შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ ვწერ


21-04-2018, 23:28
ავტორი ლიდია
ნანახია 182

რატომ ვწერ

რატომ ვწერ?
იმიტომ, რომ რეალობას გავექცე.
იმ რეალობას, რომელიც ასე მტკენს და მანადგურებს.
სხვების თვალში ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ, რომელიც იღიმის და ყველას ამხიარულებს.
ყოველთვის ვზრუნავ სხვის ხასიათზე და ჩემს ხასიათზე თითო-ოროლა ადამიანი თუ რეაგირებს, რომლებიც ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის.
მაგრამ ძვირფასი ადამიანებიც ხომ ყოველთვის ვერ ინარჩუნებენ ჩემ თვალში სიკარგეს.
შეიძლება ისინი ვერ ხვდებიან, მაგრამ მათგან ბევრი რამ მწყინს და ბევრ წყენას ვყლაპავ.
ხანდახან რთულია რეალობას თვალი გაუსწორო და მეც ასე ვარ, ვცდილობ პრობლემებს გავექცე და ამის საუკეთესო გამოსავალი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა მოყვარული მწერლისთვის წერაა.
ბევრი ვერ მიხვდება რა შვებაა როდესაც რაღაცას ქმნი, რაღაცას სადაც ვიღაც მაინცაა ბედნიერი, ან სადაც ვიღაცა შენზე მეტად იტანჯება.
მე მაზოხისტურ სიამოვნებას განვიცდი წერით, წერა ჩემი ნარკოტიკია. მაშინ როდესაც მუზა არ მაქვს და ვერ ვწერ, ვკითხულობ.
რაც არ უნდა ამტკიცო მწერალმა, რომ ის მოთხრობა, რომელიც შენ დაწერე საკუთარ თავზე არაა, არამგონია ვინმემ დაიჯეროს, რადგან ჩემ თითოეულ მოთხრობაში ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი დევს.
ზოგს ჩემნაირი გარეგნობა აქვს, ზოგს ჩემნაირი ფიქრები, ზოგი იმ მომავალს განასახიერებს, როგორიც მე მინდა რომ მქონდეს.
ზოგის ოცნება ცეკვაა, ზოგს კი წასასვლელი არსად აქვს, ზოგი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება, ზოგს ამცირებენ,
ამაზე ყოველდღე ვფიქრობ.
რა მოხდებოდა წერა რომ არ დამეწყო?
იმაზე მეტადგ განადგურებული ვიქნებოდი ვიდრე ახლა ვარ.
გარეთ ვიღიმი, მაგრამ ამ დროს ერთი სული მაქვს როდის მოვიხსნი ამ ყალბ ღიმილს სახიდან, ჩემ ბალიშს ჩავეხუტები და მწარედ ავქვითინდები.
მიუხედევად ყველაფრისა, გარეთ სხვა ვარ.
გარეთ პოზიტიური, მხიარული და გიჟი გოგონა ვარ, რადგან ყველანაირად ვცდილობ, რომ არასოდეს არავის დავანახო ჩემი ნამდვილი მე.
ყველაზე მეტად იმ გრძნობას ვერ ვიტან, რასაც იმედგაცრუება ჰქვია.
როდესაც ადამიანი თვალებში შეგციცინებს და მის გრძნობებში რწმუნდები, შემდეგ კი ასე უბრალოდ იმედებს გიცრუებს და აღმოჩნდება, რომ ყველაფერი შენი მოგონილი იყო.
უაზრო ფანტაზიები და მეტი არაფერი!
ამაზე უფრო მტკივნეული ისაა, როდესაც ვიღაცას უყვარხარ და იგივე გრძნობით ვერ გპასუხობს..
ოჰ რა ტანჯვაა რომ იცოდეთ! მასზე ძლიერ მე მტკივა, რომ ვიღაცას ვტკენ.
არასდროს მაინტერესებდა ეს უაზრო სტერეოტიპეპი და არც ახლა მაინტერესებს.
რაც არ უნდა მოხდეს საკუთარ თავმოყვარეობას აღარ გადავაბიჯებ და აღარასოდეს ვიტირებ სხვის გამო, ეს აღარასოდეს მოხდება!
არ მინდა თავი ამ პატარ-პატარა უაზრო რაღაცების გამო გარიყულად და ცუდად ვიგრძნო, ასე რომ აწი ვიქნები ისეთი პოზიტიური და მხიარული, როგორიც გარეთ ვარ.
და საბოლოოდ
ვწერ იმიტომ, რომ მინდა.
აქ ჩამოთვლილი მიზეზები სრულიად არაა საჭირო იმისთვის, რომ წერო. ეს უბრალოდ თავის დახსნის ერთ-ერთი საშუალებაა.
თუ არ გსიამოვნებს წერა, მაშინ არც უნდა გაიხარჯო ტყუილად.
ჯანსაღი კრიტიკა მიიღე, მაგრამ არ დანებდე.
ყოველ ჯერზე უფრო და უფრო კარგი გამოგივა.
მე მიყვარს წერა და მიყვარს ჩემი მუზა თინიკო, წერასად და ჩემ მუზა თინიკოსაც ვუყვარვარ მე. მიუხედავად ჩემი სხვა სურვილებისა, ამ ეტაპზე ესევ საკმარისია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent