შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვე გვიანია...(სრულად)


6-05-2018, 23:19
ავტორი ლიდია
ნანახია 875

უკვე გვიანია...(სრულად)

-მარ შეხედე ვინ მოდის! - ხელი გამკრა ანამ და თავით დერეფნისკენ მიმანიშნა.
გავიხედე და ის დავინახე.
როგორც ყოველთვის ახლაც მეგობრებთან ერთად იყო და მწვანე პერანგი ეცვა. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და თავის შავ თვალებს არ მაშორებდა. რამდენჯერმე ძმაკაცმა რაღაც წამოაძახა ჩემზე და დიტოსგან მუჯლუგუნიც მიიღო.
-არა რა, ნამდვილად მოსწონხარ, უკვე ერთი თვეა ასე გრძელდება! დღეში ერთი-ორჯერ დაინახავთ ერთმანეთს სკოლაში და თვალებს არ აშორებთ. გამუდმებით გიყურებს! სულ და სულ! ეგ კი არა მაგისმა ძმაკაცმა, ერეკლემ მითხრა, რომ დიტოს მარიამი მოსწონსო.
-ხომ.. მგონი მართლა მოვწონვარ. მაგრამ დამტანჯა ანა, ძალიან დამტანჯა! ამდენი ხანია ფაქტიურად დამსდევს, მაგრამ არაფერს მეუბნება, არც მესალმება! მე ძალიან მორცხვი ვარ მსგავს საკითხებში, მაგრამ მალე თუ არ დამელაპარაკება ავდგები და მე მივალ! ყველაფერს ვეტყვი! იმასაც, რომ ამ უაზრო მინიშნებებით დავიღალე! კაცი არაა? მოვიდეს და გადმოდგას პირველი ნაბიჯი.
ანას ჰგონია, რომ დიტომ ერთი თვის წინ შემამჩნია, მაგრამ მან არ იცის, რომ ის უკვე დიდი ხანია მაკვირდება, შორიდან მსწავლობს. მიღიმის და მაშტერდება.
ყველაზე დამაბნეველი კი ის არის, რომ ახლოს არასდროს მოდის და არასდროს მელაპარაკება. უკვე დამღლელია ეს ყველაფერი.
დიტო მეც მომწონს. მასზე ვერ იტყვი, რომ ძალიან მაღალია და ვერც იმას იტყვი, რომ ძალიან სიმპატიური. მაგრამ იმდენად კარგია, რომ ყურებითაც ტკბები.
მოკლე შავი თმა და შავი თვალები აქვს. მისი თვალები ბევრ ემოციას იტევს და ერთი შემოხედვითაც გათბობს.
ასე ერთმანეთის შორიდან ყურებაში ერთი თვე ისევ გავიდა და უკვე გიჟს ვგავდი ისე მინდოდა მასთან ლაპარაკი.
მეც გამბედაობა მოვიკრიბე, ავდექი და მივედი.
აი ასე, უბრალოდ !
დერეფანში როგორც კი გამოჩნდა ავედევნე და ხელი ჩავავლე, კედელთან მივიმწყვდიე და ჩემი საქციელით გაოცებულმა ჯერ გავიცინე, შემდეგ ცრემლები გადმომცვივდა.
-დიტო რატომ არაფერს ამბობ არასდროს?
ხმა არ ამოუღია.
-დიდხანს მაკვირდებოდი… სულ მე მიყურებდი გესმის? ყველა იმას გაიძახის დიტოს მარიამი მოსწონსო! რატომ ერთხლე მაინც არ მოხვედი და დამელაპარაკე? შენ თუ ვერ ბედავ აი ხომ ხედავ მე მოვედი და გეუბნები, რომ მეც სიგიჟემდე მომწონხარ! ვიცი, რომ შენც და მითხარი რომ ასეა! გთხოვ გამოტყდი. ერთი წელია შორიდან მსწავლობ…
დიტოს სიცილი აუვარდა.
-რაებს მიედ-მოედები? ეს ხუმრობაა ხომ?
-რრ....რაა?
-ბევრი დამახინჯებული რამ მოვისმინე ამ წამს! იცი, საერთოდ არ გაკვირდებოდი. იმაზე არ გსმენია? როდესაც ადამიანი გიყურებს ინსტიქტურად შენც უყურებ. ხოდა როდესაც მომაშტერდებოდი ხოლმე, უნებურად მეც შემოგხედავდი. ეგ უაზრო ჭორები კი ჩემამდე არ მოსულა და ნამდვილად არ მომწონხარ. ეგ კი არა ახლა გავიგე რომ მარიამი გქვია!
ამის მოსმენისას ჩემში საოცარი რამ ხდებოდა.
ერთიანად ავხურდი და ავკანკალდი, ძალიან ამტკივდა ყველაფერი, გული ამოვარდნას და ფეხები გაქცევას ლამობდა.
ასეც მოვიქეცი, გავიქეცი.
უკან მოუხედავად.
თავი შემაყვარა!
მან მე თავი შემაყვარა და ახლა მეუბნება, რომ ხუთი თვე მხოლოდ იმიტომ მიყურებდა რომ ეს რაღაც ინსტიქტი იყო?!
ასე როგორ მომექცა?
რატომ მეგონა, რომ მას არ შეეძლო გოგოების გრძნობებზე თამაში და რატომ გავსულელდი ასე ძალიან?! რატომ დავიმცირე ასე თავი?
სახლში დაბინდული თვალებით ძლივს მივაღწიე და ოთახში შევვარდი, ლიგინზე გავწექი და მანამ ვიტირე, სანამ მთელი სახე არ დამიწითლდა.
თითქოს ამ ბოლო რამდენიმე წუთში დავბერდი.
ხელებს და ფეხებს ვერ ვგრძნობდი და სხეულს ვერ ვამოძრავებდი.
თავი ისე მტკიოდა, თითქოს სკალპს მაძრობენო.
გულის ტკივილი ყველა ტკივილს ფარავდა.
და მაინც…
რატომ მიყურებდა ასე თუ არც ერთი პროცენტით მოვწონდი?
ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
ასე გამაუბედურა დიტომ.
მე უბრალოდ მოსიარულე მექანიზმად, რობოტად ვიქეცი, რომელსაც რეაგირება არაფერზე ჰქონდა.
სკოლაში სიარულიც შემძულდა, აქამდე კი იმ ხალისით მივდიოდი,რომ მას ვნახავდი. ახლა კი მისი სახის დანახვისას გულის რევის შეგრძნება წამში ავსებდა ჩემ სხეულს.
იმდენად შემძულდა, რომ მინდოდა მომეკლა ჩემი ასე განადგურებისთვის!
იმდენად შემძულდა, რომ მზად ვიყავი ყველას თვალწინ დამემცირებინა.
სიცოცხლეც იმდენად შემძულდა, რომ მზად ვიყავი თავი მომეკლა!
მაგრამ ისევ და ისევ საკუთარმა თავმოყვარეობამ და მომავლის იმედმა მომცა ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი, თავი ამეწია და მისთვის თვალები გამესწორებინა, რომლებიც ისევ აგრძელებდნენ ჩემს თაფლისფერებში უტეხად ყურებას.
ასე გავიდა რამდენიმე კვირა.
საკუთარი თავისა და ყველაფრის იგნორირებაში.
ყველას ვუღიმოდი და ყველას ვაღიმებდი, ვიცინოდი და ვერთობოდი, ვმხიარულებდი. დერეფანში ისევ წავიცელქებდი, გავიხუმრებდი და ვიცეკვებდი ხოლმე, როგორც დიტომდე იყო.
მაგრამ ჩემი სახლში მისვლა და ამ ნიღბის მოხსნა ერთი იყო. ვტიროდი მანამ, სანამ არ ჩამეძინებოდა და შემდეგ ისევ ახალი დღე იწყებოდა.
“მარიამ ვარსკვლავი ჩამოვარდა სურვილი ჩაიფიქრე”
ნეტავ მოვკვდე.
“მარიამ სანამ სანთლებს ჩააქრობ სურვილი ჩაიფიქრე”
ნეტავ მოვკვდე.
“მარიამ 11:11 სურვილი ჩაიფიქრე”
ნეტავ მოვკვდე…
მაგრამ არ ვკვდებოდი და ეს თვითმკვლელობისკენ მიბიძგებდა.
ბევრჯერ ვცადე წამოდგომა, მისი დავიწყება და იგნორირება, მაგრამ მისი შავი თვალები ყურადღებას მიფანტავდნენ.
-მარიამ წამოდი გარეთ, სალაპარაკო მაქვს. - ერთ დღეს, შუა ბიოლოგიის გაკვეთილის დროს თავზე დამადგა და მეც გავყევი.
ნერვიულობდა.
მე ირონიულ ღიმილს არ ვიშორებდი, მაგრამ ერთი სული მქონდა ის გრძელი თითები დამეკოცნა და ჩავხუტებოდი გემრიელად.
-ახლა იტყვი რა გინდა? არ მეცალა შენთვის! - ჩემი ხმის სიმტკიცემ თავად გამაოგნა.
-არ გვინდა ეს სწერვობები ძალიან გთხოვ.
-ჰაჰ… ახლა არ გვინდა არა? შენი აზრით მე მაშინ მინდოდა? ყოველთვის იმას ვერ მიიღებ რაც გინდა!
-გეყოფა მარიამ! უბრალოდ ვცდილობ ბოდიში მოგიხადო.
-რისთვის? იმისთვის, რომ მთელი ერთი წელია თვალებში კუშტად მიყურებდი და არაფერს მეუბნებოდი? თუ იმისთვის, რომ როდესაც ჩემ წყეულ გრძნობებში გამოგიტყდი ბოლო დონის იდიოტივით მაგრძნობინე თავი?
-ბოდიში ყველაფრისთვის! მაპატიე.. მართლა ვწუხვარ მთელი გულით. მე შენ მართლა მომწონხარ მარიამ, მართლა. უბრალოდ… უბრალოდ არ ვიცი რა! არ ვიცი ასე რატომ ვიქცეოდი! მივხვდი, რომ არ იყავი ისეთი გოგო, რომელიც ადვილად გაებმებოდა მახეში და მეც დავინტერესდი. დავნიძლავდით, რომ რამდენიმე თვეში მოგხიბლავდი ისე, რომ ხმას არ გაგცემდი და ასეც მოხდა! მაგრამ.. ამ ნიძლავში არ შედიოდა ის რომ მეც მომეწონებოდი, მაგრამ ასე მოხდა!
-აჰ.. ჩემზე ნიძლავიც დაგიდია და ახლა უტიფრად მატყუებ მომწონხარო.
-არ გატყუებ! მარიამ მითხარი რა ვქნა, რომ ეს დანაშაული გამოვასწორო.
-არ გამომყვე! - ვუთხარი გამტყდარი ხმით და ტირილით წავედი სახლამდე.
უარესად გამხადა
ამ უაზრო ტყუილებით!
აღარ მინდოდა სიცოცხლე.
სახლში მივედი დაზაფრული და აკანკალებული.
სამართებელი ავიღე და შემოსასვლელში სარკის წინ დავდექი.
დიდხანს ვუყურე საკუთარ თავს და სულ წინ მიტრიალებდა ძველი მეგობრის სიტყვები:
“შენ ვინ შეგიყვარებს”
“რას გავხარ”
“როგორც კი ოჯახში შეხვალ ეგრევე გამოგაგდებენ”
დიტოს სიტყვები:
“დავნაძლევდით, რომ რამდენიმე თვეში მოგხიბლავდი ისე, რომ ხმას არ გაგცემდი და ასეც მოხდა!”
“ეგ კი არა ახლა გავიგე, რომ მარიამი გგქვია”
დედაჩემის სიტყვები:
“ათიანებს თუ არ გამოიყოლებ ამ სახლში მოსული არ დაგინახო”
“ას პროცენტიან გრანტს თუ არ აიღებ ჩვენ ფულს ვერ გადაგიხდით და იქნები ასე, უბედური, ჩემნაირად”
ცრემლების ნაკადი არ წყდება და სამართებელს უფრო ღრმად ვისვამ ხელზე.
ტკივილს მხოლოდ გულის არეში ვგრძნობ და რაზეც ვფიქრობ მხოლოდ ისაა, რომ მოვკვდები და დავისვენებ.
აღარავინ დამამცირებდა.
აღარ ვიცხოვრებდი გაჭირვებაში.
-მარიამ!
მესმის დიტოს ხმა და მეღიმება.
-მიყვარხარ. - ვბუტბუტებ და მის მკლავებში ვეცემი.





___________________________

თითქმის ჩემი ისტორიაა %_%
დააკომენტარეთ❤️❤️❤️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი talia

Ar gabedo tavis mokvla.iyavi zlieri.

 



№2  offline წევრი ლიდია

talia
Ar gabedo tavis mokvla.iyavi zlieri.

❤️❤️me arc vapireb

 



№3 სტუმარი .

ეს ცხოვრება თავისი კარგით და ცუდით ღირს თითოეულ დღედ, რომელშიც ვიხდით მისი ცხოვრების საფასურს..ახლა დაწერეთ ისტორიის გაგრძელება, შემდეგ კი..რამდენიმე წლის შემდეგ შეადარეთ, რამდენი დამთხვევა ან სასარგებლო აცილება მოხდა..ვიცი ეს ნუგეში არაა, თუმცა უარესებიც ხდება..ველი ისტორიის გაგრძელებას და ცნობებს თქვენი წარმატებების შესახებ ❤

 



№4 სტუმარი Qeti qimucadze

Es uflis cinaagmdeg casvlaaa, roca mis nabozeb sicocxles vugulvebelyoft, movinanie, magram bavshvobashi mec vcade es sisulele, camlebi davlie, magram gadamarchines, axla mecineba, yvelaferi mogvarebadiaaaa, amitom yvelas gtxovt itxovet daxmareba. Cadit eklesiashii, ogond armoiscrafot sicocxle

 



№5  offline წევრი Mtirala

თვითმკვლელები სუსტები არიან,
ძალიან სუსტები!
ძალიან კარგი იყო!
ბრავო :))))))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№6 სტუმარი ევა

მომეწონა კარგია რადგან დღევანდელი რეალობაა გადმოცემული და ეს მომწონს მასში რეალისტობა. რაც შეეხება სუიციდს ყველას თავისი პრობლემა აქვს მაგრამ მგონია რომ ჩვენ ჩვენთვითონ ვაბუქებთ და სასწაულ და გადაუჭრელ პრობლემად ვაქცევთ მათ. ამიტომ სჯობს უფრო მსუბუქად შევხედოთ ყველაფერს და მცირეოდენ იმედს ჩავებღაუჭოთ ვიდრე ყოველივე პრობლემაზე ვენები ვიჭრათ!

 



№7  offline წევრი ლიდია

ყველას დიდი მადლობა ასეთი კარგი და რჩევებით სავსე შეფასებებისთვის ❤️❤️❤️❤️

 



№8 სტუმარი სტუმარი მანჩო

თვითმკვლელობას რომ არ აქვსგამართლება ეს მართალია მაგრამ ვინც ამას ბედავს ის სუსტი კი არა ძლიერია ,

 



№9  offline წევრი Barbare ❤

da pozitiur "mes" isev hgonia,rom es istoria kargad damtavrda. dito nainc gayva da sanam sosxlisgan daicleboda gadaarchina :D ❤️ cuicidi martlac usashinlesi ramaa da ver damajerebs verc erti srulwlovani, rom ertxel mainc ar ufiqria am qmedebaze. sabednierod umetesoba poulobs tavis tavshi dzalas da am problemas umklavdeba. ubralod dachiroa gaigimo da tqva, rom dges tu - ara, xval mainc yvelaferi kargad iqneba❤️ miyvarxar ❤️ gasaocrad wer.

uii xoo fotografs velodebii ❤️

 



№10  offline წევრი ლიდია

Barbare ❤
da pozitiur "mes" isev hgonia,rom es istoria kargad damtavrda. dito nainc gayva da sanam sosxlisgan daicleboda gadaarchina :D ❤️ cuicidi martlac usashinlesi ramaa da ver damajerebs verc erti srulwlovani, rom ertxel mainc ar ufiqria am qmedebaze. sabednierod umetesoba poulobs tavis tavshi dzalas da am problemas umklavdeba. ubralod dachiroa gaigimo da tqva, rom dges tu - ara, xval mainc yvelaferi kargad iqneba❤️ miyvarxar ❤️ gasaocrad wer.

uii xoo fotografs velodebii ❤️

ძალიან გამახარე თბილი სიტყვებით ^__^ მეც მიყვარხარ სიხარულო ❤️❤️❤️ მგონი მხოლოდ შენ მიხვდი იმას, რომ მე ყველაფერი მკითხველს მივანდე. არ მითქვამს რომ მოკვდა ან გადარჩა. ვისაც როგორ სურს ისე იყოს ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent