შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ წავსულვარ დაუმშვიდობებლად


31-03-2018, 21:34
ავტორი i am fine girl
ნანახია 125

არ წავსულვარ დაუმშვიდობებლად

"იცი მე შენთვის არ მინდოდა ტკივილი მმომეყენებინა,უბრალოდ მინდოდა შენთვის ზიანი არ მომეყენებინა,ვიცოდი რომ სიგიჟემდე გიყვარდი,ჩემი ისეთ მდგომარეობაში დანახვა ალბათ ყველაზე მეტად გაგიჭირდებოდა.
იცი?რა ამომიტივდა თავში როცა ყველაფერი გავიგე?ის თუ რა ეშველება ჩემს გოგოს თუ ასეთ მდგომარეობაში მნახავს,რა ეშველება მაშინ,როცა დავტოვებ და გავფრინდები.სად?ძალიან ძალიან შორს მაღლა ცაში,მხოლოდ მისკენ იხსნებოდა ჩემი გზა იცი აქ არ მიეცათ ჩემს გონებას და გულს იმის საშუალება,რომ ორ ვარიანტს შორის არჩევანი გაეკეთებინათ,რადგან არ იყვნენ სხვადასხვა აზრზე.
ისინი,რომ ორივე ჩემს მხარეს არ იქნებოდნენ მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი შენს სიტყვებს გავიხსენებდი:
"არასდროს გადადგა ნაბიჯი გულის საწინააღმდეგოდ და არასდროს დაუფიქრებლა,მიდი ისეთ ადამიანთან ვინც შენი გულიცაა და შენი გონებაც მუდამ მასზე ფიქრობს"
მოვიდოდი რომ არა გული და გონება მათ არ უნდოდათ შენ ეს გაგეგო,ისინი ხომ შენზე ფიქრობენ.
იცი სიცოცხლემ ჩემთვის ელფერი როდის შეიძინა?შენ რომ გამოჩნდი,მაშინ როცა პატარა გოგონა შემოიჭრა ჩემ გულში,რომელიც ჩემს ხელს აიღებდა მუჭად შეკრავდა,მერე ამას თვითონაც გაიმეორებდა და მეტყოდა "ხედავ შენ ჩემზე დიდი გული გაქვსო"
საიდან?რა უნდა მის ნაზ და სათუთ გულთან იმ გულს,რომელიც მხოლოდ მის დანახვაზე ძგერდა...........ჩემი ერთადერთი გოგოს მიტოვებას ვაპირებ და მხოლოდ წერილს ვუტოვებ,მხოლოდ წერილს და მტკინვეულ იარებს,ნეტა შეგიხორცდება ოდესმე,შეძლებ რომ დამპირდე და ეს გააკეთე კარგი უბრალოდ უთხარი ჩემს გულის რამდენიმე ნაწილს რომ არ დამიტოვებია ისინი,მე თქვენ აქიდანაც კარგად დაგაკვირდებით და შევძლებ თქვენი ყოველი ფიქრის თუ ტკივილის წაკითხვას,იცი მე აქ მექნება კავშირი შენნაირ ანგელოზებთან,რომლებსაც ვთხოვ რომ ყველაზე კარგი მომავალი გქონდეს,იცი ჩემზე სანერვიულო არაფერი გაქ გახსოვს როცა შენი ძმა გარდაიცვალა რას მეუბნებოდი? დიახ,სწორად მაგას გახსენებ"ალბათ,იქ კარგია,რადგან იქიდან აღარ ბრუნდებიან"
მახსოვს როგორ გისველდებოდა ცრემლებით,შენი სათუთი სახე,როცა მოსაწყენ ფილმს უყურებდი
იცი შენთან როგორ მომინდება ხოლმე?ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ
იცი მე ყოველ დღე ვიქნები შენს გვერდით უბრალოდ შენ ვერ დამინახავ მე,დააკვირდები ჩემს ფოტოს მაგრამ ვერ შემიგრძნობ მე,ვიცი თუ რამდენად გტკენ გულს ,თუმცა ვიცი რომ არ გიყვარს,როდესაც ადამიანი შენგან დაუმშვიდობებლად მიდის.მე აქ შვხვდები დედაჩემს,მამაჩემს და ჩემ დას,თუ გამიმართლა ჩემი გოგოს პირველ სიყვარულს ანუ შენ ძმას.იცი რა ლამაზი იქნება იქ,როცა რაღაც ლამაზ ადგილას ხარ ხომ ამბობ,რომ ეს სამოთხეა,ხოდა იქაც ისეა.
მე მივდივარ ვტოვებ ჩემს გოგოს იმის გამო,რომ ვერ ავიტან,რომ უყურო თუ როგორ დავუძლურდი და ჩემი დაავადების გამო შენ გტოვებ,უბრალოდ ეს ჩემს გამო აიტანე,შენს მაგივრადაც მე მეტკინებოდა ასე,რომ ჩემო ციცქნა გაგრძელე ცხოვრება ჩვეული რიტმით,იარე,გაიღიმე და აქაც გამიფერადე სიცოცხლე შენი ღიმილით......მიყვარხარ.............!!!!!!!!!

იცით რა გრძნობა დამეუფლა მაშინ როცა ჩვენს სახლში სადაც უკვე ორი წელია ფეხი არ შემომიდგავს,იმ დროიდან როდესაც ის მოკვდა,ნიაკო გამოვგზავნე ჩემი ტანსაცმლის წამოსაღებად ეტყობა ვერ ეპოვა ეს წერილი,თორემ მომიტანდა.

დღეს კი შევძელი რომ ძველ იარებს თავი შეეხსენებინათ,ცხოვრება რამდენიმე თვის შემდეგ გავაგრძელე,ვიცოდი რომ მას არ მოეწონებოდა ცუდ მდგომარეობაში ვენახე.აი ახლა კი მის დაბადების დღეზე სანამ მის საფლავზე წავიდოდი როგორც ყოველდღე,დღეს აქ მოვედი რადგან დღეს განასაკუთრებული დღეა და მინდოდა მასთან მიმართებაში უფრო დიდი ნაბიჯი გადამედგა.

არ მინანია,რადგან მე ერთი პირობა შემისრულა არ წასულა დაუმშვიდობებლად.მან მე ის სიტყვები დამიწერა,რომელიც ჩემთვის არასდროს უთქვამს,არ გახსნილა იარები,უფრო მეტიც მათ გარშემო სიწითლე გაქრა.


იცით ახლა გავიდა უკვე 10 წელი მისი სიკვდილისგან და ჩვენი 9 წლის დენიელი,რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გავაჩინე,ისე რომ ეს არც მან იცოდა და არც მე,ჩემი ყველაზე დიდი ნაწილი გახდა,იმ წერილთან ერთად,რომელსაც დღემდე შერჩენია ჩემი ცრემლების შეშრობისგან დამჩნეული ლაქებიскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent