შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვადასხვა'ფერი გრძნობები


29-04-2018, 00:55
ავტორი ნეფო1999
ნანახია 291

სხვადასხვა'ფერი გრძნობები

ყველაზე ცუდი გრძნობაა, როცა შიგნიდან ამოჭმული ხარ. ჯანდაბა! გინდა გულ-მკერდი გაიგლიჯო და ყველაფერი ცუდი გარეთ გამოუშვა. განა ყოველ მეორე ადამიანს იგივე გრძნობა არ აწუხებს? ხანდახან ჩვენც ვერ ვხვდებით, რას შეიძლება დავემძიმებინეთ ასე ძალიან. ამხელა ლოდი როდის დაგვედო გულზე? ყველაფერს მოეძებნება თავისი ახსნა, უბრალოდ ზოგჯერ ჩვენს თავსაც ვერ ვუტყდებით. ჩვენი სამყარო იწყება უსასრულობიდან და გრძელდება უსასრულობაში. არ ვგულისხმობ მზეს და გალაქტიკებს. ეს ჩვენი გონება და მისი ფანტაზიები შეიძლება იყოს მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობამდე გადაჭიმული. ალბათ გარემოებები განაპირობებს ამ უამრავი გრძნობის ჩვენში ჩაკეტვას. შიში იმისა, რომ ვერ გაიაზრებენ შენს გრძნობებს იმაზე დიდია, ვიდრე გაზიარების სურვილი. არასდროს გიფიქრიათ, რამდენის ატანას შეძლებდით? მე ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამაზე. ამ დროს აღმომიჩენია, რომ იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე მე მგონია. ყოველდღიურად ვიტანთ პატარ-პატარა დარტყმებს და იძულებული ვართ გადავაგოროთ ყველა განცდა, რაც მას თან სდევს. ზოგჯერ კი თითქოს უდუდესი ტალღა გადაგვივლის, იმდენი ხანი გჭირდება გონზე მოსასვლელად, ვეღარ ვიზრებთ არის თუ არა საჭირო ნაყლაპი წყლისგან განთავისუფლება. არადა სუნთქვაში ხელს გიშლის და ფილტვებს გატკიებს შეკავებული წყალი. ყველაფერი გეწვის და გული დანადარტყმულივით გტკივა. ხმის ჩახლეჩამდე კივილი გინდა მაგრამ ხმა ვერ ამოგდის. თითქოს ყელში უზამრაზარი ბურთი გაგეჩხირა და ვერაფრით ახერხებ ხმის ამოღებას. მერე კი როცა ბოლოს და ბოლოს ამ ბურთის ამოგდებას ახერხებ, გამართულ ლაპარაკს იწყებ და დარჩენილი წყლისგან ნელ-ნელა თავისუფლდები. ბედნიერება ნელ¬-ნელა შემოდის შენში და ფილტვები სუნთქვას იწყებენ. გული მოშუსებას იწყებს და სისხლის გადატუმბვაც უკეთესად გამოსდის. მერე იწყებ ახალ უკეთეს ეტაპს, სანა უფრო დიდი ტალღა არ მოგიახლოვდება და ასე გრძელდება.
რა არის სიცოცხე ტკივილებით აღსავსე თუ არა? თუმცა, მხოლოდ ასე შეხედვით ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემგვანება. ზოგჯერ სიხარულით გულიც ხომ გვიფართხალებს? როცა გგონია ეს ესაა ამომივარდება სიხარულითო. ეგ ყველაზე ბედნიერი გრძნობა მგონია. უამრავი ენდორფინების გამოყოფით ტანში ჟრუანტელი რომ დაგიძვრება. თვალები ცრემლით გევსება, რადგან გულზე მოწოწლილ ბედნიერებას მხოლოდ იქ ვეღარ ატევ. ადამიანმა შეიძლება უბედურება დამალო, მაგრამ ბედნიერაბს ვერაფრით დამალავ. მაშინვე გინდება იყვირო, ქვეყნიერებას გააგებინო რა ბედნიერი ხარ და მანაც გაიზიაროს შენი სიხარული. სახეზე ღიმილი ერთი ყურიდან მეორემდე გაქვს გადაჭიმული, მიდი და იფიქრე უბედურია ეს ადამიანიო. რა ერთფეროვანი იქნებოდა ადამიანის ცხოვრება ბედნიერების და ტკივილის გარეშე. წარმოიდგინეთ, სულ რომ ბედნიერი იყოთ ამიტაც დაიღლებით. ოღონდ უცნაური არსებები ვართ... სანამ ბედნიერბა ჩვენთანაა ვტირით და გავიძახით, რომ ძალიან უბედურები ვართ. საბოლოოდ მართლა უბედურები ვაფასებთ განვლილ პერიოდს. ყველა პერიოდი, როცა მეგონა ცუდად ვიყავი შეცვალა უფრო მძიმე პერიოდმა და მიმახვედრა, რომ უწინ ძალიან ბედნიერი ვიყავი და ღიმილის მიზეზი მქონდა. ყველა ტკივილი შავი ფერისაა და არასდრო ექნება თეთრი წერტლები. ის დარჩება ტკივილისფრად.
თუმცა, მე რომ ვუფიქრდები ღიმილის მიზეზი ადვილი მოსაძებნია. როგორ ალამაზებს ღიმილი ადამიანს. ოღონდ მე ისეთ ღიმილზე ვსაუბრობ, თვალის კუთხეებიც რომ გეჭუტება და მთელი სახით ბედნიერებას ასხივებ. ყველა ხშირად იცით რა გაგვცემს უბედურებისას? ჩვენი თვალები. ძალიანაც რომ ეცადო ტკივილის დროს თვალებიც გაგიბწყინეს ღიმილის დროს არ გამოგივა. ალბათ ამიტომ ვართ უნიკალური არსებები. მიუხედავად ამდენი სევდისა ჩვენ ამაყად შეგვიძლია დავაბიჯებდეთ დედამიწის ზურგზე და განვიცდიდეთ ყველა გრძნობას. ღიმილი რა ფერია? ალბათ ყვითელი, მზისფერი. დამიანი ადამიანისთვის მზეა და ღიმილიც მზისფერია.
ალბათ ადამიანი ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანის სიკვდილმა შეიძლება განაადგუროს. მას ყოველდღე უყურებ, შენი ცხოვრების ნაწილია და წლების განმავლობაში ერთმანეთის თვალებში ყველა გრძნობის დანახვა შეგიძლიათ. მერე კი უცებ, ყველაფერი ქრება და მარტო რჩები. ყველამ იცის, რომ გტკივა, მაგრამ არავის შეუძლია გაიგოს როგორ გჭამს ეს ტკივილი შიგნიდან. ყოველ დილას გგონია ისევ გვერდით იწვება და შეგეძლება მის მკერდზე დაიძინო გულის ცემის მელოდიით. ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა გადალახო ეს ტკივილი და შეძლო ახალი ადამიანის მიმართ იგივე გრძნობის გაღვივება. შიში, რომელიც არ მოგშორდება საშნელება იქნება. შიში იმისა, რომ შეიძლება ისიც დაკარგო და ისევ მარტო დარჩე. ჩემი აზრით, ახალი ადამიანი უსუსური მცდელობაა შენი ბედნიერების აღდგენისა. ეს სასჯელივითაა, რომელიც არასოდეს დაგტოვებს და მთელი ცხოვრება შეგახსენებს, რომ მარტო დარჩი. ეს ტკივილი კი ჯერ არ გამოგონებული ყველაზე მუქი ფერია ჩემთვის.
ვუყურებ ყველაფერს და ამაყი შიშით ვცდილობ უკან ყველა დაბრკოლება მოვიტოვო. აქამდეც ითქვა და კიდევ ვიტყვი, რომ ადამიანის ცხოვრება ყველა გრძნობით სავსე უნდა იყოს. ყველაზე მეტი სიყვარულია საჭირო. ნამდვილი და წრფელი, რომ არასდროს განელდეს და ნახევარი საუკუნის მერეც მის თვალებში ჩახედვისას შენს თავს და ყველაფერ დანარჩენს ხედავდე. იშვიათი, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარია ცხოვრებისგან მსგავსი გრძნობა. დიახ, მომწონს გრძნობებით სავსე ცხვრება, რადგან ისინი ცხოვრებას სხვადასხვა ფერად აფერადებენ. ჩვენი შემართება და გაუტეხელობა მწვანე ფერია. მოკლედ, ჩვენი გრძნობები ცისარტყელას ჰგავს.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი elle

ნეფო, ქაჯი გოგოებივით გამომდის, რო ჩათაობენ და შეუძ₾იათ იქვე მიწერონ და პასუხად კომენტარებს რომ უტოვებენ, მაგრამ,..
არასდროს დაღამებულა ისე, რომ არ გათენებულიყო და რამეს ყოველთვის დღე...და ასე უსასრულოდ.
იმისთვის,რომ ბედნიერება შევიგრძნოთ მისი ფასიც უნდა ვისწავლოთ, თუნდაც გაუსაძლისი ტკივილის ხარჯზე... ჩემზე უკეთ იცი ეს და უსასრულობამდე მჯერა.
"მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობამდე."

 



№2  offline წევრი Lindemann

კაიფოტოა ეე
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

wuwuraqebi

 



№4  offline მოდერი ნეფო1999

Lindemann
კაიფოტოა ეე

heart_eyes heart_eyes მადლობა

სტუმარი elle
ნეფო, ქაჯი გოგოებივით გამომდის, რო ჩათაობენ და შეუძ₾იათ იქვე მიწერონ და პასუხად კომენტარებს რომ უტოვებენ, მაგრამ,..
არასდროს დაღამებულა ისე, რომ არ გათენებულიყო და რამეს ყოველთვის დღე...და ასე უსასრულოდ.
იმისთვის,რომ ბედნიერება შევიგრძნოთ მისი ფასიც უნდა ვისწავლოთ, თუნდაც გაუსაძლისი ტკივილის ხარჯზე... ჩემზე უკეთ იცი ეს და უსასრულობამდე მჯერა.
"მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობამდე."


დამჩნეული ხალხი ვართ ჩვენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent