შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებები


17-02-2018, 20:41
ავტორი მემე O.H
ნანახია 371

მოგონებები

დაღამდა, ისევ იცვალა ფერი ყველაფერმა. ისევ პირქუშმა სიბნელემ მოიცვა მარადისობა, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით არის მარადისობა.
მარადისობა, ჩვეულებრივი არსებითი სახელი, რომელსაც ჩვეულებრივად დაესმის კითხვა - რა?
და ასე ჩვეულებრივად ხდება, ჩვენი ტანჯვის ხშირი მიზეზი, რადგან მარადიული არაფერია. ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის გრძნობებს. თავიდან ისე ხარ აღვსილი ამდენი ემოციით, გრძნობით, გგონია ეს უსასრულოდ გაგრძელდება, ამ გრძობებს არანორმალურად ბევრი ენდორფინები მოსდევს შედეგად, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში. მერე კი ყველაფერს უფრო მკვეთრი სახე ეცემა, ნელ-ნელა დროს მიაქვს ყველაფერი, ყველა გრძნობა, ყველა ემოცია, ყველა ბედნიერი მომენტი.
ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ ნივთების მაგივრად მოგონებები შემეგროვებინა, რადგან ისინი ყოველთვის ჩემთან იქნებოდნენ, სადაც არ უნდა წავსულიყავი და რაც არ უნდა გამეკეთებინა. მეუბნებოდნენ. რომ ისინი უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ ჩემთან და არა რომელიმე თაროზე ჩემს ოთახში. მეუბნებოდნენ. რომ არ არასოდეს ვიგრძნობდი ტკივლს მათი დაკარგვისას, რადგან მოგონებები არ იკარგებიან.
და მეც უზომოდ ბევრი მოგონების შეგროვება დავიწყე.. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ადგილი ეკავა: ზოგს გულში და ზოგსაც თავში.
დარწმუნებული ვიყავი ხოლმე, რადგან სუვენირების მაგივრად მოგონებებს ვაგროვებდი, მათ არასოდეს არ დაედებოდა მტვერი, განსხვავებით იმ სუვენირებისა, რომლებიც უსიცოცხლოდ არიან განთავსებულნი თაროზე, და ჩემდაუნებურად მიწევს მისი ჩვენება სხვისთვის. მოგონებები კი.. მოგონებები ჩვენში დამალული სუვენირებია, რომლებიც არ ჩანს, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ მოფრთხილება, ვიდრე იმ სუვენირებს, რომლებსაც მტვრისგან ვწმენდთ. მოგონებები ის სუვენირებია, რომლებსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაგვიზიანებს, მათ შორის ვერც საკუთარი თავი.
მხოლოდ ერთი გზა რჩება, მოგონებებს შეუძლიათ ბოლომდე გაგვანადგუროს, გვატკინოს, გაგვახსენოს, მოგვანატროს, გაგვაღიმოს, და ცრემლებამდე გვაცინოს.
და მაინც.. ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გაგვაჩნია, მოგონებებია. მოგონებები, რომლებსაც ვერავინ წაგვართმევს.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent