შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თებერვალი


22-02-2018, 19:15
ავტორი მემე O.H
ნანახია 284

თებერვალი

ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეა. თებერვლის ცივ ამინდს მოეცვა ქუჩები. თავს კი პირქუში ნისლი დასტრიალებდა.
ასფალტზე წვიმის წვეთები ცეკვავენ, რომელთაც მყუდროებას გამვლელი მანქანები ურღვევენ.
ჩემი სარკმლის წინ წვიმის წვეთები ეცემიან. ეცემიან მოწყვეტით, მონოტონურად და სრულ ჰარმონიას ქმნიან ცარიელ ოთხში. წვიმის წვეთების ჰარმონიას ერწყმის საათის ტიკ-ტიკი, რომელიც ჩემს უკან, კედელზე, უსიცოცხლოდ არის ჩამოკიდებული.
საოცარი სიმშვიდეა, თითქოს სიჩუმის ყრუ ბგერებიც ცდილობენ ჰარმონიასთან შერწყმას.
სადღაც შორს ტირის როიალი.
ვგრძნობ, როგორ შემოდის ტერფიდან და ტვინის ყველაზე ბნელ კუნჭულამდე როგორ აღწევს მთვარის სონატის მოგუდული მელოდია, რომელიც როიალთან ერთად ტირის.
გავყურებ სარკმლიდან სველ ქუჩებს.
კოჭლმა ძაღლმა ქუჩა გადაკვეთა, სველ ტრასაზე დაგდებული კუდი მძიმე წარსულივით დასთრევდა კვალდაკვალ და ეს უკანასკნელიც, სამი ფეხით მიუყვებოდა თებერვლის წვიმიან და ნისლით მოცულ ქუჩას.
წვიმა თანდათან მატულობს,
ნუთუ არასოდეს გამოიდარებს?
თებერვალის ამინდი უკვე ხასიათად მექცა. ცივი, სველი და ნისლით დაფარული.
წვიმამ ნელ-ნელა გადაღება დაიწყო, ღრმა ფიქრებში ჩაძირულმა გონზე მოსვლისას ცას ავხედე და, დავინახე მასზე მკრთალად გადაჭიმული ცისარტყელა. ჩამეღიმა და მივხვდი, წვიმის შემდეგ ცისარტყელა ტირილის შემდეგ ღიმილივით რომ იყო, რომელიც საოცრად ალამაზებდა ცას.скачать dle 11.3




№1 სტუმარი ანა ღოღაძე

რა ღრმა ჩანახატია. მომეწონა ძალიან. კარგად წერ.

 



№2  offline წევრი მემე O.H

სტუმარი shalo
admini vinari

გვერდის ადმინისტრაციას დაუკავშირდით.

ანა ღოღაძე
რა ღრმა ჩანახატია. მომეწონა ძალიან. კარგად წერ.

მადლობა ანა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent