შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განა ყველაფერი ადამიანისგან არ იწყება ?


1-02-2018, 16:21
ავტორი TeddyBear
ნანახია 246

განა ყველაფერი ადამიანისგან არ იწყება ?

-წიგნის პირველ ფურცელს ,რომ გადავშლი დომენიკო მაშინათვე თვალში მომხვდება ხოლმე მწერლის ლამაზი ხელით წაწერილი ფრაზები თვალში. წიგნის სურნელიც ხომ საოცარია დომენიკო, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს ძლიერი ხელებით გვქაჩავს თავისკენ და ძლიერად გვიკრავს გულში, და რა სურნელი აქვს ღმერთო, როგორი ნაზი და სპეტაკი. შენ როგორ სიტყვას შეუფერებდი დომენიკო ?
-არ ვიცი, ბატონო.- ჩემს გვერდით მდგარი შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი ჩუმი ხმით მიბრუნებს პასუხს.
-როგორ არ იცი ?.- ღიმილი მეპარება ტუჩებს შორის.- შენ ყველაფერი მშვენივრად გესმის და გრძნობ დომენიკო.
-ალბათ, ბატონო.- მიღიმის დომენიკოც და სიცხისაგან შეწუხებული ძლიერად ეჭიდება საყელოს.
-ეგ მოიშორე.- გრძელი პიჯაკისაკენ მივუთითებ მამაკაცს.- გცხელა ვხედავ, არც ასე დგომა გეხალისება ვფიქრობ, იქნებ ჩამომჯდარიყავი ჩემს გვერდით.- რატომ შემომცქერი ასე გაკვირვებით ? ჩამოჯექი, ჩამოჯექი.- ღიმილით მოვუწოდებ მამაკაცს სკამისაკენ.- დომენიკო, შემახსენე რამდენი წელია გიცნობ ?!
-ცხრამეტი წელი მაინც იქნება ბატონო.
-თითქმის მთელი ცხოვრება.- თავჩაქინდრული დავცქერი საკუთარ ფეხსაცმელებს.- ამ ცხრამეტი წლის მანძილზე გვისაუბრია დომენიკო ?
-არა, არც ისე ხშირად ბატონო.- მიღიმის ისევ.- ჩემს სახელს ასე ხშირად რატომ იმეორებთ ?
-არ ვიცი, ალბათ ამ ცხრამეტი წლის მანძილზე ,რაც არ დამიძახია სულ ახლა დაგიძახებ.- ვუცინი კაცს.- შენი აზრით ვინ არის ადამიანი, დომენიკო ?
-ვერ მიგიხვდით ბატონო?
-ვინ ვართ ჩვენ ?
-ადამიანები, ბატონო.
-მერე ? რა საჭიროა ბატონი და მსახური, ან მაღალი და დაბალი ფენა ?
-ალბათ ასეა საჭირო.- მხრებს იჩეჩს მამაკაცი.
-კითხვა გიყვარს დომენიკო ?
-მიყვარს, ბატონო.
-წერა ?
-წერაც მიყვარს.
-რაშია ბედნიერება ?
-ალბათ ყველაფერში რასაც ვგრძნობთ და ვხედავთ.
-ახლა ბედნიერი ხარ ?
-მგონი ,რომ ვარ.
-მგონი ?.- მეცინება მე.- უცნაური ვარ დომენიკო ? არ დამიმალო!
-დღეს, დიახ ბატონო!
-დომენიკო... დომენიკო... დღეს დილით რაღაცაზე დავფიქრდი, იცი ?
-რაზე ბატონო?
-ადამიანები სასაცილო არსებები არიან დომენიკო, ჰგონიათ რომ დროის დაჭერას შეძლებენ, მაგრამ საბოლოო ჟამს მიღწეულები საკუთარი დაკოჟრილი ხელებისა და წარსულის გარდა აღარაფერი უგდიად ხელთ.
-ადრე თუ გვიან ყველანი დავბერდებით ბატონო, წარსული კი ჩვენი ნაწილია, ყველაზე დიდი ნაწილი ჩვენი ცხოვრებისა. გავლილი წამიც ხომ წარსულია უკვე.
-გეთანხმები, დომენიკო ამ საუბრის აზრს ხედავ ?
-ვხედავ ბატონო, ვხედავ.
-მე კი მაინც ადამიანები მაღელვებენ, იცი ?
-რატომ ?
-ადამიანები ყველაფრისაგან დაცლილ პატარა კაცუნებს მაგონებენ დომენიკო, ვუყურებ მათ და ვერაფერ საერთოს ვხედავ ჩვენს შორის.
-მე კი პირიქით ვფიქრობ.- ამომხედა დომენიკომ.- ადამიანები ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმული ჯაჭვი ვართ, თუ ერთი შეცდომას უშვებს, მეორეც შემთხვევით თუმცა მაინც ისვრება ამით.
-როგორ ?
-როდესაც მკვლელი ვიღაცას კლავს, ის ისვრება თავისი ჩადენილი დანაშაულებებით თუმცა ამით სხვასაც აზარალებს, სხვასაც ისევე სვრის ,როგორც თვითონ ისვრება. სხვასაც ვნებს, უქრობს ბავშვურ, ლაღ სხივებს თვალებიდან. განა ეს დანაშაული არ არის ?
-არის, დომენიკო. და მაინც საიდან სად წავედით ?
-დასაწყის დავუბრუნდით, განა ყველაფერი ადამიანისაგან არ იწყება ?
скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent