შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ...ისევ...


6-02-2018, 21:15
ავტორი iname123
ნანახია 124

ისევ...ისევ...

აბობოქრებული ხან ერთ კუთხეს მივაწყდები ხან მეორეს.
არეული ხან ერთ ადამიანს ჩავჭიდებ ხელს ხან მეორეს.
ჩემი ფიქრები ძაფის გორგალს მაგონებს,რომელიც ისე არის არეული,რომ თავი და ბოლო არ აქვს.
ადამიანები ვცხოვრობთ და ჩვენი მთაავარი მიზანი რა არის? ,,გავქეცეთ ამ კითხვას’’.
გავექცევით კი,მაგრამ როდემდე.როდემდე უნდა მოიტყუო საკუთარი თავი.
მუდამ რაღაცას ვცდილობთ,მუდამ რაღაცა ისეთის შექმნას ვცდილობთ,რომ სახელი დავიმკვიდროთ საზოგადოებაში.
ვცდილობთ შევიქმნათ ბედნიერი ცხოვრება,მაგრამ მთავარი გვავიწყდება...
,,ბედნიერება’’ როგორც ასეთი მუდმივი არ არის.მას ვერ შეინარჩუნებ და მე თუ მკითხავ არც არის შენარჩუნება საჭირო,რადგან ბოლოს ყველაფერი მოგბეზრდება.
ბედნიერება მომენტებია.ბედნიერება წამია,რომელიც უნდა დაიჭირო.
ბედნიერება ინდივიდუალურია.ბედნიერებას ვერ შეიქმნი,ის მუდამ შენს გვერდით არის უბრალოდ უნდა დაიჭირო,როგორც წამი.
ადამიანს ყველა და ყველაფერი გბეზრდება საბოლოოდ.
მე კი ვიტყვი,რომ ყველაზე მეტად ადამიანები მბეზრდება.მათთან ურთიერთობა ამომდის ყელში და მინდა ყველა უკლებლივ ჯანდაბაში გავუშვა...
,,რა იციან მეგობრებმა,თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.’’
გეთანხმები გალაკტიონ.მეგობრებმა კი არა არავინ არ იცის,თუ რას ვმალავთ გულის ბნელ კუთხეში.
მე რას ვმალავ?
მე?
მე ალბათ...ალბათ საკუთარ თავს ვმალავ.საკუთარ თავს ვმალავ ჰო.იმდენად დავმალე,რომ მემგონი მეც დამეკარგა.
,,თუ გინდა ბედნიერი იყო ან უნდა გალოთდე ან უნდა წერო.’’
თან ორივეს ვასრულებ თან ვერცერთს.
ისეთ ადამიანს ვგავარ თან,რომ აკეთებს რაღაცას და თან არა.
მინდა გადმოვიღო ყველაფერი ის რაც გულში მაქვს და ერთხელ და სამუდამოდ განვთავისუფლდე.
არავინ არასდროს მყვარებია.
მუდამ თავს ვიტყუებდი,რომ ვინმე მიყვარდა,რადგან სიყვარული ჰაერივით მჭირდებოდა.
ვეძებდი სიყვარულს,შემდეგ შევწყვიტე მაგრამ ისევ გავაგრძელე...
ხან ,,სიყვარული’’ მოდიოდა ჩემამდე ხან მე მივდიოდი.
მაგრამ ესეც მომბეზრდა და სიყვარული,როგორც ცნება ჩემთვის გაქრა და ჩაიფერფლა.
ის ალოკიგური რამ არის,რომელსაც მოცლილები იგონებენ.
არ მჯერა სიყვარულის და ვერც დამაჯერებენ.ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ მინდა ვინმემ დამაჯეროს.არა მართლა არ მჯერა.
ადამიანები მუდამ რაღაცას ელოდებიან.
მუდამ ველოდებით რამეს ან ვინმეს..უცბად,რომ გვკითხონ რას ელოდებითო დავიბნევით და პასუხის ძებნას დავიწყებთ...მიუხედავად ამისა..ველოდებით...ვინმეს ან რამეს...ველოდებით,როგორც თავშესაფარში მყოფი ბავშვები დედას.
როგორც თეიმურაზი ელოდება მის მარგოს.აი ახლაც კი ელოდება.ის ზის ბუხრის წინ სახარებით ხელში და ელოდება ნაქმარევი ნაცოლებს.
როგორც ერთგული ძაღლი ელოდება პატრონის დაბრუნებას ჩვენც ისე ველოდებით ვინმეს ან რამეს.
როგორც გოგო/ბიჭი ელოდება თავის მეორე ნახევარს.
როგორც მომაკვდავი ელოდება სიკვდილს,რომელიც მისთვის შვებაა..
ბოლოს მაინც სიკვდილია.არ არსებობს ამის გარდუვალობა.
არც სამოთხე არსებობს და არც ჯოჯოხეთი.
წამია.კვდები რა...უბრალოდ კვდები და აღარაფერია.არა კი არ კვდები,არამედ ღრმად იძინებ.
ვერაფერი და ვერავინ გამოიყვანს ადამიანს მდგომარეობიდან.თუ სულიერად დაეცი ჩათვალე,რომ შენ არათუ ბრძოლა,არამედ ომი წააგე ამ ცხოვრებასთან.
ველოდებით ადამიანები რამეს ან ვინმეს.
ველოდებით....
და ეს ლოდინი გვაძლებინებს ამ დამპალს სამყაროში,რომელიც ლამობს,რომ გშთანთქოს...
შენ მას ელოდები...
ის შენ გელოდება...
და რა გარანტია გაქვთ,რომ ხვალ ცოცხლები იქნებით?!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.





"ყველაფერი მიდის მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია" - ტოლსტოი
მომეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent