შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი ნაგავი!


20-02-2018, 02:20
ავტორი ნეფო1999
ნანახია 395

დიდი ნაგავი!

ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე ვიტყოდი, რომ ცხოვრება ერთი უზარმაზარი ნაგვის გროვაა. სიკვდილის შემდეგ კი ეს ნაგავი ასევე უზარმაზარ ნაგვის ურნაში იყრება და THE END. ხშირად მაწუხებს კითხვა „რა ჯანდაბისთვის ვიბადებით?“. დღევანდელ ცხოვრებას რეალურად რომ ჩავუღრმავდეთ, ვცხოვრობთ იმისთვის, რომ მეორე ნახევართან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვროთ და ვაგროვოთ ნაგავი. ისე, ძალიან დიდი ირონიაცაა ცხოვრება. საზოგადოების ერთი ფენა ბედნიერია იმით რაც აქვს, მეორე კი უბედურია იმით, რომ ყველაფერი აქვს. ჰო, ყველაფერი აქვს და ამას ვერ ხედავს. საერთოდ, დაბადებისთანავე იწყებენ ჩვენს ფსიქიურ დამუშავებას. გაიზრდები, იპოვი შენს მეორე ნახევარს (თუ გაგიმართლა), შექმნი ოჯახს და იცხოვრებ ბედნიერად. მერე იზრდები, იზრდები და ხვდები იმ ერთადერთს. იმდენად ბედნიერი ხარ, სამყარო ვარდისფერი თუ არა შავი მაინც არ გგონია. ჰო, აი ამ ამბის ფინალური აკორდი კი ისაა, რომ შენი „მეორე ნახევარი“ ის არ იყო ვისაც ელოდი. ბრახ და ყველაფერი თავზე გენგრევა. ჯანდაბა! უკვე ისიც კი იცოდი შვილებს რას დაარქმევდით, არა ჯერ ქორწილი როგორი იქნებოდა, რომელი ყვავილებით მორთავდით მაგიდებს და ასე შემდეგ. არ მითხრათ, რომ ამ ყველაფერში ირონია არ ჩანს. რა თქმა უნდა, ამით არ ვასრულებთ ნაგვის შეგროვებას და შემართებით ვაგრძლებთ არსებობას. რაღაც დროის შემდეგ ჩვენი არსებობა გადმოინაცვლებს „ნორმალური“ ცხოვრებისკენ. ამ დროს გვგონია, რომ ყველაფერმა ჩაიარა, ჩვენ განვაგრძობთ სრულფასოვან ცხოვრებას, მაგრამ აქაც ჰოპ და ყველაფერი ისევ თავზე გენგრევა. ცრემლიანი თვალებით ისევ ვიწყებთ ახალი კოშკის მშენებლობას და თითქოს რაღაც გამოგვდის. მერე ისევ ვხვდებით ჩვენს რიგით მეორე „ნამდვილ სიყვარულს“. ახლა უკვე ვარდისფერი არ გეკარება და ცოტა უფრო მუქ ფერებში უყურებ ურთიერთობასაც. ცხოვრებისეულ ნაგავს აქაც ვერ ვიშორებთ და ისევ მარტო ვრჩებით. გგონია პულსი გაგიჩერდა, ან კიდევ ფილტვებმა უარი განაცხადეს ჰაერის გადატუმბვაზე. უიმედოდ ეძებ რაღაც ხელჩასაჭიდს, მაგრამ არაფერი გამოდის. მონატრება გახრჩობს, ყველა ვენაში სისხლის მიმოქცევას ახშობს. გული ცდილობს ამ ჩახშობილი სისხლის გადატუმბვას და ამ დროს ტკივილისგან ლამისაა გასკდეს. გრძნობ როგორ პატარავდები... პატარავდები არა სხეულით, არამედ სულიერად. გგონია ჭიანჭველის ხელად იქეცი და ვიღაც ფეხს ისე დაგაბიჯებს ვერც კი მიხვდება. განა რა საჭიროა ჭიანჭველა იყო? ამხელა ადამაინებს ისე შეგვიძლია გადავუაროთ ვერ მივხვდეთ. უარეს შემთხვევაში ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და არ შევიმჩნიოთ.
ამ დროს ვიღაც მოდის და გვანუგეშებს, რომ მთელი ეს ნაგავი იმისთის უნდა ვზიდოთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში ბედნიერები ვიყოთ. ასე მგონია, შემდეგი ცხოვრება რომც არსებობდეს იქაც იგივეს გვეტყვიან. უნდა იშრომო, მოითმინო, რომ მერე კარგად იყო. სად ვიყო კარგად? უკაცრავად და როდის? გასაგებია, მაგრამ იქნებ მე ახლა მინდა კარგად ყოფნა! იქნებ არ მინდა ჩემი ცხვორების რამდენიმე ათეული წელი იმაზე ფიქრში გავატარო, როდის მორჩება ამდენი ნაგვის თრევა. ჩემში უსამართლობის გრძნობას ბადებს მსგავსი ახსნა-განმარტებები. კრიტიკული ვარ და არ მინდა იმის გაგონება, რომ კიდევ ბევრი ნაგავი იქნება.
ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს, რომლებიც სახელად ნაგავს უფრო იმსახურებენ, ვიდრე გიორგის, მარიამს ან სხვას. წარმოიდგინეთ დამდენ სულიერს ერქმეოდა სახელად ნაგავი? მერე ალბათ ერთმანეთისგან გასარჩევად დავნომრავდით კიდევ. აი მაგალიტად : ნაგავი1, ნაგავი 2 და პრობლემაც მოიხსნებოდა.
ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ყველაზე სასაცილო თვითონ ჩვენ ვართ. ეგოისტები, რომლებიც შეყვარებული არიან თავიანთ თავზე. სიკვდილი კი, როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა ადამიანად არ ყოფნის სევდაა. ჩვენ, ადამიანები სწორედ ამ სევდის არსებობას ვერიდებით. ეს დამპალი, ნაგვიანი სიცოცხლე იმდენად გვიყვარს თანახმა ვართ 60,80, ან მეტი წელი ამ ნაგვის თრევაში ვატაროთ. ბოლოს კი როგორც იქნა მივათრევთ იმ უაზარმაზარ ურნამდე და ჩვენთან ერთად დავმარხავთ.
მეც სასაცილო ვარ! უკვე იმდენი ნაგავი მოვხვეტე, წელში ვეღარ ვიმართები. მიჭირს გამართულად სიარული, მაგრამ მაინც უგონოდ შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე. განა ვიცი, სად მოვაგროვე? ან რატომ ამდენი რამე ზურგზე? არ ვიცი, არ ვიცი და არც მინდა გაგება. ამ გაძაღლებულ სამყაროში ცხოვრება მინდა, სადაც მე დღეში სამჯერ ვიკვებები და ვიღაცები გადაბმულად რამდენიმე დღეს შიმშილობენ. მე თბილ საბანში გახვეული ვიძინებ, ვიღაცას კი ყველაფერი ეყინება გარეთ. ყველაზე დიდი ირონია იცით რა არის? რომელიმე მაღალი წრის წარმომადგენელი საკვებს ურნაში ყრის, თბილ საბანს ყოველდღე ცვლის, ფეხებზე ვიღაცას მასაჟს აკეთებინებს რომ კუნთები არ დაეძაბოს. ერთი უზარმაზარი ჭაობი ტრიალებს ჩვენს გარშემოდა ჩვენ მაინც იმისკენ ვისწრაფვით, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ.
მერე და რისთვის უნდა ვიცოცხლოთ თუ ამხელა ჭაობია ცხოვრება. საბოლოოდ მაინც ყველა მივდივართ ჩვენს მეორე ნახევართან და ახლა უკვე სიხარულით ყველა სხვა უბედურება გვავიწყდება. მისი თვალები ჩვენი სამყაროა, ამ სამყაროში კი ცუდი არაფერი ხდება. ბედნიერებისთვის შესანიშნავი მიზეზია გყავდეს ის, ვინც გიყვარს. ჰო, აი ამხელა ირონიაა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეგვიძლია ვიარსებოთ. ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი ან არასრულფასოვანი წევრები. ჰო და ბოლოს, რაც არ უნდა ირონიული იყოს, ამ ჭაობში სიყვარული გვაცოცხლებს!


----------------------------
ვიცი რაღაც არანორმალურია, უჩვეულო ჩემთვის. მესიამოვნება თქვენს აზრს თუ დააფიქსირებთ <3
ნეფო1999 скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

კარგი იყოო ყოჩაღ

 


№2  offline მოდერი ნეფო1999

ბელუ შეროზია
კარგი იყოო ყოჩაღ

დიდი მადლობა! <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.