შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუ'ს


26-01-2018, 23:42
ავტორი iname123
ნანახია 188

ანუ'ს

არ მინდა ეს ჩანახატი წაიკითხო.ან შეიძლება მინდა.არ ვიცი,მაგრამ ის ვიცი,რომ ჩემი საქციელების და დაწერილის ახსნა ძალიან გამიჭირდება.
ხომ მიცნობ და იცი როდესაც ვწერ სათქმელს უფრო კარგად გადმოვცემ.არ შემიძლია ადამიანს პირში ვუთხრა ის რასაც მის მიმართ ვგრძნობ.მინდა უბრალოდ რაღაც სასწაულის ძალიათ გამიგო.
ჩვენ ერთმანეთი ინტერნეტში გავიცანით და ონლაინ ფარგლებს არ გამცდარა.თავიდან ჩვეულებრივი მეგობრები ვიყავით,ნადმვილად ვერ ვიფიქრებდი იმას,რომ შენ იყავი ის პიროვნება,რომელთანაც მინდა გავატარო სიბერე და დარჩენილი სიცოცხლე.
ყოველთვის ვეძებდი გოგოს,რომელთანაც ერთად სულ ვიქნებოდი და სიგიჟეებს ჩავიდენდით,ამასთანავე ის ჩემი მესაიდუმლე და ყველაფერი იქნებოდა.
არ ვიცი რა დავიმსახურე,მაგრამ მე შენ გიპოვნე.სამი წელი იქნება რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი,მაინც დავაგროვეთ გასახსენებელი ამბები.
,,ანუ აუ ის გახსოვს?''
თავიდანვე მივხვდი,რომ რთული ხასიათი გქონდა და ვცდილობდი ამომეცნო შენი ბუნება.თავიდან ამას უბრალოდ ინტერესის გამო ვაკეთებდი(არ დავმალავ) მაგრამ როდესაც გაგიცანი,როდესაც გაგიცანი ახლოს მივხვდი,რომ შენ ჩემი ცხოვრებიდან ვერასდროს ამოგშლიდი...
მე ცუდი ვარ და არ გიმსახურებ.შენ ბევრად უკეთეს დაქალს იმსახურებ,რომელიც მისი უაზრო გამოხტომებით გულს არ გატკენს და მუდამ შენს გვერდით იქნება.
არ ვიცი ანუ მართლა არ ვიცი რა ვთქვა.არ მყოფნის ძალა,არ მყოფნის სიტყვები იმის ასახსნელად რაც მე მჭირს.არ ვიცი ალბათ ჩემმა ცხოვრებამ(ხომ იცი როგორიცაა) იქონია ისეთი გავლენა,რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ მოვიშორებ.
ხან ისე ვარ ხან ასე.მართლა არ ვიცი რა მჭირს.არეული ვარ.
ბოლოს გითხარი ჩემი თავი ვიპოვეთქო.მართალია? ვითომ მართლა ვიპოვნე ჩემი თავი?!
იქნებ საერთოდ არ ვიცი რა მინდა ამ ცხოვრებისგან.
იქნებ ანუ შენ უბრალოდ ჩემს უაზრო ცხოვრებაში შემთხვევით აღმოჩნდი და შენთვის ტკივილის მეტი არაფერი მომიყენებია.შენ რაში გჭირდები მე? შენ ძალიან ლამაზ და ჭკვიან დაქალს იმსახურებ,რომელიც წამით არ მიგატოვებს.
როდესაც ქუჩაში ერთმანეთს შევხვდებით(და ვიცი ეს მოხდება) მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ.
იმას გთხოვ რაც ჩემში ასე გიყვარს..
გამიღიმე...გამიღიმე თითქოს მრავალი წლის უნახავი საყვარელი ადამიანი ვიყო შენთვის.
გულით გამიღიმე ანუ.
ბოდიშს გიხდი მთელი გულით.მაპატიე,რომ ვერ შევძელი შენი შენარჩუნება.ვერ შევძელი დაგვეგროვებინა უამრავი მოგონება.ვერ შევძელი გადაგვეღო უამრავი ფოტო.გვემოგზაურა.
ვერ შევძელი ამეხსნა თემები,რომლებიც ბუნდოვანია.
ვერ შევძელი...
მაპატიე..
ანუ შენ არ ხარ ცუდი.რა სისულელეა შენ ძალიან კარგი ხარ ანუ.
იმდენად კარგი,რომ არ გიმსახურებ.ცოდვა ხარ ჩემთან.
მაპატიე.....скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი bla.ell

ვერ ვიტან ამას...რა სისულელეს ამბობ ხვდები?!თუ მას შენი გასვება არ უნდა შენ რატომ მიდიხარ...თუ ასე ძცირფასია ამას არ უნდა აკეგებდე.არაფერ შუაშია ლამაზი და ჭკვიანი დაქალი...დაქალი ადამიანია რომელიც შენი სულიერებისცოდნას უნდა იმსახურებდეს და არა გონებასა და გარეგნულ სილამაზეს...ნუ დატოვებ ადამიანს...თუ ის არ გიშვებს...ხდება მომენტები როცა თავს საჭიროდ არ თვლი იქ სადაც ასე სჭირდები არადა...დამიჯერე როცა მიდიხარ და უკან ბრუნდები,ვეღარ იქნებით ისე როგორც იყავით...ცუდი არც არავინააა ყველა თავისებურად კარგია...ნუ შეადარებ თავს სხვას და ნურც ასე დაბალი თვითშეფასება გექნება...შენ ისეთი ხარ როგორიც უნდა იყო და შენ ისეთი მიგიღეს როგორიც ხარ...

 



№2  offline წევრი iname123

bla.ell
ვერ ვიტან ამას...რა სისულელეს ამბობ ხვდები?!თუ მას შენი გასვება არ უნდა შენ რატომ მიდიხარ...თუ ასე ძცირფასია ამას არ უნდა აკეგებდე.არაფერ შუაშია ლამაზი და ჭკვიანი დაქალი...დაქალი ადამიანია რომელიც შენი სულიერებისცოდნას უნდა იმსახურებდეს და არა გონებასა და გარეგნულ სილამაზეს...ნუ დატოვებ ადამიანს...თუ ის არ გიშვებს...ხდება მომენტები როცა თავს საჭიროდ არ თვლი იქ სადაც ასე სჭირდები არადა...დამიჯერე როცა მიდიხარ და უკან ბრუნდები,ვეღარ იქნებით ისე როგორც იყავით...ცუდი არც არავინააა ყველა თავისებურად კარგია...ნუ შეადარებ თავს სხვას და ნურც ასე დაბალი თვითშეფასება გექნება...შენ ისეთი ხარ როგორიც უნდა იყო და შენ ისეთი მიგიღეს როგორიც ხარ...

ელლ ჩემო მართლა საყვარელო გოგო <3 ვიცი,რომ ამ ჩანახატში თავის დამცირების მეტი არაფერი დამიწერია,მაგრამ ამას გვიან მივხვდი.მივხდი და ვისწავლე საკუთარი თავის ფასი და გპირდები აწი მსგავსი რამ აღარ განმეორდება.უბრალოდ როდესაც ვწერ და ამ ნაწერით ადამიანებს ვემშვიდობები ის ადამიანი ჩემს გულში ვეღარასდროს დაიკავებს უწინდელ ადგილს.მე ასე მწამს,რომ თუ ადამიანზე ვიტყვი ,,მე შენ ჩემი გულიდან გიშვებ'' მას ცხოვრებაში ვეღარაფერი დამიბრუნებს.ესეც მსგავსი შემთხვევაა გავუშვი და ვსო.
იყო?რაც იყო კარგი იყო,მაგრამ დამთავრდა მორჩა.

 



№3  offline მოდერი bla.ell

თუ არ ნანობ მაშინ უნდა გაგეშვა...მაგრამ თუ ოდნავი სინანულს იგრძნობ ესეიგი გასაშვები არ იყო...მეც ეგრე მეგონა რომ თუ გავუშვებდი ვერ და არ დავიბრუნებდი უკან... მაგრამ ერთხელ ეგ პრინციპებიც გავთელე...ახლა ისევ ძველებურად ვიცავ ჩემს ამ თვისებას მაგრამ ერთხელ საკუთარ თავს ხომ გადავაბიჯე...წინასწარ არ თქვა არაფერი მაინც...და ნურც თავის დამცირებას და განადგურებას დაიწყებ...❤❤❤წარმატებას გისურვებ ცხოვრების სირთულეების გადალახვაშიheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent