.გუშინ ღამით გავიხსენე თითოეული დეტალი რაც გადაგვხდენია და ბოლოს პატიება გთხოვე.ვიცი უამრავჯერ გატკინე გული და ამიტომ.მე ჩემს თავთან ,,გავმართლდი’’.ამიტომ...მშვიდობით....არ გისურვებ ბედნიერებას სხვასთან,რადგან შეიძლება,მაინც გამისკდეს გული სხვასთან,რომ დაგინახო.ერთხელ შენ,რომ სხვასთან დამინახე ისეთი სახით შემომხედე ახლაც მახსოვს.მე ისეთი ,,სიფათით’’ ვერ შემოგხედავ,მაგრამ....მშვიდობით....ნუ ეცდები,მაინც აღარ მიგიღებ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent