შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი


28-04-2018, 02:26
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 253

სულის ტკივილი

 დღეს 28 აპრილია კიდევ ერთი შენი დაბადების დღე, რომელსაც უკვე მეთხუთმეტედ ვხვდები შენს გარეშე.
ვერასოდეს ვერავის ვერ ვეტყვი რას ვგრძნობ მე. განა იმიტომ რომ მრცხვენია, უბრალოდ ჩემი გულის ტკივილს ვერავინ გაიგებს ისე როგორც ეს შენ გესმოდა.
მახსოვს პატარა ვიყავი, იმ წელს ექვსი წლის  ვხდებოდი.
მიუხედავად ჩემი ასაკისა მე ყველაფერი დეტალურად მახსოვს.
მახსოვს ბოლო დღეები შენთან გატარებული, მე პატარა სუსტი უსუსური არსება შენს კალთაში მოთავსებული სულგანაბული ვუსმენდი შენი გულის ცემას.
გახსოვს რა იყო ჩვენი ბოლო შეხვედრისას შენი სიტყვები?
მე მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება.
შენ, შენ სწორედ ისთე თვალება შვილი გინდოდა როგორიც მე ვიყავი.
თვალები რომლებიც შენ ესე ძალიან გიყვარდა, უკვე წლებია შენზე ცრემს ღვრიან.
იცი როგორ მინდა ეხლა უსევ ჩემს გვერდით იყვე?
მე კი ისევ პატარა უსუსური ისევ შენს კალთაში მოთავსებული ვუსმენდე შენი გულის ძგერას.
მაშინ ვერ ვხვდებიდი ვინ იყავი შენ ჩემთვის.
ეხლა, ეხლა კი ყველაფერს მივხვდი.
შენ ის ძმა, მეგობარი ახლობელი იყავი რომელიც მე სულ მინდოდა.
შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, რაც შენმა დაკარგვამ განმაცთევია.
როდესაც შენი გარდაცვალების ამბავი გავიგე მეც იმავე დღეს მოვკვდი.
ჩემი თეთრი სახე რომელსაც ჯერ ისევ ახსოვს შენი მხურვალე თითების კვალი უფრო გათეთრდა.
გულმა ზედიზედ  რამოდენიმე დარტყმა გამოტივა.
დედას ვთხოვდი წავეყვანე შენს დაკრძალვაზე თუმცა ამის უფლება არავინ მომცა.
მე კიდევ ჩემი ბავშვური ტვინით, ჩემს საყვარელ მსხლის ხეზე ავხოხდი და იქედა ვადევნებდი თვალს შენს დაკრძალვას.
უკვე წლებია ყურებიდან არ ამიმდის დედაშენის განწირული კივილი, თუ როგორ სთხოვდა ღმერთს ისიც წაეყვანა.
მათმა არ იციდნენ თუ როგირ მტკიოდა მე შენი დაკარგვა.
მძულს 26 სექტემბერი ვერ ვიტან 27.
მძულს 26  რადგან ეს ის დღეა როდესაც მე შენ დაგკარგე.
27- ში ხომ ჩემი დაბადებისდღეა, საოცარი საჩუქარი გამიკეთე არა?
მეგონა ყველაზე კარგი ბედნიერი საოცარი დაბადების დღე მექნებოდა მაგრამ შევხდი.
მე ყველაზე საშინელი დღე გამითენდა.
ვცდილობდი ისეთი ვყოფილიყავი როგორიც შენ გინდოდა თუმცა არ გამომივიდა.
მე ვერ გავხდი მისაბაძი, მე არ ვარ ისეთი ვისითაც შენ იამაყებდი.
როდესაც პირველად  შემიყვარდა  შენ გითხარი, უბრალოდ შენს საფლავზე მოვედი და მოგიყევი თუ როგორი ბედნიერი ვიყავი.
როდესაც პირველად გული მატკინეს მაშინაც შენთან მოვედი.
ეხლაც მტკივა იცი საშინლად მტკივა, მინდა ისევ მოვიდე ისევ მოგითხრო ჩემი ამბები თუმცა არ შემიძლია, სიშორემ დამაშორა შენთან.
მაშინ როდესაც შენს გარდაცვალებას შევეჩვიე და გულს შენი საფლავის მონახულებით ვიმშვიდებდი, მეგონა აწი აღარასოდეს დაგგკარგავდი.
ისე მოხდა რომ მე წავედი, წავედი იქ სადაც ვეღარასოდეს მოვინახულებ შენს საფლავს, იქ სადაც ვეღარასოდეს მოვალ და ვერ გადაგიშლი გულს.
როდესაც პატარა ვიყავი ეკლესიაში მამაოს ვაბარებდი ახსარებას, შემდეგ კი მე შენთან დავიწყე სიარული და მე შენი ამხსარებელი გავხდი.
გულს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ როდესაც მეც წამოვალ იმ ქვეყნად, შენ ისევ ისე შემხვდები როგორც ბავშვობაში და მეტყვი
" ჩემი ლამაზთვალება მოსულა"скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent