შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ.


25-01-2018, 22:54
ავტორი elle...
ნანახია 920

შენ.

).).(.(
-მენატრები.
დავიწყებ ამით.
ხშირ შემთხვევაში, დაწყება უფრო მიმარტივდება, ვიდრე შემდეგ გაგრძელება. ვიწყებ იმ გრძნობით, რომელიც ყველაზე მეტად მიღრიალებს შენგან ცარიელ სულში. ვიტყოდი, შენ უბრალოდ ფიზიკურად არ ხარ ჩემთან, თორემ არასდროს წასულხარ ჩემგან. იმ პერიოდიდან ხარ ყველაზე ახლოს, მე რომ ზედმეტად პატარა ვიყავი სერიოზული გრძნობისთვის. ამას რომ კითხულობდე, აუცილებლად გაგეცინებოდა. შენი ვარდისფერი ტუჩებით გაიღიმებდი, ამ დროს თვალები დაგიწვრილდებოდა და მეტყოდი: სიყვარულს ასაკი არ აქვსო. მერე შენვე გაგეცინებოდა ბანალურობად ქცეულ რეალობაზე. ალბათ, სიცილი იმათთაგანია, რომელიც შენს თავს ოდნავადაც არ მავიწყებს. პირიქით, გაცნობის დღიდან დღემდე ყველაფერს ერთიანად მახსენებს.
გახსოვს 4 წლის წინ რა როგორ იყო?
მე კი.
თეთრი მაისური გეცვა, ლურჯ ჯინსის შარვალთან და თეთრი ფერის კედებთან ერთად. რომ მკითხო, მე როგორ ვიყავი, საერთოდ არ მახსოვს. შენი გარეგნობა კი - დეტალურად. მაშინ ისეთი გამხდარი იყავი (როგორც ახლა), პირველი რეაქცია ეგ იყო - საერთოდ ჭამს?! მერე შენი სიგარეტზე დამოკიდებულება დავინახე და მიზეზიც თვალსაჩინო გახდა. მავნე ჩვევა იმდენად იყო (არის) გამჯდარი შენში, ამ დონემდეც მოქმედებდა. იმ დროს სიგარეტის სურნელმა უაზროდ გამაღიზიანა. ალბათ იმიტომ, რომ ოთახი ზედმეტად იყო გაჟღენთილი საშინელი ჰაერით. მე ხომ ყველაფერი ზედმეტად მეტყობა თეთრ, გაცრეცილ სახეზე და არც შენ გამოგპარვია. იმ დღის პირველი სიტყვები, „გამარჯობა, სასიამოვნოს“ შემდეგ იყო და არც ერთ ვალდებულებაში არ ჯდებოდა, „სუფთა ჰაერზე, გინდა?“ მინდა-მეთქი გითხარი, მახსოვს და იმ ერთმა სიტყვამ მთელი სამწლიანი, ან ცოტა უფრო მეტი, ურთიერთობა საათივით ააწყო. თან იმდენად, რომ არც მამაჩემი ბრაზობდა რამეზე, ეგოისტური შტრიხების გამო და არც ჩემი ძმა ყოფილა გაღიზიანებული. ვერ ვხვდებოდი ვერასდროს იქამდე, სანამ შენს ყავისფერ თვალებს არ ჩავხედავდი და არ ამოვიკითხავდი ზედმეტად სუფთა სულს ... სიკეთეს ... სიყვარულს ... ამ უკანასკნელში დღეს უკვე ეჭვი მეპარება, შეიძლება მაშინ მინდოდა ასე ყოფილიყო. ბევრჯერ გამიგია სიყვარული აბრმავებსო. ვინ იცის, იქნებ მეც ამის მსხვერპლი ვიყავი და ვარ. ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩემთვის ყველაზე დიდ მნიშვნელობას შენი მაშინდელი პიროვნება წარმოადგენს. ადამიანის, რომელიც ნებისმიერი ასპექტით ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფნას.
პირველი წელი ვიტყოდი, რომ მეტად ბავშვური გატაცება იყო, ვიდრე რამე სერიოზული. ჩვეულება, რომელიც დილით ადგომისას მის სახეს ან გახსენებს, ან ვერ. თითქოს არც ღამე ხდება მისით სასრული. უბრალოდ, მოგწონს, რომ შენს ცხოვრებაში ვიღაც არსებობს. მეგობარზე უფრო მეტი და ნაკლები იმაზე, რაც შემდეგ იყო. შეუჩვეველი სიახლე იყო, მოლოდინი რომ გაქვს უფრო კარგის და ცხოვრებისეულ დინებას მიჰყვები. არ აქვს მნიშვნელობა, ჩაიძირები თუ ნაპირზე ამოსვლას შეძლებ. იმ შემთხვევაში გეფიქრება იმაზე, რომ დინების მიმართულებით ცურვა შენთვის სასიამოვნო მომენტია. მოგწონს, შეიძლება გიყვარს კიდეც. იმიტომ, რომ შენი შიშველი მხრის გვერდით გრძნობ მეორეს, რომელიც არც შენია და თან შენიც გამოდის. ზუსტად ასე ვიყავი. ჯერ ვერშეგუებული სიახლეს, მაგრამ მისი თვისებები მომწონდა. უფრო მეტ ეშხში მაგდებდა. მაძლევდა საშუალებას დილით ძალიან დიდხანს ვყოფილიყავი სარკესთან, უამრავი დრო დამეხარჯა ტანსაცმლის არჩევაში და ბოლოს მაინც დაუდევრად გამოვსულიყავი. მეწუწუნა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გეთქვა - ლამაზი ხარ! მე ხომ გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი, რომ შენ ჩვეულებრივი უფრო გიყვარდი, ვიდრე ყოველდღიურობას მოკლებული. ამის გააზრება იმის საშუალებასაც მაძლევდა, რომ უკვე შენზე დამოკიდებულს არაფრის სირცხვილის გრძნობა არ მქონოდა. ვყოფილიყავი ზუსტად ისეთი, როგორიც რეალურად ვარ. ასეთი იყავი შენც და იმიტომ. მომწონდა პროცესი, როცა შენთვის შენს თვალწინ ვიპრანჭებოდი და ამაში შენც მეხმარებოდი, თვალზე უშნოდ გადასმული შავი ფანქრით და წამწამებზე ათხაპნილი ტუშით. არც ტუჩები იყო კარგ მდგომარეობაში. ღია, ზედმეტად შეუმჩნეველი ფერის კონტური უფრო კანზე იყო, ვიდრე შენით გაჟღენთილ, აკანკალებულ ტუჩებზე. ვხვდებოდი, რომ ეს შენ ზედმეტად გსიამოვნებდა. გეყურებინა ჩემთვის, შენი სიახლოვით გამოწვეულ ემოციებს რომ ვერ ვმალავდი. არადა ვცდილობდი. პირველ პერიოდში კი, მერე აღარ.
მაშინ, როცა დილა უკვე შენით იწყებოდა და ღამეც ასევე სრულდებოდა, მივხვდი, ეს რაღაც სხვა იყო. ისიც სხვა იყო, შენს თვალებში რომ ვხედავდი. შენ ხომ იცოდი, არაადეკვატური რომ ვიყავი და იმ ღამით ჩემი ზარიც, ჩემთან იყავი ოც წუთში-მეთქი, რომ გითხარი, ამას დააბრალე. ჩვეულებრივად მოდიოდი ჩემთან მაშინ, როცა მე თითების აუტანელ კანკალს ვგრნობდი. ოთახში წინდაუკან დავდიოდი და თვალებდახუჭული გონებაში ვალაგებდი სიტყვებს. ამის შემდეგ ამას ვიტყვი, ამის შემდეგ ამას - ვამბობდი და მერე ისევ ვურევდი. ბოლო გადაწყვეტილება უბრალოდ იმის თქმა იყო, რომ რასაც ვგრძნობდი, იმას გეტყოდი დეტალურად, მაგრამ როგორც კი დაგინახე, როგორც კი ჩემი სახის გამო შენი გამომეტყველებაც შეიცვალა და „მოხდა რამე?“ შენი ზედმეტად ლამაზი ხმით ნათქვამი გავიგე, ვერაფერი მოვახერხე. უფრო მეტად ავირიე, შენი მარცხენა ხელი რომ ვიგრძენი ლოყაზე და ტუჩები შუბლზე. სისულელეა ამის გახსენებისას ახლაც რომ იგივე შეგრძნება მაქვს. მაშინ, როგორც ახლა, თითები ისე ამიკანკალა შენგან წამოსულმა მუხტმა, ისე დამიარა მთლიან სხეულში, მხოლოდ სუსტი ხელების შემოხვევა მოვახერხე, შენს წელზე. თვალებდახუჭული მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ეს საკმარისი იყო. შენ ზუსტად გაიგებდი და გაიგე კიდეც, სქელი ხალათით შეხვეულ წელზე მთლიანად რომ მომხვიე ხელები. იმ მომენტში სამყარო ჩემი მეგონა. ჩემი და შენი. თითქოს არაფერი არსებობდა სხვა. სადღაც უსასრულო სივრცეში ვიდექით ჩვენ ორნი, ვგრძნობდით უფრო უსასრულოს და არც იყო სხვა საჭირო. დამეფიცება, ახლაც ჩამესმის შენი მშვიდი, დაბალი ხმა, უპასუხოდ რომ მეუბნებოდი ისეთ სიტყვებს, მთელ ცხოვრებას რომ დავთმობდი, ისევ რომ მომესმინა იგივე, ჩემი მისამართით.
-მენატრები.
გავაგრძელებ ისევ ამით.
შენი მცდელობა, ვყოფილიყავი ბედნიერი, ყოველთვის იყო გულწრფელი. ამაში ეჭვი არასდროს შემეპარება. ბოროტებაა ასე ვიფიქრო და შენ იცი, მე ასეთი არ ვარ. სხვა შემთხვევაში ჩემთან არც იქნებოდი, ალბათ. „დამესიზმრე და შენი ხმის გაგონება მომინდა.“ - ზარი, რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩემს ტელეფონზე შუაღამით, ან უფრო გვიან. ამ დროს სიგიჟემდე მინდებოდა ჩემს გვერდით ცარიელი საწოლი ასეთი არ ყოფილიყო და ის სიტყვები ტელეფონის გარეშე გეთქვა ჩემთვის. ალბათ, იმ დროს რომ გეთქვა ის სიტყვები, გოგონები რომ მთელი ცხოვრება ელოდებიან, დაუფიქრებლად დაგთანხმდებოდი და ფეხებზე დავიკიდებდი სხვა დანარჩენს. ამაზეც გაგეცინებოდა. არასდროს ვაღიარებდი შენთან ასე ღიად ამას. ალბათ, არც იცოდი ასე რომ იყო.
ყოველდღიურობა იყავი შენ! ჩემზე ჩახუტებული, ღიმილიანი სახით. ასე ყოფნა ყველაზე მეტად მიყვარდა. ხომ არის, ადამიანის ცხოვრებაში რომ ხდება ისე მომენტები, რომლის დასრულებაც არ უნდათ. სამაგიეროდ, უნდათ, რომ მთელი დარჩენილი წლები ასე გაგრძელდეს. ასე ვიყავი. დამეფიცება, ყველაზე დიდ ენდორფინს მაშინ ვგრძნობდი, შენ რომ ასე ახლოს იყავი ჩემთან. ბევრჯერ მითქვამს, ხელები მტკივა, ისე გეხუტები-მეთქი. არ მტკიოდა. უბრალოდ ამით იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ვერ გიძლებდი. ასე ახლოს მყოფს, ვერაფრით.
-შენ ხარ საუკეთესო!
გითქვამს ხშირად. მე გულისცემა ამჩქარებია ისე, შენ ბევრჯერ გაგცინებია. რა ვერ მიეჩვიე, უკვე რამდენჯერ გითხარი’ო. საქმეც ის იყო, რომ შენი ყველაფერი, ყოველთვის ისე მივლიდა, როგორც პირველი. არასდროს ყოფილა არცერთი შემთხვევა ემოციებსმოკლებული. პიქირით. ზოგჯერ ზედმეტი ემოციებისგან მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ შენზე უკეთესი არავინ მყავდა. ყველაზე კარგი იყავი, ყველანაირი გაგებით.
ვერ ვიტანდი ქერა თმებს - შენ შემაყვარე.
ვგიჟდებოდი ღია ფერის თვალებზე, მაგრამ უფრო მეტად შენი ყავისფერი მომწონდა, მერე.
ყოველთვის მაღიზიანებდა შენს ღია ფერის კანზე ტატუ, ამასაც მივეჩვიე. თან ისე, რომ მეც მომინდა, ზუსტად იმავე ადგილას, ისეთივე. რომ არა ტკივილის შიში, აუცილებლად გავიკეთებდი და ახლა საშინლად ვინანებდი.
შენი სურნელი იყო ის, ხშირ შემთხვევაში ღამით დაძინების საშუალებას რომ არ მაძლევდა. ჩემს კანზე შემორჩენილს რომ ვგრძნობდი და თვალებგახელილი აღმოვაჩენდი, იქ არ იყავი, გული საშინლად მწყდებოდა.
-ახლა აქ რომ იყო ...
მოგწერდი, ხოლმე. შენ სიზმრის დროს, მე რეალობის.
თურმე მაშინდელი სიშორე არაფერი ყოფილა დღევანდელთან და არც მაშინდელი სიტყვების შინაარსი იყო ისეთი ღრმა, როგორიც ახლა.
ყველაზე მაგარი შეგრძნება?!
ალბათ, ის პირველი ...
შენ მიხვდებოდი, ეს რომ წაგეკითხა.
ისევ გაგეცინებოდა ჩემი გაწითლებული სახის გახსენებისას და ალბათ, ისევ ისე ჩამიკრავდი გულში. ეს სიტყვები გიყვარდა. ზუსტად იმას ამბობს, რასაც მე ვგრძნობო, ამბობდი და ამ მომენტს სიგიჟემდე მივყავდი. რამდენჯერ გითქვამს, მელაპარაკე, რა ჩუმად ხარო. მე კიდევ ასტრალში გასულს მხოლოდ შენი სახის ყურებაც მაკმაყოფილებდა. მერე სუნთქვის მიზეზს მაძლევდა და საკმარისი იყო. ასეთი მომენტები არასდროს უნდა გაფუჭდეს სიტყვებით, უნამუსობა იქნება. ხანდახან ბედნიერებისთვის ესეც კმარა. ყოფილიყავი შენ და იქვე მე.
ზოგჯერ, მონატრება რომ ყელში მომაწვება, თვალებში სიყვარული, შენს თითებს ისევ ვგრძნობ სახეზე. ცივს და ნაზს. შენ ხომ იცოდი, ჩემი კანი ყველაფერზე რომ ღიზიანდებოდა და სულ ცდილობდი შეხება ყოფილიყო თითქოს შეუმჩნეველი. თვალებდახუჭული ძალიან ბევრჯერ წარმოვიდგენ, რომ შენი სახე ისევ ისე ახლოს არის ჩემთან და მერე ... უბრალოდ წარსულში გადასროლილ შეგრძნებებში ვიკარგები. ვგრძნობ სიბნელეს, ნელ-ნელა ფერები რომ ემატება და ილუზიისგან ტუჩებიც კი მიბუჟდება.
იცი?!
უნდა გახსოვდეს მაინც, მომავალი როგორი დაგეგმილი გვქონდა. შენ ოთხი შვილი გინდოდა, მე ორი. ვერ ვრიგდებოდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამი სახელის არჩევას ვიწყებდით. შენს მხარზე თავჩამოდებული, თვალებდახუჭული წარმოვიდგენდი როგორი ქერა თმები ექნებოდა ჩვენს გოგონას, გრძელი და ლამაზი. ბიჭი აუცილებლად შავგრემანი იქნებოდა და მწვანე თვალები ექნებოდა. ასე გინდოდა. მინდა, რომ ამით შენ გგავდესო, მეუბნებოდი. მერე წარმოვიდგენდით პატარა სახლს, ქალაქგარეთ. ერთსართულიანი იქნებოდა, ხის. ბუხრით და წინ ერთი რბილი სავარძლით. მე ფეხშიშველი და შენ ლურჯი პერანგით. შენ სავარძელში კომფორტულად მჯდომი და მე შენს კალთაში. მაგიდაზე ორი ჭიქით. ჩემი ჩაით სავსე, შენი ყავით. ალუბლის მურაბაც იქვე.
წარმოდგენები ასეთი და საბოლოოდ ... არაფერი.
წარმოგიდგენია? საერთოდ არაფერი!
არც ხის სახლი, არც ჩვენ. შვილები?! არასწორი შეგრძნებებისგან მეცინება.
ამიტომ გეუბნებოდი, დაგეგმილი არასდროს არის კარგი, იქნებ არ გვინდა-მეთქი.
-მოდი, წარმოვიდგინოთ, როგორი ბედნიერები ვიქნებით!
შენი სიტყვებია! ღმერთო ...
ყველაფერი საერთო.
საერთო წარსული, აწმყოც და მომავალიც.
აბსოლუტურად ყველაფერი ორის. მთელი ცხოვრება და უცებ ... ვრჩებით მარტო. შენ ცალკე, მე ცალკე. ყველა წარმოდგენა, ფიქრი იშლება და საფუძველთან ნამსხვრევებად იყრება საშინლად გამაყრუებელი ხმით.
ვგრძნობ, რომ ჰაერში ვარ და არ შემიძლია საწყის პოზიციას დავუბრუნდე. არ მინდა წინ წასვლა. იქ შენ არ იქნები. ზოგჯერ სიგიჟემდე მინდა საათმა სვლა უკან დაიწყოს და აწმყოდან მომავლის მაგივრად, წარსულისკენ მივდიოდე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მეორედ ამ ყველაფრის გამოვლა აუტანელი იქნება, მაინც მინდა. ახლა უფრო აუტანელია. საშინელებაა არაფერი აღარ არსებობდეს. ახლა უღმერთოდ მარტო ვგრძნობ თავს, ყველაფრის გარეშე. არ მაინტერესებს მომავალი როგორი იქნება. მთავარი ის არის, რომ გააზრებისას შენი ადგილი იქ არ არის. აღარ დაეტევი და ვერცერთ ადგილსაც ვერ შეავსებ. აღარ ერგები უკვე ჩემს ცხოვრებას და ამის გააზრება ჯოჯოხეთურ ტკივილს მაყენებს.
გამოღვიძებულს რომ არ შემიძლია დაგირეკო, შუადღით გნახო და ღამით შენი კოცნით სავსემ დავიძინო, აუტანელია.
ამის გამო მძულხარ!
მძულხარ ყველა ვერშესრულებული პირობისთვის.
მძულხარ ცარიელი ადგილისთვის და მძულხარ სიყვარულისთვის, რომელიც დროებითი აღმოჩნდა.
მძულხარ და ...
ჯანდაბა!
მიყვარხარ ისე, რომ წინა სიტყვის დაწერისთვის პატიებას გთხოვ ...
პატიებას gთხოვ ყველა იმ სიტყვის გამო, შენზე გაფიქრებისას რომ მახსენდება. ვიცი, რომ ამას იმსახურებ, მაგრამ ესეც საშინლად მოქმედებს. არ ვიცი აქამდე როგორ მოვედით, ან რისთვის. რატომ იწყება ის, რაც დასასრულისთვის არის განწირული, მაგრამ ერთი ვიცი - არასდროს ვინანებ შენს ყოფნას ჩემს ცხოვრებაში. რომ შემეძლოს, თითოეულ წამს თავიდან გამოვივლიდი და არც მოსალოდნელი ტკივილი შემაშინებდა.
არც ის, ქუჩაში მყოფს რომ გხედავ და არც მე მაქვს უფლება მოვიდე და არც შენ. წარმოგიდგენია?! უკვე იმდენად აღარ არსებობს არაფერი, რომ ეგეც არ ხდება. ვერც შენ გრძნობ და ვერც მე, რომ სადმე შეიძლება ვიდგეთ და სანამ შემთხვევით არ გავიხედავთ, იქამდე ვერ დავინახავთ ერთმანეთს. აღარაფერი დარჩა, ამის თქმა მინდა. შენგან არასდროს არაფერი უნდა მქონდეს და ის უფრო მიშლის ნერვებს, მართლა რომ არ მექნება.
არც შეტყობინებები,
არც ზარი, მერე რომ შენს ხმას გავიგებ ...
არც ნახვა, შენი ჩახუტებით რომ დაიწყება/დასრულდება.
რანაირად? რისთვის? რატომ?
რატომ შეიძლება მენატრებოდe მაშინ, როცა ოდნავადაც არ ხარ ამის ღირსი?
ძალიან მინდა მეზიზღებოდე, იცი როგორ მინდა?! ადრე რომ გეუბნებოდი, ყველაზე მეტად მინდა ეს დრო არ დასრულდეს-მეთქი, აი ზუსტად ეგრე! მინდა არასდროს მომინდეს ასე დავჯდე და ესენი დავწერო. დაწერამდე ვიგრძნო. არ მინდა ჩემს ცხოვრებაში წარსულის სახით მაინც იყო. ყველანაირად მინდა გაქრე, აღარ იყო, არ შეიძლება?! არ შეგიძლია შენი თავი ისე გააქრო, როგორც ფიზიკურად შეძელი?
მოხვედი, ამრიე და ისე წახვედი, დალაგებაშიც არ დამეხმარე. ამაში არც მე შეგიწყვე ხელი და საბოლოოდ გამოდის, ორივე დამნაშავეები ვართ.
არ ვიყავით ისინი, ვისზეც კუპიდონის ისრები ამართლებს. არასწორი ადრესატები ვართ, რომლებსაც არ გაუმართლათ.

-მიყვარხარ.
გავაგრძელებ ამით, რადგან სისულელეა გითხრა მიყვარდი, როცა დღესაც ვგრძნობ აკანკალებულ თითებზე შემორჩენილ ბედნიერებას.
ცრემლიან თვალებში დაკარგულ მონატრებას
და
შენელებულ გულში გაბნეულ სიყვარულს.

-მეტირება.
დავასრულებ ასე.

კ.




---------
რატომ, რისთვის აქ, არც მე ვიცი.

скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი თამო

პირველი ვარ როგორ მოხდა.:)ჩემო კარგო სიტყვები არ მყოფნის წავიკითხე და ცრემლები წამომივიდა.ძალიან კარგია.როგორც ყოველთვის ისე გადმოცემ ყველაფერს გულამდე ჩადის და ახლა მეც ასე მტკივა.ვიმედოვნებ რომ ეს უბრალოდ ჩანახატია და არა შენი რეალობა.ისეთი გრძნობით გიწერია რომ რეალური არ იყოს.მინდა რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გქონდეს.ძალიან გამიხარდი :*

 



№2  offline ადმინი Mariiiiami

როგორ მიყვარხარ

 



№3 სტუმარი სტუმარი თამო

ისეთი გრძნობით გიწერია რომ რეალური უნდა იყოს.ეს არი სწორი წინა კომენტარში შემეშალა არ ეწერა უნდას მაგივრად

 



№4  offline წევრი deep

ეს რა სასწაულება იყო?
ვაუ ნენე
მეტკინა ამ გოგოს უბედურება
და
ძალიან შემეცოდა

 



№5  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი თამო
პირველი ვარ როგორ მოხდა.:)ჩემო კარგო სიტყვები არ მყოფნის წავიკითხე და ცრემლები წამომივიდა.ძალიან კარგია.როგორც ყოველთვის ისე გადმოცემ ყველაფერს გულამდე ჩადის და ახლა მეც ასე მტკივა.ვიმედოვნებ რომ ეს უბრალოდ ჩანახატია და არა შენი რეალობა.ისეთი გრძნობით გიწერია რომ რეალური არ იყოს.მინდა რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გქონდეს.ძალიან გამიხარდი :*

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო უსაყავრლესო გოგო! როგორ მიხარიხარ, იცი?! ძალიან, გეფიცები! <3 ასე რომ გრძნობ, ამის წაკითხვა ისეთი სასიამოვნოა ^^^ ალბათ უნდა ვაღიარო, ან არ უდნა ვაღიარებდე არ ვიცი, მაგრამ მარტო ჩანახატი არ არის <33333333

Mariiiiami
როგორ მიყვარხარ

სიგიჟემდე ... ❤️❤️❤️

deep
ეს რა სასწაულება იყო?
ვაუ ნენე
მეტკინა ამ გოგოს უბედურება
და
ძალიან შემეცოდა

მადლობა, ოქრო, უღრმესი !!! <333333 მიხარია, რომ წაიკითხე და ასეთი სიტყვით შეაფასე<33333333 ამ გოგომ არ მინდა შეცოდებაო, ვის არ მოსვლიაო ;დდდდდ <333

 



№6 წევრი drogardasuli

ნენე!..
მერამდენედ უნდა გამიჩინო შენი ჩახუტების და არგაშვების სურვილი?..
უბრალოდ ლაპარაკის უნარს მაკარგვინებ.
თითქმის ყოველთვის ჩამოყალიბებულად და არგუმენტირებულად ვამბობ ჩემს სათქმელს.
მაგრამ შენთან ასე არ ხდება.
ვფიქრობ, ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები რა გითხრა.
ნენე!..
აი უბრალოდ იცი რა მემართება როცა შენს ნაწერს ვკითხულობ??
სამყაროს ვეთიშები,
მიუხედავად იმისა რომ ნაწერს ვკითხულობ მაინც თითოეული სიტყვა ქვემეხიდან გასროლილი ტყვიასავით მიქუხს ყურებში.
სიკეთისფერი ხარ ნენე.
არ ვიცი რა დავწერე.
გაუცნობიერებლად დავწერე ეს რამოდენიმე სიტყვა.
მაპატიე ბანალურობები ნენე მაგრამ შენთან სიტყვები უძლურია უბრალოდ <3

 



№7  offline ახალბედა მწერალი elle...

drogardasuli
ნენე!..
მერამდენედ უნდა გამიჩინო შენი ჩახუტების და არგაშვების სურვილი?..
უბრალოდ ლაპარაკის უნარს მაკარგვინებ.
თითქმის ყოველთვის ჩამოყალიბებულად და არგუმენტირებულად ვამბობ ჩემს სათქმელს.
მაგრამ შენთან ასე არ ხდება.
ვფიქრობ, ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები რა გითხრა.
ნენე!..
აი უბრალოდ იცი რა მემართება როცა შენს ნაწერს ვკითხულობ??
სამყაროს ვეთიშები,
მიუხედავად იმისა რომ ნაწერს ვკითხულობ მაინც თითოეული სიტყვა ქვემეხიდან გასროლილი ტყვიასავით მიქუხს ყურებში.
სიკეთისფერი ხარ ნენე.
არ ვიცი რა დავწერე.
გაუცნობიერებლად დავწერე ეს რამოდენიმე სიტყვა.
მაპატიე ბანალურობები ნენე მაგრამ შენთან სიტყვები უძლურია უბრალოდ <3

მართლა ვგიჟდები შენზე!
საოცრებაა უვრალოდ ასე გრძნობდე ამ ყველაფერს. მგონია მე ვწერ ასეთ კომენტარს, იმდენად გულთან მიგაქვს ყველაფერი. ამაზე მაგარი სადმე რამე იყოს, არამგონია. ეს არის მხოლოდ ჩემი და ასეთი მაგარი გოგოც მე მყავხარ მხოლოდ! აი ასე ვიტყვი, და დაე ვიყო ეგოისტი! ისეთ საოცრებებს მეუბნებუ, მე იდიოტივით ვზივარ და ერთიდაიგივე სიტყვებს გაერ და გწერ! არადა ბევრს დაგრლაპარაკებოდი ყველაერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე და მოგისმენდი შენც!

ყველაზე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ! დღეს მთელი სმაი კომენტარი მაჩუქე და ამით უსაზღვრო დოზით ბედნიერება! ამაზე მაგარი სადმე არის რამე? არა, გეფიცები! რამდენჯერ ვთქვი ყკვე ეს, ხომ გიტხარი მაბნევნეთქი! ჩაგეხუტებოდი ძალიან მაგრად მეც, მართლა ძალიან მაგრად... <333333

 




არც კი ვიცი რა დავწერო
ავირიე,თან ისე,რომ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს,მართლა ოღონდ,ძალიან ძალიან მაგარია!
უამრავ ემოციას ერთად აღვიძებს!
ახლა ისე მეშლება ნერვები მიღებულ განცდებს,კომენტარის სახით მაინც,რომ ვერ ვწერ,მაგრამ ხომ გეუბნები? სიტყვებს ვერ ვუყრი თავს - მეთქი.უძალიანმაგრესია,მესმის ფანტაზია ჰქონდეს ადამიანს,მაგრამ ამ ყველაფერს ასე მაგრად გადმოსცემდეს,რომ იტყვიან თეთრი შურით მშურს რა :დდდდდ
მეტი რა დავწერო არ ვიცი,უბრალოდ ცხოვრებაში სულ ისეთი ბედნიერი იყავი და ისეთი გრძნობებით გარსშემორტყმული როგორითაც მე დამმუხტე შენი უკარქესი ჩანახატით? ნუ რაც არ უნდა იყოს მაინც უკარქესია და :დდდ❤️❤️
ხშირად გაგვახარე ხოლმე რა!❤️❤️

 



№9  offline ახალბედა მწერალი elle...

წარსული კვდება...
არც კი ვიცი რა დავწერო
ავირიე,თან ისე,რომ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს,მართლა ოღონდ,ძალიან ძალიან მაგარია!
უამრავ ემოციას ერთად აღვიძებს!
ახლა ისე მეშლება ნერვები მიღებულ განცდებს,კომენტარის სახით მაინც,რომ ვერ ვწერ,მაგრამ ხომ გეუბნები? სიტყვებს ვერ ვუყრი თავს - მეთქი.უძალიანმაგრესია,მესმის ფანტაზია ჰქონდეს ადამიანს,მაგრამ ამ ყველაფერს ასე მაგრად გადმოსცემდეს,რომ იტყვიან თეთრი შურით მშურს რა :დდდდდ
მეტი რა დავწერო არ ვიცი,უბრალოდ ცხოვრებაში სულ ისეთი ბედნიერი იყავი და ისეთი გრძნობებით გარსშემორტყმული როგორითაც მე დამმუხტე შენი უკარქესი ჩანახატით? ნუ რაც არ უნდა იყოს მაინც უკარქესია და :დდდ❤️❤️
ხშირად გაგვახარე ხოლმე რა!❤️❤️

არ ვიცი რა ვთქვა. მართლა არ მეგონა ეს ნაწერი ამდენს თუ იზამდა, დამეფიცება. უზომოდ მიხარია. ცოტა არეულ ემოციებში ვარ და ვერ ვხვდები ზუსტად რა დავწერო, რას განვიცდი საერთოდ, მაგრამ შენი სიტყვები რომ ბედნიერების მომტანი იყო, ეს ზუსტად ვიცი!
მართლა არ ვიცი ასე როგორ გრძნობთ ჩემს სიტყვებს, ცოტა გაურკვებლობაში ვარ ხოლმე.
უდიდესი მადლობა, ჩემო საყავრელო! ამაზე ძვურფასი სიტყვები არ არაებობს, გულს და სულს მითმობს, ყოველთვის <3333 ძალიან გამიხარდი, შენი შეგეძნებებიც გამიხარდა <3333 ეგოისტი ვარ, კი :დდდ
უდიდესი მადლობა ასეთი სურვილებისთვის. ასევე, ჩემო საყვარელო. სულ ღიმილიან, წარმატებულ, სიყვარულითა და სიხარულიტ სავსე ცხოვრებას გისურვებ! ძალიან ბევრ სასიამოვნო თავგადასავალს და წარსულში მოხედვით “რამაგრად მიცხოვრია” ცხოვრებას!
ბედნიერი იყავი! <33333333

 



№10 სტუმარი ილონა

პირველი სიტყვიდან ბოლო წერტილამდე, სულ ყველაფერი ვიგრძენი და გავიგე...
შენი სიახლით გახარებულმა, ღიმილით დავიწყე კითხვა , მერე ნელ-ნელა ეს ღიმილი მომშორდა, "ვერ ვიტანდი ქერა თმებს - შენ შემაყვარეო" აქ ხელების კანკალი ამიტყდა, მერე თვალები დამებინდა და ტირილით ჩავამთავრე კითხვა. სულ ბოლოს ისევ გამეღიმა, ოღონდ სხვანაირად და იცი რაზე? შენს გრძნობებზე, შინაგან სამყაროზე და ზოგადად შენს პიროვნებაზე...ადრე გითხარი, გაფასებ ამის გამოთქო, ახლა ასმაგად და ათასმაგად გაფასებ! ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ, იცი ეს შენ ❤

 



№11  offline ახალბედა მწერალი elle...

ილონა
პირველი სიტყვიდან ბოლო წერტილამდე, სულ ყველაფერი ვიგრძენი და გავიგე...
შენი სიახლით გახარებულმა, ღიმილით დავიწყე კითხვა , მერე ნელ-ნელა ეს ღიმილი მომშორდა, "ვერ ვიტანდი ქერა თმებს - შენ შემაყვარეო" აქ ხელების კანკალი ამიტყდა, მერე თვალები დამებინდა და ტირილით ჩავამთავრე კითხვა. სულ ბოლოს ისევ გამეღიმა, ოღონდ სხვანაირად და იცი რაზე? შენს გრძნობებზე, შინაგან სამყაროზე და ზოგადად შენს პიროვნებაზე...ადრე გითხარი, გაფასებ ამის გამოთქო, ახლა ასმაგად და ათასმაგად გაფასებ! ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ, იცი ეს შენ ❤

ვიცოდი წაკითხვის შემთხვევაში ყველაფერს რონ გაიგებდი. ბოდიში ცრემლებისთვის, არ მინდოდამეატქი ვიტყვი, დსმიჯერე <3 უბრალოდ ცოტა თავი ვერ გავაკონტროლე და :/// მიხვდები შენ <333
ძალიან მიყვარხარ!
იცოდე სულ!
მიხარია რომ მყავხარ და არაებობ საერთოდ! ძალაინ, ზალიან ზალიან მაგარი გოგო ხარ შენ!!!!

 



№12  offline წევრი Indigo

აქ ვერაფერს ვამბობ, ნენეკო.
უბრალოდ ვმუნჯდები და ვგრძნობ...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№13  offline წევრი Veronika

Saocreba! ❤️
Sheidzleba vcdebi, magram mgonia ro es ubralo chanaxati ar aris da sheni tkivili gadmogveci, iseti grdznobit gaq dacerili.
Ты офигенная и в жизни у тебя все будет офигенно!
Lav u ochen ochen ❤️

 



№14  offline ახალბედა მწერალი elle...

Indigo
აქ ვერაფერს ვამბობ, ნენეკო.
უბრალოდ ვმუნჯდები და ვგრძნობ...

არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლააააად ^^^ :დდდდდ რაფაელოა ეგ ხო? თუ მეშლება მე გოიმკას? :დდდდდდდდდდდ

არაფერი მითხრა.
საკმარისია, რომ წაიკითხე დანუდრო მეტია, რომ იგრძენი!
მადლობა <3

Veronika
Saocreba! ❤️
Sheidzleba vcdebi, magram mgonia ro es ubralo chanaxati ar aris da sheni tkivili gadmogveci, iseti grdznobit gaq dacerili.
Ты офигенная и в жизни у тебя все будет офигенно!
Lav u ochen ochen ❤️

როგორ გითხრა არ ცდებიმეთქი ^^^^^^^
მადლობა, ჩემო ოქრო, სულ სულ ყველაფრისთვის! როგორ სულ ჩემთან ხარ, ამით ისე მახარებ !!!! <33333
მადლობა სურვილებისთვის, იგივეს ვიტყოდი შენზეც და უფრო მეტსაც! შენი ბედნიერებით სავსე ცხოვრება უნდა დამანახო მე ^^^ :დდდდდ

მიყვარხარ! <3

 



№15  offline წევრი katerina (keta)

ზედმეტად ჩემია...
იმდენად რომ ინიციალსაც კი ვერ ვცვლი...

 



№16  offline წევრი Indigo

elle...
Indigo
აქ ვერაფერს ვამბობ, ნენეკო.
უბრალოდ ვმუნჯდები და ვგრძნობ...

არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლააააად ^^^ :დდდდდ რაფაელოა ეგ ხო? თუ მეშლება მე გოიმკას? :დდდდდდდდდდდ

არაფერი მითხრა.
საკმარისია, რომ წაიკითხე დანუდრო მეტია, რომ იგრძენი!
მადლობა <3

რაფაელოა, რაფაელო :დდდ
მადლობა შენ, რომ მაგრძნობინე და საერთოდ მადლობა, რომ ასეთ ემოციებს მჩუქნი.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№17  offline ახალბედა მწერალი elle...

katerina (keta)
ზედმეტად ჩემია...
იმდენად რომ ინიციალსაც კი ვერ ვცვლი...

გუშინდელის შემდეგ ალბათ ბოდიშიც აღარ უშველის ჩემს უსინდისობას, რას იტყვი? ექნება აზრი?

ძალიან მინდა ახლა გეხუტებოდე!

Indigo
elle...
Indigo
აქ ვერაფერს ვამბობ, ნენეკო.
უბრალოდ ვმუნჯდები და ვგრძნობ...

არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლააააად ^^^ :დდდდდ რაფაელოა ეგ ხო? თუ მეშლება მე გოიმკას? :დდდდდდდდდდდ

არაფერი მითხრა.
საკმარისია, რომ წაიკითხე დანუდრო მეტია, რომ იგრძენი!
მადლობა <3

რაფაელოა, რაფაელო :დდდ
მადლობა შენ, რომ მაგრძნობინე და საერთოდ მადლობა, რომ ასეთ ემოციებს მჩუქნი.

კიდევ რომ მე მეუბნები მადლობას, აბა რას ამბობ? :დდდდ

მიყვარხარ! <3

 



№18  offline წევრი gogona tbilisidan

აუ ელე როგორ მომენატრეე))

 



№19  offline ახალბედა მწერალი elle...

gogona tbilisidan
აუ ელე როგორ მომენატრეე))

მე აქ ვარ, შენ მეკარგები ხოლმე :დდდ
მეც მომენატრე, საყვარელო <333

 



№20  offline წევრი dea557

ნენე, არ ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ ყოველი ახალი ნაწერით ხელახლა მაოცებ. მე არ ვიცი საიდან გაქვს ასეთი საოცარი შინაგანი სამყარო, მართლა იშვიათია. მითუმეტეს ასმაგად სასწაულია ასე ზუსტად რომ გადმოსცემ და ახლოს მოგაქვს ჩემამდე(ჩვენამდე). არ ვიცი მადლობა რა ფორმით გადაგიხადო, აზრსაც ვერ ვალაგებ. ისედაც ემოციურს კიდევ ეს მინდოდა?:)) დიდი ფიქრებით დავიძინებ ახლა ბედნიერი, რომ შენ მყავხარ. პირადში კი ძალიან მინდოდა შენთან ჭორაობა, მეტსაც გეტყოდი, მაგრამ რაღაც აურია, ძველი მესიჯებიც წამეშალა და საერთოდ ვერ ვხვდები იგზავნება თუ არა. წინაზეც მოგწერე, მაგრამ მგონი არ მოვიდა და მერე დაგიწერე კომენტარებში.
პ.ს რაღაცის თქმა მინდოდა და დამავიწყდა, კიარადა გამახსენდა! ძალიან პრეტენზიული მკითხველი ვარ და მეტ-ნაკლებად ობიექტურიც( ხომ იცი, ამის განსაზღვრაც ცოტა სუბიექტურია) და იმ ნაწარმოებებს შორის, რომელიც წამიკითხავს(არცთუ ისე ცოტა), ერთ-ერთ ფავორიტში შედის შენი ყველა. მიხარია, რომ ვირტუალურად, მაგრამ მაინც, გიცნობ. აი ნახე შენი წიგნი თუ არ ვიყიდო და სამაგიდოდ არ გავიხადო შენი ხელმოწერით, ეგეთი მარტო მე რომ მექნება. მოკლედ, გამიგრძელდა და მიყვარხარ! ( ჯერ ისე ვერ ვიტყუები და ამ საკითხში ხომ საერთოდ, აფერისტობები ნი მაგუუ:)))
ხო, და კიდევ, ინტუიცია მაქვს საოცარი და თუ ზემოთ აღნიშნული(წიგნთან დაკავშირებით) გადაჭარბებულად მოგეჩვენა, ჩემი ჯადოსნური შესაძლებლობა გაითვალისწინე.

 



№21 სტუმარი l,m not sick

ახლა მე მერევა მოგონებები...
პირველი შეხვედრა
მეორე...
მესამე...
ვერ დაგივიწყებ!
რომ გენატრება,მაგრამ ვერაფერს ცვლი,ადრე შეგეძლო,ახლაა არაა!
გვიანიააა,ზედმეტად გვიანი!
ელ
ვიცი რომ შენიბრალი არ არის
ახლა მე რომ
მეტირება!

 



№22  offline ახალბედა მწერალი elle...

dea557
ნენე, არ ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ ყოველი ახალი ნაწერით ხელახლა მაოცებ. მე არ ვიცი საიდან გაქვს ასეთი საოცარი შინაგანი სამყარო, მართლა იშვიათია. მითუმეტეს ასმაგად სასწაულია ასე ზუსტად რომ გადმოსცემ და ახლოს მოგაქვს ჩემამდე(ჩვენამდე). არ ვიცი მადლობა რა ფორმით გადაგიხადო, აზრსაც ვერ ვალაგებ. ისედაც ემოციურს კიდევ ეს მინდოდა?:)) დიდი ფიქრებით დავიძინებ ახლა ბედნიერი, რომ შენ მყავხარ. პირადში კი ძალიან მინდოდა შენთან ჭორაობა, მეტსაც გეტყოდი, მაგრამ რაღაც აურია, ძველი მესიჯებიც წამეშალა და საერთოდ ვერ ვხვდები იგზავნება თუ არა. წინაზეც მოგწერე, მაგრამ მგონი არ მოვიდა და მერე დაგიწერე კომენტარებში.
პ.ს რაღაცის თქმა მინდოდა და დამავიწყდა, კიარადა გამახსენდა! ძალიან პრეტენზიული მკითხველი ვარ და მეტ-ნაკლებად ობიექტურიც( ხომ იცი, ამის განსაზღვრაც ცოტა სუბიექტურია) და იმ ნაწარმოებებს შორის, რომელიც წამიკითხავს(არცთუ ისე ცოტა), ერთ-ერთ ფავორიტში შედის შენი ყველა. მიხარია, რომ ვირტუალურად, მაგრამ მაინც, გიცნობ. აი ნახე შენი წიგნი თუ არ ვიყიდო და სამაგიდოდ არ გავიხადო შენი ხელმოწერით, ეგეთი მარტო მე რომ მექნება. მოკლედ, გამიგრძელდა და მიყვარხარ! ( ჯერ ისე ვერ ვიტყუები და ამ საკითხში ხომ საერთოდ, აფერისტობები ნი მაგუუ:)))
ხო, და კიდევ, ინტუიცია მაქვს საოცარი და თუ ზემოთ აღნიშნული(წიგნთან დაკავშირებით) გადაჭარბებულად მოგეჩვენა, ჩემი ჯადოსნური შესაძლებლობა გაითვალისწინე.

ნუ,წესით ამ დროს უბრალოდ უნდა ხედავდე ამ სიტყვებით გამოწვეულ ემოციებს ჩემს სახეზე, სრულყოფილად რომ მიხვდე, რამხელა ბედნიერებაა ამის წაკითხვა ჩემთვის. როგორც ყოველთვის, როგორც სულ, ამ კომენტარითაც ძალიან იმოქმედე. ვიტყოდი, უზომოდ! ასეთ საოცრებებზე მადლობების გადახდა ცოტა მიტყდება, ბევრად მეტი უნდა ვთქვა ხოლმე, და ეს "ბევრად მეტი" რომ არ შემიძლია, ცალკე ნერვებს მიშლის. ვფიქრობ, ალბათ უნდა გრძნობდე. ნუ, მინდა მაინც რომ ხვდებოდე, როგორ შეიძლება ეს სიტყვები ჩემს გულს მოედოს:))) რანაირი სიტყვაა, მოედოს :დდდდდ
უღრმესი მადლობა, დეა, საყვარელო, ყველაფრისთვის. გავბანალურდი მაინც. არ ვიცი რომელ შეტყობინებებს გულისხმობ, აქ თუ სხვაგან კიდევ? შეიძლება მე ვერ ვნახე და მაგიტომ გგონია გაჭედა. მაგრამ მართლა არ მინახავს :/ წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გიპასუხებდი, სულ ვცდილობ რამე არ გამომეპაროს, თან შენი შეტყობინება ^^ ჭორაობაც მიყვარს, მე ჭორიკანას :დდდდ
შენი "ობიქეტური სუბიექტურობა" უნდა ხვდებოდე როგორ სიგიჟემდე მახარებს. ჩემს ისტორიებსაც უპირობოდ უხარიათ, აჟიტირებულები არიან, ძალიან :დდდ
წიგნს რაც შეეხება, ეს ან უუუუძალიანესად შორეული მომავალია, ან უბრალოდ სასიამონო ილუზია :დდდ ამის ამბიცია არასდროს მქონია, გუშინ ვეუბნებოდი ჩემს უსაყვარლეს გოგოს იგივეს :დდდ არც მიზანია, ჯერჯერობით მაინც. ნუ, იქამდე, სანამ არ მივხვდები, რომ შემიძლია რამე სერიოზულს შევეჭიდო და ღირსი გახდეს ამ ყველაფრის. არ ვიცი, ვერ ვფიქრობ ამ ეტაპზე ამაზე, თუმცა ვიცი, რომ ახლა ცოტა სხვა გეგმები მაქვს ^^ ეგრე რომ იყოს, აუცილებლად იქნება ხელმოწერა განსხვავებული და კიდევ მინაწერებიც ^^ რა ხმამაღალი ნათქვამია :დდდდ
ტოჟე ლუბლუ <3

l,m not sick
ახლა მე მერევა მოგონებები...
პირველი შეხვედრა
მეორე...
მესამე...
ვერ დაგივიწყებ!
რომ გენატრება,მაგრამ ვერაფერს ცვლი,ადრე შეგეძლო,ახლაა არაა!
გვიანიააა,ზედმეტად გვიანი!
ელ
ვიცი რომ შენიბრალი არ არის
ახლა მე რომ
მეტირება!

მოგონებებბისთვის, პირველი/მეორე/მესამე და ა.შ. შეხვედრებისთვის ბოდიში(( არ მინდოდა მტკივნეული ყოფილიყო, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ სხვანაირად შეუძლებელია ...
ზედმეტად გვიანიო, ამიჩქარდა გული, ისეთი ნაღდი სიტყვებია ... ვახ ...

მადლობა უღრმესი წაკითხვისთის, შენი ემოციებისთვის, ამ კომენტარისთვის. ყველაფრისთვის <3
შენი მოულოდნელი, იშვიათი გამოჩენები უზომოდ მახარებს <3

პ.ს. არ აგეტიროს, ყველაფერი კარგადაა <3

 



№23  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არ ვიცი როგორ..ან საიდან დავიწყოო...
სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ ავღწერო ეს ყველაფერი... გადმოვცე ჩემი ემოციები.. გრძნობები!!
ეს რაღაც... განსაკუთრებული და
ამაღელვებელი იყო..
აი მართლა სულში ჩამწვდომი...
ყველაფერი იმდენ ემოციას იტევდა.. უვრალოდ სიტყვებიც არ მყოფნის როგორ ახერხებ ამ ყველაფერს.. ჩემს ასეთ გაოცებას და დადუმებას...
ისევ შოკირებული და დამუნჯებული ვარ..
სერიოზულად არ ვიცი რა ვთქვა ან რა გითხტა ამ ყველაფერზე..
აი ამ სასწაულზე! შეუდარებელ ნაშრომზე!
ეს უბრალოდ რაღაც
არ ვიცი! რაღაც სასწაულზე მეტი იყო! უნიჭიერესობის პიკი ალბათ!
დიახ უნიჭიერესი და უძალიანმაგრესი გოგო ხარ!!
და ყველაზეე ძლიერი იყო ეს!
გრძნობებს და ემოციეებს უმაგრესაად და შესანიშნავად გადმოსცემ..
თითოეულ სიტყვაში და წინადადებაში იმდენი ემოცია დავიჭირე ვერც დავთვლი...
მთელო გული ამოვაყოლე ამის წაკითხვას და მივხვდი რომ
მხოლოდ ერთხ არ მეყოფა მთელი სულის შესავსებად...
ყოჩაღ!
განსაკუთრებული ხარ შენი ნაწერებით!
უბრალოდ შოკი ხარ?
და მე ვგიჟდები შენზე!

 



№24  offline წევრი mimimimo

ვკითხულობდი და შეიძლება ითქვას, რომ არ ვსუნთქავდი.
დავასრულე და ერთიანად ამოვისუნთქე.
სასწაულად წერ და გადმოსცემ ყველაფერს.
რაღაცნაირად ამაღელვებელ იყო.
ძალიან მომეწონა.
წარმატებები!

 



№25  offline წევრი blue witch

სასწაული იყო, როგორც ყოველთვის. ერთ დღეს, აუცილებლად მოვნახავ სწორ სიტყვებს, რომელთა საშუალებით კითხვისას განცდილ ყველა ემოციას აგიწერ. მაპატიე, რომ არ შემიძლია ზუსტად მოვიტანე ეს ყველა'ფერი შენამდე.მიყვარხარ ❤️

 



№26  offline წევრი LaLiDze

ყველაზე კარგი ხარ <3

 



№27  offline წევრი ფორთოხალი

აი ბოლო :)

საერთოდ, ისეთი გულწრფელია, კინაღამ გული გამისკდა.

 



№28  offline ახალბედა მწერალი elle...

ტკბილიწიწაკა
არ ვიცი როგორ..ან საიდან დავიწყოო...
სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ ავღწერო ეს ყველაფერი... გადმოვცე ჩემი ემოციები.. გრძნობები!!
ეს რაღაც... განსაკუთრებული და
ამაღელვებელი იყო..
აი მართლა სულში ჩამწვდომი...
ყველაფერი იმდენ ემოციას იტევდა.. უვრალოდ სიტყვებიც არ მყოფნის როგორ ახერხებ ამ ყველაფერს.. ჩემს ასეთ გაოცებას და დადუმებას...
ისევ შოკირებული და დამუნჯებული ვარ..
სერიოზულად არ ვიცი რა ვთქვა ან რა გითხტა ამ ყველაფერზე..
აი ამ სასწაულზე! შეუდარებელ ნაშრომზე!
ეს უბრალოდ რაღაც
არ ვიცი! რაღაც სასწაულზე მეტი იყო! უნიჭიერესობის პიკი ალბათ!
დიახ უნიჭიერესი და უძალიანმაგრესი გოგო ხარ!!
და ყველაზეე ძლიერი იყო ეს!
გრძნობებს და ემოციეებს უმაგრესაად და შესანიშნავად გადმოსცემ..
თითოეულ სიტყვაში და წინადადებაში იმდენი ემოცია დავიჭირე ვერც დავთვლი...
მთელო გული ამოვაყოლე ამის წაკითხვას და მივხვდი რომ
მხოლოდ ერთხ არ მეყოფა მთელი სულის შესავსებად...
ყოჩაღ!
განსაკუთრებული ხარ შენი ნაწერებით!
უბრალოდ შოკი ხარ?
და მე ვგიჟდები შენზე!

ვუაიმე, შენი ნიკის პირველი ნაწილი ისე შეუდარებლად გიხდება, გააფრენს ადამიანი ^^
ჩემო საყვარელო, ძალიან თილო, უღრმესი მადლობა. როგორ ყოველთვის ახერხებ ზუსტდ იმ სიტყვების თქმას, რომლითაც გულს მიხარებ და მაბედნიერებ! არ ვიცი ასეთ შემთხევებში რა ვთქვა, უბრალოდ იცოდე, რომ სიგიჟემდე გამიხარდი. ყოველთვის ასე მიხარიხარ და შენი ნიკის დანახვა აუცილებლად ნიშნავს რაღაც კარგს, ამაღელვებელს, პოზიტიურს ... მადლობა ამ წამებისთვის ... ყველა დახარჯული დროისთვის ... შენი თითების ასეთი საოცრებბების წერისთვის ამოძრავებისთის და უკვე ვბოდიალობ :/ ვეღარ ვხვდები ემოციები როგორ გადმოგცე, მართლა უზომოდ ამაღელვებელი იყო შენი კომენტარი, ჩემო საყვარელო!! <33333

უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ!
მიხარია, რომ მყავხარ და ასეთი არსებობ! ამ საოცრებებს მე მიწერ და მაბედნიერებ!
პოზიტივი ხარ შენ, ჩემი!!! <33
მეც ვგიჟდები! <3 <3 <#

mimimimo
ვკითხულობდი და შეიძლება ითქვას, რომ არ ვსუნთქავდი.
დავასრულე და ერთიანად ამოვისუნთქე.
სასწაულად წერ და გადმოსცემ ყველაფერს.
რაღაცნაირად ამაღელვებელ იყო.
ძალიან მომეწონა.
წარმატებები!

უღრმესი მადლობა, საყვარელო!
ასეთ სიტყვების წაკითხვისას გული მიჩქარდება, არ იცი როგორ მიხარია. მეც და ჩემს ნაწერებსაც, ასე რომ აფასებ! იმათმაც მადლობა გადმოგცეს, ძალიან გვიხარია რომ მოგეწონეო ^^

ასევე წარმატებები, ნებისმიერ წამოწყებაში! <3
მადლობა! <3

blue witch
სასწაული იყო, როგორც ყოველთვის. ერთ დღეს, აუცილებლად მოვნახავ სწორ სიტყვებს, რომელთა საშუალებით კითხვისას განცდილ ყველა ემოციას აგიწერ. მაპატიე, რომ არ შემიძლია ზუსტად მოვიტანე ეს ყველა'ფერი შენამდე.მიყვარხარ ❤️

ჩემი ოქროსი !!! <333333333
არ არის საჭირო ეგ ერთი დღე დადგეს, ეს სიტყვებიც უზომოდ ძვრიფასია ჩემთვის და საკმარისზე მეტი მნიშვნელობის მატარებელი, იცი შენ! <3

უდიდესი მადლობა!
პატიება აღარ ახსენო, რისთვის?! აქეთ უნდა გითხრა, ჩემს ბედნიერებას რომ სრულად ვერ გიზიარებ და საკმარის მადლობასაც რომვერ გეუბნები! <3

მიყვარხარ! <3 <#

LaLiDze
ყველაზე კარგი ხარ <3

ვუაიმე, გავწითლდი ^^^^
რა სასიამოვნო წასაკითხია, ჩემი ემოციური ქვეცნობიერი ამდენს ვერ გაუძლებს ^^ ვერც გული და გასკდება, ბედნიერებისგან!

მადლობა უღრმესი, ჩემო საყვარელო გოგო <3

ფორთოხალი
აი ბოლო :)

საერთოდ, ისეთი გულწრფელია, კინაღამ გული გამისკდა.

შენი ასეთი გამოჩენები ჩემი საკუთარი აპოკალიფსია. ოღონდ ბედნიერების და რაღაც ძალიან მაგარის! არანორმალურად სასიამოვნოს და ... აი, ყველაფერი დადებითის, ხომ გჯერა?!

გულწრფელი რომ არის, ეგ მიხარია. მოვარტყი განსაზღვრულ წერტილს ალბათ და არც ჩემი ემოციები ყოფილა ყალბი, რეალურია ზედმეტად, მიხვდები <3

ნუ მეკარგები! კატეგორიულად მოვითხოვ!
ხომ იცი, ჩემი არანორმალური გოგო ხარ, აი ჩემი!:)

 



№29 სტუმარი ნიცა

აუუ ასეთი მგრძნობიარე როგორ ხარ? ყველა შენი დაწერილი ისტორია ასე რატომ მოქმედებს ჩემზე? შენი ისტორიების გმირების მსგავსად მტკივა, მიხარია, ვბედნიერდები, ვტირი, ვიცინი და ა.შ.....სუპერ გოგო ხარ <3

 



№30  offline ახალბედა მწერალი elle...

ნიცა
აუუ ასეთი მგრძნობიარე როგორ ხარ? ყველა შენი დაწერილი ისტორია ასე რატომ მოქმედებს ჩემზე? შენი ისტორიების გმირების მსგავსად მტკივა, მიხარია, ვბედნიერდები, ვტირი, ვიცინი და ა.შ.....სუპერ გოგო ხარ <3

ჩემო ოქრო !!!! უღრმესი მადლობა საოცარი სიტყვებისთვის! ამაზე მაგარს ვერ მეტყოდი ვერასდროს ვერაფერს და ძაან ბედნიერი ვარ ეს სიტყვები თუ დავიმსახურე <33333 ცრემლებისთვის, ტკივილისთვის ბოდიში <3333 ხო ვერ მოვიშორე ეგ ნუ ;დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent