შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო


14-02-2018, 14:56
ავტორი na-na
ნანახია 286

დრო

რამხელა სიცრუეში ვცხოვრობთ ადამიანები,როდესაც გვგონია,რომ დრო ყველაფრის მკურნალია.სასაცილოა არა ?!დრო არაფერსაც არ კურნავს,ადამიანები ოპტიმისტები ვართ და გვგონია,რომ ერთხელაც გათენდება მშვენიერი,მზიანი დღე და ვეღარ ვიგრძნობთ ვერცერთ ტკივილს,გულისტკენას,წყენას...ეს ჩვენი წარმოსახვის სამყაროა სადაც ყველანი ისევ ბავშვები ვართ და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ.დრო არათუ არ კურნავს,არც არავის და არაფერს არ ინდობს.მაშინ,როდესაც, ჩვენ,ადამიანებიც,აღარ ვინდობთ ერთმანეთს დრომ როგორ უნდა დაინდოს რამე ან ვინმე?!როგორ შეგვიძლია ასე მოქცევა..რატომ ან როგორ ვტკენთ საყვარელ ადამიანს.როგორ იძინებს ადამიანი ღამით,როდესაც მის გამო ვიღაც ტირის და გული სტკივა..?1ადამიანები ღმერთის მიერ შექმნილი ყველაზე "ბოროტი" არსებები ვართ.მე მინახავს მიტოვებული ადამიანის თვალები,მათში იმდენი ამოუხსნელი დარდი იკითხება,რომ ვერც კი დაითვლი,მინახავს დარდით და ტკივილის სავსე მწვანე თვალები.ბოროტებაა მიატოვო ადამიანი,რომელსაც უყვარხარ და იფიქრო,რომ დრო გავა და ყველაფერი დაავიწყდება...მონატრება ერთადერთი გრძნობაა,რომელიც დროს უძლებას..იგი ყველაზე საშინელი გრძნობაა,რომელიც შიგნიდან გჭამს და განადგურებს,რომელიც გაუფრთხილებლად გესხმის თავს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.დრო..დრო კი მიდის,არავის და არაფერს არ უცდის..ერთეულების ხვედრია საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა,დანარჩენები კი ხშირ შემთხვევაში საუკეთესო მომენტებს ხელიდან ვუშვებთ და შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მომენტების განმეორებას ვუსდით...ახლაც ვუყურებ როგორ იცლება ქვიშის საათი,როგორ ვატრიალებ ყოველ მეხუთე წუთს და ყოველი ამოტრიალებისას ვფიქრობ,რომ ჩემს ცხოვრებას კიდევ ხუთი წუთი დააკლდა.დრო ეს ის არის რასაც ვერ გააჩერებ და მითუმეტეს ვერ დააბრუნებ..ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა წუთები,წამები,საათები..უბრალოდ ჩვენ მათ მოგონებებად ვაქცევთ და საუკუნო საგზლად მიგვაქვს თან..ყველას და ყველაფერს თავისი დრო აქვს:სიკვდილსაც,დაბადებასაც,სიხარულსაც,ტკივილსაც...ზოგი მათგანი წამიერია,ზოგი კი სამუდაამო...დრო ყველას და ყველაფერს მართავს,ჩვენ არაფერი შეგვიძლია ,გარდა იმისა,რომ შევეგუოთ აზრს,რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიზლია,არც გამოსწორება,რადგან დროს უკან ვერ დავაბრუნებთ..скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent