შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმის ზღვარი


13-05-2018, 12:05
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 132

სიჩუმის ზღვარი

საკუთარ არსებაში ხეტიალით, გრძნობებისა და შეგრძნებების შესწვალით, გათავისებით, მართვით სულისა და გონების მორჩილებით, ენის წვერზე მომდგარი სიტყვების უკუგდებით, სიბრაზის დახშობით, შეკავებული ცრემლით, ართქმული სათქმელით... სიჩუმის ზღვარი...
ზღაპრების შეთხზვა, რალური თუ გამოგონილი ამბებით, საუკეთესო საშუალებაა წარსულის მოგონებებთან ერთად შეინარჩუნო ფანტაზიის უნარი.

უძილობით სახე დასიებული შუახნის ქალბატონი თავის პატარა შვილს რომელიც გვიან ასაკში გააჩინა, ეზოში უხალისოდ ასეირნებს. სახეზე აწერია, დაჯდომის ან დაწოლის გაუსაძლისი სურვილი, რომელსაც მხოლოდ თავისი პატარა ვაჟის გამო უკუაგდებს და მოთმინებით ებრძვის სხეულისა თუ სულის დაღლილობას. გარემოს ყურადღებით ათვალიერებს და ამით დანაკლისის თუ ინტერესის არეალს ივსებს. ალბათ დედაჩემიც ასე იქცეოდა.

დედა მაგიდასთან ზის და სააღდგომო პასკის ცომს ამუშავებს. მთელი მონდომებით, სიყვარულით და ღიღინით ეპყრომა მას. თითქოს ეფერება, სასიამოვნო სანახავია მისი ადრენალით აღსავსე თვალები. შინაგანად ჩართული დაძაბული მოლოდინის რეჟიმი. გამომივა? იკითხება მის თვალებში. უნდა გამოვიდეს, პასუხობს თავის თავს ღიმილით. ბედნიერია. ვფიქრობ ჩემთვის და სავარძელში ჩაფლული კითხვას ვაგრძელებ.

-გეძახიან. მესმის ზურგს უკან თანამშრომლის ხმა.
-ვინ არის, ვკითხულობ და უკან მივყვები. -გამარჯობათ. ვაგებებ ღიმილს აშკარად საჩხუბრად მოსულ ადამიანს. ღიმილი და კეთილგანწყობა თითქმის ყოველთვის ჭრის, ამ შემთხვევაშიც გაამართლა და პრეტენზიულმა მომხმარებელმა ხმაც შეარბილა და სახეც. -რით შემიძლია გემსახუროთ. ვეკითხები მისი კეთილგანწყობის კიდევ უფრო გასამყარებლად.
-იცით რა, ამბობს ის და ხელში შოკოლადს აწვალებს, -შეგიძლიათ ნახოთ, ვფიქრობ გაფუჭებულია.
-თქვენ თუ ასე ფიქრობთ, ესე იგი ასეც არის. ვპასუხობ ღიმილით და მის გაოცებულ და ამავდროულად კმაყოფილ თვალებს შევცქერი. -დაუბრუნებთ მომხმარებელს თანხა, ვეუბნები მოლარეს და იქაურობას ვტოვებ. რა ცოტა რამ ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის და თუ შეგიძლია ის გააბედნიერო უნდა გააბედნიერო კიდეც...
როგორც იქნა ცომს შესაფერის ჭურჭლებში ათავსებს და გახურებულ ღუმელში დგამს. მერე სკამი ღუმეთან ახლოს მიაქვს და სამი საათი გაუნძრევლად ელოდება პასკის საბოლოო იერსახის მიღებას, შიგადაშიგ სიცხისგან გავარვარებულ სახეზე ხელს იფარებს და ღრმად სუნთქავს.
-დედა დალიე, ჭიქით წყალს ვაწვდი. მადლიერებით სავსე თვალებს მაპყრობს და ჭიქას ბოლომდე ცლის. -გინდა კიდევ მოგიტანო?.
-არა მადლობა, ამბობს ის და მზერა ისევ ღუმელზე გადააქვს.
სამსახურიდან ადრე გამოვდივარ და ქუჩას ფეხით მივუყვები, ზაფხულია, ხალხი ქალაქიდან არის გასული და შესაბამისად ქუჩაც შედარებით თავისუფალია, არც მანქანების ზღვა გამონაბოლქვი დგას ჰაერში. ქუჩის კუთხეში, „მარკეტში“ შევდივარ და მინერალურ წყალს ვყიდულობ. მერე კი ისევ ფეხით მივუყვები გზას. რატომღაც ის მოხუცი ქალბატონი გამახსენდა, გაქათქათებული, კარგად გაუთოვებული პერანგით, შავი ქვედა ბოლოთი, ფეხშიშველ ფეხზე მორგებული საგულდაგულოდ გაპრიალებული სანდლებით, ლამაზად დავარცხნილი თეთრი თმით, რომელიც შავი «ზონრით“ კოხტად შეეკრა უკან, ვიტრინას მიყრდნობილი ლამაზ, მაგრამ დამჭკნარ ცისფერ თვალებს, რომ ანათებდა კონსულტანს და „არდენას“ წარმომავლობას ეკითხებოდა. შორიდან ვუცქერდი ლამაზ მოხუცს და სხეულში სითბო ვიგრძენი. ნეტავ დედა როგორი იქნებოდა სიბერეში.. მაგრამ ის ვერასდროს დაბერდება.
დედამ ღუმელი გამოაღო და იქედან ნაწვალები პასკები გამოალაგა... უეცრად თვალებში ჩამდგარი სინათლე გაუფერმკრთალდა და სინათლის ნაცვლად სიცივემ მოიცვა მისი დიდრონი გუგები. მერე ფოდნოსი ძირს დაახეთქა და თვალცრემლიანი გარეთ გავარდა. არ გამოუვიდა. დიდი სურვილის მიუხედავად არ გამოუვიდა.
-ჩაიცვი. მესმის გარედან. -მივდივართ.
-სად?
-პასკა ვიყიდოთ. ვიცვამ და ორივენი უსიტყვოთ ვადგებით გრძელ გზას.
ხანში შესული, ახალბედა დედა ისევ ბავშვს ასეირნებს გარეთ, ისევ დაღლა ეტყობა სახეზე მაგრამ თვალებს ისევ ინტერესით აცეცებს აქეთ-იქეთ.
პასკას ვყიდულობთ თუმცა ეს დადებითად მაინც არ აისახება დედის სახეზე. ის მშობლების საფლავთან ნაყიდი პასკით ხელში დგას. არ ტირის, არ იღიმის, უბრალოდ დგას, ზუსტად ისე როგორც ყოველთვის... ზუსტად ისე როგორც იმ ფოტოზე რომელიც ჩემ საძინებელში, კედელზე საპატიო ადგილს იჭერს.
მოგონებათა ხეტიალში, გზააბნეული უმწეო არსება, გარინდული და გაყინული მზერა და გრძნობები. სარკის ანარეკლი, ჩრდილი, აჩრდილი, დაუსრულებელი გზა... სიჩუმის ზღვარი...скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent