შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცამეტი


10-05-2018, 11:33
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 153

ცამეტი

ცამეტი

ჩაბნელებული, უფანჯრო, უკარებო, თეთრად კედლებ შეთითხნილი ოთახის შუაგულში, ფეხმორთხმით მჯდარი, თმა დაუვარცხნელი, ცამეტიოდე წლის გოგონა, ზარივით წკრილა, ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაჰკივის. თუმცა მისი კივილი არავის ესმის. ის ხომ ილუზიაში ჩაკარგული სულია, უსხეულო, უხმო, უემოციო, სული და სხვა არაფერი... მაგრამ მან არ იცის, რომ სულია. გოგონას მეხსიერებაში მოფარფატე, განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, გულის ძლიერ რითმთან ერთად მელოდიანარევ საშინელებას ქმნის, ყოფიერებით აუტანელ, უმოქმედო, ნირვანანარევი ოთახის გაურღვევლი კედლების უსაშველო აკუსტიკა. გოგონას თვალებს ძილი არ ეკარება. ის კივის, უცვლელი ტონალობით, უწყვეტად კივის, მაგრამ ეს კივილი არავის ესმის...

***
თებერვლის ღამეა. ქარი გულის შემაღონებლად დათარეშობს კედლებს მიღმა, აშკარად პრემიერა აქვს, მთელი გრძნობით ახეთქებს არემარეს ახალ, გრძნობა აშლილ მელოდიას. ხეები ბანს აძლევს და რაც უფრო მეტად შედის ქარი აზარტში, სამყაროც მით მეტად იხრის ქედს მის წინაშე. ოთახში დედა შემოდის.
-რატომ არ გძინავს? ამბობს ის და საბანს მისწორებს.
-მუსიკას ვუსმენ.
-რა მუსიკას?
-ქარის მუსიკას დედა. იღიმის. -ამაღამ ჩემთან დარჩები?
-არა, წასასვლელი ვარ. ისმის მისი სევდიანი ხმა.
-ისევ?
-ხო. შუბლზე მკოცნის, ერთხელ კიდევ მისწორებს საბანს. მისი ცრემლი ჩემ სახეს ეხება, მაგრამ არ ვიმჩნევ. მერე ოთახიდან გადის.
წარმოსახვითი სამყარო, იმ იდეალური ქმედებებით არის გაჯერებული, რაც ადამიანებს ასე გვაკლია. მაგრამ, უნდა შეგეძლოს არ დაიკარგო შენსავე შექმნილ სამყაროში. სულის გამუდმებული კიჟინა და სიყვარულის ფარული წამები, გულის გაშავთეთრებული ნაოჭები.... არ გაძღა უნიჭო ცხოვრება წამებით.

***
უფანჯრო ოთახის შუაგულში ფეხმორთხმით მჯდარი, თმა დაუვარცხნელი გოგონა ისევ ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაჰკივის.

***
შაბათ საღამოს მე და ელენამ გადავწყვიტეთ, სამსახურის დასრულების შემდეგ მთაწმინდის პარკი დაგვეპყრო.
-შევისვენოთ. ამბობს სიარულით ქანცგაწყვეტილი ელენა. ცოტა სულის მოთქმის შემდეგ. ჯიბიდან სიგარეტს იღებს და მაწვდის.
-აღარ ვეწევი.
-ოჰ, როდის აქეთაა?
-მას შემდეგ, რაც ჩემი ეშმაკი შვებულებაში გავიდა. ელენა გულიანად იცინის. მეც მეღიმება.
-რა ხდება იმ ბიჭთან დაკავშირებით. მეკითხება და კარგად გადამუშავებულ თამბაქოს კვამლს, სახეში მაბოლებს.
-ბოლოს, რომ ვნახე ასე მითხრა შენს ეშმაკს გავაცილებ და მოვალო, მას მერე არ მინახავს. ელენა მიყურებს. დაჟინებით მიყურებს. მერე ორივე გულიანად ვხარხარებთ.
-შეშლილი ხარ.
-როგორ არ იქნები შეშლილი იმ სამყაროში, რომლის არც ერთ წესსა და კანონს არ იზიარებ.
-შენი ფსიქოანალიზმი როდის გადის შვებულებაში?
-არასოდეს! მერე გზას უხმოდ ვაგრძელებთ.

***
უფანჯრო ოთახის შუაგულში ფეხმორთხმით მჯდარი, თმადაუვარცხნელი გოგონა ისევ ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაჰკივის. ბაც ნათებად ქცეული ილუზიური ყოფა აუტანლად მძიმე ხდება.

***
ფანჯრის წინ ვზივარ, გარეთ მოცეკვავე წვიმის წვეთებს ვუცქერ, ჰაერში თითქოს შიშის სუნი ბატონობს, დედა მახსენდება. დიდრონი თვალები, მღვრიე, ისეთივე მღვრიე, როგორც წვიმის წვეთების ნაღვლიანი ტანგო. ფერმკრთალი სახე და მასზე ოსტატურად მოხატული ვარდისფერი კაპილარები. ტუჩები, ლამაზი, სავსე, სასურველი. თმები... მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი თავსაფარი, კოხტად აქვს თავზე მორგებული... მიყვარს ეს თვალები... ღრმა, მოუსვენარი ფიქრებით სავსე... შიშის სუნი სულ უფრო მძაფრდება, უკვე ცხვირის ნესტოები მეწვის, თვალებიც მეცრემლება.. ჩემში, სადღაციდან ყრუ კივილი მესმის. სმენას ვძაბავ, ხელის გულები მეოფლება, პირი მიშრება. ის ისევ კივის... კადრი... ჩაბნელებული, უფანჯრო, უკარებო, თეთრად კედლებ შეთითხნილი ოთახის შუაგულში, ფეხმორთხმით მჯდარი, თმა დაუვარცხნელი ცამეტიოდე წლის გოგონა, ზარივით წკრიალა, ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაჰკივის. თუმცა მისი კივილი არავის ესმის. ის ილუზიაში ჩაკარგული სულია... უსხეულო, უხმო, უემოციო, სული და სხვა არაფერი... მაგრამ მან არ იცის, რომ სულია. გოგონას მეხსიერებაში მოფარფატე, განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, გულის ძლიერ რითმთან ერთად მელოდიანარევ საშინელებას ქმნის, ყოფიერებით აუტანელ, უმოქმედო, ნირვანანარევი ოთახის გაურღვევლი კედლების უსაშველო აკუსტიკა. გოგონას თვალებს ძილი არ ეკარება. ის კივის, უცვლელი ტონალობით, უწყვეტად კივის, მაგრამ ეს კივილი არავის ესმის... ვცდილობ სხეულიდან მომავალ კივილის ხმას ყურადღება არ მივაქციო, დედის პორტრეტის წარმოდგენით ხმის ჩახშობის მცდელობას, ისევ გოგონას განწირული კივილი არღვევს. გამოსახულება წამებში იმსხვრევა. გოგონა ისევ კივის, ჰაერში შიშის სუნი მძაფრდება...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent