შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hello darkness my old friend


15-01-2018, 19:48
ავტორი მემე O.H
ნანახია 258

Hello darkness my old friend

ყველაზე საცოდავები მაშინ ვართ, როდესაც ბნელდება. ჯანდაბაში გაგზავნილი გრძნობები ახალი მთვარესავით ამოდის და თვალში გვეჩხირება, ყელში გვებჯინება, და გვახრჩობს...
დღისით ჩადენილი ათასი სისულელე თვალს ეფარება, ისე, როგორც ჰორიზონტს ეფარება ხოლმე ყოველ საღამოს მზე. ვხუჭავთ თვალს და ერთი სიბნელიდან მეორე უკიდურესობაში ვინაცვლებთ, თითქოს გამოსავალი მხოლოდ თვალის დახუჭვა იყოს.
ცხოვრება ყველაზე არასერიოზული რამე მგონია. თავს ერთ დიდ საგიჟეთში ვგრძობ, სადაც თითოეული ჩვენგანი არანორმალურია.

ჩვენ ერთმანეთს სიბნელეში შევხვდით, მაშინ როცა ირგვლივ გამეფებულ სიბნელეს მთვარე ალაგ-ალაგ ანათებდა. მაშინ, როცა გვერდით არავინ, მათ შორის საკუთარი თავიც არ მყავდა.
მანძილი დიდი იყო. დიდი იყო მხოლოდ ჩემიდან მისკენ და არა პირიქით.
დროდადრო ვგრძნობდი, როგორ მცირდებოდა მანძილი ჩვენ შორის და როგორ იზრდებოდა საგნები ჩვენს ირგვლივ.
ბევრჯერ დავარქვი ამ მანძილს სახელი, და იმდენჯერვე მომიწია მე თვითონ უკან დახევა.
უთქმელს მართმევდა და სათქმელს მიტოვებდა, მაგრამ ერთ დღესაც სათქმელიც აღარ დარჩა. თითქოს ყველაფერი ითქვა ერთი ჩვეულებრივი ჟესტით.
მერე კი თავისით, სულ შემთხვევით მანძილმა გაზრდა დაიყო, ახლა უკვე მისიდან ჩემკენ, დღითიდღე ვცდილობდი უკან დახევას, რაც შეიძლება დიდი და უხეში ნაბიჯებით. ახლა კი მაძილი ჩვენ შორის იმაზე დიდია, ვიდრე ყოფილა ოდესმე, თანაც მისიდან ჩემამდე და არა პირიქით.
ახლა კი ისევ ისე თამამად შემიძლია ვთქვა: გამარჯობა სიბნელე, ჩემო ძველო მეგობარო, ისევ დაგიბრუნდი და, მოდი ვისაუბროთ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მერლინი

Mecno shemtxveva da ise kargad shefarvit gaqvs satqmeli gadmocemuli... meme ????????????????

 



№2  offline წევრი მემე O.H

მერლინი
Mecno shemtxveva da ise kargad shefarvit gaqvs satqmeli gadmocemuli... meme ????????????????

ჰო ასეც ხდება ხოლმე, ყველაფერს ვერ ჩავკეტავთ საკუთარ თავში. რასაც არ ეშველება იმაზე დავწერთ მაინც blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent